ორგანიზაციის “რეპორტიორების საზღვრებს გარეშე” (RSF) 2020 წლის
პრესის თავისუფლების ინდექსისთვის დამუშავებული მასალა
აჩვენებს, რომ Covid -19-ის
პანდემიის ფონზე, იმ კრიზისის გათვალისწინებით, რაც თავისუფალი
რეპორტინგის იდეას, დამოუკიდებელ, ყოვლისმომცველ და სანდო ინფორმაციას
ემუქრება, ჟურნალისტიკის მომავალისთვის მომდევნო ათწლეული გადამწყვეტი
იქნება.
პრესის თავისუფლების ინდექსის 2020 წლის ანგარიში, რომელიც 180
ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში მედიის თვისუფლების კუთხით არსებულ
ვითარებას აფასებს, აჩვენებს, რომ არსებული კრიზისიდან გამომდინარე,
მომავალი 10 წელი პრესის თავისუფლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის
იქნება. კერძოდ, ისეთი კრიზისები, როგორებიცაა: გეოპოლიტიკური
კრიზისი, ტექნოლოგიური კრიზისი, დემოკრატიის კრიზისი, ნდობის
თვალსაზრისით არსებული კრიზისი და ეკონომიკური კრიზისი -
ჟურნალისტიკის მომავალზე გავლენას მოახდენს.
კორონავირუსის პანდემია სანდო ინფორმაციის მიღების უფლებაზე გაზრდილი
საფრთხეების ილუსტრაციას ახდენს. მაგალთად, ჩინეთმა და ირანმა
კორონავირუსის აფეთქების ფონზე მედიაზე მკაცრი ცენზურა დააწესეს.
ერაყის ხელისუფლებამ Reuters-ს სამი თვით საქმიანობის ლიცენზია მას
შემდეგ შეუჩერა, რაც გამოცემამ ამბავი გამოაქვეყანა, რომელშიც
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების შესახებ ოფიციალური
ინფორმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული. პანდემიამ მედიის
თავისუფლების თვალსაზრისით გამოწვევები ევროპულ ქვეყნებშიც გამოკვეთა.
მაგალითად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კანონი მიიღო,
რომელიც კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ხუთ
წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი ავტორიტარულ რეჟიმებს ისეთი ზომების
გატარების შესაძლებლობებს აძლევთ, რაც ჩველებრივ დროში შეუძლებელი
იქნებოდა. შესაბამისად, იმისათვის, რომ ეს გადამწყვეტი ათწლეული
კატასტროფული არ აღმოჩნდეს, ადამიანებმა ჟურნალისტების მხარდამჭერი
კამპანიები უნდა წამოიწყონ იმისათვის, რომ მათ საკუთარი საქმიანობის
შესრულება შეძლონ, რამდენადაც საზოგადოება მათ ენდობა, როგორც მესამე
ხელისუფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ამის შესაძლებლობა უნდა
ჰქონდეთ.
2020 წლის ინდექსის მთავარი
მიგნებები
უკვე მეოთხე წელია, რაც მედიის თავისუფლების ინდექსში წამყვან
პოზიციებს არ თმობს ნორვეგია, 180 ქვეყანას შორის ბოლო ადგილი
თურქმენეთს ამჯერად ჩრდილოეთ კორეამ წაართვა, 178-ე ადგილით ერიტრეა
აფრიკის ქვეყნებში მედიის თავისუფლების კუთხით კვლაც ყველაზე ცუდ
პოზიციას ინარჩუნებს.
RSF-ის „გლობალური ინდიკატორის“ მონაცემებით, წელს, მსოფლიო
მასშტაბით, მედიის თავისუფლების მაჩვენებლი მცირედით 0.9%-ით, 2013
წელთან შედარებით კი - 12%-ით გაუმჯობესდა.
მედიის თავისუფლების ინდექსი რეგიონების
მიხედვით
მიუხედავად ევროკავშირის ზოგიერთ, ასევე ბალკანეთის ქვეყნებში მოქმედი
რეპრესიული პოლიტიკისა, ევროპა გასული წლების მსგავსად,
ჟურნალისტებისთვის წელსაც ყველაზე ხელსაყრელ ადგილად რჩება.
მედიისადმი მტრული დამოკიდებულების თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული
შტატები და ბრაზილია იმაგრებენ პოზიციებს. მედიის თავისუფლების
თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი უკუსვლა ფიქსირდება აფრიკაში.
მედიის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა მნიშვნელოვანად გაუარესებულია
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონშიც (1.7%). ავსტრალია კი, რომელიც ადრე
რეგიონში საუკეთესო ნიმუშად მიიჩნეოდა, კონფიდენციალური წყაროებისა და
საგამოძიებო ჟურნალისტიბისთვის საფრთხის შემცველ ადგილად იქცა.
რეგიონში პრესის თავისუფლების თვალსაზრისით არსებული ვითარების
გაუარესებაში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი ორმა ქვეყანამ სინგაპურმა
და ჰონგ კონგმა შეიტანა. პირველმა ე.წ. „Fake News“-ის შესახებ კანონი
მიიღო, რითაც გამოხატვის თავისუფლება საფრთხის წინაშე დააყენა, მეორემ
კი - პროდემოკრატიული დემონსტრაციების დროს ჟურნალისტების დაშინებით
გამოიჩნა თავაი.
