კატეგორია - საქართველო
რა ხდება?
2023 წლის 7-9 მარტის აქციების დაშლის საქმეზე, რა დროსაც ჟურნალისტები და ოპერატორები დაზარალდნენ, "მედიაომბუდსმენის" მოთხოვნის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ კვალიფიკაცია დააზუსტა.
ეს რას ნიშნავს?
რა უნდა გვახსოვდეს?
მედიის წარმომადგენლებს, პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში, მიზანმიმართულად ეშლებოდათ ხელი.
შედეგად, დაფიქსირდა:
მთლიანობაში, 2023 წლის 2-9 მარტის აქციებისას, რუსთაველის გამზირზე დაზარალებული მედიის 21 წარმომადგენელია:
2023 წლის 7-9 მარტის აქციების დაშლის საქმეზე, რა დროსაც ჟურნალისტები და ოპერატორები დაზარალდნენ, "მედიაომბუდსმენის" მოთხოვნის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ კვალიფიკაცია დააზუსტა.
ეს რას ნიშნავს?
- ამ დრომდე, შსს-ს თანამშრომლების მიმართ, გამოძიება მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით მიმდინარეობდა.
- დღეიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლითაც გაგრძელდება.
- 2023 წლის 2, 7,8 და 9 მარტის აქციებისას, რუსთაველის გამზირზე დაზარალებული ჟურნალისტების და ოპერატორების უფლებებს "მედიაომბუდსმენი" იცავს.
- 2023 წლის 7 აპრილს, ორგანიზაციამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა და საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა მოითხოვა.
- ამას წინ უძღოდა მედიის 21 წარმომადგენლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვა, რის შემდეგაც რვა მათგანს სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა.
- "მედიაომბუდსმენის" ხელმძღვანელმა, ნათია კაპანაძემ, გვითხრა, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ხელახლა მიმართა მისი დაცვის ქვეშ მყოფი კიდევ სამი ჟურნალისტის, თამარ გეგიძის (On.ge), ვახო ქარელი (ფორმულა) და მიხეილ გვაძაბიასთვის (ნეტგაზეთი) ხელის შეშლის ფაქტზე, როდესაც ისინი 2023 წლის 2 მარტს ძალის გამოყენებით გააძევეს პარლამენტის შენობიდან და საქმეზე, მათ მიმართაც ითხოვს კვალიფიკაციის დაზუსტებას. დეტალები: პარლამენტიდან ჟურნალისტები ძალის გამოყენებით გააძევეს [02.03.2023]
რა უნდა გვახსოვდეს?
- 2023 წლის 2 მარტს, "ოცნების" მხარდაჭერილი რუსული შინაარსის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის ნაწილის პროტესტი მოჰყვა, პარლამენტის შენობასთან. პროტესტმა, 7-9 მარტს მასშტაბური სახე მიიღო, რომელიც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა.
მედიის წარმომადგენლებს, პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში, მიზანმიმართულად ეშლებოდათ ხელი.
შედეგად, დაფიქსირდა:
- ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის 15 შემთხვევა;
- დაირღვა მედიის 21 წარმომადგენლის უფლება;
- სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა 8 მათგანს: ალექსანდრე ქეშელაშვილს, მამუკა მგალობლიშვილს, რატი მუჯირს, გურამ მაისურაძეს, მაია თეთრაშვილს, ნიკოლოზ კოკაიას, გიორგი კვიჟინაძეს, ნიკა საჯაიას.
მთლიანობაში, 2023 წლის 2-9 მარტის აქციებისას, რუსთაველის გამზირზე დაზარალებული მედიის 21 წარმომადგენელია:
- თამარ გეგიძე - On.ge, რედაქტორი
- ვახტანგ ქარელი - "ფორმულა", ფოტორეპორტიორი
- მიხეილ გვაძაბია - "ნეტგაზეთი", ჟურნალისტი
- ალექსანდრე ქეშელაშვილი - "პუბლიკა', ჟურნალისტი
- მამუკა მგალობლიშვილი - "პუბლიკა", ჟურნალისტი
- რატი მუჯირი - “ფორმულა”, ჟურნალისტი
- გურამ მაისურაძე - "მთავარი არხი", ჟურნალისტი
- მაია თეთრაშვილი - "ფორმულა", ჟურნალისტი
- ნიკოლოზ კოკაია - "ფორმულა", ოპერატორი
- გიორგი კვიჟინაძე - "ფორმულა", ჟურნალისტი
- ნიკა საჯაია - "ფორმულა", ჟურნალისტი
- ნიკოლოზ კოკაია - "ტელეკომპანია პირველი", ოპერატორი
- მარი წაქაძე - "ფორმულა", ჟურნალისტი
- ირაკლი ბახტაძე - "მთავარი არხი", ჟურნალისტი
- დავით მანია - "ფორმულა", ოპერატორი
- სალომე ჩადუნელი - "ფორმულა", ჟურნალისტი
- ჯამლეთ ბაკურიძე - "ფორმულა", ოპერატორი
- ლუკა ლავრელაშვილი - "მთავარი არხი", ოპერატორი
- დეა მამისეიშვილი - "მთავარი არხი", ჟურნალისტი
- ზურაბ ჩხვირკია - "მთავარი არხი", ოპერატორი
- გიორგი ჯაფარიძე - "ფორმულა", ოპერატორი
28.04.2023
ვრცლად