კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენისა და „რუსულად" მოხსენიებისთვის 2500 ლარით დააჯარიმა.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წევრთა საერთო კრების
ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით,
ორგანიზაცია რუსული კანონის მოთხოვნებს არ შეასრულებს და „უცხოური
ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ არ
დარეგისტრირდება.
ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპებთან და ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, თანასწორი მოპყრობის უფლებას და საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით გარანტირებულ სხვა ფუნდამენტურ უფლებებს.
„ეს კანონი შეუძლებელს ხდის საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ანადგურებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციასა და ევროპულ მომავალს, ანგრევს საქართველოს ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას.
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უცხოური ძალის ინტერესების გატარებად აცხადებს იმ საქმიანობას, რასაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახორციელებს დაარსების დღიდან, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ასამაღლებლად, და ახდენს ორგანიზაციის სტიგმატიზებასა და დისკრიმინაციას.
რეგისტრაცია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ დამაზიანებელი და შეუთავსებელია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მისიასთან, მიზნებთან და პრინციპებთან“.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება კი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა" რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს საკანონდებლო მაცნეზე პირველ აგვისტოს გამოქვეყნდა.
ორგანიზაციებს ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა 1 სექტემბერს ეწურებათ. შემდეგ კი იუსტიციის სამინისტრო მონიტორინგს დაიწყებს, აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელს" 25 000 ლარით დააჯარიმებს და მისი ნების მიუხედავად დაარეგისტრირებს.
„მედიაჩეკერი“ სადიგოვის მეუღლეს, სევინჩ სადიგოვასაც დაუკავშირდა. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გადაწერა და ჟურნალისტის საექსტრადიციო პატიმრობის საჩივარი დაუშვებლად ცნო.
კომუნიკაციების კომისიამ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური
რეკლამის გავრცელებისთვის „ალტ-ინფო" წერილობით გააფრთხილა. მიმდინარე
წლის ივლისში მაუწყებლის ეთერით გასულ ვიდეორგოლში „ალტ-ინფოს“
წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მათი
პოლიტიკური პარტიების უკანონოდ დაბლოკვის მიუხედავად, არჩევნებში
მონაწილეობას მიიღებენ.
„ასევე, ის [„ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი] გამოდის შემდეგი მოწოდებით: „დაგვიდექით გვერდით თუ გინდათ, რომ „ნაცების“ და „ქოცების“ გარდა სხვა არჩევანიც არსებობდეს“. კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანებების „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევის ხელშეშლას ემსახურება“, - განმარტავს კომისია.
ვინაიდან „ალტ-ინფო“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის დასანქცირებული არ ყოფილა, ComCom-მა ის წერილობით გააფრთხილა.
„ალტ-ინფო“ ღიად კრემლისტური და ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა. არხის წამყვანები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას. ტელეკომპანიის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ mediameter-ზე.
კომუნიკაციების კომისიამ მანამდე, ივლისში, არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გავრცელებისთვის - რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო "მთავარი არხი" გააფრთხილა.
ივნისის თვეში კი ComCom-მა არაწინასაარჩევნი პერიოდში პოლიტიკურ რეკლამად „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საკუთარ წიგნზე საუბარი მიიჩნია და 4 ტელეკომპანია: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ ,„ფორმულა“ და „კავკასია“ დაასანქცირა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) კი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება.
ComCom-მა ყველა ეს გადაწყვეტილება მონიტორინგის
საფუძველზე მიიღო. მათი განმარტებით, ყველა ტელემაუწყებლის
მონიტორინგს კომისია წელიწადში არანაკლებ ორჯერ ატარებს. ამასთან,
წლის განმავლობაში რამდენჯერმე დამატებით ხორციელდება ყველაზე
რეიტინგული, TOP 10 ტელემაუწყებლის მონიტორინგიც.
რისთვის ასანქცირებს ComCom-ი ტელემედიის ნაწილს
- ვრცლად გაეცანით „მედიაჩეკერის“ მიერ მომზადებული
მასალას.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების
გადაწყვეტილება აფგან სადიგოვის ადვოკატმა დღეს სააპელაციო
სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“
დიმიტრი ნოზაძემ მიაწოდა. სააპელაციომ საჩივარი 5 დღის განმავლობაში
უნდა განიხილოს.
თბილისში დაკავებულ სადიგოვს საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი
საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა.
