06.06.2015
„განსხვავებული კანის ფერის მქონე ტყუპები, შერეულ ოჯახში დიდ ბრიტანეთში გაჩდნენ. მარია, დედას ჰგავს რომელიც ნახევრად იამაიკელია. დედისგან მას მუქი კანი, ხვეული მუქი თმა და ყავისფერი თვალები გამოჰყვა, ხოლო მის დას ლუსის მამამისის თეთრი კანი, ჟღალი თმა და ლურჯი თვალები აქვს - ის იღბლიანია“ - მაყურებლების აღშფოთების მიზეზი წამყვანის ეს განცხადება გახდა.
„ვწუხვარ თუ ვინმემ იფიქრა, რომ მე ვფიქრობ ან ვსაუბრობ რასისტულად. ეს არ არის ჩემი ნატურა, ყველას, ვინც კი შეურაცხყოფად მიიღო ჩემი სიტყვები, ბოდიშს ვუხდი“ - განაცხადა წამყვანმა.
მიმართვა გაავრცელა ტყუპი დებიდან ერთ-ერთმაც, ის წამყვანის სიტყვებს რასისტულად არ მიიჩნევს:
„მე, ჩემს დას და დედაჩემს, შეურაცხმყოფელად არ მიგვიღია სამანტა არმიტაჟის სიტყვა - „იღბლიანი“, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არ იყო რასისტული კომენტარი“ – აცხადებს ლუსი.
წყარო: imediaethics.org