ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
პირველ ივნისს, ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს,“კვირის პალიტრის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით “დაუსრულებელი ტრაგედია - 11 წლის გოგონამ დედა, მამა და 6 წლის ძმა დაკარგა”. სტატიაში საუბარია, როგორ დაეღუპა არასრულწლოვანს მშობლები და ძმა (საილუსტრაციოდ დართული აქვს გარდაცვლილების ფოტოებთან ერთად გადაღებული გოგონას ფოტო), ხოლო სტატიაში ბავშვი ასეა აღწერილი:

“ზაჰესის პირველ უბანში ერთი პატარა ლამაზი გოგონა ცხოვრობს­. 11 წლის მარიამის დიდი და სევდიანი თვალების მიღმა ტკივილი­და მონატრება იმალება. თანატოლების მსგავსად, სკოლაში დადის, თამაშობს, ერთობა... სხვებისგან თითქოს არაფრით განსხვავდება, მაგრამ როცა მშობლები და პატარა ძმა ენატრება, კედელზე­ ჩამოკიდებულ შავ ჩარჩოში ჩასმულ ფოტოებს საწოლზე აწყობს და თვალები ცრემლით ევსება...“

სტატიაში საუბარია, რომ დღეს გოგონას მამიდა ოთხ არასრულწლოვანთან ერთად ზრდის (გამოქვეყნებულია არასრულწლოვნების ფოტო). დეტალურადაა აღწერილი ოჯახის გაჭირვება, საცხოვრებელი პირობები და პირადი ტრაგედია. სტატიას თან ახლავს ვიდეო, სადაც იდენტიფიცრებულები არიან არასრულწლოვნები.

“დღე არის, რომ ცარიელა ჩაიზე და პურზე გადასულან ბავშვები”, - ამბობს ვიდეოში გოგონას მამიდა.

გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, მუხლი 16

1. არცერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლებათა მის მიერ განხორციელებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფის ობიექტი.

2. ბავშვს უფლება აქვს, კანონით იყოს დაცული მსგავსი ჩარევის ან ხელყოფისაგან.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სახელმძღვანელო მითითებები და პრინციპები, რომლებიც ეხება ბავშვების საკითხებთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს:

"ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალის გამოქვეყნებისას, საგულდაგულოდა წონ-დაწონონ შესაძლო შედეგები და მინიმუმამდე დაიყვანონ ზიანის ფაქტორი. მოერიდონ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების სენსაციურ და სტერეოტიპულ გაშუქებას პუბლიკაციების პოპულარობის მიზნით";
კატეგორია - ეთიკა
მარიხუანის დეკრიმინილიზაციის თემას 29 მაისს „მოამბემ“ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. პარლამენტის წევრის, გოგა ხაჩიძის, საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს არსებული საკანონმდებლო სანქციების შემსუბუქებას - დეპუტატი ფიქრობს, რომ მარიხუანას მოწევის გამო მოქალაქეები უნდა ჯარიმდებოდნენ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა უწევდეთ საპატიმროში რამდენიმეწლიანი სასჯელის მოხდა.

„მოამბემ“ სიუჟეტის პირველი წამებიდანვე აჩვენა, თუ როგორ ამზადებენ მარიხუანას მოსაწევად, შემდეგ კი აუდიტორიამ მსუბუქი ნარკოტიკის მოწევის კადრებიც რამდენჯერმე ნახა.

„მოამბეში“ ზემონახსენები კადრების ჩვენებით მაუწყებელთათვის წაყენებული რამდენიმე ნორმა დაირღვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2006 წელს მიღებული დოკუმენტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი - პროფესიული სტანდარტები და ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამებში“ . დოკუმენტის 16.5 თავში ხაზგასმულია, რომ ბავშვები განსაკუთრებით არიან მიდრეკილები მიმბაძვებლობისკენ და ამიტომ სახიფათო, მათი ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის, განვითარებისთვის საზიანო ქმედებების ასახვა დაუშვებელია: „ბავშვები ხშირად სხვებს ბაძავენ, ნანახ ქმედებას იმეორებენ. ისეთი ქმედება ან მეთოდი, რომლის გამეორებაც შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს ბავშვისთვის, არ უნდა გადაიცეს საბავშვო გადაცემებში ან წყალგამყოფამდე ტრანსლირებულ გადაცემებში. დაუშვებელია ნარკოტიკების გამოყენების, თამბაქოს მოწევის და ალკოჰოლური სასმელების მიღების ჩვენება საბავშვო გადაცემებში“.