ჟურნალისტი წინა დღეს, შემდგომი ექსტრადირების მიზნით, ცენტრალური
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმადააკავა.3
აგვისტოს შსს-ში განაცხადეს, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა
და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის
იძებნებოდა.
სადიგოვის ქართული საქმე
დიმიტრი ნოზაძემ აფგან სადიგოვის საქმეზე
„მედიაჩეკერთან“ საუბრისას ყურადღება იმ მნიშვნელოვან დეტალებზე
გაამახვილა, რაც სასამართლომ, ამ შემთხვევაში, არ გაითვალისწინა.
როგორც მან აღნიშნა, აფგან სადიგოვი თბილისში 2023 წლის დეკემბრიდან
იმყოფება, ხოლო მის წინააღმდეგ საქმე აზერბაიჯანში 2024 წლის 9 მაისს
აღიძრა, ქვეყნის დატოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
ნოზაძის განცხადებით, აზერბაიჯანის სასამართლომ სადიგოვის პატიმრობის
შესახებ გადაწყვეტილება მეორე დღესვე მიიღო, 11 მაისს კი უკვე
ძებნილად გამოაცხადა. ადვოკატის თქმით, საერთაშორისო თანამშრომლობიდან
გამომდინარე, აღნიშნული ინფორმაცია ქართველ სამართალდამცველებსა
და საქართველოს პროკურატურას უკვე ჰქონდა. „16 ივლისს აქვთ
უკვე ყველანაირი ინფორმაცია, რომ პირი არის იქ ძებნილი და არის თხოვნა
აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, რომ პირი დააკავონ საექსტარდიციო
პატიმრობისათვის“.
როგორც დიმიტრი ნოზაძე განმარტავს, შუამდგომლობაში
დაკავების საფუძვლად მითითებულია, რომ სადიგოვი გამოძიებას თავს
არიდებდა, რის შესახებაც ის ინფორმირებული არ იყო.
„ამ ადამიანისთვის არც აეროპორტში განუმარტიათ, არც ჩვენი
პროკურატურა დაკავშირებია, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო
დაკავშირებია, არც აზერბაიჯანულ მხარეს უზრუნია, მით უმეტეს, იცოდა
სად იმყოფებოდა, საზღვრის კვეთა იყო გადამოწმებული… მე თუ არ ვიცი,
თავისთავად, თავის არიდებაც გამორიცხულია“.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის წინააღმდეგ მაისში აღძრული
საქმის მიუხედავად, სადიგოვის ოჯახს აზერბაიჯანული მხარის მიერ
ივნისის თვეში გაცემული დოკუმენტი აქვს, რომლის თანახმადაც, მის
წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის.
„ოჯახს აქვს ეს დოკუმენტი და ველოდებით, რომ ითარგმნოს. ესაა
ივნისის თვეში აღებული, რომ მის წინააღმდეგ საქმე აღძრული არაა.
თვითონ აზერბაიჯანის მიერ არის ეს დოკუმენტი გაცემული, თუმცა, 9 მაისს
საქმეა აღძრული. თუ 9 მაისს საქმეა აღძრული, ივნისის თვეში ესეთი
დოკუმენტი როგორაა გაცემული?“
დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, სასამართლომ ეს
არგუმენტები არ გაითვალისწინა და სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა
მაინც შეუფარდა. ამასთან, მისთვის უცნობია, რეალურად რა
მტკიცებულებებზე დაყრდნობით აღიძრა საქმე. აღნიშნული ინფორმაცია
ადვოკატისთვის არც პროკურატურას გადაუცია და არც სასამართლოში ყოფილა
წარდგენილი.
„რადგან უკვე საექსტრადიციო წარმოება დაწყებულია,
აზერბაიჯანულ მხარეს ვალდებულება ექმნება სისხლის სამართლის საქმესთან
დაკავშირებით მიაწოდის მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია [ქართულ
მხარეს]. აზერბაიჯანულ ენაზეა და რა თქმა უნდა, ისიც უნდა ითარგმნოს,
რა მტკიცებულებებია იქ, რეალურად რა არის, როგორ არის, რომ ამის
შემდგომ უნდა მოხდეს დაწყება, იუსტიციის სამინიტრო და პროკურატურა
საექსტრადიციო საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს. ჯერ
დასაშვებობა უნდა გადაწყდეს, ამის გასაჩივრებაც შეგვიძლია და მერე
უკვე სასამართლომ უნდა იმსჯელოს საექსტრადიციო წარმოების დაწყებასთან
დაკავშირებით. ჯერჯერობით ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ“.
