22.10.2021
მართალია, მედია აუდიო მასალის გაშიფრულ ტექსტებს დიდი ხანია იყენებს, თუმცა მომხმარებლისთვის აუდიომასალის გარეშე, უბრალოდ ტექსტით მოსაუბრეების ემოციების აღქმა და შინაარსის ბოლომდე გაგება რთულია.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად „ვოქს მედიამ“ ისეთი პოდკასტი შექმნა, რომლის ნახვა და შეგრძნება მაქსიმალურად შესაძლებელია.
როგორ „მოისმენენ“ პოდკასტს სმენადაქვეითებული ადამიანები?
VOX-ის პოდკასტი More Than This იმ ადამიანების შესახებაა, რომლებიც ცხოვრების ახალ გაზს მიჰყვებიან - იცვლიან კარიერას, ქვეყანას და ა.შ.
ამ პოდკასტის შექმნისთვის "ვოქს მედიამ" სხვებისგან განსხვავებული გზა აირჩია.
ინჟინრების, გრაფიკოსებისა და დიზაინერების ჯგუფი ეცადა პოდკასტის გაშიფრული ტექსტი ვიზუალურად ისე წარმოეჩინა, რომ ატმოსფერო და მოსაუბროს ემოციები მაქსიმალურად გადმოეცა.
სპეციალურ პლატფორმაზე ტექსტი გასხვავებულ ზომებში, სხვადასხვა ფერის უკანა ფონზე ჩანს, გამოკვეთილია მოსაუბრის პაუზები.
მეტი აღქმისთვის ზოგიერთ ნაწილში პიესის სტილითაა დაწერილი და
გამოყენებულია ილუსტრაციები.
აქამდე „ვოქსს“ მსგავსი პროდუქტი არ შეუქმნია და როგორც თვითონ ამბობენ არც სხვაგან უნახავთ. შექმნელებმა პოდკასტის ასეთი ფორმა პირველად ფოკუს ჯგუფზე გამოსცადეს.
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების უფლებათა დამცველი აქტივისტი, ჯეიმილი ჰოგლინდი ამბობს, რომ ასეთი პოდკასტი მსოფლიოს მასშტაბით 400 მილიონზე მეტი სმენადაქვეითებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ამ ეტაპზე More Than This-ის ექვსი ეპიზოდია გამოქვეყნებული.
დღეს პოდკასტები ამბის თხრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიუმია. თუ გაინტერესებთ, როგორ შეუწყო ხელი სტივ ჯობსმა სიტყვა „პოდკასტის“ შექმნას, ეს ვიდეო თქვენთვისაა.