ბოლო 17 წლის განმავლობაში MSNBC-იმ პირველად გადაუსწრო Fox News-ს რეიტინგებში
28.12.2018

ამერიკულმა ტელეარხმა MSNBC-იმ, 2000 წლიდან მოყოლებული, პირველადგადაუსწრო პრეზიდენტ ტრამპის ფავორიტ Fox News-ს წამყვანი რეიტინგებით.

NBCUniversal-მა გასულ ოთხშაბათს განაცხადა, რომ MSNBC-ს, რომელსაც მედია კრიტიკოსები კონსერვატიული ორიენტაციის Fox News-ის ანტითეზადაც კი მოიხსენიებენ ხოლმე, 17-21 დეკემბრის კვირაში, სართო ჯამში 1,56 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.  Nielsen Media Research-ის ცნობით, ამავე პერიოდში Fox News-ს 1.54 მილიონი მაყურებელი ყავდა, CNN-ს კი 975 000.

MSNBC-იმ ასევე ყველაზე მეტი მაყურებელი მიიზიდა 25-დან 54 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, რომელიც რეკლამის დამკვეთებისათვის ყველაზე სასურველი ასაკობრივი ჯგუფია. ამ კატეგორიაში Fox News მესამე ადგილს იკავებდა CNN-ის შემდეგ.

აღნიშნული რეიტინგი სამუშაო კვირის დღეებს მოიცავდა. რაც შეეხება უქმე დღეებს, უქმე დღეებში Fox News კვლავაც ლიდერობდა რეიტინგებში.

თითქმის ოცი წელიწადია Fox News ახალი ამბების ინდუსტრიასა და წამყვან დემოგრაფიული კატეგორიებში მაყურებელთა საერთო რიცხვით ლიდერობს.  გასულ თვეში არხმა ერთმანეთის მიყოლებით 29-ე თვე მიითვალა, რაც ნიშნავს, რომ იგი ყველაზე ყურებადი არხია აშშ-ში.

მომზადებულია HuffPost-ის მიხედვით

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