აღსანიშნავია ისიც, რომ აფგან სადიგოვმა მესამე
ქვეყნიდან თავშესაფარი ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის
საელჩოებს სთხოვა.
„მივამართინეთ საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით. ამ
შემთხვევაში, ესეც საფუძველია იმის, რომ სანამ გადაწყვეტილება არ
იქნება მიღებული, საექსტრადიციო წარმოება შეჩერდეს, თუმცა, რა
გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მხარე ამასთან დაკავშირებით,
ამაზე მიჭირს პასუხი“.
სადიგოვის
ოჯახი აფგანის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან
პოლიტიკურ დევნას უკავშირებს. როგორც მისი მეუღლე, ჟურნალისტი სევინჩ
სადიგოვა „მედიაჩეკრთან“ საუბრისას აღნიშნავს, ამ საქმეში
აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ხელი ურევია.
სადიგოვას თქმით, მაშინაც კი, როცა ჟურნალისტი ოჯახთან ერთად თბილისის
აეროპორტიდან თურქეთში არ გაუშვეს, მათთვის არავის განუმარტავს, რომ
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო. ისინი
სვამდნენ კითხვებს ქვეყნიდან არ გაშვების მიზეზებზე, მაგრამ
ეუბნებოდნენ, რომ არ იცოდნენ, თუ რა პრობლემა იყო.
„რა და როგორ იქნება ამ ეტაპზე, არაფერი არ ვიცი. ძალიან
მინდა, რომ აქ სამართლიანი სასამართლო შედგეს და აფგანი გაუშვან.
იმედი მაქვს, რომ სამართალს ვიპოვით და აფგანს აზერბაიჯანულ მხარეს არ
გადასცემენ“.
სადიგოვის პატიმრობის საქმეები აზერბაიჯანში
აფგან სადიგოვი, მისი პროფესიული საქმიანობის გამო, აზერბაიჯანში
დაპატიმრებული 2-ჯერ იყო. [პირველად 23.11.2016-დან 25.05.2018-მდე
პერიოდში, მეორედ კი - 13.05.2020-დან 28.05.22-მდე]
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ მიერ გავრცელებულიინფორმაციით,
რომელიც სადიგოვის მეორედ დაკავებას ეხება, 2020 წლის გაზაფხულზე ის
სახლიდან სასურსათო მაღაზიაში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
რამდენიმე საათის შემდეგ, მის სახლში პოლიციელები მივიდნენ და ცოლს
შეატყობინეს, რომ აფგან სადიგოვი დაკავებული იყო. ერთი დღის შემდეგ,
სადიგოვს ბრალი გამოძალვის მუხლით წაუყენეს. მედიაში გავრცელებული
ინფორმაციის თანახმად, გამოძიება ამბობდა, რომ ის ერთ-ერთ
მაღალჩინოსანს ჰპირდებოდა, რომ ფულის სანაცვლოდ მის შესახებ კრიტიკულ
სტატიას არ გამოაქვეყნებდა.
აფგან სადიგოვის ადვოკატი მაშინ ამბობდა, რომ ჟურნალისტი უდანაშაულო
იყო და ის ხელისუფლებამ შურისძიების მიზნით, მას შემდეგ დააკავა, რაც
აფგანმა გამოაქვეყნა სტატია პოლიციელების მიერ სექსუალური ძალადობის
ფაქტებსა და ძალადობის მსხვერპლთა დაშინებაზე.
2020 წლის ნოემბერში ჟურნალისტს სასამართლომ შვიდი წლით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2021 წელს მას პატიმრობის ვადა
უზენაესმა სასამართლომ 4 წლამდე შეუმცირა და თითქმის, ორწლიანი
პატიმრობის შემდეგ ის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს.
მანამდე კი, 2016 წელს აფგან სადიგოვი დამნაშავედ სისხლის სამართლის
საქმეზე ცნეს.
გარდა ამისა, როგორც სევინჩ სადიგოვას მიერ „მედიაჩეკერისთვის“
გამოგზავნილი მეუღლის ჩანაწერიდან ირკვევა, აფგანი 3-ჯერ ჰყავდათ
დაკავებული ადმინისტრაციული წესითაც. [07.07.2018-ში - 30 დღით;
27.11.2018-ში - 30 დღით და 03.01.2019-ში - 22 დღით] სადიგოვამ
რედაქციას მეუღლის ის კომენტარიც მიაწოდა, რომელიც მან ერთ-ერთ
მედიასთან თბილისში დაკავებამდე გააკეთა და მის დევნას
ეხება.