აღმოსავლეთ ევროპა/ცენტრალური აზიის რეგიონი პრესის თავისუფლების
თვალსაზრისით კვლავ ბოლოდან მეორე ადგილს ინარჩნებს. პარალელურად კი -
შუა აზია და ჩრდილოეთ აფრიკა ჟურნალისტების საქმიანობისთვის ისევ
ყველაზე საფრთხის შემცველ ადგილებად რჩება.
კრიზისების გავლენა მედიაზე
გეოპოლიტიკური კრიზისი და
მედია
ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვად „ჩუმი კრიზისი“ ეს გეოპოლიტიკური
კრიზისია, რომელიც დიქტატორული, ავტორიტარული ან პოპულისტური
რეჟიმების მიერ არის გამოწვეული. ისინი ძალისხმევას არ იშურებენ, რომ
ჩაახშონ ინფორმაცია და პლურალიზმისა და დამოუკიდებელი მედიის შესახებ
საკუთარი ხედვა წარმოაჩინონ. ამის თვალსაჩინო მაგალითებია: ჩინეთი,
საუდის არაბეთი, ეგვიპტე და რუსეთი. მათგან პირველი სამი საკუთარი
საქმიანობის შესრულების გამო დაკავებული ჟურნალისტების კუთხით წამყვან
პოზიციებს იკავებს, რუსეთი კი - ყველა რესურსის გამოყენებით
ინფორმაციაზე კონტროლის დაწესებას ცდილობს. ტექნოლოგიური კრიზისი და
მედია
ციფრული და გლობალური კომუნიკაციის პროცესზე სათანადო რეგულაციების
არარსებობამ ინფორმაციული ქაოსი შექმნა. პროპაგანდა, რეკლამა, ჭორები
და ჟურნალისტიკა ერთმანეთის კონკურენტებად იქცნენ. კომერციულ,
პოლიტიკურ და სარედაქციო მასალების ერთმანეთში მკვეთრმა აღრევამ,
მოსაზრებისა და შეხედულებების გამოხატვის დემოკრატიული გარანტიების
დესტაბილიზაცია მოახდინა. აღნიშნული ბევრი ქვეყნისთვის ე.წ. „Fake
News“-ების გავრცელების პრევენციის სახელით, საფრთხის შემცველი
კანონების მიღების „მოტივატორი“ გახდა, რამაც კრიტიკულ და
დამოუკიდებელ მედიას საფრთხეები უკვე შეუქმნა.
დემოკრატიულობის კრიზისი და
მედია
მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები კვლავაც აგრძელებენ ჟურნალისტების
მიმართ მტრულ დამოკიდებულებას. მაგალითად, დემოკრატიულად არჩეული
პრეზიდენტები - დონალდ ტრამპი და იაირ ბოლსონარო (ბრაზილიის
პრეზიდენტი) კვლავაც განაგრძობენ მედიის მიმართ ცილისმწამებლურ
კამპანიას და ჟურნალისტების მიმართ სიძულვილს ახალისებენ. აღნიშნული
კი, ზოგადად, ჟურნალისტების მიმართ საზოგადოებაში მტრულ
დამოკიდებულებას აგრესიულ დამოკიდებულებას ახალისებს.
ნდობის კრიზისი და
მედია
სულ უფრო და უფრო იზრდება მედიისადმი ნდობა, პრესის არასანდო
ინფორმაციის გაშუქებაში დადანაშაულება. Edelman Trust Barometer-ის
ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 57%-მა
თქვა, რომ მედია არასანდო ინფორმაციას აშუქებს. ანალიტიკოსები
მიიჩნევენ, რომ მედიისადმი ნდობის ხარისხის შესუსტება, საბოლოოდ
ჟურნალისტებს საზოგადოების მხრიდან სიბრაზის გამოხატვის ობიექტებად
აქცევს, რაც მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული
საპროტესტო აქციების დროს უკვე ნათლად გამოიკვეთა.
ეკონომიკური კრიზისი და
მედია
ციფრულმა ტრანსფორმაციამ შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბევრ ქვეყანაში
მედია მუხლებზე დააყენა. გაყიდვების შემცირებამ, სარეკლამო
შემოსავლების კოლაფსმა, ასევე დისტრიბუციისა და სხვა მიმართლებებით
ხარჯების ზრდამ, მედიაორგანიზაციები იძულებული გახადა, რომ
სამსახურიდან არაერთი ჟურნალისტი გაეთავისუფლებინათ. მაგალითად, ბოლო
ათი წლის განმავლობაში, მედიის სფეროში, დაახლოებით ნახევარი სამუშაო
ადგილი დაიკარგა. ამასთან, ეკონომიკურმა კრიზისმა, მსოფლიო მასშტაბით,
გამოცემების სარედაქციო დამოუკიდებლობაზეც იქონია გავლენა. მაგალითად,
ის გამოცემები, რომლებიც ეკონომიკური თვალსაზრისით წელში გამართულები
არ არიან, სხვადასხვა სახის ზეწოლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევასაც
ნაკლებად ახერხებენ.
წყარო: rsf.org