კატეგორია: რესურსები
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრმა", გამოაქვეყნა ანგარიში "საქართველოს მედიაგარემო". კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჟურნალისტების უსაფრთხოება, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ხელისუფლების ბოიკოტი მათ მიმართ, დეზინფორმაციული კამპანიები, მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი პოლიტიკური და სხვა სახის გავლენისგან, ასევე - სექტორში არსებული ძირითადი გამოწვევები.

კვლევის ძირითადი მიგნებები,მოკლედ:

საქართველოში ტელევიზია ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ რჩება, თუმცა მოქალაქეები ინფორმაციას ძირითადად ამავე ტელევიზიების სოციალური არხების საშუალებით იღებენ.

პოლარიზაცია განსაკუთრებით თვალსაჩინო წამყვანი ეროვნული მედიების შემთხვევაში და ნაკლებად შეინიშნება რეგიონულ დონეზე. კვლევაში გამოყენებულია სხვადასხვა წლის მონაცემები და სტატიები, როგორც ორგანიზაციების ანგარიშებიდან, ასევე ფაქტ-ჩეკერებისა და გამოცემების ვებგვერდებიდან.

მოკლედ:
  • ტელეკომპანია "იმედი" - ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი მედიაკომპანიაა, ღიად პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკით.
  • „რუსთავი 2“ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი არხია.
  • "მთავარი არხი" სარედაქციო პოლიტიკა პროოპოზიციურია.
  • ტელეკომპანია „ფორმულა“ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებას წარმოადგენს.
  • "ტვ პირველს" ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა აქვს.
  • „პოსტვ“ პროსახელისუფლებო არხია, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ მადისკრედიტებელი კამპანიების გავრცელებით არის ცნობილი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებლად უნდა ასახავდეს ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მრავალფეროვნებას, მაგრამ საქართველოში ეს სატელევიზიო არხი ასევე პოლიტიკურად მიკერძოებულია.

ქართული მედიაგარემო საერთაშორისო რეიტინგებში

"საქართველო მრავალი წლის განმავლობაში რეგიონში მოწინავე ქვეყანად ითვლებოდა მისი მიღწევების გამო. ქვეყანამ შეძლო განემტკიცებინა დემოკრატიული ინსტიტუტები და გაეტარებინა მნიშვნელოვანი რეფორმები. თუმცა, ბოლო წლებია ეს მიღწევები სტაგნაციას განიცდის" - ვკითხულობთ ანგარიშში.

მოკლედ:
  • „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) შეფასების თანახმად, 2022 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე გამიზნული თავდასხმის შედეგად, rsf-ის ინდექსში საქართველომ 89-ე ადგილი დაიკავა 180 ქვეყნიდან, რაც მნიშვნელოვანი გაუარესება იყო. 2023 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო 77-ე ადგილზეა, მაგრამ RSF შეფასების მიხედვით, ქვეყანა რჩება პრობლემური ქვეყნების კატეგორიაში.
  • Freedom House-ის „გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოები 2023“ შეფასების თანახმად, 50 დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი შემცირდა, რაც განპირობებულია ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი გარემოს მრავალწლიანი ტენდენციით, პოლარიზებული და პოლიტიზებული მედიაგარემოთი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალების დირექტორის დაპატიმრებით.
  • 2022 წელს ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია „ამნესთი ინტერნეშენალმა“ „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას, დაპატიმრებას „განსხვავებული აზრის პოლიტიკური მოტივით ჩახშობა“ უწოდა. "სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარმია შეიწყალა"- წაიკითხეთ ვრცლად
  • 2022 წლის რეზოლუციაში ევროპის პარლამენტმა კრიტიკულად შეაფასა ბოლო წლებში საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი და ჟურნალისტთა უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.

ფიზიკური ძალადობა, მუქარა და დაშინება
  • DW Akademie-ის 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებულ კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა (ჟურნალისტები) აბსოლუტურმა უმრავლესობამ (93%) განაცხადა, რომ თავს ნაკლებად დაცულად გრძნობს, ვიდრე სამი წლის წინ.
  • ამავე კვლევის მიხედვით, ყველაზე მოწყვლად ჯგუფად მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლები განიხილებიან, განსაკუთრებით - რეპორტიორები და გამომძიებელი ჟურნალისტები.
  • ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირდება წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.

როგორ იყენებენ SLAPP სარჩელებს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ?

სტრატეგიული სარჩელები სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPP), ანგარიშის მიხედვით არის უსაფუძვლო ცილისწამების სარჩელები, რომლებიც შეტანილია პოლიტიკურად ან ფინანსურად გავლენიანი პირების მიერ საჯაროდ აქტიური მოქალაქეების გაჩუმებისა და მათთვის ფინანსური ბარიერების შექმნის მიზნით. "მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ" - წაიკითხეთ ვრცლად.

საჯარო ინფორმაციაზე წვდომა

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", IDFI-ის მიერ მომზადებული 2022 წლის სტატისტიკური მიგნებები საჯარო დაწასებებულებებიდან ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით:
  • ჟურნალისტთა დაახლოებით 12% -მა შეძლო კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვით საჯარო ინფორმაციის სრულად მოპოვება.
  • საჯარო დაწესებულებებმა, უმრავლეს შემთხვევაში ან დაარღვიესსაქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული - საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები ან უპასუხოდ დატოვეს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები.
  • ხშირად, საჯარო დაწესებულებები არასრულყოფილად გასცემენ მოთხოვნილ ინფორმაციას და არც ასაბუთებენ,თუ რატომ არ გაიცემა მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც აფერხებს გასაჩივრების უფლებით ჯეროვნად სარგებლობას.
  • წაიკითხეთ ვრცლად - "რატომ არ გასცემენ საჯარო უწყებები ინფორმაციას?"

ანგარიშის ბოლოს, ჩამოთვლილია რეკომენდაციები ჯანსაღი მედიაგარემოსა და ჟურნალისტების უფლებების ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად:
  • ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიისა და ჟურნალისტების უფლებების საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაცვა.
  • ეფექტურად უნდა იყოს გამოძიებული მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის, დაშინებისა თუ პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელშეშლის შემთხვევები.
  • მედიასა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს უშუალოდ დაინტერესებული პირებისა და დამოუკიდებელი აქტორების მონაწილეობით, ჩართულობით და ფართო კონსესუსის საფუძველზე.
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ, მედიის და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით, უზრუნველყოს სიძულვილის ენასა და უხამსობის განმარტებასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადება. - წაიკითხეთ ვრცლად - "სადავო ცვლილებების დაჩქარებული განხილვა - რა საფრთხეს ხედავენ კანონპროექტში?"
  • მმართველმა პარტიამ შეწყვიტოს ბოიკოტი კრიტიკული მედიების წინააღმდეგ. ანტაგონისტური და მტრული გარემო უნდა შეიცვალოს პროფესიული და ჯანსაღი თანამშრომლობით.
  • ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა დაიცვას ჟურნალისტები SLAPP საჩივრებისგან. მედიის წარმომადგენლების მხრიდან უნდა გადაიდგას ეფექტური ნაბიჯები პროფესიული და ეთიკური სტანდარტების გაძლიერებასა და პრაქტიკაში მათ გამოყენებასთან დაკავშირებით.
კატეგორია: რესურსები
ე.წ. "ინფლუენსერებს" მზარდი გავლენა აქვთ სოციალური ქსელების აუდიტორიაზე, რაც არაერთი კვლევით დასტურდება. ზოგიერთ ქვეყანაში უკვე მოქმედებს რეგულაციები ამ მიმართულებით. საქართველოში ჯერ მსგავსი რეგულაციები არ არსებობს, თუმცა კონკურენციის სააგენტოს ამ თემაზე უკვე მუშაობს.

რიცხვებში:
  • 27-42 წლამდე ამერიკელი მომხმარებლების 50% ენდობა "ინფლუენსერების" რეკომენდაციას ამა თუ იმ პროდუქტზე.
  • თავის მხრივ, კი მარკეტერების 92% თვლის რომ "ინფლუენსერ მარკეტინგი" მარკეტინგის ყველაზე ეფექტური ფორმაა.
  • დამატებით, 2023 წელს გამოიკვეთა ახალი ტენდენცია, რომ მომხმარებლებისთვის ინფლუენსერები ახალი ამბების მიღების მთავარი წყაროცაა - წაიკითხეთ ვრცლად.
რა რეგულაციები არსებობს "ინფლუენსერებისთვის" მსოფლიოში?

ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში, "ინფლუენსერები" ვალდებულები არიან, რომ გამჭვირვალობისთვის მიუთითონ:
  • თუ კონკრეტული პროდუქტის პოპულარიზაციას თანხის აღების სანაცვლოდ ეწევიან, აუცილებლად ვიდეოს დასაწყისში აცნობონ ამის შესახებ მომხმარებლებს;
  • ჰქონდეთ წარწერა "რეკლამა" და შეარჩიონ შესაბამისი ჰეშთეგები; თუ პროდუქცი საჩუქრად მიიღეს, ვალდებულები არიან, რომ ამის შესახებაც მიაწოდონ ინფორმაცია მათ გამომწერებს;
  • ევროკომისიას გამოქვეყნებული აქვს ვიდეო ინსტრუქციაც ინფლუენსერებისთვის.

იგივე ხდება აშშ-შიც. ინფლუენსერები ვალდებულები არიან, რომ მომხმარებლებს მიაწოდონ ინფორმაცია თუ პროდუქტის რეკლამის სანაცვლოდ თანხა აიღეს. ვაჭრობის ფედერალური კომიის (FTC) გაიდლაინის მიხედვით:
  • "ინფლუენსერებს" არ აქვთ უფლება, რომ რეკლამის შესახებ ინფორმაცია "წაიკითხე მეტის" (Read More) ველში იყოს.
  • რეკლამის შესახებ მხოლოდ აღწერაში მიუთითონ, ისინი ვალდებულნი არიან, რომ ამის შესახებ მომხმარებელს ვერბალურადაც შეატყობინონ და სხვა.

რა ხდება საქართველოში?

საქართველოშიც, ისევე როგორც მსოფლიოში, ინფლუენსერ მარკეტინგი, განსაკუთრებით პოპულარული პანდემიის დროს და მის შემდგომ პერიოდში გახდა. "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" ამ მიმართულებით "ინფლუენსერებისთვის" გზამკვლევის შექმნას გეგმავს, მათი განცხადებით, "არ იგეგმება არანაირი დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციის შემოღება, ამჟამინდელი, კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ საკითხს სრულად ფარავს."
  • "ინფლუენსერებს" ექნებათ ვალდებულება, რომ მიუთითონ თუ კონკრეტული სერვისი ან პროდუქტი თანხის აღების სანაცვლოდ განათავსეს, ისე, როგორც ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია.
კატეგორია: ახალი ამბავი
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია “Human Rights Watch”-მა საქართველოში 2023 წლის მოვლენები ყოველწლიური ანგარიშით შეაჯამა. დასაწყისშივეა აღნიშნული, რომ "ხელისუფლებას სურდა მიეღო "უცხოეთის გავლენის აგენტის შესახებ" კანონი, რომელიც შელახავდა გამოხატვის თავისუფლებას.
  • "ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ კანონი ფინანსური გამჭვირვალობისთვის იყო აუცილებელი, თუმცა მათი საჯარო განცხადებებით, ნათელი იყო, რომ მმართველ პარტიას სურდა კრიტიკის, მედიისა და დამოუკიდებელი ჯგუფების სტიგმატიზაცია და მათთვის ფინანსური სანქციების დაკისრება" - ვკითხულობთ ანგარიშში.
  • წაიკითხეთ ვრცლად: "საფრთხეები ქართული მედიისთვის კანონპროექტში "უცხოეთის აგენტის" შესახებ".

თავდასხმები ჟურნალისტებზე

2023 წლის ოქტომბრისთვის, სპეციალურ საგამოძოებო სამსახურში დაფიქსირებული იყო 37 საჩივარი და 12 მიმდინარე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის ფაქტებზე.
  • 2023 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ჟურნალისტების აკრედიტაციის ახალი წესი, ჟურნალისტი ვალდებულია, შეწყვიტოს ინტერვიუ მაშინვე, როდესაც ამას პარლამენტის წევრი, აპარატის თანამშრომელი, ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირი მოითხოვს. წაიკითხეთ ვრცლად: "რატომ არის პრობლემური პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი წელის?"
  • 22 ივნისს, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.წაიკითხეთ ვრცლად - "სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა".
  • 27 ივნისს თავს დაესხნენ ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს. წაიკითხეთ ვრცლად: "მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ".
  • ოქტომბერში, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში. - წაიკითხეთ ვრცლად: სადაო ცვლილებების დაჩქარებული განხილვა - რა საფრთხეს ხედავენ კანონპროექტში?"
შრომითი უფლებების ნაწილში, "Human Rights Watch"-ის ანგარიშში ასევე მოხვდნენ, 2023 წლის თებერვალში, ტელეკომპანია "ფორმულადან" გაფიცული ოპერატორები. წაიკითხეთ ვრცლად: "გაფიცულია "ფორმულას" 20-ზე მეტი ოპერატორი - რა ხდება?"

2022 წლის ანგარიში იხილეთ ბმულზე.
კატეგორია: ახალი ამბავი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (ევროკავშირი საქართველოსთვის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი), 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას მედიამონიტორინგს აწარმოებს.

პროექტის, "თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში", პრეზენტაცია 1 თებერვალს გაიმართა, ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატები, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები.

როგორც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, ლია ჩახუნაშვილი "მედიაჩეკერთან" საუბრისას აღნიშნავს, მედიამონიტორინგის პერიოდში, დააკვირდებიან მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს და ახალ ამბებს. სატელევიზიო მაუწყებლების შემთხვევაში, ქარტია გაანალიზებს მათ მიერ ე.წ "პრაიმ თაიმში" (* ყველაზე მაღალრეიტინგული საათები) გაშუქებულ საინფორმაციო გამოშვებებსა და თოქ შოუებს.

"გარდა ამისა, იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც ამის სურვილი ექნებათ, ინდივიდუალურად შევხვდებით და გავუზიარებთ ჩვენს მიგნებებს და რეკომენდაციებს".

მონიტორინგი მიზნად ისახავს იმის შესწავლას, თუ რა სიხშირითა და ტონით გაშუქდება სატელევიზიო მედია სხვადასხვა სუბიექტს პოსტ-საარჩევნო პერიოდში. გაშუქების ტონის მიხედვით შეინიშნება თუ არა სატელევიზიო მედიასაშუალებების მიკერძოება რომელიმე სუბიექტის მიმართ? რამდენად იცავს სატელევიზიო მედია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ძირითად პრინციპებს არჩევნებამდე ორი თვით ადრე და ერთი თვის შემდგომ პერიოდში სუბიექტთა გაშუქების დროს.

სატელევიზიო ახალი ამბების პოსტ-საარჩევნო მონიტორინგის ანგარიში 2022 - წაიკითხეთ ვრცლად.
კატეგორია: ახალი ამბავი
ტელეკომპანია "ფორმულა" ახალ ფორმატზე გადასვლის შესახებ ავრცელებს განცხადებას .

"ჩვენი მაუწყებლობა თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის" - ვკითხულობთ მათ მიმართვაში.

ასევე "ფორმულას" ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების პარალელურად, მათ უწევთ, არხის გასართობი სეგმენტის შეზღუდვა და საშტატო ოპტიმიზაცია, საკადრო რესურსის შემცირება და გუნდის მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება.

ტელეკომპანიის განცხადებაში ასევე საუბარია ახალ ფორმატზე გადასვლის მიზეზებზე - "ტელეკომპანია „ფორმულამ“ სტაბილური რეიტინგული ზრდის მიუხედავად, გასულ წელს ვერ შეძლო დაგეგმილი თანხების მობილიზება. პოლიტიკურ კონიუნქტურასთან ერთად პროცესზე იმოქმედა ქვეყანაში მოქმედმა იმ რეგულაციებმა, რომელთა მთავარი ამოცანაც კრიტიკული მედიისთვის დაფინანსების წყაროების შემცირება იყო. ამ მიზეზების გამო ოპტიმიზაცია მოუხდა საქართველოში მოქმედ ყველა კრიტიკულ მაუწყებელს და ახლა გვიწევს ჩვენც."

2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებისა და ჩვენი ქვეყნის დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში შედეგის მისაღწევად ტელეკომპანია „ფორმულა“ გადაწყვეტილებას იღებს არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე - წერია მათ მიმართვაში.
კატეგორია: საქართველო
23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების გაშუქებისას, სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ ჟურნალისტებს.

დაკავებულია "მთის ამბების" რედაქტორი, გელა მთივლიშვილი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს, მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ გელა მთივლიშვილი და გამოიძიონ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები.

გელა მთივლიშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს. "ქარტია კატეგორიულად გმობს გელა მთივლიშვილისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს და მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ჟურნალისტი, ასევე სასწრაფოდ გამოიძიონ მისი დაკავებისას პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების ფაქტი." - ვკითხულობთ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

ქარტია ასევე ეხმაურება "მაუწყებლის" ჟურნალისტზე პოლიციელის მხრიდან პროფესიულ საქმინობაში ხელის შეშლას, "რატი რატიანი პირდაპირ ეთერში აშუქებდა აღსრულების პოლიციის მიერ ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს, რა დროსაც ის პოლიციელმა უხეში ძალის გამოყენებით ძირს ჩამოაგდო, რითიც საფრთხე შეუქმნა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს" - წერია განცხადებაში. ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს, პოლიციის ამგვარი ქმედება ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ათობით დანაშაული დღემდე გამოუძიებელია. ის ასევე ძირს უთხრის ქვეყნის მისწრაფებას, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი, სადაც სრულად არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ჟურნალისტების პროფესიული უფლებები."
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
9 იანვარს, "როიტერსის ინსტიტუტმა", "ოქსფორდის უნივერსიტეტთან" ერთად გამოაქვეყნა 2024 წლის მედიაპროგნოზი. კვლევის მიხედვით, ახალი ამბებისგან თავის არიდება მედიისთვის, კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, ასევე, 2024 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წელს, 40-ზე მეტ სახელმწიფოში არჩევნებია, მათ შორის, საქართველოშიც.

გასულ წლებში, გამოცემებმა დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის აქტიურად გამოყენება, რედაქცია ვალდებულია, რომ მიუთითოს თუ მასალა AI-ს გენერირებულია.
  • 2024 წლის მედიაპროგნოზით, ხელოვნური ინტელექტის დეზინფორმაციის ან მანიპულაციური კონტენტის გასავრცელებლად გამოყენება ერთ-ერთი მთავარ გამოწვევაა;
  • 2026 წლისთვის კი ონლაინ გამოქვეყნებული მასალის 90% AI-ს გენერირებული იქნება. ამიტომ, ჟურნალისტებს სჭირდებათ ახალი უნარები და ტექნოლოგიური წიგნიერების მაღალი დონე, რათა გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას.
კვლევაში მონაწილეობდა სხვადასხვა გამოცემის 300-ზე მეტი მედიამენეჯერი და ციფრული პლატფორმების ხელმძღვანელი, მიგნებები მოკლედ:

რომელი ციფრული პლატფორმებია პრიორიტეტული?

გამოკითხულთა 60%-ზე მეტი პრობლემად მიიჩნევს, რომ შემცირებულია "ფეისბუქიდან" და "X"-დან (ყოფილი ტვიტერი) გამოცემის ვებგვერდზე გადმოსულ მომხმარებელთა რაოდენობა. ამიტომ, მათთვის ეს ქსელები ნაკლებად პრიორიტეტულია.
  • 2024-ში ისინი უფრო მეტად ისეთი პლატფორმების გააქტიურებაზე იმუშავებენ, როგორიაა "WhatsApp" და გამოიყენებენ "ინსტაგრამი"-ს "არხი"-ს (Channel) ფუნქციას. ასევე, ამ წელსაც დიდ რესურსს ჩადებენ "ტიკტოკ"-სა და "იუთუბი"-ში.
  • ამის გათვალისწინებით, გამოცემები გეგმავენ, რომ უფრო მეტი ვიდეო კონტენტი შექმნან, ე.წ "ნიუსლეთერი" და პოდკასტები 2024-შიც აუდიტორიისთვის ამბის თხრობის სასურველი გზაა.
თავის მხრივ, პლატფორმებმა უკვე დაიწყეს და 2024-ს ბოლოსთვის ალბათ ყველა მათგანი გადავა ე.წ "გამოწერის მეთოდზე", რაც გულისხმობს თანხის გადახდის სანაცვლოდ პრემიუმ ფუნქციების გამოყენებას და გარკვეულ შემთხვევებში, მომხმარებელს ექნება უფლება, რომ "აუკრძალოს" პლატფორმებს მისი ინფორმაციის დამუშავება და მოპოვება.

რაც შეეხება ამბის თხრობის სხვა გზებს, რედაქციები მიიჩნევენ, რომ კომპლექსური საკითხების ახსნა, უფრო მეტად გამოსავლის პოვნაზე ორიენტირებული და ადამიანური ამბები უფრო საინტერესოა აუდიტორიისთვის.

მედიამენეჯერები იმედოვნებენ, რომ 2024 წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ სპორტული ამბები გაზრდის აუდიტორიის ჩართულობას. თუმცა, ასევე შესაძლებელია, რომ არჩევნებმა გაამწვავოს პოლიტიკური პოლარიზაცია და კიდევ უფრო შეამციროს მედიის სანდოობა.

პროგნოზი მოკლედ:
  • 2023 წლის ბოლოსთვის, გამოცემების თითქმის 80%-მა უარი თქვა, რომ მათი მასალები AI-ს დასატრენინგებლად გამოიყენონ. ეს განაპირობა, "ნიუ-იორკ თაიმსის" საჩივარმა "OpenAI"-ს წინააღმდეგ - როგორც გამოცემაში აცხადებენ, ხელოვნური ინტელექტის დასატრენინგებლად, OpenAI იყენებდა "ნიუ-იორკ თაიმს"-ის სტატიებს მათი ნებართვის გარეშე.
  • გამოცემებს სურთ, რომ მათი მასალების ხელოვნური ინტელექტის დასატრენინგებლად გამოყენება ფასიანი გახდეს, თუმცა რედაქტორთა თითქმის ნახევარი თვლის, რომ საბოლოოდ ეს არ იქნება მომგებიანი გამოცემებისთვის.
  • გასულ წლებში, ბევრმა გამოცემამ გააცნობიერა კლიმატის საკითხების გაშუქება და მათი მნიშვნელობა, როგორც ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციები იმედოვნებენ, 2024 წელს უფრო მეტი რედაქცია ისაუბრებს ამ თემებზე.
მრავალფეროვანი გაშუქების პერსპექტივები

2023 წლის ოქტომბერში, ისრაელსა და ჰამასს შორის დაწყებული კონფლიქტი, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომთან ერთად, ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოებისთვის ახალ გამოწვევად იქცა.
  • "50-ზე მეტი ჟურნალისტი დაიღუპა ისრაელი-ჰამასის ომში" - წაიკითხეთ ვრცლად.
ღაზას სექტორში ჟურნალისტებისთვის შეღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია, ამიტომ ამბის გამავრცელებლები ძირითადად ადგილობრივები გახდნენ. პალესტინელი პლესტია ალაჰადი "ტიკტოკ"-სა და "ინსტაგრამ"-ზე ავრცელებს ვიდეოებს, რაც დოკუმენტური კადრებია როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე მსოფლიოსთვის. "ამბის თხრობის ამ მეთოდმა, ახალი ამბავი უფრო პერსონალური გახადა და სწორედ ეს არის ის, რაც აკლია მეინსტრიმულ მედიას" - ვკითხულობთ "როიტერსის ინსტიტუტი"-ს ანგარიშში.

