საქართველო
კატეგორია - საქართველო



„ბათუმელებისა" და ,,ნეთგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი რუსთავის დაწესებულებაში “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ მოინახულა და არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მის გამოკითხვას დაესწრო. 

საიას ინფორმაციით, მზია ამაღლობელმა პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა. 

„მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის  და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება”, - წერს ორგანიზაცია.

საია საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით.

ასევე, ორგანიზაცია ითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

 
 
 
კატეგორია - საქართველო

ფოტო „ბათუმელები"

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელმა რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილს „ნეტგაზეთი“ ავრცელებს

მზია ამაღლობელის შეფასებით, მისი დაკავება და წარდგენილი ბრალი რეპრესიული და სიძულვილით გაჟღენთილი პროცესების შედეგია.

„ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც მაქვს რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი, ადამიანის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია. პროცესების, რომელიც ბოლო 1 წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის, როგორც დიქტატურა“, - წერს ამაღლობელი.

,,ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ დააკავეს.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში „ბათუმელების“ დირექტორს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 
კატეგორია - საქართველო


პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიოზაცია, „მედიის საერთაშორისო მხარდაჭერა“ (IMS) მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

„გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებისა და იმ შემაშფოთებელი გარემოებების გამო, რასაც მისი დაკავებისას ჰქონდა ადგილი

მზია ამაღლობელმა 2 ათწლეულზე მეტი მიუძღვნა სიტყვის თავისუფლებისათვის და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის ბრძოლას საქართველოში. მისმა ურყევმა ერთგულებამ დემოკრატიისადმი და გამოხატვის თავისუფლებისადმი განაპირობა ის, რომ კრიტიკული ხმა ისმის ქვეყანაში. მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ.  ეს ქმედებები მიუთითებს დამოუკიდებელ მედია საშუალებებზე ზეწოლის უფრო ფართო კონტექსტზე.

მზია ამაღლობელის დაკავება და პატიმრობაში დატოვება არის მისი უფლებების პირდაპირი შელახვა და მძიმე დარტყმა დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მუშაობას საქართველოსთვის ასეთ კრიტიკულ პერიოდში“.

IMS „ქართული ოცნებას“  მოუწოდებს, დაიცვას გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპები.

„დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ის წარმოადგენს საფრთხეს გამოძიებისთვის. სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს, მოვუწოდებთ ყველას, ვინც პრესის თავისუფლებას უჭერს მხარს, შემოგვიერთდით და დავიცვათ პრესის თავისუფლება და დემოკრატია საქართველოში“, - წერს ორგანიზაცია.

კატეგორია - საქართველო



„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ქარტიის საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეზე, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმას გმობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დამნაშავეთა მთელი სიმკაცრით დასჯისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ თქმით, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. 

„ის წლების განმავლობაში აწარმოებდა კამპანიას დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად და ახალისებდა სისასტიკესა და ძალადობას. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის გასანადგურებლად რეპრესიების მომდევნო ეტაპზე გადავიდა - მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მხოლოდ ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში პროფესიულ საქმიანობაში 100-მდე ჟურნალისტს შეეშალა ხელი. ბევრმა მათგანმა მიიღო ფიზიკური დაზიანება, მათ შორის მძიმე. დღემდე არ არის გამოვლენილი და დასჯილი არცერთი დამნაშავე. ბოლო კვირაში ამ ყოველივეს დაემატა გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება შეთითხნილი ბრალდებით და მის მიმართ მკაცრი სასჯელის - მრავალწლიანი საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების - მოთხოვნა“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების დევნა და შევიწროება შეწყვიტოს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული, ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედებები და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს ისინი.

ზვიად ქორიძის თქმით, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში,  მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე, წინა მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ და დაემუქრნენ.

ქორიძე ბათუმში გამოცემების, „ნეტგაზეთის” და „ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო იმყოფებოდა.  

 
კატეგორია - საქართველო


„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.

