საქართველო
კატეგორია - საქართველო

„ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია“ (EFJ)  და მისი წარმომადგენლობა საქართველოში - „ქართველ ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ (IAGJ) თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის  დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და საექსტრადიციო პროცედურების შეჩერებას მოითხოვენ.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს აზერბაიჯანის პოლიტიკურ სასამართლო პროცესებში თანამონაწილეობისგან, რომელიც ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე შეიქმნა“, - განაცხადა EFJ-ის პრეზიდენტმა მაჯა სევერმა. 

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, რეპრესიების ამ ტალღამ გისოსებს მიღმა უკვე 23 ჟურნალისტი დააყენა“.

„აზერბაიჯანი რუსეთისა და ბელორუსის შემდეგ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ სახელმწიფოდ იქცა. EFJ უერთდება Amnesty International-ს და მოუწოდებს საქართველოს შეწყვიტოს აფგან სადიგოვის ექსტრადიცია,“ - აღნიშნულია EFJ-სა და IAGJ-ს  ერთობლივ განცხადებაში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საექსტრადიციო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმაც“.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს და გაუშვას საქართველოდან”, – აღნიშნულია IPI-ს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.

აფგან სადიგოვის დაკავებას გამოეხმაურნენ ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიც. 

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეეფარდა. აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აზერბაიჯანში ორჯერ დააპატიმრეს. სადიგოვების ოჯახი საქართველოში 2023 წლიდან ცხოვრობს.

 
კატეგორია - საქართველო


Amnesty International-ი მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ექსტრადირების პროცედურები. საერთაშორისო ორგანიზაცია საერთაშორისო სამართლის წინაშე საქართველოს ვალდებულებაზე მიუთითებს. ამის შესახებ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში Amnesty International-ის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა Ekho Kavkaza-თან საუბრისას განაცხადა

Amnesty International-ი ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და მთავრობის სხვა კრიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც გამოხატვის თავისუფლების უფლებების გამოყენებისთვისაა დაპატიმრებული. 

საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირებით ის ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აღმოჩნდება. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საექსტრადიციო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმაც“.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს და გაუშვას საქართველოდან”, – აღნიშნულია IPI-ს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.

აფგან სადიგოვის დაკავებას გამოეხმაურნენ ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიც. 

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეეფარდა.
აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აზერბაიჯანში ორჯერ დააპატიმრეს. სადიგოვების ოჯახი საქართველოში 2023 წლიდან ცხოვრობს.

 
კატეგორია - საქართველო



ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას  POSTV-ის საქმეზე  აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. შემდეგი წინასასამართლო სხდომა 24 სექტემბერს გაიმართება. დაცვის მხარე ითხოვდა, რომ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოეყენებინა. 

გუგუჩიას ადვოკატის, რევაზ მიქაიას განცხადებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომელიმე აღკვეთი ღონისძიების სახისთვის შეიძლებოდა გამოყენებულიყო.

გუგუჩიას პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით გუშინ, 5 აგვისტოს წარუდგინა, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობას (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გულისხმობს. 

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 31 მაისს, ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ჟურნალისტი ნ.ბ. და ოპერატორი ბ.დ., ვ.გ.-სთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, რესპონდენტის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის სარედაქციო პოლიტიკის მოწინააღმდეგე ვ.გ.-მ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, რის შემდგომაც ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულის შედეგად, მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული საქმიანობის განხორციელება ვერ შეძლეს", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

28 მაისს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებამ“ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, პარლამენტის შენობიდან მომავალ დეპუტატებს გზად ერთ-ერთმა მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროს „ხალხის ძალის“ წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე მანქანიდან გადმოვიდა, ახლოს მდებარე მაღაზიიდან ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა.

