როგორ იმარჯვა "ცოცხალმა ხალხურმა მეტყველებამ" აქამდე არსებულ ნორმაზე
29.05.2023
დამიხატია, დაგინაყია, დაუდგია, გინახივარ, უთქვია, დაუმალია — ასე დაწერილს ან ნათქვამს რედაქტორები, სალიტერატურო ნორმების გულშემატკივრები, მასწავლებლები და "გამსწორებლები" აღარ შეგისწორებენ.

თამამად შეგიძლიათ -ავ და -ამ თემისნიშნიან გარდამავალ ზმნებში I თურმეობითის ფორმათა წარმოებისას ისე დაწეროთ, როგორც გაგიხარდებათ.

ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ, 2022 წლის 10 ივნისის სხდომაზე მიღებულია შემდეგი წესები:
  • პარალელურ ფორმათაგან გრამატიკულად გამართლებულია ორივე ტიპის წარმოება: დამიხატ-ავ-ს //დამიხატ-ი-ა; დამიდგ-ამ-ს//დამიდგ-ია.
  • თანამედროვე სალიტერატურო ქართულში ლიტერატურულ ფორმად უნდა დარჩეს -ავ და -ამ სუფიქსიანი ფორმები.
  • -ია დაბოლოებიანი ფორმები უნდა იქნეს მიჩნეული დასაშვებად. ფორმათა შერჩევა სტილისტიკის სფეროში უნდა დარჩეს: უნახავს//უნახია; გაუბამს//გაუბია; დამითე- სავს//დამითესია.
  • გავრცელების თვალსაზრისით დღევანდელ ქართულში -ია დაბოლოებიანი ფორმები უფრო ჭარბობს, ვიდრე -ავ ელემენტიანი ვარიანტი (განსაკუთრებით მეშველ-ზმნიანი წარმოებისა). ძირითადი მინახავხარ, გინახავვარ; დამიხატავხარ, დაგიხატავვარ...
ფორმების პარალელურად, დასაშვებად ცნეს ვარიანტები: მინახიხარ, გინახივარ; დამიხატიხარ, დაგიხ-ატივარ.

ვრცლად იმაზე, თუ როგორ იმარჯვა "ცოცხალმა ხალხურმა მეტყველებამ" აქამდე არსებულ (გაბატონებულ) ნორმაზე, იხილეთ აქ.

წყარო: სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, ბიულეტენი III, თბილისი 2021-2022, გვ. 107.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