კატეგორია - ეთიკა
ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგის 2017 წლის შუალედური
ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული არასრულწლოვანთა
იდენტიფიცირება ისეთ ჟურნალისტურ პროდუქტში, რომელშიც კანონთან
კონფლიქტში მყოფი, ან ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ფიგურირებს, თუმცა
მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა რამდენიმე მასალა, რომლშიც
ჟურნალისტებმა ბავშვები საჭირო დროს არ დაფარეს, ან სხვა დეტალები
გაამჟღავნეს, რამაც არასრულწლოვნის სახის დაფარვას აზრი დაუკარგა.
გარდა ამისა, კვლავაც პრობლემაა ბავშვების სახის დაფარვა მაშინ, როცა
ამის საჭიროება არ არსებობს.
კრიტიკას იმსახურებდა მედიასაშუალებების მიერ ცხენის ქურდობაში ბრალდებული არასრულწლოვნის შესახებ მომზადებული მასალები. მიუხედავად იმისა, რომ „ბავშვების დაფარვა უპირობოდ აუცილებელია, როდესაც ის ბრალდებული, მსჯავრდებული ან მოწმეა,“ სიახლეებში სრულად ან ირიბად ხდებოდა არასრულწლოვნის იდენტიფიცირება. დღეისათვის „გუგლის“ საძიებო სისტემაში ბავშვის სახელის და გვარის ჩაწერისას მარტივად იძებნება ამ თემაზე მომზადებული მასალები, საიდანაც ვიგებთ, რომ ბავშვს ცხენების ქურდობაში სდებენ ბრალს და საქმეზე გამოძიება სწორედ ქურდობის მუხლით დაიწყო.
პრობლემაა იმ არასრულწლოვნების იდენტიფიცირებაც, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. მაგალითად, „იმედის კვირაში“ 25 მაისს გავიდა სიუჟეტი C ჰეპატიტის პროგრამის მუშაობისა და მისი ბენეფიციარების შესახებ. სიუჟეტი იწყება ერთ-ერთი არასრულწლოვნით, რომელსაც აქვს C ჰეპატიტი. ბავშვი სრულადაა იდენტიფიცირებული, გამჟღავნებულია მისი ჯანმრთელობის მდგომაროება და სამედიცინო ისტორია. ასევე, ჟურნალისტი ამბობს, რომ ბავშვი არ არის მშობლების ბიოლოგიური შვილი, მის ბიოლოგიურ დედას კი აივ ინფექცია ჰქონდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მაუწყებელს არ გაუთვალისწინებია აღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი სტიგმისა და დისკრიმინაციის საფრთხეები.
მედიისთვის გამოწვევად რჩება ბავშვების დაფარვა ტექნიკური თვალსაზრისითაც: „როდესაც მაუწყებლები მიიღებენ ბავშვის არაიდენტიფიცირების გადაწყვეტილებას, ტექნიკურ ხარვეზად რჩება ბავშვების ისე გადაღება, რომ დაფარვის შემდეგ კადრში ბავშვის ნაცვლად გადღაბნილი წრე არ ჩანდეს,“- ვკითხულობთ კვლევის ანგარიშში.
არასაჭირო იდენტიფიცირებასთან ერთად, არანაკლებ პრობლემურია არასაჭირო დაფარვა - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებულმა მედიამონიტორინგმა ცხადყო, რომ მედია ხშირად ზედმეტ, უსაფუძვლო სიფრთხილეს იჩენს და ბავშვებს ფარავს მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არის. ამის კარგი მაგალითია, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის „სხვა შუადღის“ ერთ-ერთი სიუჟეტი, რომელიც ბავშვთა საკითხების გაშუქების 2016 წლის ანგარიშში მოხვდა. გადაცემა ეძღვნებოდა თემას, ასეირნებენ თუ არა ძიძები სიცივეში ბავშვებს. ერთ-ერთი წამყვანი შეხვდა ძიძას, რომელიც იდენტიფიცირებული იყო, მაგრამ ბავშვების ნაცვლად კადრში გადღაბნილი წრეები „სეირნობდნენ“.
„ბავშვის დაფარვა მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როდესაც იდენტიფიცირების შემდეგ შესაძლებელია მისი მდგომარეობა გაუარესდეს. როდესაც ბავშვის სახის გარდა ყველაფერი იდენტიფიცირებულია, მაშინ მისი სახის დაფარვა აზრს კარგავს,“ - ვკითხულობთ ამავე ანგარიშის რეკომენდაციებში.
როგორ დავფაროთ არასრულწლოვნები, ამის შესახებ რეკომენდაციებს შეიცავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებული ბავშვთა გაშუქების სახელმძღვანელოც, სადაც ვკითხულობთ:
· ბავშვის დაფარვა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელია მას რაიმე ტიპის ზიანი მიადგეს, მაგალითად, იძალადონ მასზე, გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მოხდეს მისი სტიგმატიზება, გარიყვა ან ნებისმიერი სახით გაუარესდეს მისი მდგომარეობა.
· ბავშვის დაფარვა უპირობოდ აუცილებელია როდესაც ის არის:
✔ძალადობის/დანაშაულის მსხვერპლი; ✔ ბრალდებული/მსჯავრდებული/მოწმე; ✔ არის ჩართული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში; ✔ რაიმე ფორმით არის დაკავშირებული სექსუალურ ძალადობასთან; ✔ აივ-დადებითი ან შიდსით დაავადებული, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ბავშვი, მშობელი ან მასზე პასუხისმგებელი პირი არ განაცხადებს თანხმობას სრულიად შეგნებულად.
მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .

25.03.2017
ვრცლად