რამდენიმე რედაქციამ, გადაწყვიტა, რომ ვრცლად საკითხავი სტატიების (ე.წ "ლონგ რიდები") დასაწყისში მნიშვნელოვანი ფაქტები მოკლე პარაგრაფებად დაწერონ.

რა არის newsGPT-ს ხელოვნური ინტელექტი?

newsGPT არის ახალი ამბების პირველი სრულად AI-ის გენერირებული "საინფორმაციო გამოშვება", რომელიც ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში "მაუწყებლობს". "newsGPT არის პირველი გამოშვება, რომელსაც ადამიანს არანაირი ზემოქმედება არ აქვს, newsGPT-ს არ აქვს პოლიტიკური შეხედულებები და განრიგი" - ამიტომ, საბოლოო მიზანი მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული, მიუკერძოებელი და ზუსტი ამბების თხრობაა.

თუმცა, პროფესიულ წრეებში კვლავ განიხილება სრულად AI-ს მიერ მომზადებული მასალის ღირებულება და ეთიკური დილემა, ასევე საკამათოა ინტელექტუალური საკუთრებისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამოწვევები.

2024 წლისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების სავარაუდო გავლენა პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებზე. გამოკითხულ ამერიკელთა ნახევარზე მეტი (58%) ფიქრობს, რომ საარჩევნო პერიოდში AI ხელსაწყოები გაზრდის სხვადასხვა ტიპის მანიპულაციებსა და დეზინფორმაციის გავრცელებას.

გამოწვევის საპასუხოდ, "ტექ-გიგანტები" ცდილობენ, რომ გამოწვევების საპირისპიროდ, გააძლიერონ ისეთი "თავდაცვის მექანიზმები", როგორიცაა პოლიტიკური პარტიებისთვის ხელოვნური ინტელექტის გენერირებული მასალის დეკლარირება, ფაქტ-ჩეკერებთან თანამშრომლობით დეზინფორმაციის აღმოფხვრა და სხვა. - წაიკითხეთ ვრცლად "გუგლის რეგულაციები ხელოვნურ ინტელექტზე" და "რას ნიშნავს ევროკავშირის რეგულაციები სოციალური ქსელებისთვის?".
კატეგორია: რესურსები
ქართული მედიაგარემო 2023 წელს რუსეთის ომი უკრაინაში ჟურნალისტებისთვის 2023 წელსაც ერთ-ერთი მთავარი ამბავია ქართული მედიისთვის, ქვეყანაში კვლავ მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციაა, რაც აისახება ყველა სფეროზე, მათ შორის მედიაზეც.

2023 წელსაც არ შეცვლილა მოცემულობა და ჟურნალისტებისთვის ყოველდღიურობად რჩება საქმიანობაში ხელის შეშლა, შეურაცხმყოფელი რეპლიკები და ძალადობა.
  • 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ ჟურნალისტებზე თავდასხმები გახშირდა. ერთი მხრივ, ამის მიზეზი ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკაა, მეორე მხრივ, კი დაუსჯელობის სინდრომი.
ცვლილება კანონში და კომკომის გაფართოებული მანდატი
  • პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მე-3 მოსმენით მიიღო მაუწყებლის შესახებ კანონში სადავო ცვლილები.
  • კანონს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 წინააღმდეგი იყო.
  • ცვლილებებით გაფართოვდა კომუნიკაციების კომისიის მანდატი.
უხამსობა და სიძულვილის ენა აქამდეც აკრძალული იყო, თუმცა ახლა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება კომუნიკაციების კომისიასთან გაასაჩივროს თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ამ ცვლილებებით შეასრულებენ ევროკავსირის 12 რეკომენდაციიდან მე-7 პუნქტს.
საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები კი ამბობენ, რომ ეს ზრდის საფრთხეს სიტყვის თავისუფლების და მედიების დამოუკიდებლად საქმიანობის კუთხით.

ასევე, პარლამენტმა შეცვალა პირველი მოსმენით მიღებული და საზოგადოებრივი მაუწყებლის გაკრიტიკებული კანონპროექტი. ახალი ვერსიის მიხედვით, ტელევიზია ქვეყნის თითოეული დასაქმებულიდან 64 ლარით დაფინანსდება.
  • კანონი 2026 წლიდან ამოქმედდება და დაფინანსება დამოკიდებული იქნება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობაზე.
მედიის აკრედიტაციის ახალი წესი პარლამენტში

2023 წლის 6 თებერვალს გამოქვეყნდა საქართველოს პარლემენტის თავმჯდომარის ბრძანება, რომელიც ამტკიცებდა ჟურნალისტთა აკრედიტაციის ახალ წესებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მოვალეობები მოიცავს:
  • პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.
  • "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მონაცემებით, საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაცია დაყრდნობით, აკრედიტაციის ახალი წესის ამოქმედებიდან, აკრედიტაცია შეუჩერდა კრიტიკული მედიის 11 წარმომადგენელს;

კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"

7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ "რუსული კანონი" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი".

  • "უცხო აგენტად" სახელდებოდდა მედიასაშუალებებიც, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო "უცხოური ძალაა", ანუ საგრანტო პროექტებია.
  • 3-დღიანი სამოქალაქო პროტესტის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა უკან გაეწვია კანონი.
  • 2 მარტს, "რუსული კანონპროექტის" განხილვისას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. პარლამენტის მიმდებარედ დააკავეს "პუბლიკას" დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და გამოცემა "ტაბულას" ჟურნალისტი ბექა ჯიქურიშვილი. ისინი რამდენიმე საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
  • 2023 წლის აპრილში, საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
  • 8-9 მარტის საპროტესტო აქციის გაშუქებისას დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები.

ნიკა გვარამიას პატიმრობა და შეწყალება

2023 წლის 23 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა და ის თითქმის წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

სასამართლომ გვარამიას პატიმრობა 2022 წლის მიუსაჯა ნიკა გვარამიას, სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა "რუსთავი 2-ის" დირექტორობისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.

ნიკა გვარამიას პატიმრობა გაუარესებული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით, მედიაგარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და მოხვდა ისეთი ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორიცაა "Human Rights Watch" და "რეპორტიორები საზღვრების გარეშე", ასევე ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში.

საერთაშორისო ორგანიზაციები

RSF - პრესის თავისუფლების ინდექსი
  • საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით 2022 წელს 89-ე ადგილზე იყო, 2023-ის მონაცემებით კი 77-ზეა.
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, 20 მარტს გამოქვეყნებულ, ყოველწლიური ანგარიშში (2022 წლის) საუბარია გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის შეზღუდვებზე, მათ შორის, ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ მიმართ მუქარაზე.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო 15 დეკემბერს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

გარდა ამისა, კომისიამ დაასახელა 9 პირობა, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, აქედან სამი - მედიასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეხება.
  • პირველი პირობა: ებრძოლოს დეზინფორმაციას და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებს ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე.
  • მეხუთე პირობა: საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.
  • მეცხრე პირობა: ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.
კატეგორია: საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებელი გორგილაძის გადაცემას "გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეს" ხურავს.

ინფორმაციას გადაცემის პროდიუსერი ნატა მაღალაშვილი ადასტურებს. როგორც ის "მედიაჩეკერთან" საუბრისას ამბობს, ხელმძღვანელების მხრიდან გადაცემის დახურვის მიზეზად არხის რეორგანიზაცია და ფინანსური პრობლემები დასახელდა. მისივე ინფორმაციით, იხურება სხვა გადაცემებიც.

გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2021 წლიდან გადიოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაუქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოქმედი ნორმა და 2026 წლიდან ტელევიზია ქვეყნაში თითოეული დასაქმებულიდან 64 ლარით დაფინანსდება.

• დღეს მოქმედი წესით, საზოგადოებრიცი მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს 69.6 მლნ ლარი იყო, ხოლო 2024 წლისთვის 110.3 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება.

• წაიკითხეთ ვრცლად: "რამდენია და როგორ ნაწილდება საზმაუს 2023 წლის ბიუჯეტი?"
კატეგორია: რესურსები
ფემიციდი სისტემური პრობლემაა, ქართული მედია კი ხშირად ამ თემის გაშუქებისას პრობლემას ისე წარმოაჩენს თითქოს ეს განყენებული დანაშაულია. ამ დანაშაულზე სახელმწიფოს წარმომადგენლებთან კრიტიკული კითხვების დასმის ნაცვლად, ხშირად მეზობლებს ან დამნაშავის ნათესავებს ეკითხებიან იმას თუ რა ან "რატომ" მოხდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ორგანიზაცია WECF-სა (ქალები საერთო მომავლისთვის საქართველო) და მედიის წარმომადგენლებთან შეთანხმებისა და მსჯელობის საფუძველზე მოამზადა ფემიციდის გაშუქების დოკუმენტი.

მედია ორგანიზაციები და ჟურნალისტები თანხმდებიან, რომ რესპონდენტების კომენტარების გამოქვეყნებისას გაითვალისწინებენ მასალის ინფორმაციულ ღირებულებასა და საზოგადოებრივ ინტერესს, მასალა არ იქნება პირდაპირ თუ ირიბად მოძალადის გამამართლებელი და მსხვერპლის დამადანაშაულებელი, რადგან არ არსებობს მიზეზი, რომელიც მკვლელობას ამართლებს.

ხელმომწერი გამოცემები ასევე თანხმდებიან, რომ ფემიციდის გაშუქებისას მომზადებულ სტატიასა თუ ვიდეოს დაურთავენ ინფორმაციას ცხელი ხაზისა თუ სხვა მხარდამჭერი სერვისების შესახებ, რათა ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა შეძლონ დახმარების მიღება.

დოკუმენტში შეჯამებულია რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც ეხება როგორც მასალების მოპოვების, ისე დამუშავებისა და გამოქვეყნების პროცესს:

● დაუშვებელია მსხვერპლის პირდაპირი ან ირიბი დადანაშაულება/დისკრედიტაცია — მაგალითად, “მკვლელობა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ კაცის გაღიზიანება ცოლის ტელეფონზე მოსულმა SMS შეტყობინებამ გამოიწვია“ ან “რის გამო მოხდა მკვლელობა, არ გაგიგიათ?“. ჟურნალისტის ამ სიტყვებს არ აქვს არანაირი ინფორმაციული ღირებულება და საზოგადოებაში, სადაც გენდერული სტერეოტიპები ჯერ კიდევ მძლავრია, ქალის დადანაშაულებას იწვევს.

● დაუშვებელია მოძალადის პირდაპირი ან ირიბი გამართლება — მაგალითად, რესპონდენტების ფრაზები: „არაკონფლიქტური ადამიანია“, “ძალიან კარგი ადამიანია, ვერ დავიჯერებ, რომ ამას გააკეთებდა” არ ემსახურება საჯარო ინტერესს, არამედ, აკმაყოფილებს ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობას, რაც ეთიკური მედიის დანიშნულება არ არის. ადამიანების ცნობისმოყვარეობა უსაზღვროა, მედიამ კი უნდა მიაწოდოს იმ ტიპის ინფორმაცია, რომელიც საჯარო ინტერესის საგანია. გარდა ამისა, ხშირად ბრალდებულის დაცვის მხარე იყენებს ფსიქიკური პრობლემების შესახებ არგუმენტს, რათა შეამციროს პასუხისმგებლობა. ჟურნალისტს უნდა ახსოვდეს, რომ ეს შეიძლება იყოს ადვოკატების სტრატეგიის ნაწილი და არ წამოეგოს მათ განზრახვას, ასევე, არ გააძლიეროს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ისედაც არსებული სტიგმა. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ყველა ადამიანი მოძალადე არ არის და არც ყველა მოძალადეს აქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.

● ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება არ უნდა შეილახოს არც მისი გარდაცვალების შემდეგ — გარდაცვლილი ადამიანი საკუთარ უფლებებს ვერ დაიცავს. მედიას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს საჯარო, თუ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, საზოგადოებრივი ინტერესი არის მაღალი აქტუალობის მქონე იმ ფაქტის ან/და მოვლენის შესახებ საჯარო ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა), რომელიც ეხება პირთა ფართო წრეს, ან საზოგადოების ერთ კონკრეტულ ჯგუფსა და საჯარო ინტერესის სფეროს, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან.

● აუცილებელია შესაბამისი ენისა და ტერმინოლოგიის გამოყენება — ჟურნალისტურ პროდუქტებში დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ენას, რომელსაც მედია იყენებს. ჟურნალისტებმა თავი უნდა აარიდონ დისკრიმინაციული, სტერეოტიპული სიტყვების გამოყენებას, მაგალითად, “ოჯახის უფროსი” და ა.შ.

● მნიშვნელოვანია კითხვების სწორი ადრესატის შერჩევა — ფემიციდის შემთხვევებზე მუშაობისას ერთ-ერთი პირველი, ვისაც მედია კითხვებს უნდა უსვამდეს, სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან. სწორედ მათ აქვთ ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება და როცა საუბარია სისტემურ პრობლემაზე, მედია უნდა დაინტერესდეს, რომელი რგოლი ვერ მუშაობს გამართულად, სად არის ხარვეზი, ვისი პასუხისმგებლობაა ეს და ა.შ.

● მნიშვნელოვანია ერთიანი სტანდარტი — მედიის მიერ შემუშავებული ფემიციდის გაშუქების ერთიანი შიდა სტანდარტი, რომელიც სარედაქციო პოლიტიკის ნაწილი იქნება, დაეხმარება ჟურნალისტებს ეთიკურ გაშუქებაში. ეს იქნება ერთგვარი პოლიტიკური ნების გამოხატვა მედია მენეჯერების მხრიდან, სისტემური მიდგომა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა საკითხების ეთიკური გაშუქების სტანდარტის ჩამოყალიბებას.

● მნიშვნელოვანია სრულყოფილი გაშუქება — მედიამ უნდა გააშუქოს ფემიციდის გამოძიების და სასამართლო პროცესის საბოლოო შედეგები. აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ისჯება დამნაშავე და რამდენად ეფექტიანად მუშაობს ხელისუფლება ამ მიმართულებით.

● უფლებადამცველებისთვის, ექსპერტებისთვის აზრის კითხვა სათაკილო არ არის — იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტმა არ იცის, როგორ გააშუქოს ესა თუ ის საკითხი, როგორი ტერმინოლოგია გამოიყენოს და ა.შ., შესაბამისი ორგანიზაციისთვის კონსულტაციის თხოვნით მიმართვა ერთ-ერთი გამოსავალია. ასეთ ორგანიზაციებს შორის შეიძლება იყოს ეთიკის ქარტია, ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები და სხვა.

● სოციალური პასუხისმგებლობა — მედიას შეუძლია დაეხმაროს ქალებს, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლები, თუ გაავრცელებს ინფორმაციას მხარდამჭერი სერვისების შესახებ. დამატებით, განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს, თუ ჟურნალისტები მასალას დაურთავენ ინფორმაციას იმის შესახებ, ვის შეიძლება დაუკავშირდნენ ძალადობის შემთხვევაში (ცხელი ხაზი, ქალთა მიმართ ძალადობაზე მომუშავე ორგანიზაციის კოორდინატები, მობილური აპლიკაციები და ა.შ)
კატეგორია: საქართველო
ინტერნეტმა შეცვალა მედია, თხრობის ხერხები და პლატფორმები. დღეს, მომხმარებელი ინფორმაციის დიდ ნაწილს ფეისბუქიდან, ტიკტოკიდან და იუთუბიდან იღებს. ეს კი მედიას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს.

"როიტერსის ინსტიტუტმა" და "ოქსფორდის უნივერსიტეტმა" გამოაქვეყნეს 2023 წლის ციფრული ახალი ამბების კვლევის ანგარიში, სადაც ერთ-ერთი მთავარი მიგნება სოციალური ქსელების მომხმარებლების მიერ ახალი ამბების მიღების შეცვლილ მეთოდს შეეხება:
  • ე.წ "ინფლუენსერების" აზრს დიდი გავლენა აქვს. გამოკითხულთა მესამედზე მეტი ამბობს, რომ უნახავს სოციალური მედიის "ინფლუენსერი", რომელიც აკრიტიკებს ტრადიციული მედიის ჟურნალისტს - ეს თავის მხრივ მედიისადმი საზოგადოების განწყობას ცვლის და სანდოობის ხარისხს ამცირებს.
რას ცვლის ეს "ინფლუენსერებისთვის"?

ბოლო დროის თითქმის ყველა კვლევა ადასტურებს, რომ დღეს ტრადიციული მედია კარგავს აუდიტორიის ნდობას და ზოგადად მკითხველს/მაყურებელს. ადამიანები უფრო მეტად ენდობიან სოციალური ქსელების აქტიურ მომხმარებლებს ("ინფლუენსერებს")

რადგან
  • მათ მიერ მიწოდებული ამბები ინდივიდუალური ანუ მხოლოდ ერთი ადამიანისთვის დამახასიათებელ საუბრის მანერას, ისტორიას ან სხვა დეტალებს მოიცავს.
  • მათი კონტენტი ზუსტადაა მორგებული სამიზნე აუდიტორიაზე, ამიტომ ადამიანები "ინფლუენსერებს" აღიქვამენ, როგორც მეგობარს ან ოჯახის წევრს, ეს კი განსაზღვრავს სანდოობას.

რა პრობლემაა?

ჟურნალისტი იძიებს, იკვლევს ინფორმაციას, ამოწმებს მასალას რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით და მხოლოდ ამის შემდეგ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების გათვალისწინების აშუქებს.

თანამედროვე პლატფორმების განვითარებამდე, ინფორმაციის გავრცელების ფუქციას ძირითადად, სწორედ ტრადიციული მედია პლატფორმები ითავსებდნენ, დღეს კი ახალი ამბავი შეიძლება დაწეროს და გაავრცელოს ნებისმიერმა მომხმარებელმა, რადგან სოციალური ქსელები დიდ აუდიტორიაზე გვაძლევს წვდომას.
  • "ტიკტოკისა" და "სნეპჩეთის" გამოკითხულ მომხმარებელთა 55% ახალ ამბებს ე.წ "ინფლუენსერებისგან" იღებს. წაიკითხეთ ვრცლად: "ინფლუენსერები ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროა"

შედეგად, ჩნდება კითხვა, რამდენად ეთიკური და სანდოა "ინფლუენსერების" მიერ გავრცელებული ამბები? ან რამდენად იღებენ ისინი პასუხისმგებლობას აუდიტორიის წინაშე?

რიცხვებში:
  • 2023 წლის კვლევით გამოკითხულ ამერიკელთა 70%-ზე მეტი მთავარ გამოწვევად ონლაინ გავრცელებულ დეზინფორმაციას მიიჩნევს.
  • სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის/ძალადობის წამახალისებელი კონტენტის რეგულირებაზე გამოკითხულთა აზრი იყოფა, ნახევარზე მეტი (65%) მხარს უჭერს რომ ტექნოლოგიურმა გიგანტებმა დაარეგულირონ დეზინფორმაციის ონლაინ გავრცელება.
  • 55% თვლის, რომ ამას სახელმწიფო სტრუქტურებიც უნდა აკონტროლებდნენ. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნაწილი ემხრობა დეზინფორმაციის დარეგულირებას იმ დაშვებითაც კი, რომ გარკვეულწილად შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება.

გამოწვევა

დეზინფორმაციასთან ან სხვა სახის მავნე კონტენტთან ბრძოლისთვის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით სახელმწიფოს ჩართულობით, ცენზურის რისკებს აჩენს.

სწორედ ამისთვის არსებობს მედიის თვითრეგულირების მექანიზმები, რომლებიც დემოკრატიულ ქვეყნებში ფართოდ არის დანერგილი. ეს გულისხმობს მედიის მიერ შემუშავებულ და შეთანხმებულ ეთიკურ სტანდარტებს, რომლებსაც ჟურნალისტები უნდა მიჰყვებოდნენ. ასეთია, მაგალითად ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები საქართველოში.

მაგრამ ეს სტანდარტები, არ ვრცელდება ინტერნეტ ინფლუენსერებზე, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მათ კონკრეტულ მედიასაშუალებებზე დიდი აუდიტორია ჰყავთ და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციაც შესაძლოა ჟურნალისტური პროდუქტი იყოს.

მეორე მხრივ კი, კვლევების თანახმად, ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, უჭირთ ერთმანეთისგან გაარჩიონ ჟურნალისტის მიერ გადამოწმებული ფაქტი და "ინფლუენსერის" მოსაზრება, ამიტომ იჯერებენ ყველაფერს, რასაც ციფრულ სივრცეში ცნობილი ადამიანებისგან იგებენ.

მედია ექსპერტი (Media Ethicist) სტივენ ვორდი თავის სტატიაში, "ციფრული მედიის ეთიკა", საუბრობს, რომ მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს ვინ არის ჟურნალისტი და უნდა ვუწოდოთ თუ არა ჟურნალისტი იმას, ვინც სოციალურ ქსელში ადამინებისთვის მნიშვნელოვან თემებზე საუბრობს.
  • "მათ ვინც უბრალოდ ხშირად წერს არ უნდა ვუწოდოთ ჟურნალისტი მანამ სანამ მინიმუმ არ გადამზადდებიან ან მიიღებენ ფორმალურ განათლებას ამ მიმართულებით ან სანამ არ დაიცავენ ინფორმაციის გავრცელების ეთიკურ, ჟურნალისტურ სტანდარტებს."

რა არის გამოსავალი?

სხვადასხვა მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ რეკომენდაციებს "ინფლუენსერებისთვის", რადგან "სოციალურ ქსელებში "აზრის ლიდერებს" სჭირდებათ მათი პასუხისმგებლობის გააზრება":
  • ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ ამ ამბის პირველწყარო და ასევე, გამჭვირვალედ წარადგინონ ის წყაროებo, რომლებზე დაყრდნობითაც საუბრობენ;
  • აუცილებლად დაასათაურონ დასპონსორებული, თანხის სანაცვლოდ განთვსებული კონტენტი;
  • მოუწოდონ მათ გამომწერებს "კრიტიკული აზროვნებისკენ" და წაახალისონ ინფორმაციის გადამოწმების პრაქტიკა.
  • აიმაღლონ ცნობიერება რასიზმსა და მის ფორმებზე. განსაკუთრებული სიფრთხილით ისაუბრონ დისკრიმინაციასა და ბავშვთა უფლებებზე, რათა თავად არ წაახალისონ ადამიანების რაიმე ნიშნით ჩაგვრა.
  • დიდმა პლატფორმებმა შეცვალონ მათი ალგორითმის მუშაობის პრინციპი და ხელი შეუწყონ დაბალანსებული, ფატქებზე დაფუძნებული ვიდეოების გავრცელებას.
კატეგორია: საქართველო
29 ნოემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და USAID მედია პროგრამამ ერთობლივი კვლევა წარადგინეს, რომელიც საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის ახალ წესებს შეეხებოდა.