მეორე დღეს, 29 მაისს ჯაფარიძე ამ მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად მივიდა, თუმცა, ვიტალი გეგუჩიამ და მირანდა ჯობავამ დეპუტატს უთხრეს, რომ ბოდიში არა ფორთოხლის, არამედ მათი შვილების მომავლის გაყიდვისთვის ჰქონდა მოსახდელი. 31 მაისს კი, POSTV-ის გადამღები ჯგუფი სამეგრელოში წასულ ოჯახთან მივიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

მალევე, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიტალი გუგუჩია  POSTV-ის პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდა და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია POSTV-ის 52 %-იანი წილის მფლობელი პარლამენტარი, „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძეა. ჯაფარიძემ POSTV-ის საკონტროლო წილი 2022 წლის 3 ოქტომბერს ჯამში 520 000 ლარად იყიდა. ტელეკომპანიას „ხალხის ძალის“ მხარდაჭერა ღიად აქვს გაცხადებული.

 
კატეგორია - საქართველო

გუშინ, 5 აგვისტოს, 21:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. სალომე ზურაბიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრას რამდენიმე ტელევიზია არ დაესწრო. 
 
კითხვა-პასუხის დაწყებამდე, პრეზიდენტმა ყურადღება "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გაამახვილა და თქვა, რომ არხისგან უარი მესამედ მიიღეს. 
 
„სამწუხარო არის ის, რაც ხდება ამ ქვეყანაში მედიის კუთხით. არ ვიტყვი იმას, რომ ორი არხი აქ არ ესწრება, ეს მათი გადაწყვეტილება არის. ყველა იყო, აბსოლუტურად ყველა დაპატიჟებული რეგიონებიდან, როგორც თბილისიდან…
[საზოგადოებრივი მაუწყებელი] რომელიც მესამეჯერ მოვიწვიეთ სხვადასხვა ფორმატში. ერთხელ გვიპასუხეს, რომ არ შეიძლებოდა მათი მონაწილეობა, თუ არ იქნებოდა ეს ყველასთვის ღია ფორმატი. მეორეჯერ – ცალკე ინტერვიუ და მესამეჯერ - დღეს, რომელიც არის ნამდვილად საყოველთაო ფორმატი. სამივეჯერ უარი მივიღეთ. მემგონი ეს არის დაღვევა მათი ქარტიის… 
ძალიან მნიშვნელოვანი არის, ქვეყანაში რა ხდება მედიასივრცეში ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი უფლებების დაცვისთვის". 
 
 
 
 
სალომე ზურაბიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ქარტიაში, სავარაუდოდ, ტელევიზიის ქცევის კოდექსი იგულისხმა, რომელიც მაუწყებლის პროგრამებისთვის პროფესიულ სტანდარტებსა და ეთიკის პრინციპებს განსაზღვრავს. 

აღსანიშნავია, რომ მიუკერძოებლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა "საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის" პირველივე გვერდზეა განმარტებული.
 
მიუკერძოებლობა - ვიყოთ მიუკერძოებლები. შევისწავლოთ და სამართლიანად ავსახოთ განსხვავებული პოზიციები საკამათო საკითხის შესახებ. დავიცვათ ბალანსი და არ გამოვხატოთ არც ერთი პოზიციის მხარდაჭერა. უყურადღებოდ არ დავტოვოთ არც ერთი საგულისხმო და ღირებული აზრი. 
სარედაქციო დამოუკიდებლობა - დავიცვათ სარედაქციო დამოუკიდებლობა და მივიღოთ პოლიტიკური, კომერციული თუ სხვა ინტერესებისგან თავისუფალი გადაწყვეტილებები. ჩვენი ქმედებით არ შევლახოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. 
 
 
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ: "რადიო და ტელეპროგრამების შემქმნელებმა არ უნდა უგულებელყონ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც პირადად არ ეთანხმებიან". ტელევიზიის შინაარსობრივი ვალდებულებები განსაზღვრულია "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონითაც. 

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვალდებულია, უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და მათ შორის, სახელისუფლებო და პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფლება.

კანონში წერია ისიც, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი თანამდებობის პირი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება – ბათილი".

აღსანიშნავია, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გუშინდელ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, რომელიც 21:00 საათზე იწყება, პრეზიდენტის პრესკონფერენციას დაახლოებით 3 წუთი დაეთმო. "მოამბის" წამყვანის, ნიკა მუკბანიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრა 1 საათის დაგვიანებით დაიწყო. მასალაში კი მხოლოდ "აჭარის ტელევიზიის" წამყვანის, ვახო ხუზმიაშვილის კითხვა და ზურაბიშვილის პასუხი მოხვდა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციას 50-მდე ჟურნალისტი დაესწრო. რატომ არ იყო მათ შორის "საზოგადოებრივი მაუწყებელი" - ამის გარკვევა "მედიაჩეკერმა" ტელევიზიის რამდენიმე წარმომადგენელთან უშედეგოდ სცადა. 
 