მართალია, „მოამბე“ საბავშვო გადაცემა არ არის, მაგრამ ყოველდღიურად, საღამოს 8 საათზე გადის, რა დროსაც ადვილი შესაძლებელია, პროგრამას ბავშვებიც უყურებდნენ. აქვეა მეორე დათქმაც, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული მაუწყებელთა ქცევის კოდექსშია მოცემული. დოკუმენტის 42-ემუხლის პირველი პუნქტი: “დაუშვებელია ნარკოტიკების უკანონო გამოყენების ,ალკოჰოლის ან თამბაქოს არაჯეროვანი გამოყენების გადაცემა 23:00საათამდე ან საბავშვო პროგრამებში“.

კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 30 მაისს გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, „ის პიროვნებები, რომლებიც 2012 წლამდე კუდის თანამშრომლები იყვნენ და
კატეგორია - ეთიკა
25-30 მაისის ნომერში „ასავალ-დასავალი“ აქვეყნებს ჯვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორესთან (გიგნაძე) ინტერვიუს, სათაურით: „მამა
კატეგორია - ეთიკა
25-30 მაისის „კვირის ქრონიკის“ გამოქვეყნდა სტატია, სათაურით „საქართველოს პარლამენტში გეი აღლუმი ჩატარდა“.გაზეთი უკიდურესი აგრესიით, ჰომოფობიური
კატეგორია - ეთიკა
კახეთში სეტყვის შედეგად დაზარალებული გლეხებისა და ფერმერების პრობლემებს „მოამბემ“ რეპორტაჟი მიუძღვნა. როგორც აღმოჩნდა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სტიქიამ ვაზის, ხორბლისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავალი პრაქტიკულად გაანადგურა. სიუჟეტში საუბარი იყო იმაზეც, რომ ნუკრიანისგან განსხვავებით, გაცილებით მცირე ზარალი მიადგათ თელავის სოფლებს, გურჯაანში კი ზიანის პრევენციაც კი მოხერხდა სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ დამონტაჟებული სეტყვის საწინააღდეგო სისტემის გამოყენებით.



სიუჟეტის დიდი ნაწილი დაეთმო სწორედ ამ სისტემის მუშაობას და „დელტას“ სამომავლო გეგმებს. რედაქცია დაინტერესდა, თუ რამდენად დაიცავს გლეხებს სარაკეტო დანადგარები ზარალისგან, თუმცა ჟურნალისტს მასალაში არ გამოუყენებია თავად ცენტრის მიერ გავრცელებული განცხადება რაკეტების გაშვების დაგვიანებაზე. „დელტას“ ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებიდან რაკეტების გაშვება 20 წუთით საჰაერო სივრცეში სამგზავრო თვითმფრინავების არსებობის გამო დაგვიანდა. განცხადებიდან ვიგებთ, რომ „დელტა“ რაკეტების გასასროლად სპეციალურ ნებართვას „საქაერონავიგაციას“ სთხოვს. გაუგებარია, იმ პირობებში, როცა „დელტამ“ თავად განმარტა რაკეტების გაშვების დაგვიანების მიზეზი, რატომ არ მიაწოდა „მოამბემ“ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია აუდიტორიას.

ქარტიის მესამე პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები.
კატეგორია - ეთიკა
28 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გავიდა გადაცემა „პროფილი“ მუსიკალური შოუს,“Xფაქტორის“,მონაწილეების შესახებ. მოწვეულებს შორის იყვნენ ირაკლი და თორნიკე გულაშვილები. წამყვანის მიერ პირადი ცხოვრების შესახებ დასმულ კითხვაზე მათ აღნიშნეს, რომ არიან „აზიატები“ და დიდ ყურადღებას აქცევენ დეტალებს. მათ თქვეს, რომ ათიდან ცხრა გოგო გვერდზე მყოფ ბიჭს თვალებით ღალატობს და სცადეს განესახიერებინათ თავიანთი ნათქვამი.ამის შემდეგ წამყვანი მათ დაეთანხმა, რომ ეს ღალატია.