კონტექსტი

2023 წლის 6 თებერვალს გამოქვეყნდა საქართველოს პარლემენტის თავმჯდომარის ბრძანება, რომელიც ამტკიცებდა ჟურნალისტთა აკრედიტაციის ახალ წესებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მოვალეობები მოიცავს:
  • პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.
  • პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტი, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს;
ამ და სხვა პუნქტების დარღვევა იწვევს ჟურნალისტის და გადამღები ჯგუფის აკრედიტაციის შეჩერებას 1 თვის ვადით, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი - 6 თვით.
  • წაიკითხეთ ვრცლად: "რატომ არის პრობლემური პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი წესები?"
კვლევის მიგნებები, მოკლედ:

გამოკითხულია 67 აკრედიტირებული ჟურნალისტი, კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოკითხვაში მონაწილეობის თვალსაზრისით, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების ჟურნალისტები ყველაზე პასიურები იყვნენ.
  • "საპარლამენტო ჟურნალისტების" 24% ამბობს, რომ ერთხელ მაინც ჰქონია აკრედიტაციის შეჩერების გამოცდილება. ამ საქმეების თითქმის ნახევარი დაკავშირებულია ჟურნალისტების "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამართულ პროტესტთან.
  • მედიის წარმომადგენელთა 55% ამბობს, რომ პარლამენტში აკრედიტაციის ახალი წესის დამტკიცების შემდეგ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაუარესდა, ასევე მკვეთრადაა შეცვლილი პარლამენტის წევრების ზოგადი კეთილგანწყობა და მათგან კომენტარის მიღების შესაძლებლობა.
A diagram with different colored squaresDescription automatically generated with medium confidence

რა საფრთხეა?


მედიის წარმომადგენლები პარლამენტის აკრედიტაციის ახალ წესში ცენზურისა და დეპუტატების მხრიდან კრიტიკული კითხვების არიდების საფრთხეს ხედავენ.
  • პრობლემურია მედიასაშუალებებისთვის აკრედიტირებული ჟურნალისტების რაოდენობრივი შეზღუდვა;
  • 70%-ზე მეტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პოლიტიკური კრიზისისას, აკრედიტაციის სისტემა, ხელისუფლებამ შესაძლოა მედიაზე გავლენის მოსახდენად გამოიყენოს;

A graph with different colored barsDescription automatically generated with medium confidence





ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რეკომენდაციები:

  • ქართულ საზოგადოებას არ უნდა წაერთვას უფლება, გაეცნოს არჩეული წარმომადგენლების მოსაზრებებს ქვეყნისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
  • აკრედიტაციის შეჩერება-გაცემის გადაწყვეტილება, იდეალურ შემთხვევაში, უნდა მიიღოს პარლამენტის დამოუკიდებელმა ორგანომ, რომელიც მიუკერძოებელი პირებისგან უნდა დაკომპლექტდეს.
  • აკრედიტაციის სისტემით განპირობებული შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოები გამჭვირვალეა და საჯარო ინფორმაციას დროულად გასცემენ.
  • აუცილებელია, აკრედიტაციის წესების გადახედვა მედიის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
  • მნიშვნელოვანია ჟურნალისტების მიერ დასახელებული პრობლემური საკითხების შესწავლა-გაანალიზება, მათ შორის ინტერსექტორული თანამშრომლობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ხარისხის გასაზრდელად.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
თანამედროვე მედიის განვითარება ზრდის დეზინფორმაციასა და ე.წ "საინფორმაციო ხმაურს", საბოლოოდ კი აუდიტორია თავს არიდებს ახალი ამბების მიღებას.

"როიტერსის ინსტიტუტმა" და "ოქსფორდის უნივერსიტეტმა" 2023 წლის სექტემბერში გამოაქვეყნეს ბრაზილიაში, ინდოეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში ჩატარებული კვლევის ანგარიში: "ახალი ამბების ნდობის აღდგენის სტრატეგიები - 4 ქვეყნის მაგალითზე".

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საზოგადოებაში ადამიანები ჟურნალისტიკაში განსხვავებულ ღირებულებებს აფასებენ, მათ მაინც აქვთ საერთო მოთხოვნა: მედიაში ამბებს აშუქებდნენ სამართლიანად, ზუსტად და მიუკერძოებლად.

კვლევის მთავარი მიგნებები, მოკლედ:
  • ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ეცნობიან ახალ ამბებს ნაკლებად მიიჩნევენ, რომ მედიის სანდობაა შემცირდა;
  • ოთხივე ქვეყანაში გამოკითხულები თვლიან, რომ სანდოობის აღსადგენად, მედია უნდა საუბრობდეს ერთმანეთისთვის განსხვავებული ჯგუფებისთვის გასაგები ენით და მათთვის საინტერესო თემებზე ანუ გაშუქების ერთი და იმავე პრინციპი არ მუშაობს ყველა ადამიანისთვის.
  • აუდიტორიის ის ნაწილი, რომელიც რაღაც მხრივ ისედაც ენდობა მედიას, არის უფრო ღია ნდობის აღდგენის სტარატეგიების მიმართ.
  • გამოკითხულთა უმეტესობა თანხმდება, რომ მათ სურთ ახალ ამბებში უფრო მეტი ჩვეულებრივი, მათნაირი ადამიანი, "გამოსავლის ჟურნალისტიკა" და ნაკლები სენსაციონალიზმი.
  • ისინი თვლიან, რომ პრობლემა არა კონკრეტულ ჟურნალისტებში, არამედ ზოგადად არსებულ ბიზნესმოდელებსა და მედიების მენეჯმენტშია. გამოკითხულებისთვის უფრო მეტად სანდოა გამოწერითა და საზოგადოების გადასახადებით დაფინანსებული მედიასაშუალებები.
  • დანარჩენი სამი ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ-ში გამოკითხულებს ჩამოყალიბებული აქვთ აზრი, რომელ გამოცემებს ენდობიან და რომლებს არა.
  • ადამიანები, რომლებიც არ ასხვავებენ მედიასაშუალებებს და მთლიანობაში არ ენდობიან მედიას, ნაკლებად ღია არიან "ნდობის აღდგენის სტრატეგიებისადმი".

"ადამიანები, რომლებიც ნაკლებად ეცნობიან ახალ ამბებს, ყველაზე ნაკლებად სჯერათ სიახლეების" - რას ნიშნავს ეს?

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ახალი ამბების სანდოობის კვლევისთვის, კონკრეტული ამბები ან მედიასაშუალებები ხშირად ყველაზე ნაკლებადაა მნიშვნელოვანი და აუდიტორია ნდობის საკითხს ინტუიციაზე, მედიასთან კავშირსა და სიახლოვეზე დაყრდნობით წყვეტს.
  • ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ეცნობიან ახალ ამბებს აქვთ უფრო ღრმა კავშირი სიახლეებთან და გამოცემებთან, ამიტომ ისინი უფრო მეტად ენდობიან გაშუქებულ მასალებს.
კვლევის მიხედვით, ადამიანებს მედიის მიმართ ხშირად ურთიერთსაპირისპირო დამოკიდებულებები აქვთ, რიგ შემთხვევებში კრიტიკული, თუმცა ძირითადად, ადამიანებში არსებობს მზაობა, რომ მედიას დაეხმარონ ნდობის აღდგენაში.

ძირითად პრობლემად რჩება სენსაციონალიზმი, ამასთანავე, სარედაქციო პოლიტიკის გაუმჭვირვალობა და ჟურნალისტების მიერ ეთიკური სტანდარტების უგულებელყოფა. გამოკითხულები ამბობენ, რომ მედია არ არის მრავალფეროვანი, არ უსმენს საზოგადოებას და არ საუბრობს მათ საჭიროებებზე.

წაიკითხეთ ვრცლად: "ახალი ამბები მხოლოდ პრივილეგირებულთათვის - კვლევა"
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
3 ოქტომბერს, გამოცემა AndroidAuthority-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ტიკტოკი" რიგ ქვეყნებში აპლიკაციის ახალ, ფასიან ვერსიას საცდელად ჩაუშვებს, ხოლო "The Wall Street Journal"-ის ინფორმაციით Meta "ფეისბუქისა" და "ინსტაგრამზე" გამოწერის მოდელის დანერგვას გეგმავს.

  • როგორც "ტიკტოკის" წარმომადგენლემა "TechCrunch"-თან ისაუბრა, ეს ცვლილება ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-სა და რამდენიმე სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებს შეეხებათ. სავარაუდო ღირებულება $4.99-ია.
  • "ინსტაგრამისა" და "ფეისბუქის", გამოწერის ფასი ევროპელი მომხმარებლებისთვის საფასური $14 იქნება.

რატომ უშვებენ ტექ-გიგანტები ფასიან ვერსიებს?
  • პლატფორმებისთვის რეკლამა ერთერთი მთავარი შემოსავლის წყაროა, თუმცა "გამოწერის მეთოდით" ცდილობენ, რომ გაამრავალფეროვნონ თავიანთი შემოსავლის გზები.
  • ასევე, "რეკლამის გარეშე" ვერსიის შეთავაზება გააუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენად არის მზად აუდიტორია, რომ თანხა გადაიხადოს სოციალური ქსელების მოხმარებისთვის.
  • თუმცა, მომხმარებლებს შეეძლებათ და დარჩნენ "უფასო" ვერსიაზე, რომელიც მათ ციფრულ აქტივობას აკვირდება და ამის მიხედვით სთავაზობს ე.წ "პერსონალიზირებულ რეკლამებს".
  • და რაც მთავარია, ტექ-გიგანტებს უწევთ, მოერგონ ევროკავშირის რეგულაციების.
  • ევროკავშირის "ციფრული სერვისების აქტი", 2024 წელს შევა ძალაში და დიდი გავლენა ექნება ამ პლატფორმების მიერ მომხმარებელთა მონაცემების მოპოვება-დამუშავებაზე.

გამოცემა, AndroidAuthority-ის თავის გვერდზე მომხმარებლებს ეკითხება, გადაიხდიდნენ თუ არა TikTok-ის "რეკლამის გარეშე" ვერსიისთვის
  • თითქმის 200 გამოკითხულიდან 61% ამბობს, რომ არ აწუხებს რეკლამები სოციალურ ქსელებში.
  • 17%-ი კი გადაიხდიდა ყოველთვიურ საფასურს.
A screenshot of a black and white screenDescription automatically generated



როგორ მუშაობას სოციალური ქსელების ალგორითმი?

ტექნიკურად ყველა პლატფორმის ალგორითმი სხვადასხვანაირად მუშაობს, თუმცა მომხმარებლისთვის რეკლამის სწორად შერჩევას ნებისმიერი მათგანისთვის ერთი და იმავე პრინციპი აქვს, ის აკვირდება მომხმარებლის "ციფრულ ქცევას" რა აინტერესებს, რა ტიპის ვიდეოებს, გვერდებს "მისდევს" და იწონებს და სხვა.

"სოციალური მედიის როლი პოლიტიკურ პოლარიზაციაში" - წაიკითხეთ ვრცლად.
კატეგორია: რესურსები
თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების განვითარებამ, ჟურნალისტებს მისცა შესაძლებლობა, რომ მოპოვებული მონაცემები ტექნიკურად უფრო სწრაფად დაამუშაონ, ვიზუალურად კი უფრო მარტივად წარმოადგინონ.

ჟურნალისტები, რომლებიც მონაცემებზე მუშაობენ ვიზუალიზაციით ავლენენ კორუფციას, შეახსენებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს მათ ანგარიშვალდებულებას ან ავლენენ მათ კავშირებს.

წაიკითხეთ ვრცლად: "რა არის მონაცემებით ამბის თხრობა?"

როგორ შექმნა ჯონ სნოუმ ეპიდემიის რუკა?

ინგლისელი ექიმი ჯონ სნოუ იყო ერთერთი პირველი ვინც 1854 წელს, მონაცემთა ვიზუალიზაციით ლონდონის გარკვეულ უბნებში ქოლერას შემთხვევების ადგილმდებარეობას აკვირდებოდა და გამოწვევ მიზეზს მიაგნო.

მან რუკაზე ქოლერათი დაავადებული ადამიანები შავი ჯოხებით აღნიშნა, სნოუმ დაადგინა, რომ დაავადებულთა უმეტესობა ერთი და იმავე წყლის მილით მარაგდებოდა, ხოლო თავად ბაქტერიის გადამტანი წყალი აღმოჩნდა.

A map of a cityDescription automatically generated


ხელსაწყოები მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის

Flourish Studio

მარტივი რეგისტრაციის შემდეგ, ამ ხელსაწყოთი შესაძლებელია ნებისმიერი გრაფიკისა და ვიზუალის აწყობა, როგორც კავშირების ე.წ "Network"-ის დასადგენად და გამოსავლენად, ასევე მონაცემების ნათლად წარმოსაჩენად.



მათ შორის:
  • სხვადასხვა მონაცემების რუკაზე გამოსახვა ქვეყნებისა და ქალაქების მიხედვით.
    |


  • დამატებით, მარჯვენა მხარეს არსებული ხელსაწყოებით შესაძლებელია ვიზუალის ფერების, ფონტის და სხვა დეტალების შეცვლა.

DataWrapper

ამ ვებგვერდზეც, შესაძლებელია მონაცემების ატვირთვა როგორც ცალკე ფაილის სახით, ასევე Google-ის "სამუშაო სივრცდიდან" ლინკის დაკოპირებით.

  • ატვირთული მონაცემები სხვადასხვა ფორმატში ავტომატურად გამოისახება.

საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემებისთვის, წაიკითხეთ ვრცლად - "ქართული ღია წყაროები, რომლებიც ჟურნალისტურ საქმიანობაში გამოგადგებათ".
კატეგორია: ბლოგი
2023 წლის მარტის აქციებზე, პლაკატებზე "ტიკტოკის" ფრაზები რომ დავინახე მეგობრებთან ვხუმრობდი, ამ ამბების მერე პარტიები "ტიკტოკზე" რომ გადმოლაგდნენ რა სასაცილო იქნება - მეთქი.

ამ ბლოგსაც სწორედ ამიტომ ვწერ.

ის "ამბები" ალბათ ჯერ არც დასრულებულა, მაგრამ როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია აქტიურად ცდილობს "TikTok"-ის ათვისებას ოფიციალური თუ არაოფიციალური ანგარიშებით. და, როგორც სჩვევიათ, მანიპულირებენ პატრიოტული, რელიგიური თუ ეროვნული გრძნობებით.

"Stop Making Stupid People Famous"-ო ამბობს ერთი პროპაგანდისტული "ტიკტოკ" ანგარიშის ვიდეოში წამყვანი? მსახიობი? პროპაგანდისტი? არ ვიცი რას უწოდებენ მათ ბაბლებში ასეთ როლში მყოფს, მაგრამ ფაქტია, რომ we have to stop making stupid people famous - ანუ შევწყვიტოთ სულელების პოპულარიზაცია.

სიტყვა, რომელმაც ყველას თავი მოგვაბეზრა

პოლიტიკური პოლარიზაცია აყალიბებს ორ დაპირისპირებულ მხარეს ყველა სფეროში, იქნება ეს მედია, კულტურა თუ ბიზნესი.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ეს ვიდეო, სადაც ეს გოგო სახელოვნებო პერფორმანსს უწოდებს იმას, რასაც ახლა აქ არ აღვწერთ, თუმცა თუ ბმულზე გადახვალთ ნახავთ (არც ისე სასიამოვნო სანახავია).

მალევე, TikTok გვერდმა "აგენტურამ" ეს ვიდეო თავის არხზე ატვირთა, სადაც ისე გამოჰყავთ, თითქოს ყველა ვინც ლიბერალურ იდეებს იზიარებს აუცილებლად ასე მოიქცევა: "ცხადია, რომ ამ ახალგაზრდის ქცევა ლიბერალური ვოუკისტური მახინჯი იდეალოგიის და მისი პროპაგანდის გავლენის შედეგია, იდეოლოგია, რომელშიც თავისუფლება ყველაფრის უფლებას ნიშნავს … ადამიანების ასეთი დეგრადაციის მიზნით იხარჯება ქვეყანაში უცხოეთიდან შემოსული ბევრი ფული".

ამავდროულად, იგივე ვიდეო სულ სხვა არხმა, ირონიული წარწერით, "სგ სგ, კიდევ შემოუშვით რუსები".

და რა შუაშია ეს პროპაგანდისტულ გვერდებთან? ჩვენს კონტექსტში პოლარიზაცია სხვა არაფერია, თუ არა ერთი და იგივე ფაქტის სხვადასხვაგვარად შეფუთვა, იმის მიხედვით, თუ რომელ მხარეს რისი თქმა ან რა გზავნილის გავრცელება სურს. სოციალური ქსელები კი ამის ერთ-ერთი "საუკეთესო" საშუალებაა.

"TikTok"-ზე ასეთი ანგარიშების არსებობა სწორედ პოლარიზაციის გამწვავებას ემსახურება. აქ ხშირად იხსენებენ წინა ხელისუფლების დანაშაულებებს, "კრიტიკული" ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის ავრცელებენ სხვასხვა ტიპის მანიპულაციურ კონტენტს.

აქვე ვიტყვი, ვერ ვხვდები რატომ დამკვიდრდა ტერმინები "კრიტიკული მედია" ან "კრიტიკული ჟურნალისტი", რადგან კრიტიკულობა ორივესთვის ორგანულია, ბუნებრივი თვისებაა, მაგრამ ალბათ წლების გასვლასთან ერთად კიდევ უფრო დავრწმუნდები, რომ აქ ჟურნალისტობა არ არის ის რაც მასწავლეს ან ის, რისიც მე მჯერა.

მაგრამ იყოს, ამაზე მერე დავწერ.

ზემოთ ვახსენე, რომ პატრიოტული, რელიგიური და ეროვნული ღირებულებებით მანიპულირებენ მეთქი.

ამის ერთი ნათელი მაგალითი, ეს ვიდეოა, სადაც ოპოზიციური პარტიების წევრების, არასამთავრობოების წარმომადგენლების თუ სხვების, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები გააერთიანეს და ისე გამოიყვანეს, თითქოს ერის "გარყვნა" უნდათ, შემდეგ ვიდეოში ჩნდებიან ხელისუფლების წარმომადგენლები ფრაზებით: ქრისტიანული ღირებულებები, გმირი ჯარისკაცები, ოჯახი, მეუღლე, შვილები და სხვა. მსგავსი ვიდეო სხვადასხვა პროპაგანდისტულმა გვერდებმა გაავრცელეს.

აქვე შეიძლება ნახოთ ვიდეოები, რომ "პოლიციელი გმირია", #ვემსახურებისაქართველოს, მაგრამ ეს საერთოდაც არ ემსახურება კონკრეტული პოლიციელების გმირული საქმეების წარმოჩენას, მთლიანი გვერდი მხოლოდ ვაჟა სირაძეს ეძღვნება.

უცნაურია, მაგრამ ირაკლი კობახიძის იუმორის პროპაგანდაც კი შეიძლება ნახოთ ან "დიფ ფეიქი", თითქოს "საეჭვო კაცი" ამერიკას ლანძღავს.

ზოგიერთი კი, მაგალითად ეს გვერდი, "აგენტურა" არც მალავს თავის ინტერესებს და ამბობს, რომ "დიდი ძმა" ჯერ კიდევ გვიყურებს და აგენტობის იარლიყი რუსული კანონის გაწვევით "ვერ ავიცილეთ".

პლატფორმის ათვისებასთან ერთად, დაიხვეწა ვიდეოების ხარისხი, ახლა რამდენიმე გვერდზე უფრო "დავარცხნილი" ვიდეოები ქვეყნდება, სტუდიური განათებით, კარგი ხარისხითა და სამწუხაროდ, ახალგაზრდა წამყვანით? მსახიობით? პროპაგანდისტით? არ ვიცი რას უწოდებენ მათ ბაბლებში ასეთ როლში მყოფს, მაგრამ ფაქტია, რომ კიდევ ერთხელ, we have to stop making stupid people famous.

2023 წლის მარტში, "აგენტების შესახებ" კანონი ახალგაზრდებმა გააპროტესტეს, ამიტომ ტიკტოკზე პროპაგანდისტები თავიანთი მესიჯების გასავრცელებლად განსაკუთრებით გააქტიურდნენ.

თუმცა, დღეს, TikTok-ს შეიძლება იყენებდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მათ შორის, ისინიც ვინც ვერ არჩევენ ყალბ ამბებს, აქვთ სენტიმენტები "იაფი, ტკბილი საბჭოეთის" მიმართ და სჯერათ, რომ დასავლეთი ქართველობას წაგვართმევს.

ასეთი ანგარიშები უკვე უამრავია და სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება, მაგრამ ამ ვიდეოების კომენტარებით თუ სხვა დასავლური იდეების მხარდამჭერი გვერდებით, მჯერა, რომ Iconic Gen-Z არ იზიარებს ამ გზავნილებს და საპასუხოდ "ტიკტოკ ტრენდებითაც" კი დასცინის.
კატეგორია: რესურსები
ციფრულ ეპოქაში ინფორმაციის სწრაფად გავრცელება და მიღებაა შესაძლებელი, თუმცა ტექნოლოგიური განვითარება გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, რაც ძირითადად, კრიზისული სიტუაციების დროს ვლინდება.

საიდან მოდის ტერმინი ინფოდემია?

მსოფლიო პანდემია "იდეალური გარემოა" დეზინფორმაციისა თუ მანიპულაციური შინაარსის მასალების გამავრცელებელი ჯგუფებისთვის, რადგან ამ დროს მათ შეუძლიათ მარტივად დათესონ შიში და პანიკა საზოგადოებაში.

თუმცა, კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, პროპაგანდისტულ ძალებთან ერთად, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს ვირუსი გამოგონილი იყო ან საერთოდაც არ არსებობდა, სოციალური ქსელების ჩვეულებრივი მომხმარებლებიც, ნებით თუ უნებლიედ, ავრცელებდნენ სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციას ვირუსის შესახებ, მკურნალობის მეთოდებსა თუ დაინფიცირების შესახებ კონსპირაციულ თეორიებს.

ამიტომ, 2020 წლიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აქტიურად დაიწყო ტერმინის, "ინფოდემია" გამოყენება, რაც პანდემიის პირობებში ინფორმაციის ქაოსურად გავრცელებას გულისხმობდა.

  • თუმცა, "The Washington Post"-ის ჟურნალისტი, დეივიდ როსკოფი იყო პირველი, ვინც 2003 წელს "SARS" ვირუსის გავრცელებისას, ამბობდა, რომ ინფოდემია არის:
  • "მცირე ფაქტების, შიშისა და სპეკულაციების ნაერთი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში, გავლენას ახდენს ეროვნულ და საერთაშორისო ეკონომიკაზე, პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე. საბოლოოდ კი შორს დგას რეალობისგან."

რას საფრთხეა?
  • ინფოდემია ამცირებს ინსტიტუციების სანდოობას და არღვევს დემოკრატიულ პროცესებს.
  • მწვავდება პოლარიზაცია, რადგან ჩნდება დაპირისპირებული მხარეები, ვისაც სჯერა და არ სჯერა კონკრეტული თეორიის.
  • ხელს უწყობს სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციას. მაგალითად, კოვიდ-19-ის ვირუსის გავრცელების აზიელებთან დაკავშირება.
  • მცირდება საზოგადოების ნდობა სამეცნიორო კვლევებისა და პროფესიონალების მიმართ.
თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს, ინფოდემია მხოლოდ პანდემიას არ უკავშირდება და სოციალური ქსელების მეშვეობით, ინფორმაცია ვირუსულად ვრცელდება ნებისმიერ დარგში.

ერთერთი ნათელი მაგალითი არჩევნებია, რადგან ამ დროს ხშირად იყენებენ არაერთ გზას ოპონენტის დისკრედიტაციისთვის, რაც შეიძლება მოიცავდეს:
  • სოციალური მედიის კამპანიები
  • მცდარი ინფორმაციის გავრცელება ოპონენტზე
  • ამომრჩეველთა ხმებით მანიპულაცია და სხვა.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
18 სექტემბერს სოციალური ქსელის X-ის (ყოფილი "Twitter") მფლობელი, ილონ მასკი ისრაელის პრემიერ მინისტრ, ბენჯამინ ნეტანიაჰუს შეხვდა.

მათ x-ის მომხმარებლებში ანტისემიტურ განწყობებსა და ხელოვნურ ინტელექტის რეგულირებასთან ერთად, X-ის ფასიანი გამოწერის მეთოდზეც ისაუბრეს.

