მარტივი და სწრაფი გზა აუდიოს გასაშიფრად
13.03.2018
ჟურნალისტების საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო ნაწილი აუდიო ჩანაწერის ტექსტად ქცევაა. ჟურნალისტების სამუშაო საათების დიდი ნაწილი სწორედ გაშიფვრაზე იფლანგება. თუმცა როგორც აღმოჩნდა, გამოსავალიც არსებობს - არც აპლიკაციების დაყენებაა საჭირო და არც ზედმეტი ფულის დახარჯვა.

მხოლოდ Google Docs და ყურსასმენები დაგჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ხელსაწყო იდეალური არაა, ცდად მაინც ღირს. აი, როგორ უნდა გამოვიყენოთ Voice Typing:

1. იპოვეთ მყუდრო და ჩუმი ადგილი

2. გახსენით Google Doc

3. Tools სექციაში იპოვეთ და ჩართეთ Voice Typing (ან Ctrl+Shift+S) 


4. აირჩიეთ ქართული, ან სხვა სასურველი ენა


5. გაიკეთეთ ყურსასმენები, იპოვეთ ფაილი, რომლის ტრანსკრიპტიც გსურთ, ჩართეთ Voice Typing და ხმამაღლა გაიმეორეთ, რასაც ისმენთ (Voice Typing მუშაობს მხოლოდ ადამიანის ხმაზე და არ შიფრავს მობილური ტელეფონით, ან დიქტოფონით ჩართულ აუდიოს)

6. დააკვირიდით ტექსტს, რადგან ხელსაწყო სრულყოფილი არაა და შესაძლოა, შეცდომები დაუშვას.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