21.12.2018
პრიზები გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
- ვიდეორეპორტაჟი
- მულტიმედია პროექტი (1 მასალა ან სერია)
- სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში
- ჟურნალისტური გამოძიება
- ბავშვთა საკითხები
გარდა ამისა, კამპანია „ძალა ევროპაშიას“ ფარგლებში გაიცემა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სპეციალური ფულადი პრიზი 1000 ლარის ოდენობით. ამ პრიზის მფლობელი გახდება ნებისმიერ ფორმატში მომზადებული მასალა (ან პროექტი) ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად:
- საქართველოს ევროინტეგრაცია;
- ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია;
- ევროპული სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობა სხვადასხვა სფეროში;
- ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
- რუსული პროპაგანდის გამოვლენა;
- საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები;
გარდა ქარტიის პრიზის გაცემისა, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე სამი წლის ვადით აირჩევენ ქარტიის საბჭოს სამ ახალ წევრს. წელს საბჭოს ტოვებენ: მაია მამულაშვილი, გიორგი სულაძე და ნინო ჯაფიაშვილი. საბჭოს წევრები თავის მხრივ აირჩევენ საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაიკავებს ამ პოზიციას.
საერთო კრებაზე წლიურ ანგარიშს წარადგენს აღმასრულებელი დირექტორი, საბჭოს თავმჯდომარე და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. ქარტიის წევრები განიხილავენ ორგანიზაციის წინაშე მდგარ გამოწვევებს და იმსჯელებენ მათი გადაჭრის გზებზე.