რას ამბობს ილონ მასკი?

როგორც მასკმა შეხვედრაზე აღნიშნა:
  • აპირებს, მომხმარებლებს X-ის სოციალური ქსელი მცირე საფასურის სანაცვლოდ შესთავაზოს.
  • მას არ დაუკონკრეტებია რა შეიძლება იყოს პლატფორმის გამოწერის საფასური ან რა ფუნქციების გააქტიურება იქნება შესაძლებელი მინიმალური თანხით.
  • მთავარ მიზეზად პლატფორმაზე ბოტების დიდ რაოდენობას ასახელებს და ამბობს, რომ ყოველი ახალი ანგარიშის გახსნისას ახალი გადახდის მეთოდის მითითება იქნება საჭირო.
  • ინდივიდუალური ანგარიშის საფასური მცირე იქნება, თუმცა ბევრი ბოტისთვის ეს მცირე თანხა საბოლოოდ დიდი იქნება.

რა ვიცით X-ზე?

ილონ მასკმა, იმდროინდელი "Twitter"-ის პლატფორმა 2022 წელს შეისყიდა და სხვა ცვლილებებთან ერთად, მან მალევე განაახლა მოხმარების პირობები.
  • ე.წ ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანის მიღება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია თანხის გადახდის სანაცვლოდ.
  • მასკმა ასევე განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს "სიტყვის თავისუფლებას" და შეცვალა კონტენტის მოდერაციის პირობები. ახლა მომხმარებლებს შეუძლიათ, გაავრცელონ დეზინფორმაცია კოვიდ-19-ის, თუ სხვა თემაზე, და ეს პლატფორმაზე რჩება.
  • მან ასევე შეცვალა კომპანიის მენეჯმენტი, წაიკითხეთ ვრცლად: "ტვიტერის ახალი აღმასრულებელი დირექტორი - რა ხდება?"
2023 წლის ივლისში, ილონ მასკმა "Twitter"-ის სახელი "X"-ით ჩაანაცლა და როგორც ამბობს, მოზანია, მომხმარებლებმა ერთ პლატფორმაზე ყველაფერი შეძლონ, რაც მოიცავს ფართო შინაარსს, ინტერნეტ-ვაჭრობიდან — მოკლე, გასართობ ვიდეოებამდე.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ტექსტის მაგენერირებელი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მედია საფრთხეს ხედავს და რეგულირებაზე მუშაობს.

OpenAI-ს ChatGPT საჯაროდ ხელმისაწვდომი 2022 წლიდან გახდა. ახალი პროდუქტის ჩაშვებასთან ერთად, მალევე დაიწყო დისკუსია გამოწვევებზე, რომლებსაც AI (ხელოვნური ინტელექტი) სხვადასხვა პროფესიას უქმნის, მათ შორის ჟურნალისტიკასაც.
  • წაიკითხეთ ვრცლად, „ხელოვნური ინტელექტი ჟურნალისტიკაში - შესაძლებლობები და გამოწვევები“

როგორ აგროვებს AI მასალებს?

ხელოვნური ინტელექტის ისეთი მოდელები, როგორიცაა Chat GPT "გაწვრთნილია" ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომ ვრცელ მასალებზე, მათ შორის სტატიებზე, სამეცნიერო ნაშრომებზე, წიგნებსა თუ სხვადასხვა ტიპის ტექსტებზე. „მიღებული ცოდნით“ კი შეუძლია მომხმარებლის კითხვებზე პასუხის გაცემა ან კონკრეტული დავალების შესრულება, მაგალითად სტატიის დაწერა.

სხვადასხვა გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატიებიც ხელოვნური ინტელექტის „გასაწვრთნელი“ ერთერთი საშუალება იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც Open AI-მ „ინტერნეტში მცოცავი“ ბოტი, chatbot ჩაუშვა, გამოცემების ნაწილმა გადაწყვიტა, მისთვის მასალებზე წვდომა შეზღუდოს.

რა არის "მცოცავი ბოტი"?
  • „მცოცავი ბოტი“ ინტერნეტში ხელმისაწვდომ წყაროებს აგროვებს და მათზე დაყრდნობით „იძენს ცოდნას“.
  • Open AI-მ გამოაქვეყნა ინსტრუქცია თუ როგორ შეუძლიათ გამოცემებს თავიანთ მასალებზე წვდომა Open AI-ს ბოტს სრულად შეუზღუდონ ან მიუთითონ კონკრეტული მასალები, რომლებსაც გამოიყენებს Open AI.
  • როგორც Open AI-ში ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ გავლენიანმა, პასუხისმგებლობიანმა წყაროებმა მათ მასალებზე მისცენ წვდომა ბოტს, რათა დაიხვეწონს და მეტად სანდო გახდეს AI.

რატომ უზღუდავენ წვდომას გამოცემები ბოტს?

ხელოვნური ინტელექტის გამოჩენასთან ერთად, მალევე გაჩნდა ინტელექტუალური საკუთრების უფლების შელახვის საფრთხე, რადგან რამდენიმე ავტორის ან გამოცემის გამოქვეყნებულ ტექსტს AI იყენებს იმისთვის, რომ დააგენერიროს ახალი. სწორედ ამიტომ, არაერთმა ავტორმა უჩივლა Open AI-ს მათი სტატიების გამოყენებისთვის.

დამატებით, კომიკოსმა და მსახიობმა, სარა სილვერმენმა საჩივარი შეიტანა “Meta”-ს წინააღმდეგაცაც, ის ამტკიცებს, რომ კომპანიამ თავისივე ხელოვნური ინტელექტის, LLaMa-ს, გასაწვრთნელად, სილვერმენის წიგნი ნებართვის გარეშე გამოიყენა.

თუმცა, open AI-ს ბოტისთვის წვდომის შეზღუდვა, პრობლემას მაინც ვერ აგვარებს, რადგან სტატიები თუ სხვა მასალები ხშირად ონლაინ ბიბლიოთეკებში, არალეგალურ ვებგვერდებსა თუ სხვა საიტებზეც ვრცელდება.

რომელმა გამოცემებმა აუკრძალეს Open AI-ს მასალების გამოყენება?

გამოცემებიდან ერთერთი პირველი, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის „გაწვრთნისთვის“ მათი მასალების გამოყენება აკრძალა “The New York Times” იყო. ამის შემდეგ, ეს შეზღუდვა დააწესეს სხვა გამოცემებმაც, მათ შორის:
  • The Guardian
  • CNN
  • Reuters
  • Canberra Times და სხვა.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
დღეს, სოციალური ქსელები განსაზღვრავს ახალ ამბებს, პოლიტიკას, პირად ურთიერთობებსა თუ სხვა ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს, რადგან ამ ქსელებში მუდმივად განიხილება მიმდინარე მნიშვნელოვანი თემები, ხშირად მომხმარებლები არიან ინფორმაციის გამავრცელებლები, პოლიტიკოსებისთვის კი არის სივრცე დიდ აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის.
  • წაიკითხეთ ვრცლად: "ინფლუენსერები ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროა - 2023 წლის კვლევა"

რას ნიშნავს მეტას ( Instagram, Facebook) "ვერიფიცირებული" ანგარიში?

"ინსტაგრამი" ვერიფიკაციის ლურჯ ნიშანს 2013 წლიდან ანიჭებს მომხმარებლებს მათი მოთხოვნის საფუძველზე. თავდაპირველად, ეს კონკრეტული ადამიანის პოპულარობით, მისი სახელის ძებნის სიხშირითა და პლატფორმაზე აქტიურობით განისაზღვრებოდა. დამატებით, მნიშვნელობა არ ჰქონდა ე.წ "ფოლოვერების" რაოდენობას.

თუმცა, 2023 წლის თებერვლიდან შესაძლებელი გახდა მისი "გამოწერა" ანუ ყოველთვიური საფასურის ($11.99-$14.99) სანაცვლოდ მომხმარებლის პროფილზე ლურჯი ნიშნის დამატება.

მომხმარებელი ამისთვის რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს:
  • იყოს ასაკით 18 წელზე დიდი
  • ჰქონდეს პირადობის მოწმობა ვერიფიკაციისთვის
  • ჰქონდეს Instagram ან Facebook ანგარიში
  • "ეთანხმებოდეს" ამ პლატფორმების მიერ დაწესებულ მოხმარების პირობებსა და წესებს.
ამ პლატფორმებზე, სხვადასხვა ფოტოებსა თუ ვიდეოებზე დაგროვებული "მოწონებების" ან ნახვების რაოდენობა ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი მოზარდებისთვის რეალურ ცხოვრებაში სოციალური როლის განმსაზღვრელიც კი არის.

  • კვლევების თანახმად, იმ გოგოების 32%-ს, რომელთაც არ მოსწონდათ თავიანთი სხეული, “ინსტაგრამმა” თავი უფრო ცუდად აგრძნობინა. იგივეა ამერიკელი ბიჭი თინეიჯერების 12%-ის შემთხვევაშიც.
  • მუდმივად იზრდება ადამიანების სურვილი, რომ ამ ქსელებისთვის საკმარისად "კარგები" და დაფასებულები იყვნენ. ამიტომ, "გამოწერის მეთოდი" მეტასთვის შემოსავლის ახალი წყარო გახდა
  • მხოლოდ ერთ დღეში, 2023 წლის აპრილში, "ინსტაგრამმა" 44 მილიონი "ვერიფიკაციის" ნიშანი გაყიდა და ამით, დამატებით, მხოლოდ 24 საათში $600 მილიონის შემოსავალი მიიღო.
რა საფრთხეა?

მიუხედავად იმისა, რომ "Meta verified"-ის იდეა, კრეატორების და სხვა მომხმარებლების ანგარიშების "ნამდვილობის" პირადობის მოწმობით დადასტურებაა, რათა მათი სახელით არ შეიქმნას ყალბი ანგარიშები, არსებობს რამდენიმე გამოწვევა:
  • ციფრული სეგრეგაცია - მხოლოდ ვერიფიცირებული ანგარიშები (ის მომხმარებლები, რომლებიც თანხას იხდიან) აღიქმებიან ლეგიტიმურად და სხვა მომხმარებლებს შესაძლოა აღარ ჰქონდეთ ციფრულ დისკუსიებში ჩართვის შესაძლებლობა.
  • ნებისმიერი ახალი ამბების სააგენტოს შეუძლია საფასურის გადახდის სანაცვლოდ მიიღოს ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი, რაც მანამდე ერთგვარად განსაზღვრავდა "სანდო მედიას" დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია.
  • დამატებით, კვლევებით დასტურდება, რომ სოციალური ქსელები, განსაკუთრებით "ინსტაგრამი" თინეჯერებს თავს არასაკმარისად კარგად აგრძნობინებს, ეს ლურჯი ნიშანი კი შესაძლოა ამის ახალი მიზეზი გახდეს.
"ინსტაგრამზე" თანხის სანაცვლოდ მიღებული ვერიფიკაციის ნიშნები სოციალურ ქსელებში მიმების შექმნისა და გავრცელების საგნადაც კი იქცა.










როგორია "ტვიტერის" (ამჟამად X) ვერიფიკაციის მოდელი?

ტვიტერზე ვერიფიკაციის ნიშანის "გამოწერის" მეთოდით ყიდვა 2022 წლიდან შეიძლება. თუმცა, "მეტასგან" განსხვავებით, ნიშნებს ფერების მიხედვით ანიჭებენ ორგანიზაციებსა და სამთავრობო უწყებებს.
  • ლურჯი ნიშანი არის ნებისმიერი მომხმარებლისთვის, რომელსაც $8-ის სანაცვლოდ შეუძლია შეძენა
  • ოქროსფერი ნიშანი ხელმისაწვდომია კომპანიებისთვის.
  • ნაცრისფერი კი სამთავრობო უწყებებისთვის.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
თუ სერვისს უფასოდ იღებ და პროდუქტში ფულს არ იხდი, გამოდის, რომ თავად ხარ პროდუქტი - ეს ფრაზა განსაკუთრებით პოპულარული ინტერნეტის აქტიური გამოყენებიდან გახდა და იმას გულისხმობს, რომ სოციალურ ქსელების მოხმარებისას ფულს პირდაპირი გზით არ ვიხდით, თუმცა დღეს, ჩვენი პერსონალური მონაცემებია მონეტიზირებული.

მოდი განვმარტოთ, ამ ქსელების "ციფრული ანაბეჭდების" დატოვების გარეშე გამოყენება, ფაქტობრივად შეუძლებელია, "სქროლვის" სიხშირე, ინტერაქცია პოსტებზე თუ ნებისმიერი სხვა ციფრული მანევრი, ინახება და პლატფორმების უკან მდგომ "ტექ-გიგანტებს" ჩვენზე იმაზე დიდ ინფორმაციას აწვდის, ვიდრე ეს საკუთარ თავზე შეიძლება ვიცოდეთ.

მეტიც, "ფეისბუქს", "ტიკტოკს" თუ სხვას პირდაპირი გავლენა აქვს იმაზე თუ რას ვიყიდით, სად შევჭამთ, ვის მოვუსმენთ ან არ მოვუსმენთ ან ყველაზე მნიშვნელოვანი, ვის მივცემთ ხმას არჩევნებზე.

სწორედ ეს მოხდა 2016 წელს, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებისას.

თუმცა, ამბავი 2013 წლიდან იწყება, როდესაც კემბრიჯის უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიის დეპარტმანეტის მკვლევარმა ალექსანდრ კოგანმა, ქვიზების აპლიკაცია "ეს არის შენი ციფრული ცხოვრება" (This is your digital life) ჩაუშვა, როგორც ის მაშინ ამბობდა ეს მხოლოდ აკადემიურ მიზნებს ემსახურებოდა.

მომხმარებლებს კი მცირე თანხის მიღების ან აპლიკაციაში "პრემიუმ ფუნქციების" გააქტიურების სანაცვლოდ შეეძლოთ ქვიზების შევსება და გამოკითხვაში მონაწილეობა, დამატებითი პირობა ავტორიზაციისას, მათი "Facebook"-ის ანგარიშით შესვლა იყო.

სწორედ ამ პირობით, კოგანი საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციასთან ერთად, როგორიცაა სახელი, გენდერი, ასაკი, აგროვებდა ლოკაციის მონაცემებს, სტატუსებს, განთავსებულ ფოტოებსა და მომხმარებლის მიერ დალაიქებულ გვერდებს, რაც მათ ინტერესებსა და შეხედულებებზე მეტყველებდა.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 1 მომხმარებლის Facebook-ავტორიზაციით, მთელი მისი "მეგობრების სიის" ინფორმაციაზეც ჰქონდა წვდომა.

მასშტაბი რომ განვსაზღვროთ, აპლიკაციაში 270 ათასი მომხმარებლის რეგისტრაციამ 87 მილიონი სხვა მომხმარებლის ინფორმაცია შეუგროვა კოგანს.

მაგალითად, თუ მე გავივლიდი ამ აპლიკაციაში ავტორიზაციას "ფეისბუქით" და მეგობრებში პირობითად 300 მეგობარი მეყოლებოდა, კოგანი მიიღებდა ინფორმაციას როგორც ჩემს ასევე ჩემი სამასივე მეგობრის ინტერესებზე, იდეებზე, ინტერაქციასა და შეხედულებებზე.

მეგობრების სიიდან შემთხვევით მოხვედრილი მომხმარებლების გარდა, იმ 270 ათასი ადამიანისთვის კვლევისა და ქვიზების შეკითხვები, ე.წ "დიდი ხუთეულის", OCEAN-ის პრინციპს ემყარებოდა, კოგანს მათი ხასიათის დეტალებს თითქმის სრული სიზუსტით აწვდიდა და მოიცავდა:

  • O - Openness - ღიაობა
  • C - Conscientiousness - კეთილსინდისიერება
  • E - Extroversion - ექსტროვერტულობა
  • A - Agreeableness - დათანხმებადობა
  • N - Neuroticism - ემოციური სტაბილურობა

თითოეულ პუნქტში დაბალი და მაღალი ქულები შესაბამისად განსაზღვრავდა ადამიანის ხასიათს.

2014 წელს, პოლიტიკური კონსულტაციების კომპანია "Cambridge Analytica"-ს თანამშრომელი კრისტოფერ ვაილი შეხვდა ალექსანდრ კოგანს, რომელმაც თავისი აპლიკაცია გააცნო და მასალები გადასცა.

2015 წელს, ფეისბუქის ერთერთმა თანამშრომელს Cambridge Analytica-ს მიერ მომხმარებელთა ინფორმაციის მოპარვასთან დაკავშირებით გაუჩნდა ეჭვი და შიდა კვლევით დაადასტურეს კიდეც.

ამავე წლის დეკემბერში, Facebook-მა წაშალა კოგანის აპლიკაცია და მოსთხოვეს Cambridge analytica-ს რომ ასევე გაენადგურებინა მათი მომხმარებლების ინფორმაცია, როგორც იმ დროს "facebook"-ის წარმომადგენლებს უთხრეს ეს მონაცემები უკვე წაშლილი ჰქონდათ.

თუმცა, როგორც 2018 წლის მარტში გაირკვა, კრისტოფერ ვაილიმ, The Guardian-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რომ მათ ეს მონაცემები არ წაუშლიათ და მეტიც, პირდაპირ იყენებდნენ აუდიტორიის სამიზნე ჯგუფებად ჩამოყალიბებისა და თითოეული ამომრჩევლის პორტრეტის შექმნისთვის.

2016 წელს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთერთი ხელმძღვანელი სტივ ბენონი, SCL გრუფში მენეჯერულ პოზიციას იკავებდა, Cambridge Analytica კი ამ კომპანიის "შვილობილი კომპანიაა".

კრისტოფერ ვაილი, "The guardian"-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რთულია 2016 წელს, დონალდ ტრამპის გამარჯვება პირდაპირ "Cambridge analytica"-ს დავუკავშიროთ, თუმცა ფაქტია, რომ მოსახლეობაზე მანიპულაციურმა ვიდეო თუ ფოტო მასალამ, რომელიც გამიზნულად ხვდებოდათ მათ არჩევანზე დიდი გავლენა იქონია.

"ფეისბუქის სკანდალის" პარალელურად, დიდ ბრიტანეთში, Chanel 4-მა გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც თითქოს პოტენციური შრილანკელი დამკვეთი (რომელიც რეალურად ჟურნალისტის აგენტი იყო), რომელსაც დიდ ბრიტანეთში გავლენების მოპოვება სურს, Cambridge Analytica-ს აღმასრულებელ დირექტორს, ალექსანდერ ნიქსს ხვდება, სადაც ნიქსი არწუმებს დამკვეთს, რომ ტრამპის არჩევნებში მათ ფეისბუქ მონაცემები გამოიყენეს.

2023 წლის აპრილში, Facebook დათანხმა, რომ $725 მილიონი გადაუხადოს დაზარალებულ მომხმარებლებს.

ფორმის შევსებით, ამერიკის მოქალაქეები, რომლებსაც 2007 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში ჰქონდათ ფეისბუქი, ამ თანხიდან როგორც დაზარალებულები პროცენტულ წილს მიიღებენ.
კატეგორია: საქართველო
სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ბევრი ინფორმაცია ინფორმაციის მრავალფეროვნებას არ ნიშნავს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენს ინტერესებს ალგორითმი განსაზღვრავს.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

2023 წლის ივლისის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 60%-ზე მეტი იყენებს სოციალურ ქსელს, შესაბამისად დღითიდღე იზრდება "ახალი მედიის" როლი სხვადასხვა თემებზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის.

მცირე, თუმცა სოციალურ ქსელებში აქტიური, ხშირად კოორდინირებული და არაავთენტური ჯგუფები ცდილობენ წამოიწყონ დისკუსია მათთვის სასურველ თემაზე, რაც თავის მხრივ ამწვავებს დაპირისპირებას დანარჩენ საზოგადოებაში, რადგან ალგორითმის საშუალებით მარტივია დიდ აუდიტორისთან წვდომა.

მოკლედ, როგორ მუშაობს ალგორითმი?

სოციალური ქსელების ალგორითმი ტექნიკურად სხვადასხვანაირად მუშაობს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში აქვთ ერთი მიზანი - შეისწავლონ მომხმარებლის ქცევა, ინტერაქცია და მიაწოდონ ის კონტენტი, რომელიც მას მოსწონს და დიდხანს გააჩერებს პლატფორმაზე.

რა პრობლემაა?

მაშინაც კი, თუ მომხმარებელი მუდმივად კითხულობს, უყურებს სხვადასხვა პრორუსული, დეზინფორმაციული გვერდების კონტენტს, ალგორითმი მუშაობს ანალოგიური პრინციპით და ამ მომხმარებელს მუდმივად აწვდის პროპაგანდისტულ მასალებს.
  • მიუხედავად იმისა, რომ ე.წ "ფაქტ-ჩეკერები" ყალბი, არაზუსტი მასალების მოსანიშნად და წასაშლელად აქტიურად მუშაობენ, დეზინფორმაცია მაინც დიდი მასშტაბით ვრცელდება.
"როგორ ამოვიცნოთ ბოტები?" - წაიკითხეთ ვრცლად.
  • ეს კი აჩენს ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ მხარეს, ე.წ "ბაბლებს" ("პატარა საზოგადოებებს") სოციალურ ქსელებში.
  • მწვავე პოლარიზაციის პირობებში, მედიის მიერ ამბების სწორად გაშუქებასა და ინფორმაციის ყველა "ბაბლის" წევრამდე მიტანას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


როგორ შეუძლია მედიას "გაწვრთნას" ალგორითმი?

პასუხისმგებლიანი მედიისთვის ახალი გამოწვევაა, რომ მათი გადამოწმებული, ღირებული მასალები უბრალოდ ვერ აღწევს იმ აუდიტორიამდე, რომელიც მუდმივად პროპაგანდისტულ მასალებს ეცნობა.

რატომ? - პრობლემა კვლავ ალგორითმის მუშაობის პრინციპია.

ამიტომ, ცალკეულ ჟურნალისტებს, შეუძლიათ თავად გაწვრთნან თავიანთი სოციალური ქსელის აგორითმი ისე, რომ მათაც ხვდებოდეთ დეზინფორმაციული, პრორუსული ან პროსახელისუფლებო გვერდები და მათი მესიჯები, რადგან იცოდნენ რა ხდება სხვადასხვა "ბაბლებში" და რა გზავნილები ვრცელდება.

  • სოციალურ ქსელებში დააკვირდნენ სხვადასხვა პოსტის კომენტარებში ან გაზიარებების ველში ანგარიშებს, მათ გზავნილებს.

  • სხვა რომელ გვერდებს "მისდევენ" ეს მომხმარებლები, რა/ვინ აინტერესებთ? - გამოიწერეთ იმავე გვერდები.

  • ზიარდება თუ არა პოსტები სხვადასხვა პროსახელისუფლებო ჯგუფებში? როგორია ამ ჯგუფებსა და ინდივიდუალურ პროფილებზე გაზიარებული პოსტის ინტერაქცია - დაემატეთ იმავე ჯგუფებში.

ამ გზით, შესაძლებლობა გექნებათ გაიგოთ რა ხდება საზოგადოების სხვადასხვა ციფრულ ჯგუფებში. თუმცა, მნიშვნელოვანია საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებთან პირდაპირი საუბარი იმაზე თუ რა ხვდებათ სოციალურ მედიაში ხშირად, რომელ გვერდებს ეცნობიან ახალი ამბებისთვის და სხვა.

ჟურნალისტებს, სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა ქცევასა და ინტერაქციაზე დაკვირვებით, შეუძლიათ, რომ ერთი მხრივ, იცოდნენ რა არის ე.წ "მესიჯბოქსი" კონკრეტული დროისთვის, მეორე მხრივ კი ამ "კვლევას" გამოიყენებს თავისი მასალებით დეზინფორმაციის მორიგი კამპანიის პრევენციისთვის.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ჟურნალისტიკას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. მედიაში ხელოვნური ინტელექტის აქტიურმა გამოყენებამ პროფესიულ წრეებში AI-ს დარეგულირებაზე გააჩინა დისკუსია.