„2018 წლის 7 ივლისს მე გამიტაცეს პოლიციის თანამშრომლებმა. ერთ-ერთი
განყოფილების სარდაფში მომათავსეს და ფიზიკურად მისწორდებოდნენ. ჩემი
გამოძიების ფარგლებში, მე აღმოვაჩინე სახელმწიფო უშიშროების
ხელმძღვანელის დაახლოებით 10 მილიარდის ღირებულების აქტივები. მე
განვაცხადე, რომ ილჰამ ალიევი დიქტატორია და სახელმწიფო ბიუჯეტის
ძარცვაში ფაქტებით დავადანაშაულე.
ილჰამ ალიევი ხალხს ემუქრება, აშანტაჟებს და შიშში
ამყოფებს. ის ყველაზე დაუნდობელი ხერხებით ცდილობს დამოუკიდებელი
მედიის გაჩუმებას. ახლა აზერბაიჯანში 300-ზე მეტი
პოლიტპატიმარია.
ჩემი მეორე პატიმროების პერიოდში, პროტესტის ნიშნად 242
დღე ვიშიმშილე, რის შედეგადაც მთელი სხეული დამიავადდა. ტუბერკულოზი
დამემართა, რის შედეგადაც 2022 წელს სახლში გამომიშვეს.
საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ჩამოვედი
საქართველოში, ჩავიტარე კვლევები და ვმკურნალობდი. ჩემზე და ჩემს
ოჯახზე დაიწყო სეროზული ზეწოლა და მუქარა. ჩემი მცირეწლოვანი შვილების
მოკვლითაც კი გვემუქრებოდნენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განსაკუთრებული ზეწოლა გასულ
წელს წამოიწყო, რის გამოც, ჩემი ოჯახი, ამ ანგარიშწორების თავიდან
ასაცილებლად, საქართველოში წამოვიყვანე.
ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, ჩემი ოჯახი
ყოველთვის ღელავდა. ჩემს ოჯახს ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ და
ეუბნებოდნენ, წამეშალა ჩანაწერები.
ივნისში ოჯახი საქართველოში ჩამოვიყვანე. მას შემდეგ,
რაც დავინახე, რომ საქართველოშიც საშიში იყო, გადავწყვიტე ბოსნიაში
წავსულიყავით. პოლიციამ თბილისის აეროპორტში გამაჩერა და ასე მითხრა,
საქართველოდან გასვლის უფლება არ გაქვსო. შეგიძლიათ მხოლოდ
აზერბაიჯანში დაბრუნდეთო“.
გამოხმაურებები აფგან სადიგოვის საქმეზე
აფგან სადიგოვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
შეფერხებასგამოეხმაურა აფგან
მუხთარლი. მუხთარლი ის აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტია,
რომელიც ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წელს კი უცნობმა
პირებმა თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს, სადაც
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით
სასჯელს ციხეში იხდიდა. მას აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2020 წლის მარტში აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ
გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც
2019 წლიდან მისი ცოლ-შვილი ცხოვრობდნენ. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს
პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
„საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ალიევის ხელისუფლებას
ჟურნალისტის დაკავება სურს. ამ ეტაპზე ისინი ცდილობენ აიძულონ
სადიგოვი დაბრუნდეს ბაქოში, სადაც დააკავებენ. თუ ის არ დაბრუნდება,
დიდი ალბათობით, ივანიშვილის ხელისუფლება მას ნებისმიერი გზით
გადასცემს ბაქოს. ივანიშვილი მთავარი ფიგურაა, განსაკუთრებით
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მზად არიან ფულზე
მთელი საქართველო გაყიდონ, ამის დავიწყება არ შეიძლება. 2020
წელს თბილისში ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი მოკლეს და მათ დანაშაული
დაფარეს.
მოვუწოდებ აზერბაიჯანელ უფლებადამცველებს, დაინტერესდნენ
აფგანის საქმით. იმასაც ვიტყვი, რომ ბოლო 1 წელიწადში საქართველოს
მთავრობამ თბილისიდან 2 რუსი აქტივისტი გაიტაცა და რუსეთს გადასცა.
