29.11.2017
„ვაცნობიერებთ, რომ მისცე აუდიტორიას დისკუსიის შესაძლებლობა, მნიშვნელოვანია. თუმცა ჩვენ არ გვსურს ჩვენი პლატფორმა ყალბი ინფორმაციისა თუ სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების ტრიბუნად ვაქციოთ.არ გვინდა ამის გამო დავკარგოთ ის მკითხველებიც, რომლებიც ენდობიან ჩვენს ბრენდს და ერთგულად ეცნობიან ჩვენ მიერ შექმნილ ჟურნალისტურ პროდუქტს. სამწუხაროდ, კომენტარების ველის მოდერაციასა და გაფილტვრას, შეზღუდული რესურსიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებთ. სწორედ ამიტომ გაუქმების გადაწყვეტილება მივიღეთ“ - განმარტა Crain’s Chicago Business- მა Imediaethics-ისთვის გაგზავნილ წერილში.
Crain’s Chicago Business - ერთადერთი არ არის, რომელმაც უახლოეს წარსულში კომენტარების სექცია გააუქმა. Irish Independent, Al Jazeera, MSN - ბოლო 3 თვის განმავლობაში ასეთივე გადაწვეტილება ამ გამოცემებმაც მიიღეს, უკვე ერთ წელზე მეტია გაუქმებულია NPR-ის კომენტარების ველიც. მიზეზი ყველა შემთხვევაში ერთია - მედიასაშუალებებს არ სურთ საკუთარი სივრცე აუდიტორიის მიერ გამოხატული სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი ლექსიკის ტრიბუნად აქციონ.