SJC-ის განცხადებით, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა არ დააკმაყოფილა აფგან სადიგოვის სააპელაციო საჩივარი, რომელიც საქართველოში მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას ეხებოდა. 

„აღნიშნული სასამართლო იყო უკანასკნელი ინსტანცია, რომელსაც დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის უფლებების დაცვა და მისი ექსტრადიციის შეჩერება შეეძლო. ამით, აფგან სადიგოვის საქმის განხილვა საქართველოს ეროვნულმა სასამართლოებმა დაასრულეს. სამწუხაროდ, მათ არ აღმოაჩნდათ სათანადო დამოუკიდებლობა და კეთილსინდისიერება, რომელიც დევნილი ჟურნალისტის აბსოლუტური უფლებების დაცვას გახდიდა შესაძლებელს“.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებიდან ირკვევა, ორგანიზაციამ მიმდინარე წლის 10 იანვარს (მანამდე კი 2024 წლის 9 დეკემბერს) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და სასამართლო რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად, მოითხოვა დროებითი ღონისძიების (Interim measure) გამოყენება და აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის ექსტრადიციის შეჩერება.

„ეს მექანიზმი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს უფლებების დარღვევის მაღალი და შეუქცევადი რისკი და საჭირო ხდება სახელმწიფოების კონვენციის საწინააღმდეგო ქმედებების შეჩერება“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ორგანიზაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2025 წლის 14 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ მხარეთა ინტერესებისა და მის წინაშე სათანადო სამართალწარმოების წარმართვისთვის, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, აფგან სადიგოვი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან მე-7 დღემდე არ უნდა გადაეცეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საჩივარს 41-ე წესის საფუძველზე უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი.

„ეს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ევროპული სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილებაა, რადგან ეროვნული სასამართლოების დონეზე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული საქმის განხილვა. ამასთან, არსებობდა თეორიული შანსი, რომ სააპელაციო სასამართლოს დაეკმაყოფილებინა აფგან სადიგოვისთვის საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭება. ევროპული სასამართლო არ შეიჭრა ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაში და დაელოდა ეროვნული დონეზე სამართლებრივი დაცვის მექანიზმების ბოლომდე ამოწურვას. საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე ევროპული სასამართლო სწორედ ეროვნული სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მიიღებს“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ანრი ოხანაშვილს მოუწოდებს:

  • „ჯეროვნად აღასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2025 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება და არ დაუშვან აფგან სადიგოვის ექსტრადირება აზერბაიჯანში, ამ მიზნით მიიღონ ყველა ზომა, მათ შორის, შესაბამის უწყებებთან დროული კოორდინაცია.
  • არ დაუშვან აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, სადაც მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ძალიან მაღალი რისკი არსებობს, და უპირობოდ დაიცვან საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებების სფეროში“.

აფგან სადიგოვი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის მიზნით 3 აგვისტოს თბილისში დააკავა. მას ამ დრომდე აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული. სადიგოვი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში 21 სექტემბრიდან შიმშილობს.

 
კატეგორია - საქართველო


„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელისა და „ბათუმელების“ ოპერატორის, გურამ მურვანიძის დაკავებას ეხმაურება. პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაკავებას გამოეხმაურა და მათი გათავისუფლება მოითხოვა ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამაც.  

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. მზია ამაღლობელი პოლიციამ პირველად კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ დააკავეს.  

დღეს, 14 იანვარს, ,,ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სახელაშვილმა ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მზია ამაღლობელის დაცვის მხარემ გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

12 იანვარ, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი, გურამ მურვანიძეც.

 
კატეგორია - საქართველო


,,ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სახელაშვილმა ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მზია ამაღლობელის დაცვის მხარემ გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ წინასასამართლო სხდომა 4 მარტს ჩანიშნა. 

მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ სხდომაზე ფილიპინელი ჟურნალისტის, ნობელის პრემიის ლაურეატის, მარია რესას წიგნით - „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ მივიდა.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში „ბათუმელების“ დირექტორს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


მზია ამაღლობელის საქმე

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. მზია ამაღლობელი პოლიციამ პირველად კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწნის გამო დააკავეს.  