ორივე აქტივისტი აწამეს და ამჟამად ციხეში არიან. ბოლო თვეების
განმავლობაში აფგანს და მის მეუღლეს შსს მუდმივად ემუქრება“.
მუხთარლი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ პოსტში იმ
ოპოზიციურად განწყობილ აზერბაიჯანელ აქტივისტს, ჰუსეინ ბაკიხანოვს
ახსენებს, რომელიც თბილისში, 2021 წლის 14 ივლისს დაიღუპა. ბლოგერის
გარდაცვალების საქმეზე მაშინ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა
ქურდოვანიძის განცხადებით, აფგან სადიგოვის დაკავება საგანგაშო
შემთხვევაა. მისი თქმით, საქართველო ვალდებულია საერთაშორისო
სტანდარტები დაიცვას და თბილისში დაკავებული ჟურნალისტი აზერბაიჯანულ
მხარეს არ გადაეცეს.
„ასეთ დროს საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც
ხელმომწერია საერთაშორისო ხელშეკრულებების და იმ პასუხისმგებლობას
იღებს, რომ პირი, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს იმ ქვეყანაში,
რომელიც მის ექსტრადირებს ითხოვს, არასათანადო მოპყრობას, ან თუ არის
იმის რისკი, რომ ეს ადამიანი იდევნება იმ ქვეყანაში მისი
შეხედულებების, პოლიტიკური საქმიანობის ან სხვა ტიპის საქმიანობის
გამო, ან თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ პირი, რომელიც გადაეცემა
ვთქვათ აზერბაიჯანს, იქ ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს
უფლებით, არ შეიძლება ქვეყანამ პირი იმ ქვეყანას გადასცეს, რომელიც
მის ექსტრადირებას ითხოვს“.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორის,
ლია ჩახუნაშვილის შეფასებით კი, დიდი სირცხვილი იქნება
საქართველოსთვის და დიდი უსამართლობა, თუ ჩვენი ხელისუფლება
აზერბაიჯანს გადასცემს დევნილ გამომძიებელ ჟურნალისტს, რომელმაც თავი
საქართველოს იმ იმედით შეაფარა, რომ აქ თავისუფლად და უსაფრთხოდ
შეძლებდა პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას.
ჩახუნაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ უნდა დაეხმაროს
აზერბაიჯანის ხელისუფლებას კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის
სამაგალითოდ დასჯაში პროფესიული საქმიანობის გამო.
„აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში, სავარაუდოდ, ვერ ისარგებლებს
სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ის იქ შეიძლება გახდეს
არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი.
საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დაუყოვნებლივ უნდა
გაათავისუფლოს საექსტრადიციო პატიმრობიდან და მისცეს მას მესამე
ქვეყანაში გამგზავრების საშუალება. ამას ითხოვს საქართველოში
ჟურნალისტური თემი, რომელიც სოლიდარობას გამოხატავს დაკავებული
ჟურნალისტის მიმართ და საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო
სამართლის პრინციპების თანახმად მოქმედებისა და როგორც ქართველი, ისე
უცხოელი ჟურნალისტების უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებს“.
აფგან სადიგოვის მხარდასაჭერად მისი დაკავების დღეს
შსს-ის შენობასთან შეიკრიბნენ ქართველი ჟურნალისტები. ანა გვარიშვილი
კი ერთ-ერთი მათგანი იყო:
„იმ ფონის გათვალისწინებით, რაც აქვთ აზერბაიჯანში
ჟურნალისტებს და რა რეპრესიებიც არის მათ მიმართ, თავად სადიგოვისა და
მისი ცოლის მიმართ წარსულში გამოყენებული არაერთი დასჯის მეთოდი, მათ
შორის პატიმრობა, თითქმის, ასპროცენტიან მტკიცებულებას გვაძლევს, რომ
მას ალიევის რეჟიმი სდევნის სიმართლის თქმისთვის და ევროკავშირის
წევრობის კანდიდატი სახელმწიფო, საქართველო ავტორიტარულ რეჟიმს ამაში
ეხმარება.
