კატეგორია - ეთიკა
„რუსულ რეალითი შოუში წყვილი ყველას თვალწინ სექსით დაკავდა“, „15
წლის რუსი გოგონა გააშიშვლეს სცემეს და თმა დაუწვეს“, „გარყვნილმა
ოჯახმა ინტერნეტმომხმარებლები შოკში ჩააგდო - ცოლ-ქმრის "შიშველი
თამაშები" მცირეწლოვანი შვილების თვალწინ“ , "შიშველმა ქალმა მიმავალი
სატვირთო გააჩერა და მძღოლებს "ჩვენება" მოუწყო, “სექსუალური წამყვანი
პირდაპირ ეთერში გაშიშვლდა“,„ნახევრად შიშველი მოდელები, კამერის წინ
პოზიორობენ, გამნათებელს უდროოდ მოუნდა“...– ვიდეოებს მსგავსი
სათაურებით, რომლებშიც სექსუალური სცენებია ასახული, პალიტა TV-ის
მკითხველი და მაყურებელი საიტზე ხშირად გადააწყდება. როგორც წესი,
ვიდეოებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ნიშანი 18+ ადევს.
ქათული სამართლებრივი სივრცე ამ მომენტისათვის ვერ არეგულირებს ინტერნეტს, შესაბამისად რაიმე ტიპის რეგულაციის მოძებნა, რომელიც მსგავსი ვიდეომასალების განთავსებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა პალიტრა TV-ის, -არ არსებობს.
“საქართველოში, ამ მომენტისათვის არ არსებობს ინტერნეტ რეგულაცია, რომელიც ეროტიკის გავრცელებას აკრძალავდა. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი არეგულირებს ტელევიზიებში უხამსობის ჩვენებას და მაუწყებლებს განუსაზღვრასვს სპეციალურ დროს. ინტერნეტის შემთხვევაში ეს ასე არაა და სექსუალური ხასიათის მასალები ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში“, - განმარტავს მედია სამართლის სპეციალისტი მამუკა ანდღულაძე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს არა მხოლოდ ვიდეომასალის შინაარსს, არამედ ვიდეომასალის ქვეშ განთავსებულ კომენტარებსაც, რომლებიც შესაძლოა სტერეოტიპების გაღვივებას უწყობდეს ხელს.
როგორც იურისტი ამბობს, სტერეოტიპების გაღვივების კუთხით საგულისხმო კომენტარია დატოვებული ერთ-ერთ ვიდეოზე, რომელშიც რუსული რეალითი შოუს მონაწილეების სექსუალური აქტის ამსახველი კადრებია ნაჩვენები.
- კომენტარების ველში ვკითხულბთ:
„ამიტომ ვაფრენ ამ ქალებზე. გავკარი ავადმყოფ, მუდამ მოღუშულ, გაუბედურებულ ქართველ ქალს რომელიც ოქროში რომ ჩასვა, მაინც უკმაყოფილო იქნება“ - წერს მომხმარებელი დაზმირი.
„ატვირთული ვიდეოს ქვეშ არაერთი შეურაცხმყოფელი კომენტარია, მათ შორის საზოგადოებაში არსებული სამწუხარო სტერეტოპების დამამკვიდრებელი და გამაძლიერებელი. მედიამ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა წაშალოს არსებული კომენტარები. ზოგადად კი, სასურველია, მედიამ თავი შეიკავოს ისეთი ინფორმაციის, მათ შორის, ვიდეობის გავრცელებისაგან, რომელმაც შეიძლება სტერეოტიპების დამკვიდრებასა და გაღრმავებას შეუწყოს ხელი“ - დასძენს მედიასამართლის სპეციალისტი მამუკა ანდღულაძე.

04.07.2015
ვრცლად