მოგვიანებით სტუმრებმა ქალისა და ალკოჰოლის შესახებაც გააკეთეს კომენტარი:

„სამ ჭიქას კიდევ აიტანს კაცი. ჩვენ ვმუშაობთ რესტორან „თავადურში“, მთვრალ კაცებთან ბევრი შეხება გვაქვს, მაგრამ მთვრალ ქალთან შეხებას, გვირჩევნია მთვრალ კაცთან შეხება. ძალიან ცუდი „როჟები“ არიან. ჯერ ახლოს რომ მოდის და ალკოჰოლის სუნი რომ ამოსდის, მოკლედ, ამაზრზენია ცოტა“, - აცხადებს ერთ-ერთი რესპონდენტი.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი აღნიშნავს, რომ მაუწყებელმახელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას.ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის #7 მუხლში კი გაწერილია, რომ ჟურნალისტს უნდა ესმოდეს დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე და ყველაფერი უნდა იღონოსდისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლადრასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ანსოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

“ამ მუხლის განხილვისას კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია.საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა,კერძო პირს კი,შეიძლება ამოუჭრას–თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის.ზოგადად,ევროპულ იტენდენცია იმგვარია,რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს,” -აღნიშნულია მუხლის განმარტებით ნაწილში.
კატეგორია - ეთიკა
„მოამბეში“ გავიდა სიუჟეტი მძიმე დაავადებების მქონე ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის მზრუნველობის სახლის მშენებლობაზე. „მოამბემ“ მაყურებელს 6 წლის ნიკა გააცნო, რომელიც უკურნებელი სენითაა ავად. მას პალიატიური მზრუნველობა სჭირდება. მართალია, სიუჟეტის განმავლობაში ჟურნალისტი ეცადა, აუდიტორიისთვის მცირეწლოვნის სახე თვალსაჩინო არ გამხდარიყო (ბავშვის სახე გადაფარული იყო), თუმცა პაციენტის ოთახში კარადაზე დალაგებულ სათამაშოებთან ერთად მისი ფოტოც გამოჩნდა. მაყურებელი ადვილად დაადგენდა, რომ ფოტოზე ასახული ბავშვი სწორედ ის ნიკაა, რომელზეც საუბრობდა ჟურნალისტი.

გარდა ამისა, ჟურნალისტმა ნიკას დიაგნოზსაც გაუსვა ხაზი, ასევე ყოველგვარი დაფარვის გარეშე მაყურებელს პაციენტის დედის კომენტარიც შესთავაზა - შესაბამისად, მცირეწლოვანი პაციენტი იდენტიფიცირებული გახდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი, მუხლი16: “ბავშვის კეთილდღეობა საზოგადოებრივ ინტერესებზე მაღლა დგას და ბავშვის ანონიმურობის დაცვა, რაც არ უნდა დიდი იყოს საზოგადოებრივი ინტერესი, უფრო მნიშვნელოვანია. მშობლების თანხმობა ბავშვის ვინაობის გამჟღავნებაზე არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ ბავშვის ვინაობა დაასახელოთ. დიდი სტრესის დროს მშობლები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ ბავშვს შეიძლება მომავალში სერიოზული პრობლემები შეექმნას. ამიტომ, განსაკუთრებული წინდახედულება გმართებთ ბავშვის ვინაობის დასახელებასა ან მის ჩვენებაზე გადაწყვეტილების მიღებისას”.

“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მუხლი44:

“არასრულწლოვანის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად; მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. არასრულწლოვანი არ კარგავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მშობლების ან სკოლაში მომხდარი მოვლენების გამო; მაუწყებელმა უნდა დაიცვას არასრულწლოვან ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა (განსაკუთრებით სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა) ანონიმურობა”.
კატეგორია - ეთიკა
Mediachecker - ის დაკვირვებამ ცხადყო, რომ ქართულ ონლაინ გამოცემებში რეკლამის განთავსების წესები ხშირად ირღვევა და სარეკლამო მასალები სარედაქციო მასალებისგან გამიჯნული არ არის ხოლმე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეცხრე მუხლის თანახმად, სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან, “რეკლამის შესახებ” კანონის თანახმად კი რეკლამა წარდგენისთანავე უნდა ქმნიდეს შთაბეჭდილებას, რომ ის რეკლამაა და არა სარედაქციო მასალა.