სწორედ ამიტომ, სადიგოვს ისევე, როგორც მის
ცოლს, რომელიც ასევე ჟურნალისტია და მათ ორ მცირეწლოვან შვილს
ვუცხადებ სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას. მოვუწოდებ სამოქალაქო
საზოგადოების ორგანიზაციებს, დაგვეხმარონ ჟურნალისტებს, რომ ამ საქმეს
მეტი რეზონანსი ჰქონდეს, ვიდრე ახლა აქვს. ყველა ასე გაწირული ერთი
ჟურნალისტი საბოლოოდ, მთლიანად მედიაზე დარტყმაა და რუსული კანონის
ამოქმედების პირობებში, უკვე ისედაც ძალიან მოწყვლადები ვართ“.
აფგან სადიგოვის დაკავებას არაერთი ქართული და
საერთაშორისო ორგანიზაცია გამოეხმაურა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის
დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა Amnesty International-მა და
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“. ამ მოთხოვნას
შეუერთდნენ „ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია“
(EFJ) და მისი წარმომადგენლობა საქართველოში (IAGJ).
სადიგოვის საქმეს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის
პრესსპიკერი, რომლის კომენტარიც ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ
გაავრცელა.
„ღრმად შეშფოთებულნი ვართ თბილისში აფგან სადიგოვის დაკავების
ცნობებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს
ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაუყოვნებლივ
გაათავისუფლოს სადიგოვი“, – ციტირებს
რაუფოღლუ სახდეპის წარმომადგენელს.
თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მოსანახულებლად
იმყოფებიან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. ვიზიტის
შესახებ დეტალები ჯერ უცნობია.
„ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია“ (EFJ) და მისი წარმომადგენლობა საქართველოში - „ქართველ ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ (IAGJ) თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და საექსტრადიციო პროცედურების შეჩერებას მოითხოვენ.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს აზერბაიჯანის პოლიტიკურ სასამართლო პროცესებში თანამონაწილეობისგან, რომელიც ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე შეიქმნა“, - განაცხადა EFJ-ის პრეზიდენტმა მაჯა სევერმა.
ორგანიზაციის განცხადების თანახმად, რეპრესიების ამ ტალღამ „გისოსებს მიღმა უკვე 23 ჟურნალისტი დააყენა“.
„აზერბაიჯანი რუსეთისა და ბელორუსის შემდეგ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ სახელმწიფოდ იქცა. EFJ უერთდება Amnesty International-ს და მოუწოდებს საქართველოს შეწყვიტოს აფგან სადიგოვის ექსტრადიცია,“ - აღნიშნულია EFJ-სა და IAGJ-ს ერთობლივ განცხადებაში.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საექსტრადიციო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმაც“.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს და გაუშვას საქართველოდან”, – აღნიშნულია IPI-ს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.
აფგან სადიგოვის დაკავებას გამოეხმაურნენ ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიც.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეეფარდა. აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აზერბაიჯანში ორჯერ დააპატიმრეს. სადიგოვების ოჯახი საქართველოში 2023 წლიდან ცხოვრობს.
Amnesty International-ი მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს თბილისში
დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ექსტრადირების
პროცედურები. საერთაშორისო ორგანიზაცია საერთაშორისო სამართლის წინაშე
საქართველოს ვალდებულებაზე მიუთითებს. ამის შესახებ აღმოსავლეთ
ევროპასა და ცენტრალურ აზიაში Amnesty International-ის დირექტორის
მოადგილემ, დენის კრივოშეევმა Ekho Kavkaza-თან საუბრისას
განაცხადა.
Amnesty International-ი ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და მთავრობის სხვა კრიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც გამოხატვის თავისუფლების უფლებების გამოყენებისთვისაა დაპატიმრებული.
საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირებით ის ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აღმოჩნდება.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საექსტრადიციო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმაც“.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს და გაუშვას საქართველოდან”, – აღნიშნულია IPI-ს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.
აფგან სადიგოვის დაკავებას გამოეხმაურნენ ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიც.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საექსტრადიციო პატიმრობა 4
აგვისტოს შეეფარდა.
აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია, ის
აზერბაიჯანში ორჯერ დააპატიმრეს. სადიგოვების ოჯახი საქართველოში 2023
წლიდან ცხოვრობს.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას POSTV-ის
საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო
შეუფარდა. შემდეგი წინასასამართლო სხდომა 24 სექტემბერს გაიმართება.
დაცვის მხარე ითხოვდა, რომ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების არცერთი
სახე არ გამოეყენებინა.
გუგუჩიას ადვოკატის, რევაზ მიქაიას განცხადებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომელიმე აღკვეთი ღონისძიების სახისთვის შეიძლებოდა გამოყენებულიყო.