ამაღლობელთან ადვოკატებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელს კი მონახულობის დროს მან უთხრა, რომ არასათანადოდ მოეპყრნენ.

„ბათუმებელის“ ინფორმაციით, პირველი დაკავების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან გამოსულ მზია ამაღლობელს ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მისი დაკავების შემდეგ მივიდნენ:

„მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო. უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო, დაიწყო ჭყლეტა და სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი“.

როგორც გამოცემა წერს, მზია ამაღლობელის დაკავების პროცესში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა. „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში დგებუაძე ამაღლობელის შესახებ ამბობს: „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

ბათუმელები/ნეტგაზეთის 13 იანვრის განცხადებით, „სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა TV ფორმულა-ს ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ“. 

 
კატეგორია - საქართველო

 

„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, მოახდინონ რეაგირება ჟურნალისტური თავისუფლების მიუღებელ დარღვევებზე. მათი განცხადებით, დაცვის მხარე საქმის მასალებს ელოდება და კომენტარებისგან თავს იკავებს. გირაოს შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას კი საქალაქო სასამართლო დღეს, 13 იანვარს მიიღებს.

„სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმე წამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. 

თუმცა, TV ფორმულა-ს ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ“. 

„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ წერს “ბათუმელების” ოპერატორის, გურამ მურვანიძის უკანონო დაკავებისა და  ჟურნალისტურ საქმიანობაში აშკარა ხელშეშლის შესახებაც. 

„12 იანვარს, დაახლოებით 21:20 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, დააკავეს გურამ მურვანიძე. იგი გადაიყვანეს ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში და ადვოკატთან შეხვედრის უფლება მხოლოდ 13 იანვარს, დაახლოებით დილის 6 საათზე მისცეს.

მისი ადვოკატის, მირზა მამულაძის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით.

გურამ მურვანიძის მონათხრობი მიუთითებს მის ჟურნალისტურ საქმიანობაში აშკარა, მიზანმიმართულ ჩარევაზე. მან ადვოკატს აცნობა, რომ დააკავეს მაშინ, როდესაც იღებდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაკავებას.

გურამმა ადვოკატს უთხრა, რომ როდესაც აქციაზე შეხლა-შემოხლა შენიშნა, მობილური ტელეფონით დაიწყო დაკავებების გადაღება. ამ მომენტში მან გაიგონა, როგორ იკითხა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ: “ვინ იღებს?” გურამმა თავი “ბათუმელების” წარმომადგენლად წარადგინა. ადვოკატის თქმით, გურამის ინფორმაციით, ამას მოჰყვა ბათუმის პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამოცემის მიმართ გინება, რის შემდეგაც მან თანამშრომლებს გურამის ტელეფონის წართმევა უბრძანა.

აშკარაა, რომ პოლიციამ და ბათუმის პოლიციის უფროსმა კარგად იცოდნენ გურამ მურვანიძის ვინაობა, რომ ის “ბათუმელების” თანამშრომელი იყო. მიუხედავად ამისა, ბათუმის პოლიციის უფროსმა მოგვიანებით, “TV პირველთან” დაკავებულთა რაოდენობის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ოპერატორის ვინაობა არ იცოდა.

გურამის თქმით, პოლიციელებმა სცადეს მისი ტელეფონის წართმევა. მან რამდენიმეწამიანი წინააღმდეგობა გაწია სანამ მოწყობილობის დაბლოკვას ცდილობდა, მაგრამ ტელეფონი საბოლოოდ წაართვეს; დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამას ადასტურებს მისი დაკავების ვიდეოჩანაწერიც.

დაკავების შემდეგ, გურამის განცხადებით, მას სთხოვდნენ ტელეფონის პაროლს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, აგინებდნენ.

