აჭარის ტელევიზიის დირექტორის ასარჩევად ისევ მეორე ტური დაინიშნა
22.08.2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი მრჩეველთა საბჭომ მესამე ცდაზეც ვერ აირჩია და მეორე ტური გამოაცხადა.  

კონკურსში 8 კანდიადტი მონაწილეობდა. ხმები ასე გადანაწილდა:

თინათინ ცისკარიძე: 1 ხმა;
გიორგი კოხრეიძე: 2 ხმა

მრჩეველთა საბჭო კენჭისყრაში არასრული შემადგენლობით მონაწილეობს, საბჭოს ხუთი წევრიდან დირექტორს მხოლოდ სამი ირჩევს -  ბეჟან გობაძემ  ხმის მიცემაზე უარი თქვა,  გიორგი ირემაძე კი სხდომას საერთოდ არ  ესწრება. ხმის მიცემის პროცესში მხოლოდ ნატა იმედაიშვილი, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე მონაწილეობენ. იმისათვის, რომ დირექტორი აირჩიონ მინიმუმ 3 ხმაა საჭირო. 

მესამე მცდელობაზე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევ კონკურსში 8 კანდიდატი დარეგისტრირდა.  მათმა ნაწილმა გასაუბრების ეტაპს კომიკური უწოდა, იმ მოტივით, რომ 8 კანდიდატიდან 7 მინიმუმ მეორედ მონაწილეობდა ამ კონკურსში და მრჩეველთა საბჭოც მეორე ესაუბრებოდა მათ.  

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მრჩეველთა საბჭომ ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე 19 აპრილს იმპიჩმენტის წესით გადაირჩია.   მას შემდეგ  4 თვის განმავლობაში არხს დირექტორის მოადგილე, ნათია ზოიძე ხელმძღვანელობდა. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