11.11.2017
ფაქტის გახმაურების შემდეგ ორესკესმა NPR-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.
NPR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Imediaethics-ს ის იმეილი გააცნო, რომელიც ორესკესის გათავისუფლების შემდეგ თანამშრომლებს გაუგზავნა:
„მე თავად ვთხოვე ორესკესს, გადამდგარიყო. მისი განცხადება გათავისუფლების შესახებ მივიღე და სწრაფადვე დავაკმაყოფილე. ნიუსრუმს ახლა უკვე ქრის ტარპინი უხელმძღვანელებს. ორგანიზაციის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვნად ზიანდება მაშინ, როცა ვინმე, განსაკუთრებით კი ის, ვისაც კორპორაციაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს და შესაბამისი ძალაუფლებაც აქვს, იქცევა შეუფერებლად და არღვევს ორგანიზაციის ზოგად სტანდარტებსა და მიდგომებს“.
თავად ორესკესი კი ჩადენილის გამო ბოდიშს იხდის: „ძალიან ვწუხვარ და ვუბოდიშებ იმ ადამიანს, ვინც ჩემი ქმედებით დავაზარალე. ჩემი საქციელი იყო მიუღებელი და არასწორი, მე სრულად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას. მადლობელი ვარ ჩემი ყველა კოლეგის, თითოეული წუთი, რომელიც მათთან გავატარე, უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის. ვრჩები NPR - ის გულშემატკივრად“ - განუცხადა მან Imediaethics-ს.