გერმანიის პრესის საბჭომ თბილისის სტიქიის გაშუქებაზე იმსჯელა
23.10.2015
გერმანიის პრესის საბჭომ საქართველოში მცხოვრები გერმანელი მოქალაქის საჩივარი ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანულენოვანი გაზეთის FranffurterAllgemeine-ს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

სარჩელის ავტორი გაზეთს თბილისში 13 ივნისს განვითარებული სტიქიის არაეთიკურ გაშუქებაში სდებდა ბრალს. კერძოდ, 15 ივნისით დათარიღებული გაზეთის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა თბილისის ზოოპარკიდან წყალდიდობის დროს გაქცეული ბეჰემოტის, ბეგის, ფოტო მინაწერით - „რას ვაკეთებ აქ“.

საჩივრის ავტორის განცხადებით, მსგავსი სათაური და ფოტო სტიქიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს და მათი ოჯახის განცდილ ტრაგედიას ჩრდილს აყენებდა.

საბჭომ საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია, და აღნიშნა, რომ ფოტო არ იყო სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნის შეურაცხმყოფელი და არ სძენდა სენსაციურად ნეგატიურ ელფერს ამ ადამიანების ტანჯვას.

თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ პრესის საბჭო არ განიხილავს, მასალა რამდენად გემოვნებითაა მომზადებული, იგი განსჯის კანონმდებლობისა და ეთიკის სტანდარტების მიხედვით.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