ლეონარდო დიკაპრიომ ფრანგულ გამოცემა Ooops!-ს სასამართლოში უჩივლა
20.06.2015
13 მაისს ფრანგულმა გამოცემამ “Ooops-მა” გაზეთის პირველ გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით: „რიანა ლეონარდოსაგან ბავშვს ელოდება, ლეონარდოს ბავშვი არ უნდა“.

მსახიობმა გამოცემას სასამრთლოში უჩივლა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისათვის, მსახიობი გაზეთისგან პირველ გვერდზე ინფორმაციის უარმყოფელი წერილის გავრცელებასაც ითხოვს.

„სარჩელში ჩანს, რომ Ooops!-ს არ ჰქონდა უფლება, დაებეჭდა ინფორმაცია დიკაპრიოს პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე არ ჰქონდა უფლება, გამოექვეყნებინა მსახიობისთვის ქუჩაში პაპარაცულად გადაღებული ფოტოები. დიკაპრიოს მხარე ასევე ითხოვს გაზეთისგან ინფორმაციის უარმყოფელი წერილის გაზეთის პირველი გვერდის საშუალებით გავრცელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გუნდი სასამართლოსგან გაზეთის 10, 000 ევროთი დაჯარიმას მოითხოვს“ - იტყობინება Gossip Cop-ი. გაზეთის ცნობითვე ზარალისა და სასასმართლო ხარჯების ასანაზღაურებლად მსახიობი გაზეთისგან 18, 000 ევროსაც ითხოვს.

წყარო: imediaethics.org
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