Mediacheker-ის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით ამ პრინციპს ყველაზე ზუსტად www.netgazeti.ge იცავს. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სარეკლამო მასალებს მთავარ გვერდზევე აქვს რეკლამის აღმნიშვნელი მითითება.

სარედაქციო მასალას რეკლამისგან www.liberali.ge -ც მიჯნავს. თუმცა, არა წარდგენისთანავე: მასალას რეკლამის აღმნიშვნელი მითითება მთავარ გვერდზე არ აქვს. ასე მაგალითად, სტატია - “ჯი პი აი ჰოლდინგის” ეკომეგობრული შეთავაზება მძღოლებს” გამოცემის ახალი ამბების რუბრიკაშია განთავსებული. აღნიშნული სტატია რომ რეკლამაა და არა გამოცემის ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ახალი ამბავი, ამას მკითხველი მხოლოდ სტატიის გახსნის შემდეგ იგებს.

ასეთივე სტრატეგია აქვს www.interpresnews.ge-საც. სააგენტოს ვებგვერდზე რეკლამები ძირითადად ახალი ამბების რუბრიკაში, მათ შორის, ე.წ. ბანერზეცაა განთავსებული, რეკლამის აღმნიშვნელი R ნიშანი კი “ახალი ამბის” ბოლოს, მხოლოდ მასალის სრულად წაკითხვის შემდეგ ჩნდება.

თუმცა, გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როცა რეკლამა სარედაქციო მასალის სახით არის წარმოდგენილი. მაგალითად, ინტერნეტგამოცემა ambebi.ge-ზე გამოქვეყნებული სტატია - „თუ გსურთ მართვის მოწმობა, ან მძღოლთა გადამზადება და ამაში პროფესიონალების დახმარება გჭირდებათ“, მკითხველს ერთ-ერთი კერძო ავტოსკოლის სერვისებზე მოუთხრობს. "გთავაზობთ როგორც მექანიკურ, ასევე ავტომატიკის გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილებით მომზადებას", - აღნიშნულია სტატიაში. მასალის ბოლოს კი კომპანიის ტელეფონის ნომერი და მისამართია მითითებული. სტატია აშკარად სარეკლამო ხასიათისაა, თუმცა მას რეკლამის აღმნიშვნელი მითითება არ აქვს.

რეკლამას სარედაქციო მასალის სახით სთავაზობს მკითხველს ინტერნეტ გამოცემა "ინფო 9-ც". სტატიაში - „PSP-ში ყველაზე დაბალი ფასების აქცია ოთხშაბათობითაც ამოქმედდა“, საუბარია „PSP-ს" მიერ ფასდაკლებებისთვის გამოყოფილ კიდევ ერთ დღეზე: „PSP-მ" "ყველაზე დაბალი ფასები" აქციის ფარგლებში სამშაბათსა და პარასკევს კიდევ ერთი დღე - ოთხშაბათი დაამატა.“ სტატია განთავსებულია რუბრიკაში „საზოგადოება“, ტექსტი კი მთლიანად კომპანიის რეკლამას ემსახურება: „პე ეს პე-ს“ ყველაზე დაბალი ფასები მის 200 -ზე მეტ ფილიალშია ხელმისაწვდომი," - აღნიშნულია სტატიაში. მითითებულია კომპანიის მობილური აპლიკაციაც და განმარტებულია, რომ ფასდაკლებების მიღება მისი გამოყენებითაც არის შესაძლებელი. მასალას არ აქვს მინიშნება, რომ ის სარეკლამოა.

სარეკლამო ხასიათის სტატიები არ გვხვდება ინტერნეტ გამოცემებში: www.ick.ge, www.geworld.ge და www.gurianews.ge. ამ ინტერნეტგაზეთებში რეკლამები ძირითადად ბანერების სახით არის განთავსებული.