ადვოკატის შეფასებით, ეს ქმედებები წარმოადგენს მიზანმიმართულ მცდელობას, ხელი შეუშალონ მის ჟურნალისტურ საქმიანობას და მიზანმიმართულ თავდასხმას გამოცემა “ბათუმელებზე”. გურამის მონათხრობი ხაზს უსვამს, რომ პოლიციის აგრესია გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მან თავი წარადგინა “ბათუმელების” თანამშრომლად.

ასევე გაცნობებთ, რომ 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს “გაზეთი ბათუმელების” – 2001 წელს დაარსებული ქართული დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციისა, რომელიც ამჟამად ორ ონლაინ მედია პლატფორმას – netgazeti.ge-სა და batumelebi.ge-ს მართავს – თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მზია ამაღლობელი.

იგი პირველად დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოს ღობის საგუშაგო ნაწილი ნაგებობის კედელზე პლაკატის გაკვრისთვის. პლაკატზე ეწერა “იფიცება საქართველო” და წარმოადგენდა ამაღლობელის პროტესტს იმ ღამეს მსგავსი ქმედებისთვის ცხრა მოქალაქის რეპრესიული დაკავების წინააღმდეგ.

გათავისუფლებიდან მოკლე ხანში იგი მეორედ დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის ბრალდებით, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაცვის მხარე ელოდება საქმის მასალებს და თავს იკავებს კომენტარებისგან. სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმე წამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა, TV ფორმულა-ს ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ. საქალაქო სასამართლო გირაოს შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას 13 იანვარს მიიღებს.

მოვუწოდებთ ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეს, რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტური თავისუფლების ამ მიუღებელ დარღვევებზე, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – უზრუნველყონ პასუხისმგებელ პირთა ანგარიშვალდებულება“, - ვკითხულობთ გამოცემების განცხადებაში. 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორის, მზია ამაღლობელს საქართველოს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინა.

 
კატეგორია - საქართველო


„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორის, მზია ამაღლობელს საქართველოს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლო მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების სახეზე უახლოეს 24 საათში იმსჯელებს. 

ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

„ბათუმელების“ დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ დააკავეს.

მზია ამაღლობელთან ადვოკატებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელს კი მონახულობის დროს მან უთხრა, რომ არასათანადოდ მოეპყრნენ.

„ბათუმებელის“ ინფორმაციით, პირველი დაკავების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან გამოსულ მზია ამაღლობელს ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მისი დაკავების შემდეგ მივიდნენ. 

„მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო. უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო, დაიწყო ჭყლეტა და სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი“, - წერს გამოცემა

„ბათუმელების“ დირექტორის დაკავებასთან დაკავშირებით მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გუშინ ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს. მათი განცხადებით, ამაღლობელის დაკავება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაციაა.  

„დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად, სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ.  არაერთი მოთხოვნისა და საჯარო მოწოდებების მიუხედავად, დაკავებულთან სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს, რითაც დაარღვიეს მისი დაცვის კონსტიტუციური უფლებები“.

დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გუშინ მთავრობის კანცელარიასთან ამაღლობელის მხარდასაჭერი აქციაც გამართეს. მათ სიმბოლურად იმ შინაარსის სტიკერები გააკრეს, რის გამოც „ბათუმელების“ დირექტორი 11 იანვარს პირველად დააკავეს. 



გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი, გურამ მურვანიძეც. როგორც გამოცემა წერს, ოპერატორმა ადვოკატს, მირზა მამულაძეს უთხრა, რომ გაიგონა, თუ როგორ იკითხა ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, ვინ იღებდა.

„ადვოკატის თანახმად, გურამ მურვანიძემ პოლიციელს უთხრა, რომ „ბათუმელებიდან“ იყო, რასაც მოჰყვა გინება დგებუაძის მხრიდან და მისი უშუალო მოწოდება, წაერთმიათ ტელეფონი“. ადვოკატს გურამ მურვანიძემ უამბო ისიც, რომ დაკავების შემდეგ, ტელეფონის კოდს სთხოვდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მირზა მამულაძეს თქმით, ოპერატორის წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე-173 მუხლებით განიხილება.

