მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ტელემედიამ კომერციული სარეკლამო
შემოსავლებიდან 17.9 მილიონი ლარი მიიღო. კომუნიკაციების კომისიამ
ტელევიზიების დამფინანსებლების ის ათეული გამოაქვეყნა,
რომლებმაც მაუწყებლებს ამ პერიოდში რეკლამისთვის ყველაზე მეტი
გადაუხადეს.
2024 წლის II კვარტალში ყველაზე მეტ სატელევიზიო კომერციულ სარეკლამო შემოსავალთან (6 მლნ ლარი) ერთად, „ტელეიმედს“ ყველაზე მეტი - 161 რეკლამის დამკვეთიც ჰყავდა.
„იმედის“ ტოპ 10 რეკლამის დამკვეთი, რომლებიც ტელევიზიას 100 000-დან 500 000 ლარამდე უხდიდნენ:
- „Henkel Central Asia Caucasus LLP“-მა,
- „პსპ ფარმა“;
- „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“;
- „დიპლომატ ჯორჯია“;
- „აიდიეს ბორჯომი თბილისი“;
- „ბერლინ-ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“;
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“;
- „ავერსი ფარმა“;
- „საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისია“;
- „გლობალ ბიერ ჯორჯია“.
2.8 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, მისი დამფინანსებლების ტოპ ათეული, რომლებმაც რეკლამაში 50-დან 500 ათას ლარამდე გადაიხადეს, ასეთია:
- „პსპ ფარმა“;
- „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“;
- „ავერსი ფარმა“;
- „ვიმ ბილ დან საქართველო“;
- „შპს ორთაჭალა გეითი“;
- „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“;
- „აიდიეს ბორჯომი თბილისი“;
- „მარტინ პამაჩი“;
- „FICOSOTA“;
- „ლაქტალის ჯორჯია.
„რუსთავი 2“-ს სულ 156 რეკლამის დამკვეთი ჰყავდა. 2024
წლის II კვარტალში 68 რეკლამის დამკვეთი ჰყავდა „მთავარ არხს“, რომლის
სარეკლამო შემოსავალმაც ამ პერიოდში 1.9 მილიონი ლარი შეადგინა.
„მთავარი არხის“ რეკლამის დამკვეთების ტოპ ათეული, რომლებმაც
რეკლამაში 7-დან 500 ათას ლარამდე გადაიხადეს:
- „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“;
- „პსპ ფარმა“;
- „დიპლომატ ჯორჯია“;
- „ავერსი ფარმა“;
- საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო;
- „ბერლინ ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“;
- „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“;
- „Henkel Central Asia Caucasus LLP“;
- „ვიმ ბილ დან საქართველო“;
- „საქართველოს უნივერსიტეტი“.
მიმდინარე წლის II კვარტალში 55 რეკლამის დამკვეთი ჰყავდა „ტელეკომპანია პირველს“. სარეკლამო შემოსავლის სახით კი, მან ამ პერიოდში 1 მლნ ლარი მიიღო.
„ტელეკომპანია პირველის“ დამფინანსებლების
ტოპ ათეული, რომლებმაც რეკლამაში 7-დან 500 ათას ლარამდე
გადაიხადეს:
- „პსპ ფარმა“;
- კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“;
- „სან პეტროლეუმ ჯორჯია“;
- „შპს პირველი მეღვინეობა“;
- „ჩინური მედიცინის ცენტრი“;
- „დრიმლენდ ოაზისი“;
- „ბერლინ-ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“;
- „ნოვა“;
- „დიპლომატ ჯორჯია“;
- „თ და კ რესტორნები“.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სარეკლამო შემოსავლის სახით 1.2 მილიონი მიიღო. ჯამში მას რეკლამის 48 დამკვეთი ჰყავდა.
„ფორმულას“ ტოპ 10 რეკლამის დამკვეთი, რომლებიც ტელევიზიას 7-დან 500 ათას ლარამდე უხდიდნენ, ასეთია:
- „შპს ქონთენთ მენეჯმენტ ქომფანი“;
- „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“;
- „პსპ ფარმა“;
- „შპს პეტრა სი რეზორტ“;
- „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“;
- „თეგეტა მოტორსი“;
- „ჩინური მედიცინის ცენტრი“;
- საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს;
- „შპს ორთაჭალა გეითს“;
- მამუკა ხაზარაძე.
„პოსტვ“-ის 2024 წლის II კვარტალში რეკლამის 45 დამკვეთი ჰყავდა. მისმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავლმა კი, ამ პერიოდში 1.4 მილიონი ლარი შეადგინა.
„პოსტვს“ დამფინანსებლების ტოპ ათეული, რომლებმაც რეკლამაში 7-დან 500 ათას ლარამდე გადაიხადეს, ასეთია:
- „შპს ჯეოკეპი“;
- „სადისტრიბუციო კომპანია“;
- „შპს ბუნებრივმა აირი“;
- „სტერეო+“;
- „რესპუბლიკა“;
- „ქართული რძის პროდუქტები“;
- „ტიფლის ფაბი“;
- „ფალავანი“;
- „ნესტლე საქართველო“;
- „არქი პრომოუშენი“.
დეტალური ინფორმაცია 2024 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციულ სარეკლამო შემოსავლებზე, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალაში - 2024 წლის II კვარტალში სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი - 6 მილიონი ლარი კვლავ „იმედმა“ მიიღო