16.09.2015
როგორც გაზეთის რედაქტორმა ჯულიან რეიჩელტმა რედაქტორის საავტორო სვეტში აღნიშნა: „გაზეთის ეს გამოცემა სურათების გარეშე, ქედს უხრის ვიზუალის ძლევამოსილებას და თავად ფოტოგრაფიის ძალას. სურათების გარეშე სამყარო უფრო განუვითრებელი, ადამიანთა საჭიროებები მეტად დაუნახავი იქნებოდა, უფრო მეტი დაიკარგებოდა. ფოტოს გარეშე ბევრი დანაშაული უბრალოდ დავიწყებას მიეცემოდა. ფოტომეხსიერების გარეშე, არ იქნებოდა მონანიება, სასჯელი, ბოდიში, არ გვექნებოდა გამოცდილება მეტის სასწავლად. ფოტოები სამყაროს კივილია“ .
რეიჩელტმა ასევე, ნეგატიურად შეაფასა მოწოდებები, რომლის მიხედვითაც არ უნდა მოხდეს მხვერპლთა იდენტიფიკაცია და მათი სახეები უნდა დაიბლაროს.
„ისევ ისმის მოწოდებები, რომ არ ვაჩვენოთ სურათები. ჩვენ გვთხოვენ დავბლაროთ ისინი, რადგან ადამიანთა ტანჯვა მსხვილი ხედითაა გაშიშვლებული და მათი აზრით, ადამიანთა ღირსებაა შელახული. ამ არგუმენტში იგნორირებულია ყველაზე მთავარი - ფოტოთი კი არ იბღალება ადამიანური ღირსება, არამედ - ომით! პოლიტიკის იგნირირებით და ჩვენი უსუსურობით, რომ არ შეგვიძლია მასში მონაწილეობა მივიღოთ.
ფოტოები აღბეჭდენ სამყაროს, და ეს სამყარო ბლარებს მიღმა არ იმალება. ჩვენ არ გვაქვს უფლება ავირჩიოთ იოლი გზა და თვალი ავარიდოთ უსამართლობას. ჩვენ უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი, ამ ყველაფერს შევხედოთ. ტკივილი, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ვერ შეედრება ფოტოზე ასახულთა ტანჯვას. ჩვენ არ გვაქვს უფლება ვთქვათ - მე ვარჩიე გვერდზე გახედვა, რადგან ჩემი ტკივილი ისეთივეა როგორც მათი - არა ეს ასე არ არის!” - წერს BILD-ის რედაქტორი.
წყარო- imediaethic.org