კატეგორია - საქართველო
პარლამენტმა ტელეკომპანია ფორმულას გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ გიორგი
კიკაბიძესა და ოპერატორ თედო ქვაჩახიას აკრედიტაცია 1 თვით
შეუჩერა.
რა მოხდა
ფორმულას ინფორმაციით, 11 მაისს მათ ჟურნალისტსა და ოპერატორს აკრედიტაცია ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი ზარქუასთვის რუსეთთან ფრენების აღდგენაზე დასმული კითხვებისთვის შეუჩერდა.
2023 წლის წლის 6 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გამოსცა ბრძანება, რომლითაც ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში ქცევისა და მოქმედების წესები ისე განუსაზღვრა, რომ ცენზურის საფრთხეები გაჩნდა.
პარლამენტმა აქამდე აკრედიტაცია შეუჩერა მედიის 7 წარმომადგენელს, მათ შორის არიან, "ტვ პირველის", "მთავარი არხისა" და "ფორმულას" ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე პუბლიკას რედაქტორი.
მედია პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოში - აკრედიტაციის წესის შესახებ
რატომ არის პრობლემური პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი წესები?
რა მოხდა
ფორმულას ინფორმაციით, 11 მაისს მათ ჟურნალისტსა და ოპერატორს აკრედიტაცია ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი ზარქუასთვის რუსეთთან ფრენების აღდგენაზე დასმული კითხვებისთვის შეუჩერდა.
- ვიდეოში, რომელიც ტელეკომპანიამ თავად გაავრცელა, ზარქუა ჟურნალისტს ეუბნება, რომ ნუ მიყვება და კითხვებს ნუ უსვამს. რამდენჯერმე იმეორებს ფრაზას - “ბოლო გაფრთხილებაა”.
- ფორმულაში აცხადებენ, რომ ამის შემდეგ პარლამენტმა მათ გადაწყვეტილების შესახებ წერილობით აცნობა.
2023 წლის წლის 6 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გამოსცა ბრძანება, რომლითაც ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში ქცევისა და მოქმედების წესები ისე განუსაზღვრა, რომ ცენზურის საფრთხეები გაჩნდა.
- ბრძანების მიხედვით, დეპუტატის ერთი უარიც კი საკმარისი უნდა იყოს ჟურნალისტისთვის, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ინტერვიუს ჩაწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში დასანქცირდება და პარლამენტში მუშაობის უფლება შეუწყდება თავდაპირველად ერთი თვით, განმეორებით შემთხვევაში - ექვსით.
- პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ეს ცვლილება, საპარლამენტო უმრავლესობის, "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის იქცა ბერკეტად, არ უპასუხონ უშუალოდ მათ საქმიანობასთან, ან ზოგადად, ხელისუფლებისთვის არასახარბიელო საკითხებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.
პარლამენტმა აქამდე აკრედიტაცია შეუჩერა მედიის 7 წარმომადგენელს, მათ შორის არიან, "ტვ პირველის", "მთავარი არხისა" და "ფორმულას" ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე პუბლიკას რედაქტორი.
- მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი, ნაცვლად საჯაროობისა და ქვეყანაში პლურალიზმის უზრუნველყოფისა, ახორციელებს მედიის წინააღმდეგ სისტემურ სადამსჯელო ღონისძიებებს.
მედია პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოში - აკრედიტაციის წესის შესახებ
რატომ არის პრობლემური პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი წესები?
15.05.2023
ვრცლად