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე უარი თქვა ტელეკომპანია "იმედმა" და POSTV-იმ. რედაქციამ პასუხის მიღება სცადა ამ ტელევიზიებისგანაც. აღსანიშნავია, რომ გუშინ, პრეზიდენტის პრესკონფერენციის დაწყების დროს ორივე არხის ეთერში სერიალი გადიოდა. 
 
სამივე ტელეკომპანიისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა შესაბამისად განახლდება. 
 
კატეგორია - საქართველო



ვიტალი გუგუჩიას მეუღლის, მირანდა ჯობავას განცხადებით, POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე ბრალს წარუდგენენ. 

„ბრალის წარსადგენად დაიბარეს ვიტა დღეს საღამოს…ჟურნალისტურ საქმიანიბაში ხელის შეშლაო. ანუ აქეთ გვდებს ვიქტორ ჯაფარიძის ტელევიზია რაღაცაში ბრალს და ცდილობს გაგვტეხოს?!?! გაგვანადგუროს?!?! უფრო გავძლიერდებით, თქვენ კი ეს ამბავი გადაგიყოლებთ!!!“ - წერს ჯობავა ფეისბუკის პირად გვერდზე. 

„მედიაჩეკერი“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც დაუკავშირდა, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა შესაბამისად განახლდება. 

28 მაისს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებამ“ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და პარლამენტის შენობა დეპუტატებმა დატოვეს, გზად ერთ-ერთმა მოქალაქემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე მანქანიდან გადმოვიდა ახლოს მდებარე მაღაზიიდან ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა.

მეორე დღეს, 29 მაისს ჯაფარიძე მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად მივიდა, თუმცა, ვიტალი გეგუჩიამ და მირანდა ჯობავამ დეპუტატს უთხრეს, რომ ბოდიში არა ფორთოხლის, არამედ მათი შვილების მომავლის გაყიდვისთვის ჰქონდა მოსახდელი. 31 მაისს კი, POSTV-ის გადამღები ჯგუფი სამეგრელოში წასულ ოჯახთან მივიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

მალევე, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიტალი გუგუჩია  POSTV-ის პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდა და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია POSTV-ის 52 %-იანი წილის მფლობელი პარლამენტარი, „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძეა. ჯაფარიძემ POSTV-ის საკონტროლო წილი 2022 წლის 3 ოქტომბერს ჯამში 520 000 ლარად იყიდა. ტელეკომპანიას „ხალხის ძალის“ მხარდაჭერა ღიად აქვს გაცხადებული.

 
კატეგორია - საქართველო


„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვი საექსტრადიციო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. 

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს და გაუშვას საქართველოდან”, – აღნიშნულია IPI-ს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.

აფგან სადიგოვის ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საექსტრადიციო პატიმრობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ნოზაძის განმარტებით, მათ ამისთვის 7-დღიანი ვადა აქვთ. 

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საექსტრადიციო პატიმრობა გუშინ შეეფარდა. სადიგოვი 3 აგვისტოს შემდგომი ექსტრადირების მიზნით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმდააკავა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ აფგან სადიგოვის დაკავებას გმობს  და საქართველოს ხელისუფლებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ჟურნალისტი აზერბაიჯანს არ გადასცეს და ამით მისთვის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას ხელი არ შეუწყოს.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ საქართველოში პროფესიული თემის წარმომადგენლებს მოუწოდებს, სოლიდარობა გამოიჩინონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ, ინტენსიურად გააშუქონ მომხდარი შემთხვევა და  ხელისუფლებას მოსთხოვონ პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც ამ დაკავების ირგვლივ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ეს, თბილისში, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. 2017 წლის 29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა აფგან მუხთარლი".

ხელისუფლებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდა „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“, რომელიც 16 უფლებადამცველ ორგანიზაციას აერთიანებს.