2023 წლის ივლისში, RSF-მა ("რეპორტიორები საზღვრების გარეშე") გაავრცელა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩამოაყალიბებს ქარტიას ხელოვნური ინტელექტის მედიაში გამოყენებისთვის.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

"ახალი ამბების სააგენტოების მსოფლიო გაერთიანებამ", 2023 წელს ხელოვნური ინტელექტის მედიაზე გავლენის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა:
  • ნიუსრუმებიდან 49% ამბობს, რომ იყენებს სხვადასხვა AI-ს, მათ შორის chat GPT-ს გამოკითხულ ჟურნალისტთა ნახევარზე მეტი AI-ს ტექსტის გენერირებისთვის იყენებს.
  • რედაქტორების 37%, ხოლო ჟურნალისტების 26% არის მზად, რომ აითვისოს/გამოიყენოს ეს ტექნოლოგია.
  • ჟურნალისტების თითქმის ნახევარი ამბობს, რომ მათ აქვთ AI-ს გამოყენების თავისუფლება, თუმცა მხოლოდ 20%-ს აქვს ე.წ "გაიდლაინები" ანუ გამოყენების წესები.
როგორც კვლევით დადგინდა, ჟურნალისტებს, რომლებიც აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურ საქმიანობაში, ძირითადად არ აქვთ ამ ტექნოლოგიის გამოყენების ინტრუქცია, რაც რიგ საფრთხეებს ქმნის:
  • თუ ყველა ნიუსრუმი AI-ს გენერირებულ იდეებსა და სტატიებს გამოაქვეყნებს, მასალების მრავალფეროვნება მნიშვნელოვნად შემცირდება.
  • საფრთხე შეექმნება გამოცემების დამოუკიდებლობასაც.
  • ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ე.წ "ბაბლების" ჩამოყალიბებას, რადგან არ იარსებებს ალგორითმის "შერჩეული" მასალისგან განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრება.
რა ფუნქცია ექნება ქარტიას?

ქარტიაში, AI-ს ჟურნალისტური სტანდარტებითა და ეთიკური გამოყენების უზრუნველსაყოფად, 13 სხვადასხვა ქვეყნიდან ჟურნალისტიკის სფეროდან 21 წევრი გაერთიანდება. ხელმძღვანელი ფილიპინელი ჟურნალისტი - მარია რესა იქნება.

სხვა არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციებთან ერთად, RSF-ის ინიციატივას უერთდება გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებები: ICIJ და OCCRP.

ქარტია შეადგენს პრინციპებს, უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელიც ჟურნალისტებს AI-ს გამოყენებისას ეკისრებათ.

როგორც RSF-ის გენერალური მდივანი, კრისტოფერ დელუარი ამბობს: "სამწუხაროდ, ინდივიდუალურად ამ ტექნოლოგიების ეთიკურად გამოყენება წახალისებული არ არის, ამიტომ ჩვენ გვჭირდება კოლექტიური, გლობალური ვალდებულება, რომელიც დაფუძნებულია ჯანსაღ პრინციპებზე ეთიკური ჟურნალისტიკის დასაცავად."
კატეგორია: ინტერვიუ
რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ომის კორესპონდენტები ეპიცენტრიდან ჰყვებიან რეალურ ამბებს მსოფლიოსთვის.

შესაძლებელია, ჟურნალისტებმა შეინარჩუნონ ობიექტურობა საკუთარ ქვეყანაში ომის გაშუქებისას? რა ეთიკურ და მორალურ დილემებს აწყდება უკრაინული მედია, უკრაინაში რუსეთის ომის გაშუქებისას — "The Kyiv Independent"-ის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ჟურნალისტ ანნა მირონიუკთან ინტერვიუში ვისაუბრეთ.

მოკლედ ანნა მირონიუკზე:
  • ანნა მირონიუკი უკრაინული გამოცემა, "The Kyiv Independent"-ის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
  • სტატიებს წერს ისეთი გავლენიანი გამოცემებისთვის, როგორიცაა New York Times, Washington Post, OCCRP და სხვა.
  • მისი ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ჯანდაცვასა და კორუფცია.
  • 2023 წელს, ევროპის პრესის პრიზის გამარჯვებული გახდა სტატიისთვის, რომელიც საერთაშორისო ლეგიონში ხელმძღვანელების მხრიდან მებრძოლთა შეურაცხყოფასა და მუქარას შეეხებოდა.
  • 2023 წლის ივნისში, ამბის თხრობის ფესტივალის ფარგლებში (*ZEG), USAID მედია პროგრამის მხარდაჭერით, ანნა მირონიუკი თბილისში ქართველ კოლეგებს შეხვდა და გამოცდილება გაუზიარა.
ინტერვიუს მთავარი გზავნილები:
  • "ომის დროს არ გაქვს უფლება, რომ უბრალოდ, სხვა ამბავზე "გადაერთო".
  • "ობიექტურობა ნიშნავს, რომ აუდიტორიას მიაწოდო საჭირო კონტექსტი და სრული სურათი, რათა თავად მიიღონ გადაწყვეტილება."
  • "ვფიქრობ, "The Kyiv Independent"-ი თავისი გაშუქებით ადასტურებს, რომ ჩვენ არ ვართ ხელისუფლების პრეს-სამსახური."
  • "პრეზიდენტი ზელენსკი არ მიიჩნევს, რომ მედია შუამავლად ესაჭიროება, მას შეუძლია, პირდაპირ მიმართოს საზოგადოებას და "კუთხეში მომწყვდეულს" არ მოუწიოს ჟურნალისტების კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა."
  • "იმოქმედეთ ეთიკურად და მიჰყევით ფაქტებს, სწორედ ეს არის ჟურნალისტიკის ფუნდამენტი, სხვა შემთხვევაში ხდები პიარი ან პროპაგანდისტი."

მედიაჩეკერი: რა გამოწვევების წინაშე დგას უკრაინული მედია, მათ შორის, "The Kyiv Independent"?

ანნა მირონიუკი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უსაფრთხოებაა, რადგან ჩვენი გამოცემა კიევში მდებარეობს. უკრაინის დედაქალაქი კი, პირველი სამიზნეა რუსული სამხედრო ძალებისთვის.

დამატებით, ჩვენი რეპორტიორები უკრაინის სხვადასხვა ტერიტორიებიდან, ომის ცხელი წერილებიდან მუშაობენ - სადაც მათი სიცოცხლე საფრთხეშია. 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში მოქმედებს საომარი მდგომარეობა, რაც თავისთავად ზღუდავს გამოცემების სიტყვის თავისუფლებას.

ამასთანავე, ჟურნალისტების მენტალური მდგომარეობა და "გადაწვა" მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ისინი რუსეთის ომს უკრაინაში 2014 წლიდან აშუქებენ. თუმცა, ახლანდელი სრულმასშტაბიანი ომი განსაკუთრებით აისახება მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

ომის დროს ყოველ წამს ამ ამბავში ხარ, არ გაქვს უფლება, რომ რაიმე სხვაზე გადაერთო. ისმენ ადამიანების ისტორიებს და ეს აუდიტორიამდე მიგაქვს, ცხადია, რომ ამას შენზე აქვს გავლენა.

მედიაჩეკერი: როდესაც საკუთარი ქვეყნის ომს აშუქებ, ობიექტურობის შენარჩუნება შესაძლებელია?

ანნა მირონიუკი: ვფიქრობ, ობიექტურობა ნამდვილად შესაძლებელია. ზოგიერთი ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ეს ორი მხარისთვის საუბრის შესაძლებლობას ნიშნავს, რაც ასე არ არის. "იმან თქვა ის, ამან თქვა ეს", სრულ კონტექსტს უნდა მოარგო და ისე მიაწოდო საზოგადოებას.

ჩემთვის, ობიექტურობა აუდიტორიისთვის სრული სურათის წარმოდგენაა, რათა შემდეგ, მიღებული ინფორმაციით, თავად შეძლონ გადაწყვეტილების მიღება.

ვფიქრობ, "The Kyiv Independent"-ი თავისი გაშუქებით ადასტურებს, რომ ჩვენ არ ვართ ხელისუფლების პრეს-სამსახური. კრიტიკა, მიუკერძოებლობა და გულწრფელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელია.

მედიაჩეკერი: ომის დაწყების შემდეგ, გაიზარდა ცენზურა? ანუ უკრაინის ხელისუფლება უფრო სენსიტიური გახდა კრიტიკული მასალების მიმართ?

ანნა მირონიუკი: საომარი მდგომარეობა ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, რომ გააკონტროლოს ქვეყანაში გამოქვეყნებული მასალები. გართულდა საჯარო ინფორმაციაზე წვდომა, რადგან გვპასუხობენ, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია ახლა სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს.

თუმცა, გართულებულ პირობებშიც კი, არსებობს უკრაინული გამოცემები, რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობას აგრძელებენ.

მედიაჩეკერი: რუსეთის უკრაინაში ომის დროს, პრეზიდენტ ზელენსკის ფიგურა რომანტიზებულია, მათ შორის, ქართველი ჟურნალისტების ნაწილშიც. ომამდე, ზელენსკი ხშირად არ ჩნდებოდა კამერებსა და ჟურნალისტებთან. შეიცვალა მისი ეს დამოკიდებულება?

ანნა მირონიუკი: ვერ ვიტყოდი, რომ კამერების წინ დგომა არ უყვარს, პირიქით, უბრალოდ, მას ჟურნალისტები არ მოსწონს. ის კამერასთან საკმაოდ კომფორტულადაა და ყოველდღიურ ვიდეოებსაც წერს, თუმცა, მას არ სჭირდება ჟურნალისტი, როგორც საზოგადოებასთან "შუამავალი".

ეს, ვფიქრობ, მისი მხრიდან პოპულისტური ნაბიჯია, რადგან ღიაობის ილუზიას ქმნის და მე, როგორც ჟურნალისტს, შანსს არ მაძლევს, საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვები დავუსვა. ის ინტერვიუს არ აძლევს უკრაინულ მედიას, ესაუბრება უცხოურ გამოცემებს, თუმცა, ეს სხვა რამ არის.

რამდენჯერმე იყო "off the record" (*ჩანაწერის გარეშე) შეხვედრა - "ფავორიტი ჟურნალისტების" შეკრებები, თუმცა, სხვა არის, როდესაც სრულ ინტერვიუში პასუხობ კრიტიკულ გამოცემას.

ვფიქრობ, მისი დამოკიდებულება არ შეცვლილა, რადგან პირველად საპრეზიდენტო არჩევნებისასაც სწორედ ასე ფიქრობდა, რომ მედია არ სჭირდება, როგორც შუამავალი. მას შეუძლია პირდაპირ საზოგადოებას მიმართოს, თუმცა, ფაქტია, კრიტიკული კითხვებით "კუთხეში მომწყვდევა" არ მოსწონს.

მედიაჩეკერი: ადამიანები იღლებიან ნეგატიური ამბებით. 2022 წლის თებერვლიდან-აპრილამდე, Google Trends-ის მიხედვით, "რუსეთის ომი უკრაინაში" ყველაზე ხშირად მოძიებული ფრაზა იყო, თუმცა, 2023 წლის იმავე პერიოდში ეს რიცხვი მკვეთრად შემცირდა.

ცხადია, უკრაინელებისთვის ომს შეწირულთა რაოდენობა სტატისტიკა არასდროს გახდება, თუმცა, რას ხედავს მსოფლიო? როგორ ფიქრობთ, აკლია უკრაინულ მედიას ადამიანური ისტორიები?

ანნა მირონიუკი: მე არ ვიცი რას ხედავს მსოფლიო. უკრაინელი ჟურნალისტი ვარ და კიევში ვცხოვრობ, ამიტომ ჩემთვის თითოეულ დაღუპულს თავისი სახელი, ოჯახი და ტრაგედია აქვს და არ არის მხოლოდ ერთი რიცხვი.

არ ვფიქრობ, რომ უკრაინული გამოცემები მხოლოდ მშრალი სტატისტიკებით წერენ. ბევრი სიღრმისეული სტატია ქვეყნდება დაზარალებულ ოჯახებსა და იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც ქვეყნისთვის ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს.

მედიაჩეკერი: "The Kyiv Independent"-ს ვებგვერდზე დაემატა ახალი ველი "ვხსნით უკრაინას" (Explaining Ukraine), ასევე, გამოეცით წიგნი "უკრაინელების გამძლეობის ომის დღიურები." რას უყვებით მსოფლიოს?

ანნა მირონიუკი: ჩვენმა გამოცემამ დიდი რესურსი ჩადო მრავალფეროვნებაში, ცალკე გავხსენით დეპარტამენტი, რომელიც ომის დანაშაულზე მუშაობს.

ასევე, დავიწყეთ დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობა და გამოვეცით წიგნი - ეს ძირითადად, ჩვენი გაშუქებული მასალების შედარება და შეჯამებაა ომის დაწყებიდან - წიგნის გამოცემამდე.

რაც შეეხება, "ვხსნით უკრაინას", ადამიანებს ვუხსნით უკრაინის კულტურასა და ტრადიციებს, ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყანაზე დამკვიდრებულ სტერეოტიპებსა და სტიგმებზე.

მედიაჩეკერი: რას ურჩევდით საგამოძიებო მასალებზე მომუშავე ჟურნალისტებს, განსაკუთრებით, ომის დროს?

ანნა მირონიუკი: მტკიცე და დაუღალავი უნდა იყო, იმიტომ, რომ ხშირად გულდასაწყვეტია და დემოტივაციას იწვევს, რომ "დაკაკუნებისას კარს არ გიღებენ". ბევრჯერ გიწევს თავიდან სცადო, რომ მიიღო სასურველი ინფორმაცია, თუმცა, იყავით კრეატიული, მრავალი სხვა გზაც არსებობს.

მედიაჩეკერი: როგორ შეიძლება შეეწინააღმდეგო რუსულ პროპაგანდას და მიიჩნევთ, რომ რაღაც ეტაპზე, ომში ყოფნისას, თქვენც პროპაგანდისტი ხდებით?

ანნა მირონიუკი: ჩემი მიდგომა განსხვავებულია. არ მიმაჩნია, რომ რუსულ პროპაგანდას აუცილებლად უკრაინული პროპაგანდა უნდა დავუპირისპიროთ. ერთადერთი სწორი გზა, პროპაგანდასთან საბრძოლველად არის, რომ თქვა სიმართლე, რადგან ის ანგრევს და ანადგურებს ნებისმიერ პროპაგანდას.

უბრალოდ იმოქმედეთ ეთიკურად და მიჰყევით ფაქტებს. სწორედ ეს არის ჟურნალისტიკის ფუნდამენტი, სხვა შემთხვევაში ხდები პიარი ან პროპაგანდისტი.
კატეგორია: საქართველო

6 ივლისს, საგარეჯოში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზენტაციის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაესხნენ თავს.

"ფორმულას" ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე ადგილზე ოპერატორ სულხან ჭკადუასთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ის "მედიაჩეკერთან" ამბობს, ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის კითხვაც კი არა დაუსვამთ, ისე დაესნენ მათ თავს.

"თავდამსხმელებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რომელი ტელევიზია იყო, რადგან ფიზიკურად დაუპირისპირდნენ როგორც კრიტიკული, ისე სახელისუფლებო მედიის ჟურნალისტებს."

"ფორმულას" ჟურნალისტი გვეუბნება, რომ მიკროფონზე ეჯაჯგურებოდნენ, "იმედის" ჟურნალისტსაც.

"იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მიხეილ ფეიქრიშვილი "მედიაჩეკერთან" ამბობს, რომ ადგილზე მათი გადამღები ჯგუფები არ დაშავებულან.

ადგილზე დაშავდა "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფიც, ჟურნალისტი ია გულიაშვილი, და ოპერატორი ლევან დვალი. მათ დაუზიანეს გადასაღები აპარატურაც.

"მანქანიდან როგორც კი გადავედით მე და ჩემი ოპერატორი იმწამსვე გავიგეთ რეპლიკა, რომ "მთავარი არხი მოვიდა" რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთმანეთი წააქეზეს იმისათვის, რომ შემდგომში აგრესია ჩვენზე წამოსულიყო" - ამბობს "მთავარი არხის" კახეთის ბიუროს ხელმძღვანელი, ია გულიაშვილი.

ის ასევე გვეუბნება, რომ ძალადობდნენ არამხოლოდ "ქართული ოცნების" აქტივისტები, არამედ მოქმედი ადგილობრივი საჯარო მოხელეებიც.

ია გულიაშვილს ქვა მოხვდა მხარში, როდესაც უსაფრთხო ადგილას გადასვლას ცდილობდა, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ლევან დვალსაც.

პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა რომელი ტელევიზია იყო, ფიზიკურად გვისწორდებოდნენ, რითიც შეეძლოთ ყველაფრით. ყველა ტელევიზია იყო სამიზნე, მთავარი იყო, რომ გადაღება ვერ მოგვეხერხებინაო - ამბობს ია გულიაშვილი "მედიაჩეკერთან" საუბრისას.

როგორც "რუსთავი 2" - ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ბერძენიშვილი გვეუბნება, მათი ჟურნალისტი არ დაშავებულა, თუმცა მას შემდეგ რაც ვუთხარით, რომ "ფორმულას" გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთერთი მონაწილე მათ ჟურნალისტს მიკროფონს ართმევს ამბობს, რომ ეს კადრები არ უნახავს და დეტალური ინფორმაცია არ აქვს, რადგან მათი ჟურნალისტები ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობენ.



მომხდარს გამოეხმაურა "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია"

ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროულად გამოიძიონ საგარეჯოში დაშავებული გადამღები ჯგუფების შემთხვევები.

"საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა - მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილი გახდა" - წერია ქარტიის განცხადებაში.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
მოკლედ: დღეს, 4 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, გროზნოში (ჩეჩნეთი) ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტს ელენა მილაშინას.
  • ის, ჩეჩნეთში, ადვოკატ ალექსანდრე ნემოვთან ერთად ზარემა მუსაიევას სასამართლო პროცესს უნდა დასწრებოდა.
  • ზამირა მუსაიევას ორივე შვილი აქტივისტია, რეჟიმის კრიტიკისთვის კრემლის სამიზნე მათი ოჯახის ყველა წევრი გახდა.

დეტალები: "ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, აეროპორტიდან მომავალ გზაზე, ელენა მილაშინასა და ადვოკატის - ალექსანდრე ნემოვის ტრანსპორტს მოძრაობა სამმა მანქანამ შეუზღუდა და გაჩერება აიძულა, ნიღბიანმა პირებმა მათ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, დაუზიანეს აპარატურა და ჩამოართვეს მობილური ტელეფონები.

ამ ეტაპზე, ორივე მათგანი ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ელენას აქვს მოტეხილობები და დაზიანებები თავის არეში. მან საავადმყოფოში გონება რამდენჯერმე დაკარგა. ალექსანდრე ნემოვი მუხლში სავარაუდოდ ბასრი იარაღითაა დაჭრილი.

კონტექსტი
ელენა მილაშინა გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელიც აშუქებს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
  • ელენამ ამხილა, როგორ ვერ გაუმკლავდა ჩეჩნეთის ხელისუფლება კოვიდ19-ის პანდემიას და როგორ აცხადებდა რეჟიმი ტერორისტებად მათ, ვისაც ვირუსის სიმპტომები ჰქონდათ.
  • 2020 წელს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი გამოეხმაურა ამ სტატიას, "ნოვაია გაზეტას" და მილაშინას კი მათ წინააღმდეგ "კრიმინალის ჩადენით" დაემუქრა.
  • 2021 წლის 15 მარტს, გამოაქვეყნა სტატია "მე ვმსახურობდი ჩეჩნეთის საპოლიციო ძალებში და მე არ მინდოდა, რომ მომეკლა ხალხი". ეს კრიტიკული მასალა გახდა დამატებითი მიზეზი მისი და "ნოვაია გაზეტას" წინაარმდეგ წამოწყებული კამპანიის მიზეზი.

2022 წელს, სასამართლომ "როსკომნადზორის" მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზია შეუჩერა, დამოუკიდებელ გამოცემა "ნოვაია გაზეტას", მათ მუშობა ლატვიის დედაქალაქ რიგიდან განაგრძეს (novayagazeta.eu), თუმცა რუსეთში ეს ვებგვერდიც დაიბლოკა.

ამავე წლის სექტემბერში კი "ნოვაია გაზეტა EU"-ს მთავარი რედაქტორი უცხოეთის აგენტად გამოაცხადეს.

წაიკითხეთ ვრცლად, "რუსეთში დახურული მედიაგამოცემები".
კატეგორია: საქართველო
  • დღეს, 30 ივნისს, 14:00 საათზე, ფორმულას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მიშა მშვილდაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ადვოკატთან ერთად აგროვებს მტკიცებულებებს მასზე თავდასხმის საქმისთვის.
  • შეგროვებულ მასალებს გამოძიებას გადასცემენ და შსს-ს მათი ვერსიის შესწავლასა და მათზე რეაგირებას სთხოვს.
მშვილდაძემ მოუწოდა თავდასხმის ადგილას მდებარე ობიექტებს, რომ კამერების ჩანაწერები მიაწოდონ გამოძიებას და ითანამშრომლონ მედიასთანაც:
  • "ნებისმიერი მცდელობა, დაიმალოს რომელიმე კამერის ჩანაწერი არგუმეტებით: კამერის ჩანაწერი გაქრა, სხვაგან იყურებოდა, ან სერვერი ინახავს ერთი დღით, ნებისმიერი გონიერი ადამიანის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც საქმის მიჩუმათებაში ხელშეწყობა" - განაცხადა მშვილდაძემ.
რა ვიცით?
  • 28 ივნისს, შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
  • "მედიაჩეკერის" ინფორმაციით, ეს ის პირია, რომელმაც დაკავებამდე ფეისბუქზე თავადვე გამოაქვეყნა სტატუსი და დაწერა, რომ თავს დაესხა "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს.
  • 29 ივნისს, გამოძიებამ მშვილდაძეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა.

"მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ" - წაიკითხეთ ვრცლად.

პრობლემაა, რომ:
  • გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს, და მშვილდაძე დაზარალებულადაც ამ მუხლით ჩადენილი დანაშაულისთვის ცნეს,
თუმცა,
  • მედიამენეჯერის დაცვის მხარე მოითხოვს, გამოძიება ორგანიზებული დანაშაულისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელყოფის მუხლითაც წარიმართოს.

