30.05.2018
რუსი ჟურნალისტი, არკადი ბაბჩენკო, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინ, 29 მაისს კიევში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ზურგში ესროლეს და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ცოცხალია.
BBC-ს ინფორმაციით, დღეს ჟურნალისტი უკრაინის ტელევიზიაში პრესკონფერენციაზე გამოვიდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირება იყო სპეცოპერაცია რუსი აგენტების გამოსავლენად.
როგორც გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" წერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას დღეს შეეძლო თანაგრძნობა გამოეცხადებინა ბაბჩენკოს ოჯახისთვის, მაგრამ ამას არ გააკეთებს, პირიქით, ის მას ულოცავს მესამე დაბადების დღეს და დარბაზში ეპატიჟება. ამის შემდეგ კი დარბაზში თავად ბაბჩენკო შევიდა.