ჟურნალისტი, რომელმაც რიანა გიგანტურ ავიახომალდს შეადარა, სამსახურიდან გაუშვეს
08.06.2017
სპორტულმა გამოცემა Barstool Sports-მა რიანას მოუბოდიშა და წაშალა სტატია , სახელწოდებით - „რიანა სიმსუქნით ახალი ტრენდის დამკვიდრებას ცდილობს?“

Barstool Sport , როგორც თავად განმარტავს, მამაკაცებზე ორიენტირებული საიტია, რომელსაც Facebook-ზე მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. საიტის Facebook-ის განყოფილებაში - „ჩვენ შესახებ“ განმარტებულია, რომ Barstool Sport ისეთი შინაარსის მასალებს მოიცავს, რომელიც კაცების უმრავლეობას მოსწონს. მაგალითად: სპორტი, აზარტული თამაშები, მოკლე კაბებს გამოდევნება და ა.შ.

სტატიის ავტორმა უაილ კრის სპეგსმა მასალაში რიანას ფოტოებს ასეთი კომენტარიც დაურთო: „ჩემი აზრით, რიანა სიმსუქნის ახალ საფეხურზეა, ასე რომ თუკი თავი ფუნთუშების მადევარ კაცად არ მიგაჩნიათ, შეშფოთების დროა“.

სპეგსმა რიანა 1930 წლის გიგანტურ გერმანულ ავიახომალდსაც შეადარა და მას უფრო დიდი ზომის სამოსის ტარებისკენაც მოუწოდა. ავტორმა სტატიაში მომღერლის ძველი ფოტოებიც გამოიყენა, სადაც მისი განმარტებით, რიანა უფრო გამხდარია და ამ პერიოდს „მისი დიდების დღეები“ უწოდა. ჟურნალისტმა იქვე დასძინა: „მხოლოდ ერთი იმედი დარჩა, რომ ის ფეხმძიმედაა“.

გამოქვეყნებულმა მასალამ მკვეთრი პროტესტი გამოიწვია, ტვიტერის მომხმარებლები წერდნენ, რომ სტატია მომღერლის მიმართ შეურაცხმყოფელი იყო, აძლიერებდა სტერეოტიპებს ქალის გარეგნობასთან დაკავშირებით და სექსისტური და დისკრიმინაციული იყო.

სტატიის გამო, საიტის დამფუძნებელმა დეივ პორნოიმ მოიბოდიშა. Barstool Sports-მა მასალა საიტიდან აიღო და მისი ავტორი სამსახურიდან გაათავისუფლა.

წყარო: Imediaethics
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