„გამოხატვის თავისუფლების, მათ შორის კრიტიკული აზრის დაცვა, ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა. მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფებიან  რეპრესიებისგან თავის დასაღწევად.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს აფგან სადიგოვი პატიმრობიდან და უზრუნველყოს ჟურნალისტის უფლებების დაცვა, მათ შორის, მისი სურვილის შემთხვევაში, მესამე უსაფრთხო ქვეყანაში გამგზავრება. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ არ დააკანონოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ჟურნალისტის დაკავებას ექსტრადიციის მოტივით. მსგავსი გადაწყვეტილება ხელყოფს ადამიანის უფლებებს და აღქმული იქნება პროფესიულ საქმიანობის გამო ჟურნალისტის დასჯის ლეგიტიმაციად“.

როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, ექსტრადიციის პროცედურები გაგრძელდება და ის, დიდი ალბათობით, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემით დასრულდება. ქურდოვანიძის შეფასებით, ჟურნალისტის აზერბაიჯანისათვის გადაცემა ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

„საქართველოს მიერ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა იქნება კიდევ ერთი დიდი სირცხვილი და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა.

ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს:

• სახეზეა თუ არა დანაშაული, რომლისთვისაც პირის ექსტრადირება შეიძლება განხორციელდეს;
• დანაშაული, რომლისთვისაც პირის ექსტრადირებას ითხოვენ, წარმოადგენს თუ არა პოლიტიკურ დანაშაულს;
• არსებობს თუ არა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოითხოვება იმ მიზნით, რომ შემდგომ იგი პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დაისაჯოს [...] პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო;
• არსებობს თუ არა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან;
• ექსტრადირების შემთხვევაში, ექნება თუ არა პირს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა;
• დიპლომატიური გარანტიები ამართლებს თუ არა ექსტრადირებას.

აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა, ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს“.

დაკავებამდე, 18 ივლისს, აფგან სადიგოვმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთში გამგზავრების შესაძლებლობა არ მისცეს.

აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აზერბაიჯანში ორჯერ დააპატიმრეს. სადიგოვების ოჯახი საქართველოში 2023 წლიდან ცხოვრობს.

 
კატეგორია - საქართველო


თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. სადიგოვი გუშინ, 3 აგვისტოს შემდგომი ექსტრადირების მიზნით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ აფგან სადიგოვის დაკავებას გმობს  და საქართველოს ხელისუფლებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ჟურნალისტი აზერბაიჯანს არ გადასცეს და ამით მისთვის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას ხელი არ შეუწყოს.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ საქართველოში პროფესიული თემის წარმომადგენლებს მოუწოდებს, სოლიდარობა გამოიჩინონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ, ინტენსიურად გააშუქონ მომხდარი შემთხვევა და  ხელისუფლებას მოსთხოვონ პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც ამ დაკავების ირგვლივ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ეს, თბილისში, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. 2017 წლის 29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა აფგან მუხთარლი".

ხელისუფლებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდა "მედიის ადვოკატირების კოალიციამ", რომელიც 16 უფლებადამცველ ორგანიზაციას აერთიანებს.

"გამოხატვის თავისუფლების, მათ შორის კრიტიკული აზრის დაცვა, ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა. მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფებიან  რეპრესიებისგან თავის დასაღწევად.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს აფგან სადიგოვი პატიმრობიდან და უზრუნველყოს ჟურნალისტის უფლებების დაცვა, მათ შორის, მისი სურვილის შემთხვევაში, მესამე უსაფრთხო ქვეყანაში გამგზავრება. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ არ დააკანონოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ჟურნალისტის დაკავებას ექსტრადიციის მოტივით. Მსგავსი გადაწყვეტილება ხელყოფს ადამიანის უფლებებს და აღქმული იქნება პროფესიულ საქმიანობის გამო ჟურნალისტის დასჯის ლეგიტიმაციად".

დაკავებამდე, 18 ივლისს, აფგან სადიგოვმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთში გამგზავრების შესაძლებლობა არ მისცეს.

აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აზერბაიჯანში ორჯერ დააპატიმრეს. სადიგოვების ოჯახი საქართველოში 2023 წლიდან ცხოვრობს.

 
კატეგორია - საქართველო



თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სასამართლო პროცესი დღეს, 12:30-ზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ სადიგოვის ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ მიაწოდა.

აფგან სადიგოვი გუშინ, 3 აგვისტოს შემდგომი ექსტრადირების მიზნით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით.

აღნიშნული პირი, 2024 წლიდან  მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა,“ - განაცხადა შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა სადიგოვის დაკავების შემდეგ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებას „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც“ გამოეხმაურა. ორგანიზაცია თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის დაკავებას გმობს  და საქართველოს ხელისუფლებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ჟურნალისტი აზერბაიჯანს არ გადასცეს და ამით მისთვის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას ხელი არ შეუწყოს.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ საქართველოში პროფესიული თემის წარმომადგენლებს მოუწოდებს, სოლიდარობა გამოიჩინონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ, ინტენსიურად გააშუქონ მომხდარი შემთხვევა და  ხელისუფლებას მოსთხოვონ პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც ამ დაკავების ირგვლივ არსებობს.

"აღსანიშნავია, რომ ეს, თბილისში, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. 2017 წლის 29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა აფგან მუხთარლი".

18 ივლისს აფგან სადიგოვმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთში გამგზავრების შესაძლებლობა არ მისცეს.

აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აზერბაიჯანში ორჯერ დააპატიმრეს. სადიგოვების ოჯახი საქართველოში 2023 წლიდან ცხოვრობს.

 
კატეგორია - საქართველო


თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი დააკავეს. სადიგოვის დაკავების კადრები სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა. 

 

 

 

 

İLHAM ƏLİYEVİN ŞİFARİŞİ İCRA OLUNDU! Əfqan Sadıqov HƏBS OLUNDU

Posted by Sevinc Sadıqova on Saturday, August 3, 2024

 

ჟჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით "მედიაჩეკერს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა, რომ სადიგოვი შემდგომი ექსტრადირების მიზნით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით.

აღნიშნული პირი, 2024 წლიდან  მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა".

ორთაჭალაში, სამინისტროს შენობასთან, სადაც სადიგოვია გადაყვანილი, 20:00 საათზე ჟურნალისტები აქციას გამართავენ.

18 ივლისს აფგან სადიგოვმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთში გამგზავრების შესაძლებლობა არ მისცეს.

აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აზერბაიჯანში ორჯერ დააპატიმრეს. სადიგოვების ოჯახი საქართველოში 2023 წლიდან ცხოვრობს. 

 
 
კატეგორია - საქართველო


პირველი აგვისტოდან რუსული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ“ (IFJ) სტატია გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ „ავტორიტარული „უცხოეთის აგენტის“ კანონი“, რომელიც საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიას, უნდა გაუქმდეს. IFJ და EFJ (ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია) საქართველოს მთავრობის ქმედებებს კატეგორიულად გმობენ და ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს სოლიდარობას უცხადებენ.

 „ეს კანონი არის დამოუკიდებელი მედიისა და განსხვავებული ხმების ჩახშობის აშკარა მცდელობა. ის წარმოადგენს სერიოზულ შეტევას საქართველოში პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს ავტორიტარული კანონმდებლობა და პატივი სცეს თავისუფალი გამოხატვისა და დამოუკიდებელი ფუნდამენტური უფლებების დაცვას.“

„ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ სტატიის თანახმად, კანონი, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას ავალდებულებს, უპრეცედენტო საფრთხეს უქმნის ჟურნალისტებსა და მედიის თავისუფლებას ქვეყანაში. 

„ამ კანონის საშიშროება მკვეთრი და მყისიერია. იგი რუსეთის 2012 წლის  „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონით არის შთაგონებული და საქართველოს მთავრობას კრიტიკული ხმების დისკრედიტაციისა და გაჩუმების მძლავრ ინსტრუმენტს აძლევს. მაგალითად, რუსეთში მსგავსმა კანონებმა გამოიწვია დამოუკიდებელი მედია საშუალებების დახურვა და ჟურნალისტების დევნა. კანონის ეს ვერსია კი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს, რაც ქმნის რეპრესიული შედეგების გამეორების საფრთხეს კრიტიკულ მედიაზე „უცხო აგენტის“ ეტიკეტის მინიჭებით და აძლევს მთავრობას საინფორმაციო ცენტრებზე ჩარევისა და ზეწოლის საშუალებას, რითიც ძირს უთხრის მათ სანდოობას და დამოუკიდებლობას,“ - ვკითხულობთ სტატიაში.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს.