“რეკლამის შესახებ” კანონის თანახმად, “რეკლამა მისი წარდგენის მომენტშივე გასაგები უნდა იყოს სპეციალური ცოდნისა და ტექნიკური საშუალებების გამოუყენებლად, როგორც უშუალოდ რეკლამა”.
კატეგორია - ეთიკა
22-25 მაისის ნომერში გაზეთმა „ალიამ“ გამოაქვეყნა ინტერვიუ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერთან, კახა კუკავასთან, სათაურით „ლარის ინფლაცია მარტო ქადაგიძის კი არა, კახა კალაძის ბრალიც ყოფილა“ . სხვადასხვა თემაზე საუბრისას რესპონდენტი ერთგან ავითარებს ცნობილ ანტიდასავლურ სტერეოტიპულ შეხედულებას, რომ „ევროპა საქართველოს რყვნის“.

„ევროპა პირდაპირ მოითხოვს საქართველოსგან, პატივი სცეს იმ ფასეულობებს, რომელიც გულისხმობს „ლგბტ“ თემატიკას, რაც ჩვენი ქვეყნის 99%-სთვის არის არა მხოლოდ უბრალოდ, მიუღებელი, არამედ მომაკვდინებელი ცოდვა. არ არის თავსებადი არც ჩვენ რელიგიასთან და არც ტრადიციასთან, არც ჩვენს ზნეობასთან, ეს არის უბრალოდ, გარყვნილება. ევროპა ჩვენგან მოითხოვს, რომ გარყვნილება ვაქციოთ ჩვენი ზნეობის ნაწილად“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მუხლი 7.

ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციისწახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოსნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლადრასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ანსოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

ამ მუხლის განხილვისას კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ ეტერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის.

ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს
კატეგორია - ეთიკა
20 მაისს “ეკა ხოფერიას ტოქ-შოუში” გავიდა სიუჟეტი გარდაცვლილი მსახიობის, კოტე თოლორდავას, ოჯახისთვის ბინის ჩუქების თაობაზე. სიუჟეტი სამშენებლო კომპანია “არქი ჯგუფის” ფარული რეკლამის ნიშნებს შეიცავს.

,,განო, ჩემო მეგობარო... ეს შენი და ბავშვების ახალი ბინაა. ეს იმიტომ, რომ შენ აღარაფერზე არ იფიქრო... უფრო სწორად, ამ შემთხვევაში იფიქრო მხოლოდ ბავშვებზე და იმ პატარაზე, ვისაც ელოდები... ეს ამბავი არ მოხდებოდა, რომ არა შენი მეგობრები... რომ არა “არქი ჯგუფი“, - ამ სიტყვებით მიმართა გადაცემის წამყვანმა კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს.

სიუჟეტში ჩაწერილია “არქი ჯგუფის” გენერალური დირექტორის, ილია წულაიას კომენტარიც. “ბედნიერები ვართ, რომ ამ კეთილ საქმეში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ და განო უახლოეს პერიოდში იცხოვრებს ამ ბინაში, ამ სახლში. მისი ბინა უკვე, ფაქტობრივად, არის გამზადებული. რომელიც არის თბოსაიზოლაციო მასალებით აშენებული, გერმანული მასალებით და დარწმუნებული ვარ, კომფორტულად იცხოვრებს. ხედიც ფანტასტიურია ფანჯრიდან…ეკოლოგიური გარემო, ვულოცავ,” - ამბობს წულაია.

“ის, რომ “არქი ჯგუფი” ყველაზე მაგარი ჯგუფია, ამას ჩვენ ყველა და ყველა მაყურებელი რომ ყოველდღე ვიტყვით, ეს ხომ ფაქტია. მართლა ძალიან მოგვწონს აქაურობა”, - აცხადებს ხოფერია.

სიუჟეტი ჩაწერილია მშენებარე ბინაში, “არქი ჯგუფის” სარეკლამო ბანერების ფონზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად (მუხლი 63), რეკლამა იდენტიფიცირებული და პროგრამისაგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად კი მაუწყებელმა არ უნდა გაუწიოს პოპულარიზაცია ან გამოხატოს მხარდაჭერა რაიმე პროდუქციის, ორგანიზაციის ან მომსახურების მიმართ. სახელწოდების, ლოგოს ან ფასის შესახებ მითითება დაყვანილი უნდა იყოს მინიმუმამდე .

სიუჟეტს არ ჰქონდა არც რეკლამის და არც პროდუქტის განთავსების (Product Placement) აღმნიშვნელი მითითება.

