აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ყოფილ უფროსსა და მთავარი
საინფორმაციო გამოშვების რედაქტორს მაია მერკვილაძეს, მაუწყებლის
დირექტორი გიორგი კოხრეიძე ტოქშოუს გაკეთებას სთავაზობს, 20:00
საათიანი გამოშვების ხელმძღვანელად კი მერკვილაძის ნაცვლად ნინო
ხაჟომიას ნიშნავს.
ამ ცვლილებას “მედიაჩეკერთან” ადასტურებენ მაია მერკვილაძეც და ნინო
ხაჟომიაც.
აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო
გამოშვების ახალი რედაქტორი ნინო ხაჟომია წლების განმავლობაში რუსთავი
2-ზე გადაცემა “60 წუთში” მუშაობდა, 2018 წლიდან კი
ტელეკომპანია“იბერიაში” დილის გადაცემა მიჰყავდა.
მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ ექვს
საათამდე არაფერი იცოდა და ჯერ არც ოფიციალური დოკუმენტი მიუღია. მას
აქვს ინფორმაცია, რომ დირექტორს მისთვის ორი შეთავაზება აქვს:
“ვიცი, რომ ახალი ამბების რედაქციიდან გავყავარ და აღარ ვიქნები ახალი
ამბების მომზადებაში ჩართული. მისი პროექტით, მე უნდა გავაკეთო რაღაც
ტოქშოუ, რომელიც ჯერჯერობით მაუწყებელში არ არსებობს და გაუგებარია
რაზეა საუბარი. თუკი ამ ვერსიას არ დავეთანხმები, რადიოში რედაქტორად
მთავაზობს გადასვლას. ჩემი აზრით, ეს იმიტომ არის შემოთავაზებული, რომ
მე წავიდე, დავტოვო მაუწყებელი”, - ამბობს იგი “მედიაჩეკერთან”
საუბარში.
მაია მერკვილაძის შემცვლელი ნინო ხაჟომია ადასტურებს, რომ
დირექტორისგან შეთავაზება ნამდვილად მიიღო. აქვე იგი ამბობს, რომ მისი
პრიორიტეტი სწორი, გადამოწმებული და დაბალანსებული საინფორმაციო
გამოშვება იქნება. კითხვაზე რამდენად იქნება გარანტი, რომ არხის
კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება იმ მოცემულობაში, რაც
ახლა მაუწყებელშია, გვპასუხობს, “ვიძლევი იმის გარანტიას, რომ
ჟურნალისტური სტანდარტი ასჯერ უფრო გაიზრდება, უფრო ყურებადი გახდება
არხი, უფრო დაბალანსებული და უფრო პროფესიულად გამართული”.
ასევე კითხვაზე, ადევნებდა თუ არა თვალს 20:00 საათიან საინფორმაციო
გამოშვებებს აქამდე, გვპასუხობს: “არა, არ მიდევნებია, იმიტომ, რომ
დავტოვე მთაში სახლი და წამოვედი, დავუბრუნდი ძველ პროფესიას, რაც
ყველაზე კარგად გამომდის, რაც ძირფესვიანად ვიცი და იმედი მაქვს, რომ
გავაკეთებ იმას, რასაც ჰქვია ჟურნალისტიკა”.
კიდევ ერთი, რაც ნინო ხაჟომიას მომავალ გეგმებშია, არხზე საგამოძიებო
მასალების კეთებაა: “უნდა გავაკეთო საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რაც,
პრინციპში, იყო გადამწყვეტი, იმიტომ, რომ რამოდენიმე ადამიანთან
ერთად, მე ვარ ის ერთადერთი ადამიანი, ვინც საქართველოში დაიწყო
საგამოძიებო ჟურნალისტიკა”.
მაია მერკვილაძესა და ნინო ხაჟომიასთან დაკავშირებით მიღებულ
გადაწყვეტილებებს არხის დირექტორი გიორგი კოხრეიძე მაუწყებლის
გაძლიერების მოტივით ხსნის.
“წინასაარჩევნო პეირიოდში აუცილებელია არხზე არსებობდეს დებატების
მსგავსი ტოქშოუ. აქედან გამომდინარე, რომ არის ძალიან დიდი
პასუხისმგებლობა, გადავწყვიტეთ, რომ შევთავაზოთ ქალბატონ მაიას არხის
მთავარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუს გაკეთება, რომელიც გავა
ყოველდღიურად, ანუ კვირაში ხუთჯერ, თითო საათი მინიმუმ. იყოს მისი
პროდუსერი და მთავარი რედაქტორი”, - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ
აჭარის ტელევიზიასთან.
დათანხმდება თუ არა მაია მერკვილაძე დირექტორის ამ შეთავაზებას, ამ
ეტაპზე უცნობია. მთავარი საინფირმაციო გამოშვების ყოფილი რედაქტორი
ამბობს, რომ ჯერ ხელშეკრულების პროექტი უნდა ნახოს.
“უნდა წავიკითხო, გავაანალიზო, იურისტთან ერთად გავიარო და შემდეგ
მივიღო გადაწყვეტილება. ამ გადმოსახედიდან, არ ვაპირებ რომ
დავთანხმდე”, - ამბობს იგი “მედიაჩეკერთან” საუბარში.
მაია მერკვილაძე ფიქრობს, არხიდან მისი ჩამოშორება წინასწარ დაგეგმილი
პროცესის ნაწილია: “მიზანი რაც ჰქონდათ, თავიდანვე ნათელი იყო,
ჩამოეშორებინათ ადამიანები სწორედ ასეთი ხერხებით. ზოგს ხელშეკრულება
შეუცვალეს, ზოგი გადააყენეს და ჩემთან დაკავშირებული ამბავიც
რაღაცნაირად მოაგვარეს იმით, რომ მეც ვტოვებ ჩემით. ისე გამოიყვანეს,
რომ მეც ჩემით წავალ და ასე გამოვა ბოლოს, როგორც წავიდა ნათია ზოიძე
და სხვები”.
შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის
შემდეგ, არხი რამდენიმე ადამიანმა დატოვა. ახალ დირექტორთან მუშობაზე
თავად თქვეს უარი დირექტორის მრჩევლებმა
ზვიად ქორიძემ და მარინა
ვაშაყმაძემ. 2020 წლის იანვრიდან კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს ახალი
ამბების პროდიუსერს
ნათია შავაძეს. თებერვლიდან კი
არხი დატოვა დირექტორის მოადგილემ
ნათია ზოიძემ, რომელიც მაუწყებელს
თითქმის 10 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან თქვა, რომ ეს
გადაწყვეტილება იძულებით მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალმა დირექტორმა
სარედაქციო პოლიტიკის წარმართვას ჩამოაშორა.
ამ ეტაპამდე ამ ცვილებების ბოლო ეტაპი იყო გასულ კვირას მაუწყებელში
ოთხი პოზიციის გაუქმება, - 19 თებერვალს, 3 ხმით 2-ის წინააღმდეგ,
აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მხარი დაუჭირა საშტატო განრიგის
ცვლილებას, რომლის თანახმად გაუქმდა ოთხი შტატი, მაია მერკვილაძის,
როგორც ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის, ასევე ცვლილება
შეეხო შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს,
შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და
ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს