07.10.2017
1. ჯოხარ ცარნაევის ფოტო - The Rolling Stone
“ამფეთქებელი” (The Bomber) - ამ წარწერით გამოვიდა ჟურნალ The Rolling Stone-ის გარეკანი, რომელზეც ბოსტონის ტერაქტის მოწყობაში ბრადლებული ჯოხარ ცარნაევია გამოსახული. სკანდალი კი იმან გამოიწვია, რომ ჟურნალის გარეკანზე ცარნაევის ისეთი ფოტო დაიტანეს, სადაც ტერორისტი კეთილგანწყობას იწვევს, ის როკვარსკვლავივით გამოიყურება. მედიაკრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ამ გარეკანმა ხელი ტერორიზმის რომანტიზებას შეუწყო.
2. ძუძუთი კვება - The
Time
როცა ფოტოზე გამოსახურლია მეძუძური დედა ახალშობილი ბავშვით, დადებით ემოციებს აღძრავს, მაგრამ რომ ჩავანაცვლოთ ახალშობილი - სამი წლის ბავშვით, რომელსაც სიარული შეუძლია და დიდი ალბათობით ლაპარაკიც, ეს უკვე დისკუსიის საგანი ხდება. ალბათ Time-ის გარეკანი საზოგადოების ერთ-ერთ მტკივნეულ ტაბუს შეეხო. ფოტოზე გამოსახულია ქალი, რომელიც თავის 4 წლის ვაჟს ძუძუთი კვებავს. 2012 წლის 21 მაისს გამოსული ჟურნალი ელვისებურად აიტაცა საზოგადოებამ. ნომერი სკანდალური გამოდგა. თუკი ხალხის ნაწილი ფოტოში საგანგაშოს ვერაფერს ხედავდა, ბევრი ადამიანი, მათ შორის მშობლები, ძუძუთი კვების გარეკანზე გამოტანას ზედმეტად პროვოკაციულად მიიჩნევდა.
3. “ღმერთი მოკვდა?” -
Time-ის გარეკანი
ჟურნალ Time-ის გარეკანზე 1966 წელს წააწერს “ღმერთი მოკვდა?”. წარწერა ანალიტიკური სტატიის სათაური იყო, რომელიც საზოგადოებაში სეკულარიზმის ზრდას ეხებოდა. სათაურის ინსპირაცია კი, ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილი ციტატიდან მიიღეს. ამის მიუხედავად, ჟურნალის ეს ნომერი ძალიან სკანდარული გამოდგა. გამოცემამ სასულიერო პირებისა და მორწმუნე ადამიანთა ჯგუფებისგან უამრავი კრიტიკული წერილი მიიღო. Time-ის ეს ნომერი იმითიც იყო გამორჩეული, რომ ჟურნალის გარეკანზე ფრაზა სურათის გარეშე იყო დატანილი.
4. “წამებული” მუჰამედ ალი
- Esquire-ს გარეკანი
მუჰამედ ალიმ 1967 წელს ისლამი მიიღო და რელიგიური შეხედულებების გამო
უარი თქვა ვიეტნამის ომში მონაწილეობაზე. ამ გადაწყვეტილებამ მოკრივეს
ბევრი პრობლემა შეუქმნა, ზოგიერთ შტატში მას სპორტულ ღონისძიებებში
მონაწილეობაც კი აეკრძალა. 1968 წელს, ჟურნალ Esquire-ს გარეკანზე ალი
ისრებით გამოსახეს. ეს იყო ცნობილი ფერწერული ნამუშევრის რემისცენცია,
სადაც მესამე საუკუნეში წამებული ქრისტიანი და შემდგომ სპორტსმენთა
მფარველი წმინდა სებასტიანია დახატული. გარეკანის მიზანი, რა თქმა
უნდა, მუჰამედ ალის დაცვა იყო მოზღვავებული კრიტიკისგან, თუმცა თავად
ფოტომაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.5. ბრიტნი სპირსი The
Rolling Stone-ის გარეკანზე
“ლოლიტას” სტილში გადაღებული სურათი საცვლებში. The Rolling Stone-ის ამ გარეკანზე ბრიტნი სპირსია გამოსახული - ეს ხომ ჩვეული ამბავია. თუმცა, 1999 წელს, ბრიტნი მხოლოდ 17 წლის იყო და ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში, ჟურნალების გარეკანზე თინეიჯერების საცვლებში გამოსახვა სულაც არ იყო ყოველდღიურობის ნაწილი.
6. მუქარა ძაღლზე -
National Lampoon
1973 წელს, იუმორისტულმა ჟურნალმა National Lampoon-მა გარეკანზე იარაღმიდებული ძაღლი გამოსახა წარწერით “თუ თქვენ ამ ჟურნალს არ იყიდით, ჩვენ ამ ძაღლს მოვკლავთ”. ჟურნალის ამ ნომერა, რა თქმა უნდა, ცხოველთა დამცველებსა და ზოგადად, მოქალაქეებში დიდი აგრესია გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები უბრალოდ ცუდად ხუმრობდნენ.
7. ო.ჯ სიმპსონი - The
Time
1994 წელს ყოფილ ფეხბურთელს, ო.ჯ სიმპსონს ცოლისა და მეგობრის მკვლელობაში დასდეს ბრალი, ჟურნალმა „ტაიმმა“ მისი დაკავებისას გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. გამოქვეყნებამდე „ტაიმმა“ ფოტოილუსტრატორ მეტ მაურინს დაავალა, ხელოვნურად დაემუშავებინა ფოტოსურათი. მაურინმა დაკავებულის საიდენტიფიკაციო კოდი ზომაშიც შეამცირა და ფოტო გაამუქა. კრიტიკოსების აზრით, ფოტოს გამუქებამ ხაზი გაუსვა ბრალდებულის კანის ფერს და დაკავებულს უფრო „მრისხანე“ ელფერი შესძინა. მათი აზრით რადგან ფოტო იყო ახალი ამბების ფორმატის "ნიუს-ფოტო", მისი დამუშავება საერთოდ არ შეიძლებოდა. „ტაიმისთვის“ სამწუხაროდ, „ნიუზვიკმა“ იგივე ფოტო დაურედაქტირებლად გამოაქვეყნა. გაზეთების ჯიხურებში ეს ორი ნომერი გვერდიგვერდ მოხვდა, შესაბამისად, „ტაიმის“ მანიპულაცია უფრო მეტად შესამჩნევი გახდა. მოგვიანებით გამოცემამ ბოდიში