“გარდაცვლილი მსახიობის, კოტე თოლორდავას, ოჯახისთვის ბინის ჩუქება ძალიან კარგი ქველმოქმედებაა, ქველმოქმედება კი ყოველთვის მისასალმებელია. ისიც გასაგებია, რომ კოტე თოლორდავას მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჟურნალისტი ვალდებულია მასალის მომზადებისას პროფესიული სტანდარტი დაიცვას. პროფესიული სტანდარტის და “მაუწყებლობის შესახებ” კანონის თანახმად კი რეკლამა სარედაქციო მასალისგან მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული. ამ სტანდარტის დაცვა სავალდებულოა როგორც ახალი ამბების გამოშვებაში, ისე ტოკ-შოუში. მაყურებელმა თავიდანვე უნდა იცოდეს, ის უყურებს ჟურნალისტის მიერ მომზადებულ მასალას თუ რეკლამას. ამ შემთხვევაში საკმარისი იქნებოდა იმის აღნიშვნა, რომ კოტე თოლორდავას ოჯახს მეგობრების და “არქი ჯგუფის” დახმარებით ბინა შეუძინეს. სიუჟეტში აქცენტი უფრო იმაზე კეთდება, თუ როგორი ბინა გადასცეს კოტეს ოჯახს, როგორი მასალებით არის ის აშენებული და როგორი ხედი იშლება ფანჯრიდან. ხაზგასმულია, რომ სახლი შენდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. სიუჟეტი ფაქტობრივად გადაღებულია “არქი ჯგუფის” ბანერების ფონზე, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად კი კომპანიის ან ორგანიზაციის სახელწოდებისა და ლოგოს გამოყენება სარედაქციო მასალაში მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. როცა გადაცემას ან სიუჟეტს არ აქვს მითითება, რომ ის შეიცავს “სარეკლამო ხასიათის ეპიზოდს”, რასაც “ეკა ხოფერიას ტოკ-შოუ” ხშირად იყენებს, რა თქმა უნდა, საქმე გვაქვს ფარულ რეკლამასთან”, - ამბობს მამუკა ანდღულაძე, მედიასამართლის სპეციალისტი.
კატეგორია - ეთიკა
ონლაინ გამოცემა Geworld.ge აქვეყნებს ინტერვიუს მეუფე სპირიდონ აბულაძესთან სათაურით: „მეუფე სპირიდონი (აბულაძე): თურქეთში ბევრი ბავშვი მიჰყავდათ ვითომდა სასწავლებლად, სინამდვილეში კი მათი მიზანი ამ ბავშვებისთვის მენტალიტეტის შეცვლა და გათურქება იყო!“

ინტერვიუში საუბარია აჭარაში საპატრიარქოს მიერ დაარსებულ სასწავლებელზე: "ზემო აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივითა და სხალთის ეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის (აბულაძე) თაოსნობით, უკვე მეშვიდე წელია, წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.“

უნივერსიტეტის დაარსების მიზეზად ქართველი ახალგაზრდების თურქეთში სასწავლებლად გადინება სახელდება: „უნივერსიტეტის დაარსების მიზანი ქართველი ახალგაზრდების გადარჩენა იყო, ვინაიდან აჭარიდან თურქეთში სასწავლებლად უამრავი ახალგაზრდა მიდიოდა.“

ინტერვიუში გვხვდება თურქოფობიის შემცველი გამონათქვამები: „თურქეთში ძალიან ბევრი ბავშვი მიჰყავდათ ვითომდა სასწავლებლად, სინამდვილეში კი მიზანი ამ ბავშვებისთვის მენტალიტეტის შეცვლა და მათი გათურქება იყო. ამაზე სპეციალურად მუშაობდნენ.“

სტატიაში ჟურნალისტი გაესაუბრა მეცნიერებათა აკადემიის წევრ ელიზბარ ჯაველიძესაც: „აჭარიდან თურქეთში სასწავლებლად ყოველწლიურად სამი ათასამდე ბავშვი გაჰყავდათ. ამ ახალგაზრდებს დიდი პატივისცემით ექცეოდნენ და იმდენ სტიპენდიას უხდიდნენ, რომ 500 აშშ დოლარს საქართველოში ოჯახებს უგზავნიდნენ ყოველწლიურად. ეს არის სპეციალური სისტემა, რომელიც განათლებისა და კულტურის მეშვეობით ქვეყნების დაპყრობას ითვალისწინებს.“

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლადრასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“