კატეგორია - ეთიკა
„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ 12 სექტემბრის გადაცემაში, სადაც წამყვანი და რესპონდენტი
პოლიტიკურ მოდაზე, პოლიტიკაში წასულ ჟურნალისტებზე, საარჩევნო
კლიპებსა და პარლამენტართა ჩაცმულობაზე საუბრობდნენ, ერთ-ერთ ბლოკში
არასრულწლოვნები „ექსპერტებად“ მოგვევლინენ და წამყვანის თხოვნით,
სხვადასხვა პარტიის სლოგანებზე ისაუბრეს.
„რისი თქმა უნდათ პოლიტიკოსებს?“ - ამის განმარტებას ბავშვები შეეცადნენ და უპასუხეს შეკითხვეს: „რას ნიშნავს, ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება,“ რას გვეუბნება „გასაკეთებელი კიდევ ბევრია,“ „რას გულისხმობს პარტია, თუ ამბობს, ვირჩევ გონიერ ხელისუფლებას?“ განსაკუთრებული ინტერესი „ლეიბორისტული პარტიის“ სლოგანმა („მდიდარს ვართმევთ, ღარიბს ვაძლევთ“) გამოიწვია, რამაც ბავშვებს რობინ ჰუდი მოაგონა.
გადაცემის მთელი ეს ნაწილი და ბავშებისადმი ამგვარი ინფანტილური დამოკიდებულება ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ საყვარელი ბავშვის ხატი მასალის მიმზიდველობის გასაძლიერებლად გამოიყენებოდა.
ბავშვთა ფსიქოლოგი, მაია ცირამუა, ამბობს, რომ ამა თუ იმ საკითხზე ბავშვების მოსაზრებებით დაინტერესებას მიესალმება: „კარგია, როცა ბავშვი ჩართულია პროცესებში, ეს, ერთი მხრივ, გაძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერი სერვისი გახადო მასზე მორგებული და მეორე მხრივ, ზრდის ბავშვის ჩართულობის, მისი თვითეფექტურობის განცდას.“ თუმცა იქვე დასძენს, რომ ის, რაც ამ გადაცემაში ვნახეთ, განსხვავებული შემთხვევაა: „ეს, რასაც ჩვენ ეკრანზე ვხედავთ, ამ კონცეფციისგან სრულიად განსხვავებულია. ესაა შოუ არა ბავშვის მონაწილეობით, არამედ ბავშვის გამოყენებით. წამყვანი, რომელიც არ არის პარიტეტული, თითქმის ენამოჩლექით საუბრობს და ბავშვს იყენებს, როგორც ჯამბაზს, რომლის მოსაზრებებზეც მაყურებელს უნდა გაეცინოს. ეს დამოკიდებულება არის დამაკნინებელი ბავშვისთვის“.
„იუნისეფის“ მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო წესებში, რომელიც ბავშვისაგან ინტერვიუს აღებას ეხება, ვკითხულობთ: „ბავშვებს არ მოსწონთ, როდესაც მათი სერიოზული კომენტარი მედიაში უფროსების გასართობ ხუმრობად გაიჟღერებს, რაც უფროსისთვის სასაცილოა, ბავშვისთვის შეიძლება ტრაგედია იყოს. ბავშვებს სურთ, რომ თქვენ მათ ისე მოეპყროთ, როგორც ტოლი ტოლს, ანუ ისე, როგორც სხვა ნებსმიერ ადამიანს“.
„მაუწყებელთა ქცევის კოდექსიც“ შეიცავს სახელმძღვანელო რეკომენდაციებს ბავშვების გაშუქებისთვის. კერძოდ, 47-ე მუხლის მე-9 პუნქტი განმარტავს, რომ მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობის გარეშე, მაუწყებელმა არ უნდა სთხოვოს არასრულწლოვანს ისეთ საკითხზე მოსაზრების გამოთქმა (ინტერვიუ ან/და სამაუწყებლო პროგრამაში მონაწილეობა), რომელზეც სათანადო პასუხის გაცემა მის შესაძლებლობებს აღემატება. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ ბავშვები ხშირად აზვიადებენ საკითხებს ან ამბობენ იმას, რისი გაგონებაც, მათი აზრით, სურთ ზრდასრულებს“.

27.10.2016
ვრცლად