პარიზის ტერაქტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია
11.11.2015
პარასკევს საღამოს, საფრანგეთის დედაქალაში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, სოციალურ მედიაში არაერთი ჭორი, ტყული და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა. Observers.france24.com-ზე დაყრდნობით მედიაჩექერი მედიით და სოციალური ქსელებით ყველაზე ხშირად გავრცელებული არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიმოხილვას გთავაზობთ.

რევანში თუ უბედური შემთხვევა?

ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილია პარასკევ საღამოს მიგრანტების ბანაკში გაჩენილი ხანძარი, ძალიან სწრაფად გავრცელდა არაბული სოციალური ქსელებით. ამავე ფოტოებს დიდი რაოდენობით დაშეარება ჰქონდა Facebook-ზე და ტვიტერითაც, მომხმარებელების ნაწილი ფოტოებზე აღბეჭდილ ხანძარს ფრანგი ხალხის რევანშს უწოდებს. მათი ინფორმაციით, ტერაქტის შემდეგ განრისხებულმა ფრანგებმა შეტევა მიიტანეს ბანაკზე და გადაწვეს.

ოფიციალური ვერსიით ხანძრის გაჩენის მიზეზი მიგრანტების მიერ ღია გაზის ქურების და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების დაუდევარი გამოყენებაა.

ეიფელის კოშკი ტერორისტული აქტების გამო ჩაბნელდა?

სოციალურ ქსელებში ასევე აქტიურად ვრცელდებოდა ჩაბნელებული ეიფელის კოშკის ფოტო. ინტერნეტმომხმარებელების ნაწილის მოსაზრებით, კოშკის ჩაქრობა ტერორისტულმა შეტევამ გამოიწვია, მეორე ნაწილი კი, ამტკიცებდა, რომ მთავრობამ კოშკის განათება გარდაცვლილთა პატივის მისაგებად გამორთო. სინამდვილეში, ეიფელის კოშკი ყოველ ღამე 01:00-ზე ითიშება, ხოლო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო, სადაც სწორედ განათების ჩაქრობაა აღბეჭდილი, გამოცემა Sky News-მა გასული წლის იანვარში გადაიღო.

Bataclan-ის კონცერტის ფოტო?

ფოტო, რომელსაც სოციალურ ქსელებში 1500 გაზიარება აქვს და სადაც როკ ჯგუფის Eagles of Death Metal -ის სოლიტები და სავსე საკონცერტო დარბაზია გამოსახული, სინამდვილეში Bataclan-ში არაა გადაღებული. არადა, პარიზის ტერაქტის შემდეგ სოციალური ქსელებითა და მედიით ფოტო სწორედ ისე ვრცელდებოდა, როგორც იმ კონცერტზე გადაღებული, რომლის დროსაც შეტევა მოხდა.

სინადვილეში, Google-ში ფოტოძებნით მარტივად დგინდება, რომ ეს ფოტა წინა დღით დუბლინში ჩატარებული კონცერტის დროსაა გადაღებული.

დონალდ ტრამპი და ტვიტერი

შარლი ებდოს ტერაქტის შემდომ დონალ დრამპმა გამოაქვეყნა განცხადება, „გასაკვირია არაა, რომ ტერქტი მოხდა საფრანგეთში, ქვეყანაში, რომელიც ასე მკაცრად აკონტროლებს იარაღს“. მაშინ ტრამპის განცხადებას უკმაყოფილება მოჰყვა.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ტრამპის ეს განცხადება პარიზში ახლადგანვითარებულ მოვლენებს მიაწერეს, მათ შორის შტატებში საფრანგეთის ელჩიც იყო, რომელმაც პოლიკიტოსს არაადამიანურობაში დასდო ბრალი. მოგვინებით, ელჩმა ტვიტერის გვერდი გააუქმა.

სინამდვილეში ტრამპი ამ ტერაქტებთან დაკავშირებით დიპლომატიური მესიჯით შემოიფარგლა და მან ხალხს საფრანგეთისათვის ლოცვისკენ მოუწოდა.

http://observers.france24.com/en/20151114-debunked-fake-images-paris-attacks-photos
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