30.11.2017
Dale Farm Solidarity არის არალეგალ მგზავრთა და მიგრანტთა ცენტრი დიდ ბრიტანეთში. გამოცემის სტატიაც სწორედ ამ დასახლებას ეხებოდა, ორი რეპორტიორი ისე მივიდა ბანაკში და გაეცნო იქ მცხოვრებთა მდგომარეობას, ცხოვრების წესს, რომ თავი ჟურნალისტად არ წარუდგენია. ისინი ასევე შევიდნენ ბაზილდონის საბჭოს სხდომაზე და დაესწრნენ იქ მცხოვრებთა განსახლების საკითხის განხილვას, მათ თავი სამართლებრივ დამკვირვებლებად წარადგინეს.
მომჩივანმა განცხადა, რომ Dale Farm Solidarity-ს ჰქონდა ღია მედია-პოლიტიკა და ნებისმიერ რეპორტიორს შეეძლო თემში მისვლა, ინტერვიუს აღება, ადგილის დათვალიერება და ა.შ. შესაბამისად, გაუგებარი დარჩა, რა საჭირო იყო ჟურნალისტების მხრიდან ასეთი ქმედება. გარდა ამისა, მომჩივანი ფიქრობდა, რომ თემაზე მომზადებული სტატია, არ შეიცავდა ისეთი საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციას, რომლის მოპოვებაც გაამართლებდა ჟურნალისტების ქმედებას. მომჩივანს ესმოდა, რომ ზოგჯერ რეპორტიორები შენიღბულად მიდიან რესპონდენტებთან, მაგრამ ამ შემთხვევაში მომჩივანი აპროტესტებდა იმ ფაქტს, რომ მოტყუებით ინფორმაციის მოპოვება შეეხო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ჟურნალისტებმა მოიპოვეს და გაასაჯაროეს მაცხოვრებელთა პირადი ცხოვრების დეტალები.
გაზეთი მიიჩნევდა, რომ ამ მასალის გამოქვეყნება კანონიერი იყო: იმ დროისთვის დეილ ფარმი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე წამყვანი ახალი ამბავი იყო, რომელსაც პარლამენტი და მედია აქტიურად განიხილავდა. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყო, ჰქონოდა ინფორმაცია ადგილზე მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლების, მაცხოვრებლების შესახებ.
გაზეთის თქმით რეპორტიორებისთვის შეუძლებელი იქნებოდა ბანაკიდან სწორი ინფორმაცია წამოეღოთ ოფიციალური არხის მეშვეობით, რადგან ოფიციალურად დაშვებულ მედიასაშუალებას ექნებოდა მხოლოდ „გამოხშირული“ სურათი. ტყუილი მცირე დოზით აუცილებელი იყო, რათა მოეპოვებინათ მოვლენების სრული სურათი.
პრესის საბჭომ განცხადება არ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილება:
კოდექსის მე-10 მუხლი ადგენს, რომ გაზეთი „არ შეიძლება ცდილობდეს, მოიპოვოს ან გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია ფარული კამერით, ან ფარული ჩამწერი საშუალებებით“. კოდექსი ასევე მკაფიოდ ადგენს, რომ „ინფორმაციის ფარულად და მოტყუებით მოპოვება შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესით და მხოლოდ მაშინ, თუ მასალის სხვაგვარად მოპოვება შეუძლებელია“.
კომისიამ მიიჩნია, რომ გაერთიანებული სამეფოს ყველაზე დიდ არალეგალურ მგზავრთა ცენტრში მომხდარი ამბების გაშუქება დიდი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი იყო. სხვაგარად, გამოცემას შესაძლოა ვერ მოეპოვებინა ეს ინფორმაცია და შესაბამისად, ჟურნალისტების ქცევა გამართლებული იყო.
კომისიის აზრით, სტატიაში არ ჩანდა, რომ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ გამოააშკარავა პირადი ცხოვრების დეტალები, შესაბამისად, მე-3 მუხლის დარღვევა არ დადასტურდა.
საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა განჩინებანი:
Liberal Democrat Party v The Daily Telegraph (2011)
Paul Smith v Hull Daily Mail (2010)
Faldo v The Sun (2001)
გამოქვეყნების თარიღი:
2012 წლის 29 ივნისი