 
კატეგორია - საქართველო


„სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მეორე კვარტალში ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ქართული აუდიტორიისთვის 358 035 აშშ დოლარის ღირებულების პოლიტიკური და სოციალური რეკლამა განთავსდა, საიდანაც 75 023 აშშ დოლარი მედიასაშუალებებმა დახარჯეს.



„საერთო ჯამში, გაორმაგდა მედიასაშუალებების მიერ „მეტას“ რეკლამებისთვის გადახდილი თანხის ოდენობა. თუმცა, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა რეკლამებში 6.7-ჯერ მეტი თანხა დახარჯეს, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა სხვა ქართულმა მედიასაშუალებამ,“ - აღნიშნულია ISFED-ის ანგარიშში.

ქართული მედიასაშუალებებიდან კი სარეკლამო დანახარჯებით POSTV,  „ტვ იმედი“ და „ნიუსჰაბი (pia.ge)“ ლიდერობს.

POSTV -იმ Facebook და Instagram რეკლამებისთვის 29 846 აშშ დოლარი დახარჯა, „ტვ იმედმა” - 21 975 აშშ დოლარი, „ნიუსჰაბმა“ კი 9 760 აშშ დოლარის ღირებულების რეკლამები განათავსა. აღნიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში რეკლამისთვის ტელეკომპანია „იმედმა“ 1 აპრილიდან 29 ივნისის ჩათვლით პერიოდში წინა კვარტალთან (1 იანვარი - 30 მარტი) შედარებით - დაახლოებით 3-ჯერ მეტი თანხა, „ნიუსჰაბმა“ კი 8 149 დოლარით მეტი დახარჯა. 


„საანგარიშო პერიოდში ქართული მედისაშუალებების ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამებს შორის ძირითადი დანახარჯი პროსახელისუფლებო მედიებზე - „პოს ტვ“-ზე, „იმედსა“ და „ნიუსჰაბზე“ (ყოფილი Pia.ge) მოდის…ამასთან ერთად, „პოს ტვ“-მ და „იმედმა“ აპრილ-ივნისში „მეტას“ პლატფორმების რეკლამებზე 2-3-ჯერ მეტი თანხა დახარჯეს, ვიდრე წლის პირველ კვარტალში. „ნიუსჰაბის“ ბოლო კვარტლის დანახარჯი კი წინას 6-ჯერ აღემატება,“ - წერს ISFED-ი.

ტელეკომპანია POSTV ლიდერობს სოციალურ ქსელებში ყველაზე მეტი პოლიტიკური/ სოციალური რეკლამის განთავსების მაჩვენებლითაც - 2 049.


“„მეტას“ პლატფორმებზე მონიტორინგის პერიოდში დასპონსორებულ პოსტებს ყველაზე აქტიურად პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები აქვეყნებდნენ, რაც მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ტენდენციის მსგავსია. ამ მხრივ, კვლავაც გამოირჩეოდა გვერდი „POSTV - ახალი ამბები“, რომელმაც მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში ფეისბუქსა და ინსტაგრამზე რეკორდულად მრავალრიცხოვანი, 1 298, რეკლამა გამოაქვეყნა. „პოს ტვ“-ის კიდევ ერთი ფეისბუქგვერდი - „POSTV - ანალიტიკა“, 751 რეკლამით, ყველაზე აქტიურად დამრეკლამებელ გვერდებს შორის რიგით მეორეა,“ - აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში. 

როგორც ISFED-ის ანგარიშში ვკითხულობთ, ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ერთ-ერთ ფეისბუქგვერდზე - „POSTV - ახალი ამბები“ რეკლამების უდიდესი ნაწილი ე.წ. ქარდების სახით განთავსდა, რომლებზეც დატანილი იყო საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური პარტიების - „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების, აგრეთვე, პროსახელისუფლებო ექსპერტების მოსაზრებები სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, დიდი ადგილი დაეთმო ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების დისკრედიტაციას, მათ მიმართ ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი შინაარსის განცხადებების გავრცელებას. 