„ბათუმელების“ თანამშრომლების დაკავებას გამოეხმაურა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“. ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გურამ მურვანიძე და მზია ამაღლობელი. ქარტია მიიჩნევს, რომ "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის და დირექტორის და  ოპერატორის  დაკავება გამოხატვის თავისუფლების და მედიაზე ზეწოლის მოტივით მოხდა.

„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიება და ბრალეული პირების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმაც“.

„მოგვიანებით „ტვ იმედზე“ გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელზე ხელის გარტყმის ეპიზოდი. ვიდეოს ხმა არ ახლავს და ის სრულად არ ასახავს მომხდარს. მიუხედავად ამისა, სამთავრობო პროპაგანდისტული მედია მას ავრცელებს ისე, რომ არ განმარტავს მოვლენების წინმსვლელობას და აღნიშნული ეპიზოდის კონტექსტს. 

თვითმხილველების მიერ ჩვენთვის მიცემული განმარტებით, აღნიშნულ ეპიზოდს წინ უძღოდა პოლიციელების მხრიდან ადგილზე მყოფი მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების, მათ შორის მედია გამოცემა „ბათუმელების“ რედაქტორის, ეთერ თურაძის ნათესავების, თვითნებური და აგრესიული დაკავება, რასაც ჭყლეტაც ახლდა თან. ეს ქმედებები მზია ამაღლობელმა და ეთერ თურაძემ ადგილზე გააპროტესტეს. ამ დროს პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელს შეაგინა და როგორც ქალს, უხამსი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მზია ამაღლობელის რეაქცია, როგორც ჩანს, პოლიციელების მხრიდან უკანონო, თვითნებური და ღირსების შემლახავი ქმედებების შედეგად იყო პროვოცირებული. 

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2024 წლის 16 დეკემბერს, ერთ-ერთი საპროტესტო შეკრების დროს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ ბესელიამ, და ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, დაკავებით დაემუქრნენ „ბათუმელებს“ და მის რედაქტორს, ეთერ თურაძეს, ხოლო კომუნიკაცია ხორციელდებოდა უხეშ და უპატივცემულო ტონალობაში. 

როგორც ჩანს, „ბათუმელების“ მუშაობა, რომელიც სისტემატურად ააშკარავებს პოლიციის საქმიანობაში კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკებს და უფლებების დარღვევებს, გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ადგილობრივი პოლიციის მენეჯმენტისთვის, რაც ამ უკანასკნელთა განსაკუთრებულ ინტერესს განაპირობებდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში

„მედიაომბუდსმენის“ განცხადებით კი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია, დაკავების პროცესში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელისა და დირექტორის უფლებების დარღვევის ფაქტები შეისწავლოს.

ორგანიზაცია მზია ამაღლობელის უფლებების დარღვევის ფაქტების დაუყოვნებლივ შესწავლასთან ერთად, მოითხოვს, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დაისაჯონ მასზე ძალადობის განმახორციელებელი პირები, მათ შორის, აჭარის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე. მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა „მედიის ადვოკატირების კოალიციამაც“. 

11 იანვრის ღამესვე თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ მედიის წარმომადგენლები. 



დღეს, 19 საათზე მედიის წარმომადგენლები აქციას გამართავენბათუმის იზოლატორთანაც (გრიბოედოვის 4).

„მედიაჩეკერს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უთხრეს, რომ მზია ამაღლობელს გამომძიებელი გუშინ შეხვდა, თუმცა იგი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. 

კატეგორია - საქართველო


„ბათუმელების” დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ. გთვაზობთ განცხადებას სრულად, რომელსაც 50-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს: 

„12 იანვარს, ღამით, პოლიციამ ბათუმში უკანონოდ დააკავა ონლაინგამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.

დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ მზია ამაღლობელის დაკავება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არის წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია.  

ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც გუშინ განვითარებული მოვლენების დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ჯერ კიდევ 16 დეკემბერს დაემუქრა “ბათუმელების” თანადამფუძნებელსა და რედაქტორს, ეთერ თურაძეს.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს, პირველად, უკანონოდ, კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებების უხეში დარღვევით დააკავეს, მაშინ, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს. მზია ამაღლობელი ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს.

სამმართველოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მზია ამაღლობელი დარჩა მიმდინარე აქციაზე. მის გვერდით იმყოფებოდა ორი ახლობელი, ორივე მათგანი პოლიციამ სრულიად უკანონოდ დააკავა. თვითმხილველების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაძაბულობის დროს, მზია ამაღლობელი და „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე მოჰყვნენ ჭყლეტაში. ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს შეაგინა. შემდეგ მოხდა მზიას უკანონო დაკავება. მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული, რაც 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

“ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელზეც მზია ამაღლობელის დაკავებაა აღბეჭდილი, არ არის სრულყოფილი, დამუშავებულია და არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს.

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით შეიყვანეს სამმართველოს შენობაში.  დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად, სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ.  არაერთი მოთხოვნისა და საჯარო მოწოდებების მიუხედავად, დაკავებულთან სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს, რითაც დაარღვიეს მისი დაცვის კონსტიტუციური უფლებები.

საქართველოს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოვითხოვთ და მოვუწოდებთ:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს - მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას;
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და უკანონოდ დაკავების ფაქტების სასწრაფო გამოძიებას;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს - ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის ამ ეტაპზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას; მისი მხრიდან აგრესიული, უკანონო ქმედებების აღკვეთას.
  • საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს - მზია ამაღლობელის საქმით დაუყოვნებლივ დაინტერესებას, უწყვეტ
  • მონიტორინგს და შესაბამის შეფასებას." 

“ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას გულისხმობს.

“ბათუმელების“ დირექტორი გუშინ, 11-12 იანვარის ღამეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ დააკავეს დააკავეს
კატეგორია - საქართველო

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „გაზეთი ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. 

„„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ გამორჩეულად მაღალპროფესიული გამოცემებია, რომლებიც დაარსების დღიდან უშიშრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, თანმიმდევრულად აშუქებენ ყველა პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

მზია ამაღლობელი გაბედული სამოქალაქო პოზიციისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების სამიზნე. ნიშანდობლივია, რომ მისი დაკავება სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოტივით მოხდა“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლის დაკავებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

„ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“. 

მზია ამაღლობელი პოლიციამ დღეს, 11 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციაზე ყოფნის დროს, კედელზე იმ პლაკატის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც ეწერა - „იფიცება საქართველო“. ამაღლობელს სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან ( ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, 173-ე მუხლი).

11 იანვრის საღამოს, ამ საპროტესტო პლაკატის გაკვრის გამო ბათუმში პოლიციამ ათამდე ადამიანი დააკავა. 

მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით მედიის წარმომადგენლები თბილისში 00:30 საათისთვის იკრიბებიან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. 

 
კატეგორია - საქართველო

ფოტო : „ბათუმელები"

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას გულისხმობს. როგორც გამოცემა წერს, ამის შესახებ ამაღლობელის ოჯახს გამომძიებელმა აცნობა. ეს დაადასტურეს შეხვედრიდან გამოსულმა ადვოკატებმაც, რომლებსაც მზია ამაღლობელთან რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. 

„ბათუმელების“ დირექტორი გუშინ, 11 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ დააკავეს.

ამასთან, მზია ამაღლობელმა აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელს მონახულობის დროს უთხრა, რომ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი. როგორც გამოცემა წერს, ამაღლობელმა მას უამბო, რომ „როდესაც იგი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო, რადგან მას ხელზე ძლიერად უჭერდნენ. ხელის გათავისუფლების მიზნით, მან ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც როგორც გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე. პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელი მყისიერად, თავადვე დააკავა“.

11-12 იანვარს პოლიციამ ბათუმში გამართულ აქციაზე 12 ადამიანი დააკავა, მათგან რამდენიმე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.