გუგუჩიას პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით გუშინ, 5 აგვისტოს წარუდგინა, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობას (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გულისხმობს.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 31 მაისს, ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ჟურნალისტი ნ.ბ. და ოპერატორი ბ.დ., ვ.გ.-სთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, რესპონდენტის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის სარედაქციო პოლიტიკის მოწინააღმდეგე ვ.გ.-მ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, რის შემდგომაც ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულის შედეგად, მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული საქმიანობის განხორციელება ვერ შეძლეს", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
28 მაისს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებამ“ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, პარლამენტის შენობიდან მომავალ დეპუტატებს გზად ერთ-ერთმა მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროს „ხალხის ძალის“ წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე მანქანიდან გადმოვიდა, ახლოს მდებარე მაღაზიიდან ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა.
მეორე დღეს, 29 მაისს ჯაფარიძე ამ მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად მივიდა, თუმცა, ვიტალი გეგუჩიამ და მირანდა ჯობავამ დეპუტატს უთხრეს, რომ ბოდიში არა ფორთოხლის, არამედ მათი შვილების მომავლის გაყიდვისთვის ჰქონდა მოსახდელი. 31 მაისს კი, POSTV-ის გადამღები ჯგუფი სამეგრელოში წასულ ოჯახთან მივიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
მალევე, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიტალი გუგუჩია POSTV-ის პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდა და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია POSTV-ის 52 %-იანი წილის მფლობელი პარლამენტარი, „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძეა. ჯაფარიძემ POSTV-ის საკონტროლო წილი 2022 წლის 3 ოქტომბერს ჯამში 520 000 ლარად იყიდა. ტელეკომპანიას „ხალხის ძალის“ მხარდაჭერა ღიად აქვს გაცხადებული.
მიუკერძოებლობა - ვიყოთ მიუკერძოებლები. შევისწავლოთ და
სამართლიანად ავსახოთ განსხვავებული პოზიციები საკამათო საკითხის
შესახებ. დავიცვათ ბალანსი და არ გამოვხატოთ არც ერთი პოზიციის
მხარდაჭერა. უყურადღებოდ არ დავტოვოთ არც ერთი საგულისხმო და ღირებული
აზრი.
სარედაქციო დამოუკიდებლობა - დავიცვათ სარედაქციო დამოუკიდებლობა
და მივიღოთ პოლიტიკური, კომერციული თუ სხვა ინტერესებისგან თავისუფალი
გადაწყვეტილებები. ჩვენი ქმედებით არ შევლახოთ საზოგადოებრივი
მაუწყებლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა.
|
ვიტალი გუგუჩიას მეუღლის, მირანდა ჯობავას განცხადებით,
POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის
საქმეზე ბრალს წარუდგენენ.
„ბრალის წარსადგენად დაიბარეს ვიტა დღეს საღამოს…ჟურნალისტურ საქმიანიბაში ხელის შეშლაო. ანუ აქეთ გვდებს ვიქტორ ჯაფარიძის ტელევიზია რაღაცაში ბრალს და ცდილობს გაგვტეხოს?!?! გაგვანადგუროს?!?! უფრო გავძლიერდებით, თქვენ კი ეს ამბავი გადაგიყოლებთ!!!“ - წერს ჯობავა ფეისბუკის პირად გვერდზე.
„მედიაჩეკერი“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც დაუკავშირდა, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა შესაბამისად განახლდება.
28 მაისს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებამ“ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და პარლამენტის შენობა დეპუტატებმა დატოვეს, გზად ერთ-ერთმა მოქალაქემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე მანქანიდან გადმოვიდა ახლოს მდებარე მაღაზიიდან ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა.
მეორე დღეს, 29 მაისს ჯაფარიძე მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად მივიდა, თუმცა, ვიტალი გეგუჩიამ და მირანდა ჯობავამ დეპუტატს უთხრეს, რომ ბოდიში არა ფორთოხლის, არამედ მათი შვილების მომავლის გაყიდვისთვის ჰქონდა მოსახდელი. 31 მაისს კი, POSTV-ის გადამღები ჯგუფი სამეგრელოში წასულ ოჯახთან მივიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
მალევე, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიტალი გუგუჩია POSTV-ის პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდა და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია POSTV-ის 52 %-იანი წილის მფლობელი პარლამენტარი, „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძეა. ჯაფარიძემ POSTV-ის საკონტროლო წილი 2022 წლის 3 ოქტომბერს ჯამში 520 000 ლარად იყიდა. ტელეკომპანიას „ხალხის ძალის“ მხარდაჭერა ღიად აქვს გაცხადებული.
