რომის პაპის პორტრეტი The New York Times-ში და აღშფოთებული მორწმუნეები
15.07.2015
The New York Times-მა იანვარში, არ გამოაქვეყნა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა,იმ მოტივით, რომ იგი შეურაცხყოფდა მორწმუნეთა გრძნობებს, თუმცა, უარი არ უთქვამს რომის პაპის სურათის გამოქვეყნებაზე, რომელიც პრეზერვატივებისგან იყო შექმნილი.

„ეს გადაწყვეტილება სამართლიანია?“ - ამ კითხვას, გამოცემა imedaethics.org-ი სვამს რომელიც თემასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.

„შარლი ებდოზე“ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმისას, NYT-მა განაცხადა, რომ ფრანგული გამოცემის „შარლი ებდოს“ მიერ მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნება არასწორი გადაწყვეტილება იყო, „სიტყვებით ნახატის აღწერა, საკმარისია რათა მკითხველმა მათი შინაარსი გაიგოს, ჩვენ არ ვაქვეყნებთ მასალებს, რომლებიც შექმნილიაუსაფუძვლო შეურაცხყოფისათვის“ - აცხადებდა გაზეთის რედაქტორი დინ ბაკეტი.

მიუხედავად ამ არგუმენტისა, 29 ივნისს გაზეთმა გამოაქვეყნა რომის პაპის ბენედიტქ XVI-ის პრეზერვატივებით აწყობილი პორტრეტი - როგორცNYT-ის ერთ-ერთმა რედაქტორმა მარგარეტ სალივანმა განაცხადა, სურათის გამოუქვეყნებლობით, გაზეთი, საკუთარ მკითხველებს, არაპროფესიონალურ, „დათვურ სამსახურს“ გაუწევდა.

პორტრეტის გამოქვეყნებას მკითხველთა უსიამოვნება მოჰყვა, არქიეპისკოპოსმა ჯერომი ლისტეკმა მომხდარს, „გულგრილობა“და შეურაცხყოფა უწოდა.

გაზეთი, ირწმუნება, რომ ამ ორი ფაქტის (მუჰამედის კარიკატურისა და რომის პაპის პრეზერვატივებიანი პორტრეტის გამოქვეყნება) ერთმანეთთან შედარება არარელევანტურია.

გაზეთის ეთიკური სტანდარტების რედაქტორი, ფილ კორბეტი ამბობს, რომ პორტრეტის გამოქვეყნებისას „გაზეთის კორესპონდენტებს განზრახული არ ჰქონდათ, უსაფუძვლოდ შეებღალათ ვინმეს რელიგიური გრძნობები, თუმცა ალბათ შეუძლებელია, რომ მასალა ისე გამოქვეყნდეს, რომ ვინმე არ იყოს შეურაცხყოფილიდა სწორედ ეს „ვინმე“ შესაძლოა არ დაეთანხმოს გაზეთის გადაწყვეტილებასმკითხველები შეიძლება არ დამეთანხმონ, მაგრამ მუზეუმის ადმინისტრაცია, სადაც პაპის პორტრეტი ინახება, ამ პორტრეტს განიხილავს როგორც ხელოვნების ნიმუშს. ამას გარდა, ორივე მუზეუმის ადმინისტრაციაც და თავად პორტრეტის ავტორიც განმარტავენ, რომნამუშევრის შექმნის მიზანს წარმოადგენდა არა ვინმეს შეურაცხყოფაან ღვთისგმობა, არამედ შიდსთან ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლება“- - აცხადებს კორბეტი.

წყარო:Imediaethics
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