რასისტული და ჰომოფობიური ტვიტების გამო New York Times-მა ჟურნალისტთან თანამშრომლობა შეწყვიტა
19.02.2018
New York Times-მა ახალი ჟურნალისტი, ქუინ ნორტონი სამსახურში აიყვანა, თუმცა თანამშრომლობა მალევე შეწყდა, რადგან აღმოჩნდა, რომ ნორტონის ძველი ტვიტები რასისტული და ჰომოფობიური იყო.

13 თებერვალს, საღამოს Times-ის სარედაქციო გვერდის რედაქტორმა, ჯეიმს ბენეტმა განაცხადა, რომ ნორტონის ძველი ტვიტების შესახებ იფორმაცია გაზეთისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა: “ქუინ ნორტონის შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მის ყოფილ დამსაქმებლებთან ჩვენი საუბარის მიუხედავად, ეს ინფორმაცია ჩვენთვის ახალი იყო”.

Times-ის განცხადებამდე კი სოციალური მედია აფეთქდა. მომხმარებლები ქუინ ნორტონს მისი ტვიტებისა და ნეო-ნაცისტ ენდრიუ აუერჰაიმერთან მეგობრობის გამო აკრიტიკებდნენ. როგორც თავად ნორტონმა ბლოგპოსტში დაწერა, ის წუხს, რომ Times-სთვის ვერ იმუშავებს და ძალიან უნდა გამოსავალი არსებობდეს. თუმცა, ნორტონის თქმით, მას არ უცდია დამსაქმებლისთვის თავი მოეწონებინა.

თეგები : სოციალური მედია; სიძულვილის ენა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