05.03.2018
როდესაც საიტს ეწვევით, ონლაინჟურნალის ჩვეულებრივი გარეკანი დაგხვდებათ, წარწერით: “გთხოვთ, გათიშოთ ინტერნეტი”. ინტერნეტის გათიშისთანავე, საიტი სტანდარტულ ინტერნეტჟურნალად გადაიქცევა, სადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვადასხვა ისტორია, ესსეები და ა.შ.
ბოლინი ამბობს, რომ ის არ არის ადამიანი, რომელსაც ინტერნეტი სძულს და იმის ჩვენება არ სურს, თუ რამხელა ბოროტებაა ტექნოლოგიები. მაშ რატომ მიიღო მან ისეთი ჟურნლის შექმნის გადაწყვეტილება, რომელიც ინტერნეტის გათიშვას მოითხოვს?
როგორც ბოლინი განმარტავს, The Disconnect - ის შექმნის იდეა, მას შემდეგ დაებადა, რაც საკუთარი თავის ინტერნეტისადმი ზედმეტად დამოკიდებულება აღმოაჩინა. მისი თქმით, როდესაც ადამიანი ინტერნეტში შედის, ერთი უსარგებლო ლინკიდან მეორეზე გადადის. ასე გრძელდება დაუსრულებლად. ბოლოში კი აღმოაჩენს, რომ არაფრის ძიებაში საათები დაკარგე.
“არ ვფიქრობ, რომ ინტერნეტი ცუდია, ვფიქრობ, პირიქით არის. ის ადამიანების ერთმანეთთან დასაახლოვებლად ძალიან კარგი საშუალებაა. ის ასევე ბიზნესის კეთების კარგ შესაძლებლობებს ქმნის და ა.შ. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ამაზე უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ” - განმარტავს ბოლინი.
გარდა ამისა, ბოლინი ამბობს, რომ ირონიის ამგვარი ფორმით გამოყენება, სახალისოცაა - გქონდეს ინტერნეტპროდუქტი, რომელიც ინტერნეტიდან გასვლისკენ გიბიძგებს. “ძალიან მომეწონა, რაღაც ისეთის შექმნის იდეა, რომლის ფუნქციაც დისკუსიაში ჩართვაა, რისთვისაც ინტერნეტიდან გასვლაა საჭირო” - ამბობს ბოლინი.
მაშ როგორ იღებს მომხმარებელი ჟურნალზე წვდომას, თუკი მას ინტერნეტთან წვდომა არ აქვს?
როდესაც მომხმარებელი საიტზე შედის, მთელი მასალა ჩამოტვირთულია, თუმცა ის დაბლოკილია და ვერ ხედავს. მასზე წვდომა მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც ინტერნეტთან კავშირი წყდება. იმის გამო, რომ ინტერნეტჟურნალში მხოლოდ რამდენიმე გამოსახულება და არცერთი რეკლამაა, საიტის მთლიანი მოცულობა მხოლოდ 250 კილობაიტია.
პირველ ეტაპზე მკითხველს საიტის მოხმარება ყოველგვარი საფასურის გარეშე შეეძლება. სამომავლოდ კი, ბოლინი ჟურნალის დაფინანასების ორ ვარიანტს განიხილავს, კერძოდ, სპონსორობას და შემოწირულობებს.
წყარო: www.cjr.org