19.05.2016
გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ახალგაზრდა მას შემდეგ დააკავეს, რაც მეგობრებს ათასობით ფუნტი სტერლინგი გამოართვა, ვითომდა ფესტივალის ბილეთების შესაძენად, სინამდვილეში კი ისინი მოატყუა. იგი პოლიციის მიერ კიდევ სხვა საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს. სტატიის მიხედვით, მოზარდი დამნაშავედ ცნეს თაღლითობის ცხრა შემთხვევისთვის.
როგორც მოგვიანებით გაზეთმა IPSO-ს, ჟურნალისტთა თვითრეგულირების ორგანოს, განუცხადა, მოზარდის ტელეფონის ნომერი „არგუსის“ შიდა მონაცემებში ინახებოდა, რომლის წაშლაც დაავიწყდათ.
„არგუსმა“ IPSO-სთან შეცდომა აღიარა და ფოტო და ტელეფონის ნომერი წაშალა ვებსაიტიდან, სადაც, მათი თქმით, „ფოტო მხოლოდ რამდენიმე საათით იყო განთავსებული“.
„თუმცა „არგუსს“ არც უფიქრია, რომ ეს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა იყო. გაზეთმა დაადასტურა, რომ ფოტოს ქვევით წარწერა გაუგებრობა იყო და როგორც კი მათთვის ნათელი გახდა, რომ შეცდომა დაუშვეს, ფოტო საიტიდან წაიშალა“, - განაცხადა IPSO-მ.
IPSO-ს თქმით, მობილურის ნომერი პირადი ინფორმაციაა და მედია მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოკიდებოდა საკითხს, პრობლემიდან გამოსავლად კი IPSO გამოცემას ურჩევს, გამოქვეყნოს სარედაქციო წერილი, რომელშიც დეტალურად მიმოიხილავს რა შეცდომა დაუშვა.
თეონა მჭედლიშვილი
წყარო: http://www.imediaethics.org/publishing-teenagers-phone-number-invasion-privacy-ipso-rules/