რაც შეეხება ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის მეორე ფეისბუკ გვერდს - „POSTV - ანალიტიკა", რომელმაც საანგარიშო პერიოდში რეკლამებზე 17 790 აშშ დოლარი დახარჯა, ამ შემთხვევაშიც რეკლამების დიდი ნაწილი მიზნად ისახავდა მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა და ორგანიზატორთა დისკრედიტაციას. 

"ამასთან ერთად, გავრცელებული გზავნილები ხშირად უშუალოდ მედიასაშუალების სახელით ვრცელდებოდა. მათ შორის, სპონსორდებოდა კარიკატურები, ჰომოფობიური და სექსისტური შინაარსის პოსტები. ხშირი იყო მშვიდობიანი აქციების ძალადობრივად წარმოჩენის მცდელობაც. რეკლამების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიცავდა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ღიად მადისკრედიტირებელ გზავნილებსაც".

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“  ოფიციალურ გვერდზე განთავსდა პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ „კრისტის“ აუქციონზე შეძენილი იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემის შესახებ რეკლამებიც. ამ თემას არაერთი რეკლამა დაეთმო სხვა გვერდებზეც.

„დასპონსორებულ პოსტებში ივანიშვილი დიდ მეცენატად მოიხსენიებოდა და/ან ხაზი ესმებოდა მის დამსახურებას ქვეყნისა და ერის წინაშე“.

როგორც ISFED-ი წერს, იმ გვერდებს შორის, რომლებმაც ამ თემაზე ფეისბუქზე ან/და ინსტაგრამზე რეკლამა განათავსეს, არიან პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების („იმედი“, „პოს ტვ“ და „ნიუსჰაბი“) ფეისბუქგვერდებიც არიან. 




რეკლამების რეგიონული განაწილება

ISFED-ის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში „მეტას“ პლატფორმებზე სარეკლამო დანახარჯების ნახევარზე მეტი კვლავ დედაქალაქ თბილისის აუდიტორიაზე მოდიოდა. მას იმერეთისა და აჭარის რეგიონები მოჰყვებიან, რომელთა წილი საანგარიშო პერიოდის მთლიან დანახარჯებში 10-11 პროცენტი იყო.

რას მიიჩნევს „მეტა“ პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ რეკლამებად?

„მეტა“ პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ რეკლამებად  მიიჩნევს ყველა იმ რეკლამას, რომელიც: 

  • ეხება ან ეკუთვნის პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატს, პოლიტიკურ სამოქმედო კომიტეტს ან მიზნად ისახავს არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას;   
  • ეხება არჩევნებს, რეფერენდუმს ან სხვა ტიპის კენჭისყრას, მათ შორის ამომრჩეველთა ინფორმირებისა და მობილიზების კამპანიებს;   
  • ეხებასოციალურ საკითხებს, რაც განიმარტება, როგორც მგრძნობიარე თემები, რომლებზეც მწვავე კამათი მიმდინარეობს, შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე ან უკავშირდება არსებულ ან შემოთავაზებულ კანონმდებლობას;  
  • რეგულირდება, როგორც პოლიტიკური რეკლამა. 

„მეტას“ წესების თანახმად, სოციალური და პოლიტიკური შინაარსის მქონე რეკლამის განმათავსებლებს აქვთ ვალდებულება, მიუთითონ, რომ პოსტი არჩევნებს, პოლიტიკურ ან/და სოციალურ საკითხებს ეხება. ამასთან ერთად, პლატფორმა იტოვებს უფლებას, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, რეკლამას მოქმედება შეუჩეროს. 

რეკლამების ბიბლიოთეკა მოიცავს ინფორმაციას „მეტას“ კუთვნილ პლატფორმებზე განთავსებული ყველა იმ რეკლამის შესახებ, რომელიც განმათავსებლის მიერ მონიშნული იქნა სოციალურ/პოლიტიკურ რეკლამად ან თავად პლატფორმამ მიიჩნია ასეთად. მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი ბიბლიოთეკის არქივში 7 წლის განმავლობაში ინახება. აღსანიშნავია, რომ ის რეკლამები, რომლებიც არ იყო მონიშნული სოციალური/პოლიტიკური შინაარსის მქონედ, მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ბიბლიოთეკიდან ქრება და მათი განმათავსებლებისა და დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციაც ხელმიუწვდომელია.

