კატეგორია: ეთიკა
რამდენიმე ქართულმა მედიასაშუალებამ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა იმის
შესახებ, რომ ზოდიაქოს ნიშნები შეიცვალა. ეს “სიახლე” ქართულ სოციალურ
ქსელ “ფეისბუკის” მომხმარებლებში საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა.
მედიასაშუალებებმა info9.ge-მ, pia.ge-მ წყაროდ ვებგვერდი awarenessact.com გამოიყენეს, სადაც აღნიშნულია, რომ NASA-მ ზოდიაქოს ნიშნები პირველად განაახლა 2000 წლის შემდეგ. ასევე სტატიაში აღნიშნულია, რომ ვარსკვლავების განლაგება შეიცვალა, რამაც ზოდიაქოს ნიშნების ცვლილება გამოიწვია.
იგივე ინფორმაცია ოღონდ BBC-ზე დაყრნობით ჟურნალმა რეიტინგმაც გამოაქვეყნა 2015 წლის 26 აგვისტოს.
მსგავსი ინფორმაცია ზოდიაქოს ნიშნების შეცვლის შესახებ 2011 წელსაც გავრცელდა, თუმცა მაშინვე აღინიშნა, რომ ეს არ იყო სიმართლე.
BBC-ის 2011 წლის 17 იანვრის მასალაში ვკითხულობთ, რომ ვარსკვლავები არ მოძრაობენ, თუმცა მათი განლაგება იცვლება დედამიწის მოძრაობის ფონზე. ამ პროცესს, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, 26 ათას წლიან გრძელ პერიოდს, პრეცესიას (precession) უწოდებენ. პრეცესია გავლენას ახდენს მხოლოდ “ვარსკვლავურ” ასტროლოგიაზე, სისტემაზე, რომელიც უმეტესად გამოიყენება ინდოეთში და იმ ადამიანების მიერ, ვინც “ვედური” ასტროლოგიითაა დაინტერესებული. ამ სისტემებში ნიშნები იცვლება.
“ადამიანი შესაძლოა მერწყულია ტროპიკული სისტემით, მაგრამ თხის რქა ვედური სისტემით”, - ამბობს ასტროლოგი რასსელ გრანტი”.
“ტროპიკული ზოდიაქოს” სისტემას ე.წ. დასავლელი ასტროლოგები იყენებენ და ეს სისტემა მკაცრად დადგენილია მზის, მთვარისა და პლანეტების მოძრაობის მიხედვით.
“ტროპიკული ზოდიაქოს სისტემა დადგენილია და არ იცვლება. ის უძრავია მიუხედავად დედამიწის მოძრაობისა”, - აღნიშნულია BBC-ის საიტზე.
“ტროპიკული ზოდიაქოს” სისტემა ყველაზე მეტად გავრცელებულია, ასე რომ მერწყულები კვლავ მერწყულები არიან და თხის რქებიც თხის რქები.

15.09.2016