05.03.2018
შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებელი აერთიანებს 7 ტელევიზიას, 17 რადიო სადგურს და ოთხ ნაციონალურ ენაზე მაუწყებლობს - გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად და რეტორომანულად. მისი დაფინანსების ძირითადი წყარო სამომხმარებლო გადასახადია და მთელი ბიუჯეტის მხოლოდ მეოთხედი მოდის რეკლამაზე. გადასახადის შენარჩუნების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ შვეიცარიის მსგავსი პატარა ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც 8,4 მილიონია, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა, რომელიც მის კულტურულ და ლინგვისტურ მრავალფეროვნებას ასახავს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების არსებული სისტემის გაუქმების ინიციატორები, შვეიცარიის მემარჯვენე პოლიტიკური სპექტრის ორი მთავარი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იყვნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ შვეიცარიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია დომინანტურია და დაფინანსების გაუქმება კერძო მედიის წაახალისებდა.