მიშა მშვილდაძის უფლებებს ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) იცავს.
  • "ჩვენ ვითხოვთ, გამოძიებამ ყურადღება გაამახვილოს ორგანიზებულ დანაშაულზეც, რადგან შესაძლოა, ორგანიზებაში ძალოვანი სტრუქტურები იყვნენ ჩართული, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახური", — თქვა მშვილდაძის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.
კატეგორია: საქართველო
რა ხდება?
  • "ტვ პირველის" ჟურნალისტი, ნანუკა ქაჯაიას კითხვის დასმის შემდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა შეიგინა.
  • ტელევიზიის მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, დეპუტატი ჟურნალისტის კითხვებს არ პასუხობს, ჟურნალისტის კითხვის შემდეგ: "რატომ გარბიხართ", ვიდეოში ისმის, რომ დეპუტატი იგინება.
დეტალები:
  • შემთხვევა დღეს, 30 მაისს მოხდა, როდესაც პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის პარალელურად, აქტივისტები აქციას მართავდნენ.
ლევან მგალობლიშვილმა, მოგვიანებით, ამავე ტელევიზიასთან ეს ფაქტი უარყო: "ვინ არის ნანუკა ქაჯაია, მე ვისაც შევაგინე იმან გაიგო. კაცი დგას, [უწმაწური] წარწერით … ეს ჩემი საქმეა როგორ ვუპასუხე, ჩემს საქციელზე მე ვაგებ პასუხს" - მგალობლიშვილის თქმით, მან აქციის მონაწილეს შეაგინა და არა — ჟურნალისტს.
  • დეპუტატმა არ უპასუხა "მედიაჩეკერის" შეტყობინებას, ამ ინციდენტთან დაკავშირებით, მისგან პასუხი არ მიგვიღია.
ორგანიზაცია "მედიაომბუდსმენი" აპირებს, ჟურნალისტის უფლებების დასაცავად საჩივარი პარლამენტის ეთიკის საბჭოში წარადგინოს.
  • ორგანიზაცია მათგან ინციდენტის შესწავლასა და სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.
კატეგორია: საქართველო
რა ხდება?

27 ივნისს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, თავს დაესხნენ ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს,მიშა მშვილდაძეს.

როგორც ის ამბობს, შეამჩნია ორი პირი, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია, ისინი მარკეტში შესვლისას მშვილდაძეს უკნიდან დაესხნენ თავს და დაზიანებები მიაყენეს სახის არეში:

"ყურსასმენები მეკეთა, მუსიკას ვუსმენდი არც გამიგია თუ მანამდე რამე დამიძახა, გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ვეჭვობ, რომ ერთერთი მათგანი იყო, რომელიც გამომეკიდა და შესასვლელში სახეში მუშტი დამარტყა … როცა ყურსასმენი მომძვრა გავიგე, "შენ პატრიარქს როგორ აგინებ" თუ რაღაც მსგავსი.." - განაცხადა თავდასხმიდან რამდენიმე წუთში "ფორმულას" ეთერში.

მიშა მშვილდაძემ გვითხრა, რომ:
  • თავდამსხმელების მიზანი იყო, "დაერტყათ მხოლოდ სახის არეში და მეტი არსად";
  • ხელისუფლება ცდილობს, შექმას წარმოდგენა, თითქოს, საზოგადოებაში ბუნებრივად არის შექმნილი ასეთი ისტერიული და აგრესიული ფონი, — "რაც რეალობასთან ახლოს არ არის".
  • თავდამსხმელებიც და ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც ერთი და იმავე დავალების შემსრულებლები არიან: მაღალჩინოსნებს ეუბნებიან, რა პროპაგანდისტული გზავნილებით წაახალისონ ძალადობა, თავდამხმელებს კი იმას, თუ ვის დაარტყან.
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტი, "ქარტია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები ხელისუფლების მხრიდან მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკა და დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.

ქარტია მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა" - ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

შემთხვევას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი,ლევან იოსელიანი. ის მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, "რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო".

როგორც მშვილდაძემ გვითხრა მას ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და გამოკითხა საგამოძიებო უწყებამ, საქმის მასალაშია ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

თავდამსხმელი საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ დაუკავებია.
კატეგორია: საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), USAID მედია პროგრამის მხარდაჭერით მედიის სამართლებრივი დახმარების პროექტი დაიწყო.

პროექტის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 26 ივნისს გაიმართა.

ორგანიზაცია უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს მედია გამოცემებსა და ჟურნალისტებს სამართლებრივი დოკუმენტების დამუშავებაში, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა-მიღების პროცესსა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშემშლელი ფაქტების გასაჩივრებაში.

დამატებით, საიას იურისტები სხვადასხვა ტერმინებისა თუ ფაქტების სამართლებრივ ჭრილში გაანალიზებაში დაეხმარებიან ჟურნალისტებს.

როგორც გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” რედაქტორი მანანა ღოღობერიძე გვეუბნება, მათ ორგანიზაციაში არ ჰყავთ იურისტი, ამიტომ ხშირად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვისას უწევთ, რომ მათ მეგობრებს, ახლობელ იურისტებს დაეკითხონ ამის შესახებ - “ბუნებრივია, რომ მათ ყოველთვის არ აქვთ ამის დრო, შესაბამისად ეს პროცესი იწელება და მედიას კი ოპერატიულობა სჭირდება“.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

  • დღეს, საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა არაერთ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ჟურნალისტთა ფიზიკური უსაფრთხოებით დაწყებული, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გართულებებითა და ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების მუდმივი დისკრედიტაციით დასრულებული.
  • ამ პირობებში კი მედია ორგანიზაციებს მუდმივად სჭირდებათ სამართლებრივი დახმარება.

“საიას იურისტების დახმარებით, გვინდა შევძლოთ მედიის წარმომადგენლების დახმარება ველზე, ინფორმაციის მოპოვება-დამუშვების პროცესში, ეს განსაკუთრებით გამომძიებელ ჟურნალისტებს სჭირდებათ, მათ ვისაც უწევთ სამართლებრივი კუთხით დოკუმენტებთან შეხება, ისინი ფაქტობრივად მიიღებენ ექსპერტულ დასკვნას იურისტებისგან, რაც მათ მიერ მომზადებულ მასალას კიდევ უფრო წონიანს გახდის” - ამბობს USAID მედია პროგრამის მრჩეველი მედიის საკითხებში, რუსუდან ცხომელიძე.

რას გულისხმობს სამართლებრივი ექსპერტიზა?

პროექტის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამართლებრივი ექსპერტიზაა, რაც იურისტების მხრიდან ჟურნალისტური მასალის გამოქვეყნებამდე, მუშაობის პროცესში ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს საიას იურისტებთან გადაამოწმონ სამართლებრივად რამდენად სწორი და თანმიმდევრულია მათი მასალა ან რომელ კონტექსტში რა ფრაზა სჯობს რომ გამოიყენონ.

როგორც, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი, შორენა ლოლაძე ამბობს:

“შეიძლება ჟურნალისტის გადმოსახედიდან რაღაც პრობლემა ან არ ჩანდეს ან პირიქით ჩანდეს, მაგრამ სამართლებრივად სულ სხვაგვარი იყოს მისი ინტერპრეტაცია, ამიტომ პროექტის მეშვეობით, ამ ნაწილშიც შევძლებთ ჟურნალისტების დახმარებას“.

  • პროექტი ითვალისწინებს გარკვეული სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებას, რომელიც მისი დასრულების შემდეგაც მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო იქნება ჟურნალისტებსთვის.
  • ისინი შეძლებენ გამოიყენონ დოკუმენტი, როგორც გზამკვლევი, მათ შორის სარჩელისა თუ განცხადებების ნიმუშები, ეს კი პროექტის გრძელვადიანი შედეგი იქნება.
კატეგორია: საქართველო
სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

პრეზიდენტის განცხადებით, გვარამიას შეწყალების აქტს ხელი დღეს, 22 ივნისს მოაწერა, "გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი".

კონტექსტი

2022 წლის მაისში სასამართლომ “მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას, სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ‘რუსთავი-2-ის დირექტორობისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.”

  • ნიკა გვარამია, 2022 წლის მაისში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გაფლანგვის ბრალდებით დააპატიმრეს
  • თუმცა, გავლენიანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუციები, მის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
  • მედიის უფლებების დამცველი სხვადასხვა ორგანიზაციის შეფასებით, ჟურნალისტების მიმართ ბოლო წლებში გახშირებულ თავდასხმებთან, მედიაგარემოს დაზიანებისკენ მიმართულ საკანონმდებლო ინიციატივებთან თუ ჟურნალისტებზე უკანონო თვალთვალთან ერთად, გვარამიას, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების დამფუძნებლისა და დირექტორის პატიმრობა "ნათლად ასახავს "ქართული ოცნების" ხელისუფლების განწყობას მათგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ."
  • ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია “Human Rights Watch”-მა საქართველოში 2022 წლის მოვლენები ყოველწლიური ანგარიშით შეაჯამადასაწყისშივეა აღნიშნული, რომ “გაუარესდა მდგომარეობა მედიის თავისუფლების მხრივ, რაც მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებით და კრიტიკული ტელეარხის დირექტორის დაპატიმრებით გამოიხატა


ასევე, წაიკითხეთ:


თავისუფალ მედიაგარემოს, როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის ერთ-ერთ მთავარ პირობას, საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად შეახსენებენ საერთაშორისო პარტნიორები განცადებებსა და რეზოლუციებში.

ნიკა გვარამიას შეწყალების მოწოდებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის აქამდეც არაერთხელ მიუმართავთ, რასაც ის მისთვის კანონით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებაზე "გაუთავებელ ზეწოლად" აფასებს.
კატეგორია: რესურსები
ციფრული სამყაროს განვითარებასთან ერთად სოციალური ქსელები ახალი ამბების მიღების მთავარი წყარო გახდა, რაც ჟურნალისტებს აიძულებს შეცვალონ ამბის თხრობის გზები.

ტრადიციული გაშუქება "Tik Tok"-ის, "Instagram" რილსებმა და "Facebook"-ის პოსტებმა გადაფარა.

დღეს, აუდიტორიიისთვის აღარ არის მიმზიდველი გრძლად საკითხავი სტატიები (ე.წ "ლონგ რიდები"), რაც სოციალურ ქსელებში ძირითადად მოკლე ვიდეოებით ან ე.წ ქარდებით ინფორმაციის მიღებითაა განპირობებული.

რა ხდება?

2023 წლის ივნისში, "როიტერსის ინსტუტიტუმა" და "ოქსფორდის უნივერსიტეტმა" გამოაქვეყნეს ციფრული ახალი ამბების კვლევა.

მთავარი მიგნებები, მოკლედ:
  • წინა წლების კვლევების მსგავსად, წელსაც კლებადია იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც ახალ ამბებს საინფორმაციო ვებგვერდებიდან იღებენ და არა სოციალური ქსელებიდან, 2023 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 22% ეცნობა სიახლეებს სხვადასხვა გამოცემის ვებსაიტზე.
  • ახალი ამბებით დაინტერსებულთა წინა 2017 წლიდან დღემდე 15%-ით არის შემცირებული და გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლებია.
წაიკითხეთ ვრცლად, "2023 წლის მედიაპროგნოზი".

ე.წ "ინფლუენსერები" ახალი ამბების მიღების მთავარი წყაროა - რას ნიშნავს ეს?

ერთერთი მთავარი მიგნება, რომელიც 2023 წლის კვლევამ გამოავლინა არის, რომ აუდიტორია უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ცნობილ ადამიანებს, "ინფლუენსერებსა" და სოციალური მედიაში აქტიურ სხვა პირებს ვიდრე ჟურნალისტებს ან მედია გამოცემებს.

დღეს, ერთგვარი ბრძოლაა ინფლუენსერების მიერ მოწოდებულ ინდივიდუალურ (სახასიათო) ახალ ამბებსა და მეინსტრიმ მედიას შორის.
  • მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ მედიაში აქტიურმა ადამიანებმა გაიაზრონ თავიანთი გავლენა და ეს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ცნობიერების ამაღლებისა და დისკუსიის წამოწყებისთვის გამოიყენონ.
  • ამის მაგალითად, კვლევის ავტორს ნიკ ნიუმენს 2020 წელს ერთერთი ფეხბურთელის მიერ წამოწყებული კამპანია მოჰყავს, რომელიც სკოლებში ბავშვთა უფასო კვებას შეეხებოდა.
რა არის გამოსავალი?
  • ჟურნალისტებმა უნდა ისწავლონ მათი პროფესიული ეთიკის, ღირებულებებისა და კრიტიკის შერწყმა ალგორითმთან და მომხმარებელს მიაწოდონ ხარისხიანი მედიაპროდუქტი.
  • ე.წ "ინფლუენსერების" აზრს დიდი გავლენა აქვს. გამოკითხულთა მესამედზე მეტი ამბობს, რომ უნახავს სოციალური მედიის "ინფლუენსერი", რომელიც აკრიტიკებს ტრადიციული მედიის ჟურნალისტს - ეს კი თავის მხრივ მედიისადმიო საზოგადოების განწყობას ცვლის და სანდოობის ხარისხს ამცირებს.
ამიტომ, როგორც ჟურნალისტებმა ასევე "ინფლუენსერებმა" უნდა იზრუნონ აუდიტორიაზე.
  • ერთი მხრივ ჟურნალისტებმა გამოიყენონ ინფორმაციის გადამოწმების თავიანთი პროფესიული უნარები რათა თავიდან ავიცილოთ ინფლუენსერების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება;
  • მეორე მხრივ, სოციალურ ქსელებში აქტიურად მოღვაწე ადამიანებმა ჟურნალისტების კრიტიკასთან ერთად აუდიტორიას მიაწოდონ ინფორმაცია ხარისხიანი მედიაპროდუქტის შემქმნელ გამოცემებზე.

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ?
  • ახალი ამბებისგან თავის არიდება კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება, თუმცა წლევანდელი კვლევით დგინდება, რომ იმ ნეგატიური ამბებით გადაღლილ მომხმარებელს, ან მათ, ვინც უბრალოდ თავს არიდს სიახლეებს, უფრო მეტად პოზიტიური და გამოსავლის ჟურნალისტიკა აინტერესებთ.
წაიკითხეთ ვრცლად, "რა არის გამოსავლის ჟურნალისტიკა?"

კვლევაში ვკითხულობთ, რომ ალგორითმის მიერ "ზედმეტად პერსონალიზებული" მასალა ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს, რადგან ადამიანებს სოციალურ ქსელების ფიდში ფაქტობრივად არ ხვდებათ განსხვავებული აზრი ან შეიძლება უბრალოდ გამორჩეთ ე.წ "ბაბლს" მიღმა მიმდინარე მნიშვნელოვანი ამბავი.
  • თუმცა, გამოკითხულთა მესამედისთვის მისაღებია ალგორითმის მუშაობის ტექნიკა ანუ ის, რომ აწვდის იმ კონტენტს რაც მათ აინტერესებთ.
  • ტრადიციული მედია ძირითადად "Facebook-სა და "Twitter"-ზეა წარმატებული, თუმცა მათთვის გამოწვევაა "Tik Tok" პლატფორმაზე ადაპტირება.
  • გამოწვევა ისაა, რომ ტიკტოკზე ძირითადად ახალგაზრდები არიან და მათთვის ახალი ამბავი არის არა მხოლოდ პოლიტიკა, არამედ ყველაფერი რაც შეიძლება მოიცავდეს სპორტს, ყვითელი პრესისთვის დამახასიათებელ ამბებს, ტექნოლოგიებს, ხელოვნებას თუ სხვას.
კატეგორია: რესურსები
დღეს, სოციალური მედია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სხვადასხვა პოლიტიკური თუ სოციალური აქტივობების დასაგეგმად და აუდიტორიასთან ახლო ემოციური კავშირის დასამყარებლად.

აქედან გამომდინარე, სოციალური ქსელები ბუნებრივად გადაიქცა პოლიტიკური დისკუსიების სივრცედ, ეს კი თავის მხრივ საზოგადოებას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ სხვადასხვა თემაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში, კვლევებით დასტურდება, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს სივრცე დამღლელი, შემაწუხებელი ან გამაღიზანებელია.

მაგალითად, 2022 წლის კვლევის მიხედვით:
  • ნიდერელანდებსა და საფრანგეთში, 10-დან 4 გამოკითხული ფიქრობს, რომ სოციალურ ქსელებს პოზიტიური გავლენა აქვთ დემოკრატიისთვის.
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით მესამედი თვლის, რომ სოციალური ქსელები ეხმარება დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებას.
  • გამოკითხულთა ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ სოციალური ქსელების მთავარი საფრთხე დეზინფორმაციაა ნაკლებად ეთანხმება მოსაზრებას, რომ სოციალური მედია ეხმარება დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
  • და საპირისპიროდ, ვინც სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის საფრთხეს ვერ ხედავს, თვლის, რომ სოციალური მედია კარგი ინსტრუმენტია აუცილებელი ინფორმაციის მისაღებად.

როგორ უკავშირდება ეს პოლიტიკურ პოლარიზაციას?

საზოგადოების განწყობა, რომ სოციალური ქსელები მათზე ძირითადად ნეგატიურ გავლენას ახდენს, პირდაპირაა დაკავშირებული სოციალურ მედიაში მუდმივად პოლიტიკური ახალი ამბებისა და დისკუსიების ჩვენებასთან.
  • სოციალური მედიის ამერიკელი მომხმარებლების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ მხოლოდ პოლიტიკური ახალი ამბებითა და დისკუსიებით გადაღლილები არიან.
  • 72% ონლაინ სივრცეში პოლიტიკური თემების განხილვის შემდეგ ფიქრობს, რომ მათ ნაცნობებთან ან სხვა მომხმარებლებთან "პოლიტიკურად ნაკლები საერთო აქვთ" და ამ დისკუსიის ბოლოს ძირითადად, დასტრესილები და იმედგაცრუებულები არიან.

მომხმარებლებში პოლიტიკური დებატები ძირითადად მათთვის მისაღები პოლიტიკოსის განცხადებას ან რაიმე საჯარო გამოსვლას ახლავს ხოლმე თან.
  • პოლიტიკოსები კი მუდმივად ცდილობენ მათი სიტყვა რელიგიასა და პატრიოტიზმზე ემოციური განცხადებებით იყოს გაჯერებული.
  • მსგავსი შინაარსის მასალა კი სოციალურ ქსელში, ემოციებისგან დაცლილ ამბებზე დაახლოებით 10-ჯერ მეტად ზიარდება მომხმარებლების მიერ.

ეს ემოციური ფრაზები ხშირად პირდაპირ სათაურებად გვხვდება მედიაში და იმის ნაცვლად, რომ ტრადიციული თუ სოციალური მედია ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებდეს, ვიღებთ მხოლოდ ორ, დაპირისპირებულ მხარეს.

საბოლოოდ, მთლიანი პროცესი წრეს ემსგავსება, რომელშიც მოვლენები უცვლელად მეორდება.

"ტვიტერის" მომხმარებლების უმცირესი ნაწილი ე.წ "ტვიტების" უმრავლესობის ავტორია - რას ნიშნავს ეს?
  • ტვიტერზე კონტენტის 97% ამ სოციალური ქსელის მომხმარებლების მხოლოდ მეოთხედის მიერაა გამოქვეყნებული.
  • რაოდენობრივად პატარა, თუმცა აქტიური ჯგუფი ამ პლატფორმაზე პოლიტიკური დისკუსიის "წამყვანია", რაც პოლარიზაციას კიდევ უფრო ამწვავებს.

რა ხდება საქართველოში?

დღეს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სოციალური ქსელებიდან მეტწილად "ფეისბუქს" იყენებს, ამიტომ კონკრეტული ჯგუფებისთვის სამიზნე სწორედ ეს პლატფორმაა.
  • 2020 წელს, ფეისბუქმა არაერთი არაავთენტური ანგარიში, გვერდი და ჯგუფი წაშალა. ანგარიშების შემთხვევაში, ე.წ "ტროლები" კოორდინირებულად მოქმედებდნენ კონკრეტული ამბის გავრცელებისთვის ან რომელიმე საჯარო პირის დისკრედიტაციისთვის.
  • ამავე წლის, აპრილში ფეისბუქმა გააუქმა, კრემლის პროპაგანდისტული გვერდი "ნიუს- ფრონტ ჯორჯია", სადაც არაავთენტური ანგარიშებით ავრცელებდნენ პრორუსულ გზავნილებს და საზოგადოება შეცდომაში შეყავდათ.
  • ძირითადად, მათი მიზანი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა, სხვადასხვა თემაზე, რაც შეიძლება შეეხებოდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, პირს ან საკითხს, რომელიც დროის იმ მონაკვეთში მნიშვნელოვანია.
მიუხევად იმისა, რომ ყალბი ანგარიშების და გვერდების ამოცნობაზე აქტიურად მუშაობენ, სახელისუფლებო პროპაგანდისთვის ეს კვლავ ერთერთი მნიშვნელოვანი გზაა გზავნილების გასავრცელებლად, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, "როგორ ამოვიცნოთ ბოტები?" - წაიკითხეთ ვრცლად.
კატეგორია: რესურსები
თანამედროვე სამყაროს გამოწვევებიდან ერთერთი უმთავრესი სოციალური ქსელების გავლენაა ადამიანების, განსაკუთრებით მოზარდების მენტალურ ჯანმრთელობაზე.

რიგ ქვეყანებში უკვე დაიწყეს დისკუსია იმაზე, რომ გარკვეული ასაკამდე საერთოდ აკრძალული უნდა იყოს სოციალური ქსელების გამოყენება, განსაკუთრებით მშობლის მეთვალყურეობის გარეშე ან უნდა დაწესდეს შეზღუდვები.

წაიკითხეთ ვრცლად: რა პრობლემებს ქმნის სოციალური ქსელები მენტალური ჯანმრთელობის კუთხით?

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

კვლევები, მოკლედ:
  • 2022 წელს გამოქვეყნებულმა სამედიცინო კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდების თითქმის მეოთხედი სოციალურ მედიაზეა დამოკიდებული.
  • მოზარდები თვლიან, რომ სოციალურ ქსელში დაგროვებული ე.წ "მოწონებები, კომენტარები და ნახვები", რეალურ ცხოვრებაში მათი სოციალური როლისა და თანატოლებში მათი მიმღებლობის განმსაზღვრელია.
  • კვლევებით დასტურდება, რომ 13-17 წლამდე მოზარდების 93%-ზე მეტს აქვს მინიმუმ ერთი სოციალური ქსელი და მობილურს დღეში, მინიმუმ 3 საათის განმავლობაში იყენებს.
  • მოზარდებს უჭირთ აღიქვან, რომ სოციალური ქსელებში, ე.წ ვლოგერების თუ ინფლუენსერების მიერ ნაჩვენები იდეალური ცხოვრების სტილი არ შეესაბამება რეალობას, შესაბამისად ისინი განიცდიან ერთგვარ სოციალურ წნეხს და თვლიან რომ არ არიან საკმარისად კარგები.
  • კვლევაში მონაწილე მოზარდების 44%-ზე მეტი "ინსტაგრამს" ძირითადად, სწორედ ე.წ "ინფლუენსერების" კონტენტის სანახავად იყენებს.
"გთხოვთ აღმოფხვრათ სოციალურ ქსელებში მოზარდებისთვის საზიანო კონტენტის გავრცელების პრობლემა, ჩვენ გვინდა დავიბრუნოთ ჩვენი შვილები და არ გვიწევდეს მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე ღელვა" - თქვა მსახიობმა ქეით ვინსლეტმა, 15 მაისს გამართულ "BAFTA"-ს დაჯილდოვებაზე. მან მოუწოდა პასუხისმგებელ პირებს, რომ დასჯადი გახდეს სოციალურ ქსელებში საზიანო კონტენტის გავრცელება.

მან მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი ქალი მსახიობის პრიზი მოიგო ფილმისთვის "I am Ruth", რომელშიც თინეიჯერ შვილსა და დედას ურთიერთობა სწორედ სოციალური ქსელებზე დამოკიდებულების გამო ეძაბებათ.

ახალი პლატფორმების განვითარებასთან ერთად, იზრდება გამოწვევებიც, ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აპლიკაცია "ტიკტოკია", მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია პოპულარული 2020 წელს გახდა, მისი "უკონტროლო ალგორითმის" გამო ამერიკის ზოგიერთ შტატში უკვე განიხილება მოზარდებისთვის მისი აკრძალვა.

წაიკითხეთ ვრცლად - "ტიკტოკი და მონაცემთა უსაფრთხოება, რა უნდა ვიცოდეთ?"

