16.03.2017
ტელეგრაფმა აღიარა, რომ ფოტო არ უკავშირდებოდა სტატიაში მოთხრობილ ისტორიას და მისი გამოქვეყნება შეცდომა იყო. გამოცემის ცნობით, მან ბოდიში უკვე მოუხადა გარდაცვლილის დედას, გამოქვეყნებული ფოტო წაშლილია ტელეგრაფის ფოტობაზიდან. მედიასაშუალების ვებგვერდზე აღარც სტატია იძებნება.
ბრიტანული გამოცემა imediaethics-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ეცდება დაუკავშირდეს ყველა იმ მედიასაშუალებას, რომელმაც სტატია ტელეგრაფზე დაყრდნობით გამოაქვეყნა და მოითხოვს მათ წაშლას. ვინ არის ფოტოზე გამოსახული ადამიანი და როგორ აღმოჩნდა მისი ფოტო სტატიაში - imediaethics-ის ამ კითხვებს ტელეგრაფმა არ უპასუხა.
პრესის საბჭოს გადაწყვეტილება