კატეგორია - ეთიკა
2015-06-05 „ალიაში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ პარლამენტის ყოფილ წევრთან
დიმიტრი ლორთქიფანიძესთან, რომელსაც გამოცემა უფლებადამცველის
სტატუსით წარმოგვიდგენს. ინტერვიუს გრძელი სათაური პირველ გვერდზეც
არის გამოტანილი: „ჩვენს შვილებს ბავშვობიდან უნდა ასწავლონ:
„გენდერული იდენტობა“, „პიროვნული იდენტობა“, „უმცირესობის
დისკრიმინაცია“, „ბავშვის უფლებები“, „ტოლერანტობა“.
რესპონდენტი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ განათლების სისტემაში „ანტიეროვნული“ სიახლეებია ინიცირებული. მასალის დიდ ნაწილში რესპონდენტი სკანდინავიის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს ფაქტების სახით გვთავაზობს, გამოცემა კი მას პირდაპირ აქვეყნებს.
„ძალიან სასაცილოა. საინტერესო ზღაპარია სკანდინავიის შესახებ“, - ასეთი იყო ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენელს, საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველს, ოგე ბორჩგრევინკს რეაქცია „ალიაში“ გამოქვეყნებულ მასალაზე.
მითი №1
დიმიტრი ლორთქიფანიძე: „სკანდინავიის ქვეყნებში მშობელი მოხსენიებულია არა როგორც დედა და მამა, არამედ როგორც „მშობელი ერთი“ და „მშობელი ორი“. შესაბამისად, ბავშვობიდანვე არ ხდება იდენტიფიცირება სქესის, ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ ბავშვმა უნდა გაიაროს საადაპტაციო დრო იმისთვის, რომ თავად ჩამოყალიბდეს საკუთარ სქესში: გოგონა უნდა იყოს თუ ვაჟი მომავალში“.
ოგე ბორჩგრევინკი: „მშობლები მოიხენებიან ჩვეულებრივად, როგორც დედა და მამა. მე პირადად მყავს სამი შვილი და მათ შეუძლიათ ეს დაადასტურონ. როგორც სახელმწიფო, ასევე თავად ისინიც, მე მეძახიან მამას და არა „მშობელ 1-ს“ ან „მშობელ 2-ს“. ამავე დროს, ჩემი შვილები დაბადების მომენტში იდენტიფიცირებულები იყვნენ როგორც გოგონები და ბიჭები და ასევე იწოდებიან დღესდღეობით“.
მითი №2
დიმიტრი ლორთქიფანიძე: „სკანდინავიაში დანერგილია უკვე მეთოდოლოგია, რომლის თანახმადაც, მაგალითად, ბიჭი გარკვეული ხანი არის გოგონას ტანსაცმლით, გარკვეული ხანი - ვაჟის ტანსაცმლით, ანუ ეს არის ადამიანის ანტითეისტური ბუნების პირდაპირი გამოვლინება. ეს ყველაფერი კი არის მზაკვრული გეგმა, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა წაშალოს ყველანაირი შესაძლებლობა იდენტობისა ღმერთთან“.
ოგე ბორჩგრევინკი: „არასოდეს გამიგია ამის შესახებ. ძალიან უცნაურია. ადამიანს, რომელმაც ეს ისტორია მოიგონა, ძალიან დიდი წარმოსახვა აქვს“.
მითი №3
დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ოჯახური ძალადობისგან დაცვის საბაბით, ბავშვებს ჩამოართმევენ მშობლებს. ეს ბავშვები მოექცევიან სოციალურ თავშესაფრებში, როგორც მაგალითად, სკანდინავიაშია. შემდეგ გადაეცემიან კერძო სტრუქტურებს და შემდგომში ასეთი მასალა - ბავშვების სახით არის ძალიან სარფიანი ბიზნესი, რადგანაც ხშირად ხდება ამ ბავშვების გაშვილება ერთსქესიან წყვილებზე, რაზეც საქართველოშიც დიდი ხანია, უკვე დაწყებულია ლაპარაკი“.
ოგე ბორჩგრევინკი: „სკანდინავიაში დიდი დებატები მიმდინარეობს, სად უნდა გადიოდეს ზღვარი ბავშვთა მიმართ ძალადობასა და ბავშვებზე ზრუნვას შორის. ზოგიერთები ჩივიან, რომ ბავშვების ჩამორთმევა ძალიან ადვილად ხდება. სხვები კი აცხადებენ, რომ ბავშვები არ უნდა იყვნენ იმ მშობლებთან, რომლებიც ძალადობენ მათზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მათი ბიოლოგიური მშობლები არიან. ეს ძალზედ საჩოთირო საკითხია, ვინაიდან ბავშვებს აქვთ უფლებები, ხოლო მშობლებს მათზე ზრუნვის ვალდებულება. თუმცა, ეს ყველაფერი სულაც არაა ბიზნესი, თანაც - შემოსავლიანი, როგორც ამას ბატონი ამბობს“.

06.05.2015
ვრცლად