01.03.2022
კატეგორია - ეთიკა
“იმედმა” საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის ამბავი თავდაპირველად
1 თებერვლის თარიღით გამოაქვეყნა და კომენტარების ფუნქცია შეზღუდარა მოხდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონსულტაციებისთვის საქართველოდან უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ელჩის გაწვევის მიზეზი „მოხალისეების არგამოშვება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციაა”.- ამბავი, სათაურით, „უკრაინამ საქართველოდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია“ - „იმედინიუსმა“ ვებგვერდზე 1 მარტს, 15:23 საათზე გამოაქვეყნა.
- ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუქ გვერდზე კი 1 თებერვლის თარიღით დადო და კომენტარების ფუნქცია შეზღუდა.
- რამდენიმე წუთში ფეისბუქზე გამოქვეყნების თარიღი კვლავ შეიცვალა და ნიუსი ამ დროისთვის 1 მარტის თარიღით დევს, თუმცა, კომენტარების ფუნქცია კვლავ შეზღუდულია.
იმედის” პოზიცია
სოციალური მედიის მიმართულების ხელმძღვანელი ლოლიტა ხუბუა ამბობს, რომ თარიღი სოციალური მედიიის მენეჯერს შეეშალა და როგორც კი შეამჩნიეს, მაშინვე ჩაასწორეს:- "სოცმედია მენეჯერის ტექნიკური შეცდომა იყო. პოსტს ვდრაფტავთ, ვამზადებთ გასატანად და მერე ვუთითებთ დროს და საიტზე დადებიდან 5 წუთში ვაზიარებთ, ვითარებიდან გამომდინარე, პრიორიტეტებს ვანიჭებთ.
- ცხადია, არანაირი მიზანი არ ჰქონია ამას. ტექნიკური შეცდომა იყო პოსტის დაგეგმარების. "დაასქეჯულა"(Schedule) არასწორად, კალენდარს არ შეხედა სწორად".
როგორ არის შესაძლებელი პოსტის წინა თარიღით გამოქვეყნება ფეისბუკზე?
- პოსტის Schedule ანუ წინასწარ გამოსაქვეყნებლად კონკრეტულ დროს გამზადება შესაძლებელია, თუმცა ეს ფუნქცია, Schedule, არ იძლევა წინა რიცხვით გამოქვეყნების საშუალებას.
- წინა რიცხვით გამოქვეყნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Backdate - ანუ წინა რიცხვით დადების ღილაკს დააჭერ.
კომენტარების შეზღუდვაზე, ლოლიტა ხუბუა ამბობს:
- „ბოტების ძალიან დიდი შემოტევა გვაქვს, არა ჩვენი „ფოლოვერების“. სადაც ვხედავთ, რომ დიდი შემოსევაა, ვუთიშავთ კომენტარების ფუნქციას“.
თუმცა, „იმედის“ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ სხვა პოსტებს კომენტარების ფუნქცია შეზღუდული არ აქვს, რაზეც ხუბუა ამბობს, რომ „დინამიკის მიხედვით“ არჩევენ რას შეუზღუდონ დაკომენტარების ფუნქცია - „როცა ვხედავთ რა იწერება და რა ტემპით იწერება“.
- ლოტიტა ხუბუა ამბობს, რომ ერთი თვის ცდომილებით - 1 თებერვლის თარიღით დადებულ პოსტს 1 წუთში უკვე რამდენიმე შეურაცხმყოფელი კომენტარი ჰქონდა: „იდებოდა ფოტოები, ბმულები, სადაც დიდი შეურაცხყოფა იყო ყველას მიმართ“ - რაც, მისი თქმით, წაშალეს და კომენტარების დაწერის ფუნქცია გათიშეს
კონტექსტი
- მეექვსე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს
- 25 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რო საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება.
- 28 თებერვალს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ტვიტერზე ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, მოხალისეებს თბილისიდან კიევში ფრენის უფლება მიეცა: „მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!“
- საქართველოს მთავრობის პოზიციის გასაპროტესტებლად და უკრაინისთვის სოლიდარობის ნიშნად, 5 დღეა თბილისში ხალხმრავალი აქციები იმართება