 
კატეგორია - საქართველო


საერთაშორისო ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2024 წლის რეიტინგით, საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა და გასულ წელთან შედარებით, 26 ადგილით დაქვეითდა.

„მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა საქართველომ (103-ე ადგილი), რომელიც 26 ადგილით დაქვეითდა. მისი მმართველი პარტია განაგრძობს საზოგადოების პოლარიზებას, აწარმოებს მოსკოვთან დაახლოების პოლიტიკას და სულ უფრო და უფრო მტრულ დამოკიდებულებას იჩენს პრესის თავისუფლების მიმართ,“ - აღნიშნულია RSF-ის ანგარიშში.

ორგანიზაციის შეფასებით, მედია ლანდშაფტი - მრავალფეროვანი და ამავე დროს, ძალზე პოლიტიკურად პოლარიზებულია. მანიპულირება, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია კი მედიაში ფართოდაა გავრცელებული.

RSF-ის ანგარიშის მიხედვით, ხშირია ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან, განსაკუთრებით კი, საარჩევნო კამპანიის დროს. 


ვითარება რეგიონში


RSF-ის 2024 წლის რეიტინგის მიხედვით, რუსეთი 162-ე პოზიციაზე იმყოფება.

„რუსეთის სახელმწიფო (162-ე ადგილი) აგრძელებს თავის ჯვაროსნულ ლაშქრობას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ, მაშინ, როცა 1500-ზე მეტი ჟურნალისტი გაიქცა საზღვარგარეთ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. რუსეთის 2024 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში ორი ადგილით აწევა, სხვა ქვეყნების დაცემის გამო, ფარავს მის უკუსვლას, რადგან გახანგრძლივდა იმ ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციების სია, რომლებსაც „უცხოეთის აგენტები“ ან „არასასურველი“ უწოდეს და დააპატიმრეს,“ - აღნიშნულია ანაგრიშში.

როგორც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, დაეცა აზერბაიჯანის მაჩვენებლებიც. 

„ასევე დაეცა აზერბაიჯანის (164-ე ადგილი) ყველა მაჩვენებელი, განსაკუთრებით პოლიტიკური, წინასაარჩევნო პერიოდში მედიის დარბევის შემდეგ“.

რაც შეეხება სომხეთს, მისი პოზიცია 2024 წლის რეიტინგის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, 6 საფეხურით გაუმჯობესდა და 43-ე ადგილი დაიკავა.

RSF-ის შეფასებით, პლურალისტური გარემოს მიუხედავად, მედია კვლავ პოლარიზებულია. ქვეყანა დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის უპრეცედენტო დონის წინაშე დგას, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული დავისა და აზერბაიჯანთან ომის საფრთხის გამო.

„სოციალური მედია, რომელიც ყოველდღიურად მოსახლეობის ორ მესამედს  წვდება, ინფორმაციის მთავარი წყაროა. 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ მრავალი ახალი მედიასაშუალება და დამოუკიდებელი საინფორმაციო საიტი გაჩნდა, როგორიცაა: Civilnet.am, hetq.am, Factor.am  და  Azatutyun.am …  მიუხედავად ამისა, მაუწყებლობისა და ბეჭდვითი მედიის უმეტესობა, რომელიც დაკავშირებულია ძირითად პოლიტიკურ და კომერციულ ინტერესებთან, სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ზეწოლას განიცდის,“ - ნათქვამია ანაგრიშში.

საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ავტორიტარიზმის მოპოვებასთან ერთად, მედიის პლურალიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თურქეთში .

„პოლიტიკური ინტერესები ახშობს ჟურნალისტიკას რამდენიმე ქვეყანაში, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატები არიან. 

ესენია: ბოსნია-ჰერცეგოვინა (81-ე), სერბეთი (98-ე) და ალბანეთი (99-ე). თურქეთი (158-ე) აგრძელებს ჟურნალისტების დაპატიმრებას და მედიას ძირს უთხრის ონლაინ ცენზურისა და სასამართლო სისტემის კონტროლის გზით“.