როგორია კანონმდებლობა ამ ეტაპზე?
  • აშშ-ში იუტას შტატში დაამტკიცეს ორი ახალი კანონი, რომელიც სოციალურ ქსელებს ავალდებულებს მშობლის თანხმობით ასაკის ვერიფიკაციას და შეზღუდული საათების დაწესებას.
  • შესაბამისად, 2024 წლის 1 მარტიდან არასწრულწლოვნებს რეგისტრაციისას ექნებათ ვალდებულება, რომ ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტი ატვირთონ.
  • დამატებით, კომპანიებს აეკრძალებათ 18 წელს ქვემოთ მომხმარებლების ინფორმაციის დამუშავება და მათი "სამიზნე აუდიტორიად" გამოყენება რეკლამისა თუ სხვა ტიპის კონტენტის შეთავაზებისთვის.
  • მონტანას შტატი არის ერთერთი პირველი ვინც აკრძალა "ტიკტოკის" აპლიკაცია, ეს კანონი 2024 წლიდან ამოქმედდება.
საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მოზარდებისთვის სოციალური ქსელებზე წვდომის შეზღუდვა გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აღიქმება:

ისინი მიიჩნევენ, რომ:
  • ჩვენ საკმარისად ბევრს არ ვლაპარაკობთ სოციალური ქსელების პოზიტიურ მხარეებზე.
  • მოზარდის იდენტობის ფორმირების პროცესში, სოციალურ ქსელებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ, რადგან მათ უმარტივდებათ საკუთარი თავის შესწავლისა და აღმოჩენის პროცესი.
  • სოციალურ მედიას გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვთ უმცირესობის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის ლგბტქ+ თემისთვის.
  • აკრძალვა გამოსავალი არ არის, ამით პროცესი მეტად საშიში გახდება, რადგან ლეგიტიმური, საჯარო პლატფორმებიდან მოზარდებმა შეიძლება პრივატულ ქსელებში გადაინაცვლონ.
კატეგორია: რესურსები
ჟურნალისტებისთვის მონაცემები პროფესიული საქმიანობის განუყრელი ნაწილი მუდმივად იყო, თუმცა თანამედროვე ხელსაწყოების განვითარებამ მათ უფრო მოკლე დროში ვრცელი მონაცემების დამუშავებისა და მიგნებების აღმოჩენის შესაძლებლობა მისცა.

ამიტომ, ჟურნალისტიკაში გაჩნდა ახალი მიმდინარეობა Data StoryTelling ანუ ამბის მონაცემებით თხრობა.

როგორ ეხმარება მონაცემები ჟურნალისტს?

მონაცემებით ამბის თხრობა, ისეთი "დამხმარე მტკიცებულებებით", როგორიცაა გრაფიკები და დიაგრამები, მკითხველს უფრო კომპლექსურ ინფორმაციას აწვდის ამა თუ იმ საკითხზე. დამატებით, მონაცემების საშუალებით, შესაძლებელია რთული საკითხების მარტივად ახსნა.

მონაცემებზე დაფუძნებული ამბავს შეიძლება უფრო დიდი გავლენა ჰქონდეს საზოგადოებაზე და საბოლოოდ, ის ერთერთი "მძლავრი ინსტრუმენტია" მედიის მთავარი ფუნქციის შესასრულებლად.

რას მატებს მონაცემები ამბავს, მოკლედ:
  • რთული ინფორმაციის მარტივად გადმოცემა და აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანი მიგნებების გრაფიკულად ჩვენება.
  • მხოლოდ მონაცემები დამოუკიდებლად ამბავს ვერ მოყვება, ამიტომ აუცილებელია ჟურნალისტის მიერ გარკვეული ტენდენციების აღმოჩენა და ამაზე ამბის შექმნა.
  • მონაცემები უკვე არსებული ამბის გასამყარებლად შეიძლება გამოიყენოთ.

რა არის მონაცემთა ვიზუალიზაცია?

იმისთვის, რომ მონაცემებით ამბის თხრობა გასაგები იყოს, მნიშვნელოვანია ამ მონაცემებით მარტივი ვიზუალების შექმნა.

  • NBC News-მა კოვიდ19-ის ვაქცინის 5 წელზე ზემოთ მოსახლეობის ბუსტერ დოზით აცრა ვიზუალურად წარმოადგინა.

  • სხვადასხვა პროდუქტებზე ინფლაციის მაჩვენებელის ვიზუალიზაცია


მონაცემებით ამბის თხრობის მაგალითები:

  • 2016 წელს, დონალდ ტრამპის მიერ შევსებული დეკლარაციის მონაცემებით, "The Wall Street Journal"-ის ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ მინიმუმ 500 კომპანიასთან ტრამპს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, რადგან ყველა მათგანი პირდაპირ თუ ირიბად მისი ან მისი ოჯახის მფლობელობაშია. ინტერაქციული ვიზუალის საშუალებით ამ კავშირების ნახვაა შესაძლებელი.

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და მიღებული მონაცემებით ამბის თხრობა პირდაპირაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რადგან ძირითადად საჯარო ინფორმაცია მოიცავს ისეთ დეტალებს როგორიცაა ფინანსური გადახარჯვა ან თანხების გაფლანგვა, სხვადასხვა ტიპის გარიგებები სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის და სხვა.

მსგავსი მიგნებების აღმოჩენა კი მონაცემებით ამბის თხრობის მთავარი მახასიათებელია. წაიკითხეთ ვრცლად - ასკგოვი - საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გამარტივებულ გზა.
კატეგორია: რესურსები
2023 წლის 18 მაისიდან "ნიუ-იორკ თაიმსმა" დასათაურების მეთოდი შეცვალა და მკითხველს სტატიების ავტორებზე მეტად დეტალურ ინფორმაციას შესთავაზებს.

სტატიასთან ერთად გამოჩნდება:
  • სხვა რა თემებზე მუშაობს სტატიის ავტორი;
  • როგორი იყო სტატიაზე მუშაობის პროცესი.

"ნიუ-იორკ თაიმსმა" თავდაპირველად, 2017 წელს განაახლა დასათაურების პრინციპი და მხოლოდ ადგილმდებარეობის მითითების ნაცვლად, წერდნენ მაგალითად, ჟურნალისტი პორტუგალიიდან, ლოს-ანჯელესიდან და სხვა. როგორც გამოცემის რედაქტორი, კლიფორდ ლევი ამბობდა, ამით მკითხველს მიანიშნებდნენ, რომ "ისინი მუდმივად მოვლენათა ეპიცენტრში იყვნენ".

რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?

"როიტერსის ინსტიტუტის" 2023 წლის კვლევის მიხედვით, არსებობს "ახალი ამბების თავიდან აცილების" ტენდენცია, რაც მედიაში ნეგატიური ამბების სიმრავლითა და გამოცემების მიმართ ნდობის ნაკლებობით აიხსნება.

წაიკითხეთ ვრცლად: "2023 წლის მედია პროგნოზი - რა წერია "როიტერსის ინსტიტუტის" ანგარიშში?"

დასათაურების ახალი მეთოდი მკითხველს აუხსნის იმას, თუ როგორ მოამზადა ჟურნალისტმა ესა თუ ის მასალაა, "აუდიტორიისთვის უფრო სანდოა სტატია, რომელშიც ხედავს მომზადების პროცესს" - ამბობს "ნიუ-იორკ თაიმსის" სანდოობის გუნდის (Trust Team) წევრი.

როგორც, NY Times-ის მთავარი რედაქტორის, მარკ ლეისის მიერ, თანამშრომლებისთვის გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინებიდან ვიგებთ:
  • "აუდიტორიის კვლევის თანახმად, მკითხველს აბნევს ტრადიციული სათაური და თარიღი, რადგან ისინი ხვდებიან სად მოხდა კონკრეტული ამბავი, მაგრამ ვერ იაზრებენ, რომ ჩვენი ჟურნალისტი იმ ადგილიდან აშუქებდა ამ მოვლენას".
  • "ახალი მეთოდი საშუალებას მოგვცემს, სრულად აღვწეროთ ჩვენს მიერ ამბების შეგროვების გზა, გამოვკვეთოთ ჩვენი (ჟურნალისტების) როგორც "თვითმხილველების" როლი, ეს კი გაზრდის სანდოობის ხარისხს".

მაგალითად, 2022 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებზე აღმოჩენილ დარღვევებზე წერისას, სტანდარტულ ლიდთან (სტატიის შესავალი) ერთად, მითითებულია ის, თუ როგორ მოამზადა ჟურნალისტმა მასალა.

"ორი თვის განმავლობაში, მაიკლ ვაინსში (სტატიის ავტორი) იკვლევდა გაზეთებს, ონლაინ მონაცემებს და სხვა წყაროებს რათა შეედგინა, ბოლო 5 წლის, გაყალბებული საარჩევნო ხმებისთვის, დაახლოებით 400 დევნის შემთხვევა. მოვლენები გაშუქებულია ვაშინგტონიდან" - წერია სტატიაში.

სხვა გამოცემები, რომლებიც იყენებ დასათაურების მსგავს მეთოდს:

გამოცემების ნაწილი, ამ ეტაპზე, მხოლოდ ჟურნალისტის პროფესიულ მოღვაწეობაზე წერს, ეს კი მოწოდებულ მასალას მკითხველისთვის მეტად სანდოს ხდის.

  • The Verge
ამ შემთხვევაში, მითითებულია, რომ სტატიის ავტორი "სხვადასხვა ტიპის აუდიო-ვიზუალური ტექნოლოგიების მიმომხილველია. 2011 წლიდან მას გამოქვეყნებული აქვს თითქმის 6 ათასამდე სტატია, როგორც ახალი ამბები ასევე სხვადასხვა მიმოხილვები."

  • VOX

კატეგორია: რესურსები
მედია მარგინალურ ჯგუფებს არასათანადოდ აშუქებს და ხშირად მეტ ზიანსაც აყენებს მათ.

რა ხდება?

"როიტერსის" ინსტიტუტიმა და ოქსფორდის უნივერსიტეტმა, 2022-2023 წლებში ერთობლივი კვლევა ჩაატარეს იმაზე, თუ რა გავლენა აქვს ისტორიულად მარგინალიზებული ჯგუფების გაშუქებას ან ჟურნალისტთა მიერ ამ საკითხების სრულად უგულებელყოფას ამ "საზოგადოებებზე".

ფოკუს ჯგუფები ოთხ ქვეყანაში შეარჩიეს: ბრაზილია, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ.
  • ბრაზილიიდან შავკანიანი და "შერეული რასის" მოსახლეობა;
  • ინდოეთიდან მუსლიმი აუდიტორია;
  • დიდი ბრიტანეთიდან დაბალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმებულები;
  • ამერიკის შეერთებული შტატებიდან შავკანიანი მოსახლეობა და სოფლის მცხოვრებლები.
რა იყო კვლევის მიზანი?

"როიტერსის ინსტიტუტის" კვლევის მთავარი მიზანი იყო იმის დადგენა, თუ როგორ შეიძლება ახალი ამბების გაშუქებისას ისედაც სტერეოტიპებითა და დისკრიმინაციით გაჟღენთილ საზოგადოებაში, ჟურნალისტმა თავად შეუწყოს ხელი კონკრეტული ჯგუფების მარგინალიზებას, ხოლო თავად ამ "თემის წევრებში" შემცირდეს მედიის მიმართ სანდოობა.

როგორია კვლევის შედეგები?

კვლევის მიგნებებმა აჩვენა, რომ ის საკითხები, რომლებიც მათ პირდაპირ ეხება, მედიის მიერ არასაკმარისად შუქდება, ან ზოგ შემთხვევაში არასწორი გაშუქებით უფრო მეტ ზიანს აყენებს მათ.

გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა:
  • მედია მხოლოდ უარყოფით ახალ ამბებს აშუქებს ამა თუ იმ თემზე;
  • გაშუქებით, ჟურნალისტები ძირითადად ამყარებენ არსებულ სტერეოტიპებს;
  • ამ ჯგუფებს და მათთან დაკავშირებულ თემებს ძირითადად აშუქებენ როგორც სენსაციას;
  • იმის ნაცვლად, რომ ახალი ამბები დაყოფილ თემებს ერთმანეთთან აახლოებდეს, პირიქით მათ დაყოფას უწყობს ხელს;
  • მედია, როგორც ინსტიტუტი ხშირად "პრივილეგირებულთა და ძლევამოსილთა" ხმად განიხილება, ხოლო უმცირესობის ან დაუცველი თემების წარმომადგენლები თავს გარიყულად გრძნობენ;
  • კვლევის მონაწილეთა ნაწილი, თვლის, რომ საინფორმაციო ბადეში მათთვის მნიშვნელოვანი თემების არარსებობა არ არის ჟურნალისტების ბრალი და ამას, კომერციულ წნეხს აბრალებს.
  • ჯგუფის ნაწილი, განსაკუთრებით, შავკანიანი ამერიკელები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, ნიუსრუმებში როგორც მენეჯერულ ისე რეპორტიორის პოზიციაზე შავკანიანი კადრების არსებობა, რადგან ეს ამ თემის პრობლემებს გაშუქებას უფრო კომპლექსურს გახდიდა.
  • ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ე.წ "ადგილობრივი ნიუსრუმები", ბლოგერები, პოდკასტები უკეთ საუბრობენ ამ თემის პრობლემეზე.

რას ამბობენ კვლევის მონაწილეები?
  • "ახალი ამბების დიდი ნაწილი მხოლოდ ტრაგედიებზე საუბრობს. შავკანიანი ადამიანები მხოლოდ ტრაგედიებში არ მონაწილეობენ, ბევრი წარმატებულია ჩვენში" - ამბობს კვლევის ერთერთი მონაწილე.
  • "სიახლებში მედია გამოყოფს მაღალ და დაბალ კლასებს. მაგალითად, ჩემს სამეზობლოში, ორი ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს, ამას მედია ისე აშუქებს, თითქოს ეს მთლიანი ტერიტორია ბინძური და საშიშია, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ეს არ არის ისეთი ადგილი როგორიცაა "პრესტიჟული" ჩრდილოეთ ლონდონი"
  • რელიგიური შეკრების ტრადიციას, კოვიდის დროს ისე აშუქებდნენ, თითქოს "მუსლიმი ადამიანები ამ შეკრების ვირუსს გამიზნულად ავრცელებდნენ"
  • "ეს ქვეყანა (დიდი ბრიტანეთი) მულტიკულტურულია, განსხვავებული "რასის",კულტურისა და გამოხატულების მქონე ინდივიდებით, მაგრამ ვერ ვგრძნობ, რომ მედია ახერხებს ამ მრავალფეროვნების "არეკვლასა" და ყველა თემისთვის აქტუალური თემების გაშუქებას".
  • "არ მომწონს და არ ვენდობი ჟურნალისტებს. ისინი ჩემთვის, პოლიტიკოსებსა და უძრავი ქონების აგენტებს გვანან, ამიტომ უბრალოდ არ ვენდობი მათ."
  • "ახალი ამბები თავს უიმედოდ და უძლურად მაგრძნობინებს, ეს კი თავის მხრივ პოლიტიკურ აქტივობებში ჩართვის მოტივაციას გიკარგავს. თითქოს გიწევს შეეგუო იმ პრობლემებსა და ცხოვრების დონეს რაც გაქვს".

როგორ უნდა გააშუქოს მედიამ, რეკომენდაციები:
  • გამოცემებში ჟურნალისტები თავად უნდა იყვნენ ამ "ჯგუფების" წარმომადგენლები, ეს ამ თემების მიმართ მგრძნობელობას გაზრდის და შეამცირებს არასწორი გაშუქების შემთხვევებს;
  • უფრო დიდი დრო დაუთმონ მსგავსი საკითხების გაშუქებას და იმას, რაც ამ ჯგუფებისთვის მართლა მნიშვნელოვანია;
  • ჟურნალისტებმა უნდა იზრუნონ, ამ ჯგუფების წარმომადგენლებთან ახლო ურთიერთობების დამყარებაზე, რაც ჟურნალისტისა და რესპონდენტის პროფესიულ ურთიერთობას გულისხმობს;
  • თავიდან აიცილონ სენსაციური გაშუქება, სტერეოტიპების წახალისება;
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ტვიტერს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. სოციალურ ქსელს NBC Universal-ის ყოფილი სარეკლამო ხელმძღვანელი ლინდა იარენკო უხელმძღვანელებს.

რა ხდება?
  • 11 მაისს, ილონ მასკმა "ტვიტერის" ქსელში ახალი აღმასრულებელი დირექტორის დაქირავებასთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაცია.
  • ხოლო, 12 მაისს "NBCUniversal"-მა დაწერა, რომ მათი სარეკლამო ხელმძღვანელი, ლინდა იაკარინო დაკავებულ თანამდებობას ტოვებდა, მისი ტვიტერის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნა კი ილონ მასკმა დაადასტურა.

ვინ არის ლინდა იაკარინო?

  • "ნათელი მომავლის შექმნის შენეული (ილონ მასკის) ხედვა დიდიხანია ჩემი შთაგონების წყაროა. მოხარული ვარ, რომ შემიძლია ერთად გავაუმჯობესოთ "ტვიტერი" და გარდავქმნათ ბიზნესი" - ასე უპასუხა ლინდამ ილონ მასკის "ტვიტს".
  • ის 11 წელზე მეტი მუშაობდა NBCUniversal-ის საერთაშორისო პარტნიორობისა და რეკლამის დეპარტმანეტში.
  • მანამდე 20 წელზე მეტი, "Turner Broadcasting System"-ში გაატარა, სადაც გასართობი რეკლამის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. ეს ორგანიზაცია აერთიანებდა ისეთ კომპანიებს, როგორიცაა CNN, WarnerBros და სხვა.
  • 2014 წლიდან, არის "სარეკლამო საბჭოს" (Ad Council) წევრი.
  • ასევე, იაკარინო, მაუწყებელთა ეროვნული ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრია.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?
  • 2022 წელს, ილონ მასკმა NBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ არც "ტვიტერს" და არც მის სხვა კომპანიებს, რეკლამა არ სჭირდებოდათ, რადგან მათ ისედაც ყავდათ ერთგული მომხმარებლები.
  • თუმცა, 17 მაისს გავრცელებული ინფორმაციით ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი ელექტროავტომობილების კომპანია "ტესლა" პირველად გამოიყენებს ტრადიციულ რეკლამას.
წაიკითხეთ ვრცლად: "ვინ არის ილონ მასკი?"

მასკის ეს ნაბიჯი და ლინდა იაკარინოს ანუ "ტვიტერის" ახალი აღმასრულებელი დირექტორის ახლო კავშირები რეკლამასთან აჩენს მოსაზრებას, რომ შეიძლება "ტვიტერმა" მთლიანად შეცვალოს თავისი მიდგომა ე.წ "დასპონსორებულ" კონტენტზე, ეს კი პირდაპირაა დაკავშირებული პლატფორმაზე სიძულვილის ენისა თუ სხვა ტიპის საზიანო მასალის გავრცელების შეზღუდვასთან.

რა უნდა ვიცოდეთ?

ილონ მასკმა "ტვიტერი" 2022 წლის ოქტომბერში 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა. მასკმა მმართველობის დასაწყისშივე თქვა, რომ სურდა შეემცირებინა კონტენტის შეზღუდვა, პლატფორმაზე მომხმარებლების "სიტყვის აბსოლუტური თავისუფლების" პრინციპით ესარგებლათ და ის ყველა იდეისთვის ერთნაირად"ხელმისაწვდომი" ყოფილიყო.

მსგავსმა განცხადებებმა კი გააჩინა კითხვები Twitter-ის სარეკლამო გაყიდვების ბიზნესთნ დაკავშირებით, რადგან რეკლამის განმთავსებლებმა შესაძლოა თავი შეიკავონ ფასიანი პოსტების გამოჩენაზე საზიანო შინაარსის მასალებთან.

მას შემდეგ რაც მასკმა "ტვიტერი" შეისყიდა, ამ ქსელის შემოსავალი შემცირდა, რადგან ყველაზე ხშირად რეკლამის განმთავსებლების თითქმის 50%-მა უარი თქვა "ტვიტერთან" თანამშრომლობაზე.
კატეგორია: რესურსები
11 მაისიდან საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა Google-ის ხელოვნური ინტელექტი Bard - Chat GPT-ის კონკურენტი, რომელიც კომპანიამ 2021 წელს დააანონსა.

რითი განსხვავდება Bard - Chat-GPT-სგან?

Google თავისი ხელოვნური ინტელექტისთვის 5T მოდელს იყენებს, რაც (Text-to-Text transfer transformer) მიწოდებული ტექსტებიდან ახალი ტექსტის გენერირებას ანუ მომხმარებლის "დავალების" შესრულებას გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ "Bard" და "Chat GPT" ერთნაირი, ბუნებრივი ენის მოდელებზე დატრენინგებული სისტემებია, მათ შორის განსხვავებები მაინც არსებობს:

  • ამ ორ სისტემას შორის ერთერთი მთავარი სხვაობაა, რომ Bard-ს შეუძლია რეალურ დროში მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია ინტერნეტიდან, ხოლო chat GPT ინფორმაციას იმ მასალებზე დაყრდნობით მიაწვდის რაზეც ეს AI დაატრენინგეს.
  • Bard-ის AI გუგლის ძებნის სისტემას იყენებს, ხოლო chat GPT-3-ს ანუ მის უფასო ვერსიას აქვს ერთგვარი ბაზა, რომლითაც დაატრენინგეს 2021 წლამდე მონაცემებზე.
  • ორივესთვის მნიშვნელოვანია, რომ "დიალოგის" ფორმით აწარმოოს კომუნიკაცია და მომხმარებელს ლოგიკური, ზუსტი პასუხები მიაწოდოს, თუმცა Bard-ი მისი წინამორბედისგან განსხვავებით, უფრო მეტად წიგნებზე, სხვადასხვა ნაშრომებზე, სიმღერის ტექსტებზეა დატრენინგებული, ამიტომ მას "კრეატიულად წერა" შეუძლია;
  • მოკლედ, რეგულარული დიალოგისთვის, ChatGPT უფრო დაეხმარება მომხმარებელს, ხოლო თუ პოემის ან სცენარის დაწერაა საჭირო Bard.
  • Bard ტექსტის მომზადებისთანავე აწვდის მომხამრებელს რამდენიმე ვერსიას ე.წ "დრაფტს";














საფრთხეები და გამოწვევები, მოკლედ:

Chat GPT-ს გამოჩენასთან ერთად გაჩნდა პლაგიატის საფრთხე, ამიტომ მალევე გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტის გენერირებული ტექსტის ამომცნობი, ჯერ უცნობია, ჩაუშვებს თუ არა Google მსგავს აპლიკაციას, ამიტომ ეს საფრთხე კვლავ არსებობს. 




წაიკითხეთ ვრცლად - ახალი აპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის დაწერილ ტექსტს ამოიცნობს.

როგორც "გუგლის" წარმომადგენლები ამბობენ, Bard ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტია და მომხმარებლებსაც, გამოყენებისას დახვდებათ წარწერა, რომ "Bard-მა შეიძლება მათ მიაწოდოს არაზუსტი ან შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, რაც შეიძლება არ ასახავდეს Google-ს პოზიციას."
კატეგორია: რესურსები
ინფორმაციის თავისუფლება, მათ შორის, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცულია. თუმცა, სახელმწიფო უწყებები საჯარო ინფორმაციის დაინტერესებული პირისთვის მიწოდების ვადებს კვლავ არღვევენ ან საერთოდ არ გასცემენ.

"ბევრ ჟურნალისტს საშუალება არ მიეცა გაეშუქებინა საჯარო პირების სხვადასხვა ოფიციალური გამოსვლა ან უწყებებმა მოთხოვნისას არ მიეწოდეს საჯარო ინფორმაცია" - წერია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში.

