კვლევა: ყალბი ახალი ამბები ტვიტერზე ბევრად სწრაფად ვრცელდება, ვიდრე - ნამდვილი
09.03.2018
ორწლიანი დაკვირვების შედეგად, მკვლევარებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან დაადგინეს, რომ Twitter-ზე ყალბი ახალი ამბები გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე - ნამდვილი. კვლევა 8 მარტს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

ავტორებმა, 2006-დან 2017 წლამდე ტვიტერზე გავრცელებული ათასობით ამბავი და ტრილიონობით ტვიტი გადაამოწმეს. კვლევის თანახმად, ნამდვილ ამბებს ტვიტერის მომხმარებლამდე მისასვლელად, დაახლოებით, 6-ჯერ მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ყალბ ამბებს. კვლევის კიდევ ერთი საინტერესო მიგნებაა, რომ ადამიანები უფრო მეტად ავრცელებენ ყალბ ამბებს და მათ გავრცელებაში დამნაშავე ე.წ. “ბოტები” სულაც არ არიან.

რაც შეეხება კონკრეტულ ინდივიდებს, ყალბ ამბებს უფრო მეტად სოციალური ქსელის პასიური მომხმარებლები ავრცელებენ. ავტორებს კვლევის შედეგები შემაშფოთებლად მიაჩნიათ და იმედს გამოთქვამენ, რომ ამ ნაშრომის გამოქვეყნება ბიძგს მისცემს უფრო დიდი კვლევების ჩატარებას.

თეგები : სოციალური მედია; ყალბი ინფორმაცია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