13.04.2018
12 აპრილს, ამსტერდამში, მსოფლიო
პრესის ფოტოს (World Press Photo) 2018 წლის გამარჯვებული ფოტოები
გამოვლინდა.
წლის საუკეთესო
ფოტოს ნომინაციაში გაიმარჯვა სააგენტო France-Press-ის
ფოტოგრაფმა რონალდო სკემიდტმა (Ronaldo Schemidt) ცეცხლმოკიდებული
დემონსტრანტის ფოტოსთვის, რომელიც ვენესუელაში, კარაკასში მთავრობის
საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე გადაიღო.
ხოსე ვიქტორ
სალაზარს ცეცხლი მოეკიდა ძალადობრივი შეტაკებებისას
პოლიციასთან,
პრეზიდეტ ნიკოლას
მადუროს წინააღმდეგ გამართული საპროტესტო
აქციისას.
კარაკასი, ვენესუელა.
2017. ფოტოგრაფი: Ronaldo Schemidt,
სააგენტო France-Presse
“მისგან რამდენიმე მეტრით უკან ზურგით ვიდექი, როდესაც სითბო ვიგრძენი, კამერა მოვიმარჯვე, შევტრიალდი და გადასაღებად მოვემზადე. ეს ყველაფერი რამდენიმე წამში ისე მოხდა, რომ წარმოდგენაც კი არ მქონდა, რას ვიღებდი. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა. გადაღება მანამდე არ შემიწყვეტია, სანამ გავაანალიზე, რა მოხდა - ვიღაც ცეცხლმოკიდებული დარბოდა ჩემ წინ”, - თქვა სკემიდტმა Britsh Journal of Jhotography - სთან საუბარში.
Geo France-ის ფოტორედაქტორი და ჟიურის თავმჯდომარე, მაგდალენა ჰერერა გამარჯვებულ ფოტოს ასე აღწერს: „ეს არის კლასიკური ფოტო წინააღმდეგობის შესახებ, რომელსაც გამაოგნებელი ვიზუალი და ენერგია აქვს“.
სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ფოტოები
ნომინაცია: თანამედროვე პრობლემა
ნომინაცია: გარემო
ნომინაცია: მნიშვნელოვანი ახალი ამბები
ნომინაცია: გრძელვადიანი
პროექტები
ნომინაცია: ბუნება
ნომინაცია: ადამიანები
ნომინაცია: სპორტი
წლის საუკეთესო ფოტოს ნომინაციაში წარდგენილი სხვა ფოტოები