15.11.2018
როგორც გაზეთმა განაცხადა, ჩახსნიან 8 მასალას, რომლებიც ძირითადად ეყრდნობოდა კონკრეტულ გმირებს და ციტატებს, რომელთა პოვნა და გადამოწმება ვერ მოხერხდა. ქრონიკის აღმასრულებელმა დირექტორმა ნენსი ბარნსმა თქვა, რომ გაზეთის სარედაქციო შენიშვნაში გამოაქვეყნებენ იმ მასალების სიას, სადაც წყაროების დადასტურება ვერ შეძლეს.
როგორც ქრონიკამ 8 ნოემბერს დაწერა, სარედაქციო გუნდი ცდილობდა ეპოვა 275 რიგითი ტეხასელი, რომლის ციტატაც მოყვანილი იყო მასალებში. მათი 44% (122 ადამიანი) ვერ იპოვეს. „შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ეს ხალხი არ არსებობს, თუმცა, ფართო კვლევა-ძიების შემდეგ გუნდმა ვერ შეძლო მათი პოვნა. დღეს არსებული ონლაინ ჩანაწერების ეპოქაში, რომელიც მოიცავს საკუთრების მფლობელებსა და სასამართლოს დოკუმენტებს, ყველას პოვნა არის ადვილად შესაძლებელი“, - აღნიშნავს რედაქცია.
მაიკ ვორდის მასალების შესახებ მოკვლევა ოქტომბრის თვეში დაიწყო. მაშინ გაზეთის რედაქტორები მას სტატიების წყაროებთან დაკავშირებული კითხვების გამო დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ ვორდმა გამოცემა დატოვა.
„ქრონიკამ“ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სხვა რეპორტიორების მასალების წყაროებიც გადაამოწმა და ყველას იდენტიფიცირება ადვილად შეძლეს.
წყარო: imediaethics.org