კატეგორია: ეთიკა
ვებსაიტებზე: kvirispalitra.ge, palitravideo.ge, qartuliazri.ge,
kvira.ge, exclusivenews.ge, euronews.ge და evpatori.ge 10-დან 12
დეკემბერამდე პერიოდში, გავრცელდა იდენტური შინაარსის მასალები ე.წ.
საშიშ ინტერნეტ თამაშებზე, სენსაციური სათაურებით. სტატიები, რომლებიც
თითქოსდა მშობლებისთვის სიფრთხილისკენ მოწოდებას ისახავს მიზნად,
თავად არის საფრთხის შემცველი, რადგან მათში დასახელებულია თამაშის
სახელწოდება, აღწერილია გზა, როგორ უნდა ჩაერთო მასში, დართული აქვს
ფოტო - სქრინი თამაშიდან და ერთ-ერთ საიტზე გავრცელებულია თამაშის
ვიდეოც.
გარდა ამისა, პრობლემურია ისიც, რომ მასალები დაუდასტურებელ ინფორმაციას შეიცავს - მხოლოდ ერთ რესპონდენტზე, ერთ-ერთი მცირეწლოვნის მშობელზე დაყრდნობით არის მომზადებული. მათში არ ჩანს ინფორმაციის სხვა წყაროებთან გადამოწმების მცდელობა.
სტატიები ყველგან “კვირის პალიტრაზე” დაყრდნობით მომზადაა. შინაარსი იდენტურია - მასალაში ნათქვამია, რომ მცირეწლოვნების მშობლებმა კლასის ხელმძღვანელისგან მიიღეს გამაფრთხილებელი შეტყობინება. დამრიგებელი ბავშვების აგრესიულ ქცევას ერთ-ერთ საშიშ ინტერნეტ თამაშს უკავშირებს და ამბობს, რომ თამაშის ბოლოს ბავშვები ე.წ. „ლურჯი ვეშაპის“ მსგავს დავალებებს იღებენ. შემდეგ კი, ერთ-ერთი მშობელი თავისი შვილის ისტორიას ჰყვება და სიფრთხილისკენ მოუწოდებს სხვა მშობლებს.
ავტორი არაერთხელ იმეორებს, რომ თამაში ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, სახელწოდების დასახელებით და ტექნიკური აღწერით, ფაქტობრივად, აუდიტორას ე.წ. “შემზარავ ინტერნეტ თამაშებში” ჩართვის ინსტრუქციას აძლევს. palitravideo.ge აუდიტორიას ვიდეო რგოლსაც სთავაზობს, რომელშიც აღნიშნული თამაშებია ნაჩვენები. “კვირის პალიტრა” კი სტატიის ბოლოს ამბობს, რომ უცხოურმა მედიამ სამი თამაში დაასახელა ბავშვებისთვის ყველაზე საშიშად, წერს სამივე თამაშის დასახელებას და აღწერს შინაარსს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სხვადასხვა პორტალზე ე.წ. საშიშ ინტერნეტ თამაშებზე ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია. მასალები უმეტესად დადასტურებულ ფაქტად გვაწვდის იმას, რაც დაზუსტებული არ არის. მაგალითაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად უარყოფს საქართველოში ასეთი ტიპის თამაშების არსებობას. არც ისაა სადმე დადასტურებული, საქართველოში არასრულწოვნები არიან თუ არა ამგვარ თამაშებთან დაკავშირებული და უკავშირდება თუ არა მოზარდების უცნაური ქცევები და თვითმკვლელობები ინტერნეტს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ამბობს, რომ ისეთი მასალების მომზადების დროს, რომელიც არასრულწლოვნებს, ან სუიციდს ეხება, მედიამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინიოს და უპირატესი ინტერესი ყოველთვის ბავშვის უფლებებს მიანიჭოს. “ არ მოამზადოთ ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის”, - ვკითხულობთ სახელმძღვანეო წესებში, რომელიც ქარტიას ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე აქვს მომზადებული.

17.12.2018