როგორ შეეწყობა კავშირი „რომელიც“ რიცხვში მისათითებელ
სიტყვას?
თუ მისათითებელი სიტყვა უსულოა და მრავლობითში, როგორ „იქცევა“
„რომლებიც“?
თუ მისათითებელი სიტყვა კრებითია ან „და-ძმის“ ტიპის კომპოზიტია?
ფილოლოგის სვეტში ამჯერად რთულ წინადადებაში „რომელიც“ წევრ-კავშირის
რიცხვში შეთანხმებას მიმოვიხილავთ.
მწერლები, რომლებიც დაჯილდოვდნენ.
განვიხილოთ ეს წესი უფრო დეტალურად:
გამომცემლობა გვთავაზობს ხუთ წიგნს, რომლებიც აუცილებლად უნდა
წაიკითხო.
ეს წინადადება შედგება მთავარი და დამოკიდებული წინადადებებისგან.
მთავარ წინადადებაში მისამართი სიტყვაა წიგნი ( რომელსაც მიემართება
წევრ-კავშირი „რომლებიც“). მისამართ სიტყვას მსაზღვრელად ახლავს ისეთი
სახელი, რომლის ლექსიკური მნიშვნელობაც ერთზე მეტს გულისხმობს( ამ
შემთხვევაში ესაა რაოდენობითი რიცხვითი სახელი - ხუთი). დღესდღეობით
არსებული წესის თანახმად, თუ მისამართი სიტყვა ერთზე მეტი რაოდენობის
აღმნიშვნელი სახელითაა განსაზღვრული, „რომელიც“ შეეწყობა ამ
რაოდენობას და თავადაც უნდა „მოირგოს“ მრავლობითი რიცხვი.
4. თუ მთავარ წინადადებაში მისამართი სიტყვა
„და-ძმის“ ტიპის კომპოზიტია, წევრ-კავშირი კვლავ მრავლობითში შეეწყობა
მას.
ცოლ-ქმარი, რომლებიც საზღვარზე დააკავეს, დუმილის უფლებას
იყენებს.
(ამ შემთხვევაში შემასმენელი კომპოზიტს მხოლობითში შეეწყობა.
შემასმენლისა და ქვემდებარის რიცხვში შეწყობის საკითხი ერთ-ერთ
სვეტში უკვე
მიმოვიხილეთ).
5. თუ მისამართი სიტყვა კრებითი სახელია,
წევრ-კავშირი „რომელიც“ მხოლობითში შეეწყობა მას:
დასასრულ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება, რომელიც აქ
ჩამოწერილთაგან მესამე წესს ეხება:
საკითხისადმი დამოკიდებულება სამეტყველო ენაში და სპეციალისტთა ფართო წრეში არაერთგვაროვანია. არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს წესი („რომელიც“ წევრ-კავშირის რიცხვში შეთანხმება ერთზე მეტი რაოდენობის აღმნიშვნელ სახელებთან) საბოლოო ენობრივი ნორმის დადგენას საჭიროებს და მნიშვნელოვანია მსჯელობა. მოხარული ვიქნებით, თუ საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევით ხელს შევუწყობთ კვლევას.