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) თბილისში დაკავებული
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვი საექსტრადიციო
პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს და
გაუშვას საქართველოდან”, – აღნიშნულია IPI-ს განცხადებაში,
რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.
აფგან სადიგოვის ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საექსტრადიციო პატიმრობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ნოზაძის განმარტებით, მათ ამისთვის 7-დღიანი ვადა აქვთ.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საექსტრადიციო პატიმრობა გუშინ შეეფარდა. სადიგოვი 3 აგვისტოს შემდგომი ექსტრადირების მიზნით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გამოეხმაურნენ.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ აფგან სადიგოვის დაკავებას გმობს და საქართველოს ხელისუფლებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ჟურნალისტი აზერბაიჯანს არ გადასცეს და ამით მისთვის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას ხელი არ შეუწყოს.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ საქართველოში პროფესიული თემის წარმომადგენლებს მოუწოდებს, სოლიდარობა გამოიჩინონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ, ინტენსიურად გააშუქონ მომხდარი შემთხვევა და ხელისუფლებას მოსთხოვონ პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც ამ დაკავების ირგვლივ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ ეს, თბილისში, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. 2017 წლის 29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა აფგან მუხთარლი".
ხელისუფლებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდა „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“, რომელიც 16 უფლებადამცველ ორგანიზაციას აერთიანებს.
„გამოხატვის თავისუფლების, მათ შორის კრიტიკული აზრის დაცვა, ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა. მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფებიან რეპრესიებისგან თავის დასაღწევად.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს აფგან სადიგოვი პატიმრობიდან და უზრუნველყოს ჟურნალისტის უფლებების დაცვა, მათ შორის, მისი სურვილის შემთხვევაში, მესამე უსაფრთხო ქვეყანაში გამგზავრება. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ არ დააკანონოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ჟურნალისტის დაკავებას ექსტრადიციის მოტივით. მსგავსი გადაწყვეტილება ხელყოფს ადამიანის უფლებებს და აღქმული იქნება პროფესიულ საქმიანობის გამო ჟურნალისტის დასჯის ლეგიტიმაციად“.
როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“
თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა,
ექსტრადიციის პროცედურები გაგრძელდება და ის, დიდი ალბათობით, აფგან
სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემით დასრულდება. ქურდოვანიძის
შეფასებით, ჟურნალისტის აზერბაიჯანისათვის გადაცემა ექსტრადიციის
პირობებს ვერ აკმაყოფილებს.
„საქართველოს მიერ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა იქნება
კიდევ ერთი დიდი სირცხვილი და საერთაშორისო სტანდარტების
დარღვევა.
ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, სასამართლომ უნდა
შეაფასოს:
• სახეზეა თუ არა დანაშაული, რომლისთვისაც პირის ექსტრადირება
შეიძლება განხორციელდეს;
• დანაშაული, რომლისთვისაც პირის ექსტრადირებას ითხოვენ,
წარმოადგენს თუ არა პოლიტიკურ დანაშაულს;
• არსებობს თუ არა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის
ექსტრადიცია მოითხოვება იმ მიზნით, რომ შემდგომ იგი პასუხისგებაში
იქნეს მიცემული ან დაისაჯოს [...] პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა
მსგავს გარემოებათა გამო;
• არსებობს თუ არა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის
შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება
წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან
სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი
სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ
მოპყრობასთან;
• ექსტრადირების შემთხვევაში, ექნება თუ არა პირს სამართლიანი
სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა;
• დიპლომატიური გარანტიები ამართლებს თუ არა
ექსტრადირებას.
აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა, ექსტრადიციის
პირობებს ვერ აკმაყოფილებს“.
დაკავებამდე, 18 ივლისს, აფგან სადიგოვმა ფეისბუკის პირად გვერდზე
დაწერა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთში გამგზავრების
შესაძლებლობა არ
მისცეს.
აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი
რედაქტორია, ის აზერბაიჯანში ორჯერ დააპატიმრეს. სადიგოვების ოჯახი
საქართველოში 2023 წლიდან ცხოვრობს.