ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს
10.08.2021
ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, 10 აგვისტოს აცნობეს, რომ მასთან შრომით ურთიერთობას წყვეტენ.

5 ივლისს, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ პროტესტს ირაკლი აბსანძე ფეისბუკით უჭერდა მხარს. 6 ივლისს კი ის აქტივისტებს შეუერთდა. ირაკლი აბსანძე 12 ივლისს პარტია" ქართულ ოცნების" ოფისთან დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს. ჟურნალისტის თქმით, პოლიცია ძალის გამოყენებით სვამდა მანქანაში, რა დროსაც ხელი მოტეხეს და ოპერაცია დასჭირდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