30.05.2018
[განახლება: 30 მაისს ცნობილი გახდა, რომ არკადი ბაბჩენკო ცოცხალია. მისი მკვლელობის ინსცენირება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო რუსი აგენტების გამოსავლენად.]
---
29 მაისს უკრაინის დედაქალაქში, კიევში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს. უკრაინული მედიის ცნობით, არკადი ბაბჩენკო ცოლმა სახლში დაჭრილი იპოვა. მას ტყვია ზურგში აქვს ნასროლი. ჟურნალისტი სასწრაფო დახმარების მანქანაში, საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
არკადი ბაბჩენკო მოსკოვის კომსომოლისთვის სამხედრო ჟურნალისტად მუშაობდა. ასევე, წერდა ნოვაია გაზეტასთვისა და სხვა გამოცემებისთვის. ჟურნალისტი აშუქებდა ცხინვალის რეგიონისა და დასავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებს. ბაბჩენკო ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას. 2017 წელს ბაბჩენკომ განაცხადა, რომ არაერთი მუქარის მიღების გამო რუსეთს ტოვებდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისრტო მომხდარს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს. უწყებამ გამოაქვეყნა სავარაუდო ბოროტმოქმედის ფოტორობოტი.