11.04.2017
გასულ წელს, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ანონიმური წყაროს საშუალებით პანამაში, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული კომპანიია, მოსაკ ფონსეკას 11 მილიონი დოკუმენტი მოიპოვეს. დოკუმენტებით მტკიცდება, რომ მსოფლიოს მოქმედი თუ ყოფილი სახელმწიფო ლიდერები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები და ხელოვანები კომპანია "მოსაკ ფონსეკას", ხშირ შემთხვევაში, მილიონების დასამალად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად იყენებდნენ, კომპანიის დახმარებით, ისინი სხვადასხვა პროცედურის გვერდის ავლით, ტრანზაქციებს აკეთებდნენ. მის კლიენტებს შორის აღმოჩნდნენ რუსეთის პრეზიდენტი, ისლანდიის პრემიერი, ეგვიპტისა და ლიბიის ყოფილი ლიდერები, სირიისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ოჯახები და ა.შ.
ვრცლად: პანამის დოკუმენტები - მასშტაბური გამოძიება