კომპანია "ფორსეტმა" შექმნა ვებგვერდი, რომლის მიზანიც ინფორმაციის გამოთხოვის გამარტივებაა.

წაიკითხეთ ამ თემაზე ვრცლად: რატომ არ გასცემენ საჯარო უწყებები ინფორმაციას?

რა არის და როგორ მუშობს Askgov.ge?

Askgov.ge ინფორმაციის გამოთხოვის ერთიანი პლატფორმაა, სადაც შესაძლებელია, როგორც საჯარო უწყებისთვის მიმართვა ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, ასევე სხვა მომხმარებლების მიერ უკვე გამოთხოვილი მასალების გაცნობა.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის გავლის შემდეგ, შესაძლებელია ვებგვერდის ორი მთავარი ფუნქციონალის გამოყენება:
  • გამოითხოვე ინფორმაცია - 329 საჯარო დაწესებულებიდან შეძლებთ ინფორმაციის მოპოვებას. სასურველი უწყების არჩევის შემდეგ, გასაგზავნი წერილი ნახევრად შევსებულ ფორმატში გამოჩნდება, რათა საჯარო უწყებებს შეტყობინების "დახარვეზების" ნაკლები შანსი დარჩეთ.
  • გაეცანი გამოთხოვილ ინფორმაციას - პლატფორმის უნიკალური მახასიათებელია, რადგან რეგისტრაციის გარეშე შესაძლებელია, სხვა მომხმარებლების საჯარო უწყებებთან მიმოწერის ნახვა, ეს ინფორმაცია სრულად community driven, ანუ საზოგადოების (მოქალაქეების) მიერაა "მართული".
საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეს ავალდებულებს, რომ ინფორმაციის გამოთხოვისას მიუთითოს პირადი მონაცემები (პირადი ნომერი, სახელი-გვარი, მისამართი), თუმცა ეს დეტალები ვებგვერდზე არ საჯაროვდება.

საერთაშორისო პრაქტიკა

ბრიტანულმა ორგანიზაცია mysociety-მ 2008 წელს ჩაუშვა პლატფორმა WhatDoTheyKnow (რა იციან მათ?), რომელიც საჯარო პირებსა და უწყებებს მათ ანგარიშვალდებულებას შეახსენებს და მოქალაქეებს ნებისმიერი დაწესებულებიდან შეუძლიათ ინფორმაციის გამოთხოვა.

კოდი, რომელზეც ეს ვებგვერდი შეიქმნა, მალევე გახდა საჯარო წყარო (public source) და დღეს, Alaveteli-ს სახელით ფუნქციონირებს. სწორედ მისი გამოყენებით შეიქმნა საქართველოში ასკგოვი და მას ანალოგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქვს, მათ შორის:
  • უნგრეთი
  • უკრაინა
  • ახალი ზელანდია
  • ისრაელი და სხვა
ქართული ვერსიისგან განსხვავებით, ბრიტანულს აქვს ე.წ PRO ვერსია, რომელიც მნიშვნელოვანია გამომძიებელი რეპორტიორებისთვის, რადგან მათ ძირითადად არ შეუძლიათ მასალების გასაჯაროვება ან მანამ სანამ სტატია/სიუჟეტი არ მომზადდება, ამიტომ გამომძიებელი ჟურნალისტებისთვისს PRO ვერსია გარკვეული დროით "ინახავს" და ავტომატურად არ ასაჯაროვებს მათ მიმოწერას საჯარო უწყებასთან.

გამოწვევები მოკლედ:
  • ამ ეტაპზე, ასკგოვის ბაზაში 2300-ზე მეტი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა დარეგისტრირებული, მომხმარებლები კი თავად ნიშნავენ წარმატებული იყო თუ წარუმატებელი განცხადება, ამიტომ, რთულია ზუსტი რიცხვების დადგენა. თუმცა, მიმოწერის სათითაოდ ნახვის შემდეგ შესაძლებელია იმის დადგენა მიაწოდა თუ არა საჯარო უწყებამ მოთხოვნილი ინფორმაცია ზუსტად და სრულად.
  • მას შემდეგ, რაც საჯარო უწყება დაარღვევს ინფორმაციის მიწოდების 10-დღიან ვადას, მოქალაქეები ადმინისტრაციულ საჩივარს წერენ, თუმცა ხშირად ესეც უპასუხოდ რჩება.
  • რეგიონებში, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირებმა ხშირად არ იციან, როგორ მიაწოდონ ინფორმაცია მოქალაქეს.
  • ასკგოვის საშუალებით ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ, საჯარო უწყებები ცდილობენ, მოქალაქეებთან კომუნიკაცია პირადი ელექტრონული ფოსტის საშუალებით გააგრძელონ რათა მათი კომუნიკაცია არ გასაჯაროვდეს.
  • რიგ შემთხვევებში უწყებებიდან ურეკავენ და ცდილობენ, გადააფიქრებინონ ინფორმაციის გამოთხოვა.
  • საჯარო დაწესებულებებისთვის ხშირად უცნაურია და ვერ წარმოუდგენიათ, რომ უბრალო მოქალაქეს შეიძლება სურდეს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
20 აპრილს, "BuzzFeed News"-ის თანამშრომლებმა დამფუძნებლისგან, ჯონაჰ პერეტისგან, პლატფორმის დახურვის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით მიიღეს შეტყობინება.

დამფუძნებლის განცხადებით:
  • საწყის ეტაპზე 15%-ით (დაახლოებით 180 ადამიანი) შეამცირებდნენ სხვადასხვა დეპარტამენტებში თანამშრომლების რაოდენობას.
  • იმ თანამშრომელთა ნაწილისთვის, რომლებიც ამ შემცირებაში მოყვებიან, "Huff Post" გამოაცხადებს მიღებას. "Huff Post" 2020 წელს "Buzzfeed"-მა შეისყიდა და მათი ბიზნეს მოდელით, ფინანსების ძირითადი წყარო ერთგული მკითხველია.
  • ამ გადაწყვეტილების მიღება პანდემიასთან ერთად, რთულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, ციფრული ბაზრის შენელებამ და პლატფორმების სწრაფმა ცვლილებებმა განაპირობა.

მოკლედ "BuzzFeed News"-ის შესახებ:
  • პლატფორმა 2011 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც "Buzzfeed"-ის ერთ-ერთი "დანაყოფი".
  • 2022 წლის მონაცემებით, ვებგვერდს 20 მილიონამდე უნიკალური ვიზიტორი ჰყავდა.
  • თუმცა ბოლო თვეებში "Facebook"-ზე მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რასაც თანამედროვე აუდიტორიაში მოკლე ვიდეოების აპლიკაციბის (Tik-Tok) პოპულარობით ხსნიან.
  • 2021-ში "Buzzfeed News"-მა მოიგო პულიტცერის პრიზი "საერთაშორისო გაშუქების" ნომინაციაში. მათი საგამოძიებო რეპორტაჟი შეეხებოდა ჩინეთის ხელისუფლების ბრუტალურ დამოკიდებულებას ჩინეთში მაცხოვრებელი უიღურების (ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსი) მიმართ.
მეტი:
  • სიტუაცია განსაკუთრებით SPAC(სპეციალური დანიშნულების შემსყიდველი კომპანია)-ში გაერთიანებამ დაამძიმა, რადგან ინვესტიციის სახით ე.წ stocks-ში არასაკმარისი თანხა იდებოდა "Buzzfeed News"-ში.
  • ჯონაჰ პერეტი თანამშრომლებს წერს, რომ ეს შედეგი მხოლოდ მისი ბრალია რადგან ზედმეტად დიდი ფინანსური და ფიზიკური რესურსი დაუთმო "Buzzfeed News", თუმცა მისივე თქმით: "საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ და ახლა ვიცი, რომ დიდ ბიზნესს (პლატფორმებს) არასდროს ენდომებათ მხარი დაუჭიროს თავისუფალ, დამოუკიდებელი ციფრულ ჟურნალისტიკას".
  • მიუხედავად ჩადებული რესურსისა, სოციალურ მედიაზე დაფუძნებული აუდიტორია ვერ უწევს სათანადო ფინანსურ დახმარებას უფასო ახალი ამბების ვებგვერდს.
  • კომპანიამ, ექსპერიმენტის სახით დაიწყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაც ქვიზებისა და სხვა გასართობი ტიპის კონტენტის შესაქმნელად.

ბოლო 6 თვის მაჩვენებლები:


სხვა გამოცემები მსგავსი პრობლემით:
  • 12 იანვარი - NBC News-მა და MSNBC-მ "კორპორატიული რეორგანიზაციისთვის" 75 თანამშრომელი გაათავისუფლა.
  • 21 იანვარი - Vox-მა გაათავისუფლა თანამშრომლების 7%, დაახლოებით 133 ადამიანი ეკონიმუკური სიძნელეების გამო.
  • 17 თებერვალს ნიუ-იორკის საზოგადოებრივმა რადიომ 15წლიანი მაუწყებლობის დახურა გადაცემა "The Takeaway", მათი განცხადებით მიზეზი ფინანსური პრობლემებია, რადგან გადაცემის მომზადება დიდ თანხებთანა დაკავშირებული.
  • ბიუჯეტის დეფიციტით განმარტა 4 პოდკასტის დახურვა და 100-მდე თანამშრომლის გათავისუფლება NPR-მა.
  • 20 აპრილს თანამშრომლების რაოდენობის 10%-ით შემცირებაზე გაავრცელა განცხადება "Insider"-მაც, მათი წარმომადგენლის ცნობით, "კომპანიას სიჯანსაღისა და კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად" მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
კონსერვატიული გამოცემა, "ფოქს ნიუსი" ხმის მიცემის ელექტრონული მანქანების მწარმოებელ კომპანია "დომინიონს" ცილისწამებისა და კომპანიისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანისთვის 787,5 მილიონ დოლარს გადაუხდის.

რა ხდება?
  • სარჩელი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხებოდა, როდესაც "ფოქს ნიუსი" ბრალს სდებდა ხმის მიცემის ელექტორნული მანქანების მწარმოებელი კომპანიის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არჩევნების გაყალბებასა და მისთვის მიცემული ხმების საერთო რაოდენობიდან ამოღებაში.
  • გასაჯაროვებული სამართლებრივი ჩანაწერებით ირკვევა, რომ ფოქს ნიუსის ჟურნალისტები და პროდიუსერები პირად მიმოწერებში ერთი მხრივ აკრიტიკებდნენ ტრამპს და ამბობდნენ, რომ "ის მალე დაასრულებდა მმართველობას", თუმცა მეორე მხრივ, ეთერში ცრუს უწოდებნენ "დომინიონის" ბრალდებებს და ავრცელებდნენ კონსპირაციულ თეორიებს 2020 წლის არჩევნების გაყალბების თაობაზე.
  • მათ შორის, "დომინიონის" მფლობელების წარმომავლობაზე, საიდუმლო ალგორითის მიერ ტრამპისთვის მიცემული ხმების ჯო ბაიდენისთვის გადაცემასა და მათი "სისტემის" დაუცველობაზე.
  • დამატებით, "ბრალდებულთა" შორისაა გადაცემა "Sunday Morning Futures", სადაც წამყვანი მარია ბარტირომო გადაცემის სტუმარს (სიდნი პოველს - ყოფილი ფედერალური პროკურორი) ეკითხება "ჩვენ უკვე ვისაუბრეთ დომინიონის პროგრამაზე, ვიცი, რომ მათ ჰქონდათ ხმის მიცემის პროცესში დარღვევები, ამაზე რომ ისაუბროთ."
  • "დომინიონის" წარმომადგენლები კომპენსაციის სახით "ფოქს ნიუსისგან" 1,6 მილიარდ დოლარს ითხოვდნენ, თუმცა სასამართლო პროცესამდე, მხარეები 787,5 მილიონ დოლარის გადახდაზე შეთანხმდნენ.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?
  • ეს იყო პრეცენდენტული შემთხვევა, რადგან ამერიკის სასამართლოს უნდა "ჩაესწორებინა" და განეხილა ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მედიაგამოცემის მიერ პოლიტიკური თემების გაშუქების სტანდარტი.
  • დამატებით, "დომინიონმა" დააყენა იმ ჟურნალისტებისა და პროდიუსერების პასუხისმგებლობა, ვინც იცოდა და განზრახ, "დომინიონის" დისკრედიტაციისთვის ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას.

2021 წელს, "ფოქს ნიუსსა" და ამავე არხის ორ წამყვანს, ლუ დობს და მარია ბარტირომოს, იმავე ბრალდებით სასამართლოში, ხმის მიცემის ელექტრონული მანქანების მწარმოებელმა მეორე კომპანიამაც ("Smartmatic"-მა) უჩივლა და კომპანიის რეპუტაციული ზიანისთვის 2,7 მილიარდ დოლარს მოითხოვს. ეს საქმე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

რას ამბობს ფოქს ნიუსი?
  • ფოქს ნიუსი თავიდანვე უარყოფდა ბრალდებებს და მათი განცხადებით, ციტატები ჟურნალისტებისა და პროდიუსერების შიდა კომუნიკაციიდან კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და ინტერპრეტირებული.
  • ასევე, მათი წარმომადგენლების თქმით, ეს იყო ზეწოლა მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
რუსეთის პარლამენტის (დუმის) საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტონ გორელკინმა, 10 აპრილს, თავისი ტელეგრამ არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ტვიტერმა" აღადგინა რუსეთის რამდენიმე ოფიციალური ანგარიში, მათ შორის, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ახალი განცხადებები.

როგორც, ანტონ გორელკინი თავის განცხადებაში წერს, ახალი მენეჯმენტისგან სწორედ ასეთ ნაბიჯებს მოელოდა და იმედოვნებს, რომ შეწყდება "დასათაურების" პრაქტიკა ან სხვა შემთხვევაში, მოითხოვს, რომ "დასათაურდეს" დასავლური გრანტებით დაფინანსებული ანგარიშებიც. ილონ მასკი სოციალურ ქსელის აღმასრულებელი დირექტორი 2022 წლის ოქტომბრიდანაა.

რა ხდება?
  • "ტვიტერის" შეზღუდვა რუსეთში 2022 წლის მარტიდან დაიწყო , თუმცა საბოლოოდ სოციალური ქსელი 2023 წლის თებერვალში დაიბლოკა.
  • 8 აპრილს, დიმიტრი მედვედევმა "ტვიტერზე" გამოაქვეყნა პოსტი, სათაურით "რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ არავის სჭირდება" - რის გამოც მომხმარებლებლმა, არასაკმარისი სანქციებისთვის ილონ მასკი გააკრიტიკეს.
  • მასკმა საპასუხოდ დაწერა, რომ: "მითხრეს, პუტინმა უკრაინის დახმარებისთვის ომის დამნაშავე მეძახა, ამიტომ ის არ არის ჩემი მეგობარი. ყველა სიახლე რაღაც მხრივ პროპაგანდაა, მიეცით ადამიანებს უფლება თავად გადაწყვიტონ."

BBC "ტვიტერის" წინააღმდეგ

ამავდროულად, ტვიტერმა, 10 აპრილს, "ბიბისის" (ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას) "მთავრობის დაფინანსებული მედიის" სათაური მიანიჭა, რასაც კორპორაციის პროტესტი მოჰყვა.

მათი განმარტებით, ისინი არ ფინანსებიან ხელისუფლებისგან, რადგან ბრიტანეთის მოქალაქეებს აქვთ ვალდებულება ყოველწლიურად გადაიხადონ ლიცენზიის (პირდაპირ ეთერში ყურების) საფასური, შესაბამისად BBC მოქალაქეების დაფინანსებულია. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე დაუკავშირდა "ტვიტერის" წარმომადგენლებს, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს.

ილონ მასკმა ამის საპასუხოდ BBC-ს ელექტრონული წერილით გამოეხმაურა, რომ "ის BBC-ის გამომწერია და მიიჩნევს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მიკერძოებული მაუწყებელია, თუმცა "ტვიტერის" მიზანი მაქსიმალური გამჭვირვალობა და სანდოობა".
  • ტვიტერზე იმავე, "მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია", სათაური აქვს NPR,აშშ-ს საზოგადოებრივი მაუწყებელი, მათი განცხადებით, არ გამოაქვეყნებენ სიახლეებს სანამ ეს სათაური არ წაიშლება მათი ანგარიშიდან.
  • თავდაპირველად, NPR მონიშნეს, როგორც "მთავრობასთან დაკავშირებული მედია", მსგავს სათაურს "ტვიტერი" იყენებს ისეთ პროპაგანდისტულ გამოცემებთან როგორიცაა რუსული "RT" და ჩინური "Xinhua News".
კატეგორია: საქართველო
განახლება [12:00] - 6 თებერვალს, დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის იმავე მიზეზით აკრედიტაციის შეჩერების თაობაზე შეტყობინება მიიღეს "ტვ პირველის" ჟურნალისტმა რუსუდან დუმბაძემ და "მთავარი არხის" ჟურნალისტმა თათია წოწონავამ.

საქართველოს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა "ფორმულას" ჟურნალისტ სოფიო გოზალიშვილს.

რა ხდება?

სადავო მასალა, "შაბათის ფორმულას" ეთერში 1 აპრილს გავიდა, ჟურნალისტი დეპუტატებს ეკითებოდა ეუხერხულებოდათ თუ არა სექსუალურ შევიწროებაში მხილებული შალვა რამიშვილის დაცვა და ექნებოდათ თუ არა იმავე დამოკიდებულება, რამიშვილი კრიტიკული მედიის მედიამენეჯერი რომ ყოფილიყო.

6 თებერვალს გამოქვეყნებული პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების მიხედვით შეიცვალა მედიისთვის აკრედიტაციის მიღების წესები და პარლამენტში ქცევის წესები.

რა არის პრობლემა?

ბრძანების მიხედვით, ჟურნალისტი ვალდებულია:
  • შეწყვიტოს ინტერვიუ პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.
სწორედ ამ პუნქტის "შეუსრულებლობა" გახდა, "ფორმულას" ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის 1 თვით შეჩერების საფუძველი. რეგლამენტის მიხედვით, განმეორების შემთხვევაში, ჟურნალისტს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეწინააღმდეგებოდა აკრედიტაციის ახალ წესს, 7 თებერვალს გაავრცელეს განცხადება, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით, ცვლილებები ჟურნალისტებისთვის შეუძლებელს გახდიდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და მოუწოდეს, პარლამენტის თავმჯდომარეს გაეუქმებინა მიღებული ბრძანება, თუმცა უშედეგოდ.

როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, ხატია ღოღობერიძე ამბობს, დღევანდელი გადაწყვეტილება აჩენს ეჭვს, რომ ეს დაკავშირებულია მათთვის არასასურველ, კონკრეტულ ჟურნალისტურ პროდუქტთან, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ახსოვდეთ მათი ანგარიშვალდებულება, რომ უპასუხონ ჟურნალისტებს შეკითხვაზე და დამატებითი კითხვის დასმა არ არის დანაშაული.

"ამ ბრძანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის მედიის გაჩუმება, რათა კომფორტულად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა და არ უპასუხონ იმ კითხვებს, რომელიც დაგროვდა მოსახლეობაში".

წაიკითხეთ ვრცლად: რატომ არის პრობლემური პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი წესები?
კატეგორია: რესურსები
"ტიკ-ტოკის" აუდიტორიის ზრდასთან ერთად გაჩნდა ეჭვები მომხმარებელთა პირადი მონაცემების უსაფრთხოების რისკებზე. ამასთან, დაიწყო საუბარი აპლიკაციის შეზღუდვაზეც სხვადასხვა ქვეყანაში.

23 მარტს, "ტიკ-ტოკის" აღმასრულებელმა დირექტორმა, შოუ ჩიუმ აშშ-ის კონგრესს ჩვენება მისცა.

რა უნდა ვიცოდეთ ტიკტოკზე?

  • პანდემიის დასაწყისიდან, 2020-2021 წლებიდან დღემდე, "ტიკ-ტოკი" ყველაზე ხშირად გადმოწერილი აპლიკაციაა.
  • თავდაპირველად, პლატფორმის თავდაპირველი მიზანი, ე.წ "ტრენდების" (პოპულარული ცეკვა, მელოდია თუ სხვა) გადაღება და მოკლე ვიდეოს სახით განთავსება იყო,
  • თუმცა დღეს, მას იყენებენ ბიზნესში, ახალი ამბების გასავრცელებლად თუ პოლიტიკური აქტივობებისთვისაც.

წაიკითხეთ ვრცლად, "როგორ გამოიყენებენ ტიკ-ტოკის აპლიკაციას სიახლეების გასავრცელებლად?"
  • ტიკტოკის მომხმარებელთა ინფორმაციას იყენებს ალგორითმის დასახვეწად და მომხმარებლისთვის სასურველი ვიდეოების შეთავაზებისთვის.
  • მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელის მფლობელი კომპანია კი ჩინური ByteDance-ა, რასაც აშშ-ის მთავრობა საფრთხედ აფასებს.

2023 წლის მარტიდან, სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად დაიწყეს მსჯელობა, რომ "ტიკტოკი", საწყის ეტაპზე, სახელმწიფო დაწესებულებებისა და საჯარო მოხელეების მოწყობილებებიდან უნდა წაიშალოს.

ამ ქვეყნებს შორისაა:
  • დიდი ბრიტანეთი;
  • ევროკავშირის 27 ქვეყანა; ახალი ზელანდია;
  • ამერიკის შეერთებული შტატები;
  • კანადა;
  • ნორვეგია;

აშშ-ის კონგრესმენების გზავნილები მოკლედ:
  • პლატფორმას ჩინური ტექნოლოგიური კომპანია ფლობს, ამიტომ "საფრთხე, რომ მომხმარებელთა ინფორმაცია, ჩინურმა კომუნისტურმა პარტიამ (CCP) გამოიყენოს, ამერიკელებზე მანიპულაციისთვის საკმაოდ დიდია" - განაცხადა რესპუბლიკელთა პარტიის წევრმა ქესი მაკმორის-როჯერსმა.
  • დამატებით, კონგრესმა "ByteDance"-ს მენეჯმენტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ახლო ურთიერთობებში ამხილა და აშშ-ს ეროვნულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.
  • ერთ-ერთი კონგრესმენის კითხვას, ყიდდა თუ არა "ტიკტოკი" მომხარებელთა ინფორმააციას ნებისმიერ მესამე პირზე ან კომპანიაზე, აღმასრულებელმა დირექტორმა უპასუხა, რომ ამ კითხვას მის გუნდთან გადაამოწმებდა და მოგვიანებით უპასუხებდა.
  • კონგრესის ერთ-ერთი არგუმენტი იყო ისიც, რომ "ტიკტოკის" ალგორითმი მომხარებელს აწვდის იმ შინაარსის მასალას, "რომელიც მათთვის საზიანოა". მაგალითად, კვებითი აშლილობის მქონე ახალგაზრდებს აწვდის მსგავსი შინაარსის ვიდეოებს.
  • 2021 წელს, "ტიკტოკმა" განაახლა კონფიდენციალურობის პოლიტიკა და დღეს, შეუძიათ ისეთი ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებაა როგორიცაა სახის გამოსახულება ე.წ Face ID და მომხარებლის ხმა.

ტიკტოკის აღმასრულებელი დირექტორის, შოუ ჩიუს არგუმენტები, მოკლედ:
  • "ტიკტოკი" ჩინეთში აკრძალულია, მათი სათაო ოფისები კი სინგაპურსა და ტეხასში მდებარეობს - რაც ჩინეთის ხელისუფლების მიერ პლატფორმის მართვას გამორიცხავს. ასევე, "ტიკტოკს" ჰყავს სხვადასხვა მეწილე, მათ შორის ამერიკელებიც.
  • ამერიკელი მომხმარებლების "გამოცდილებაზე" (User Experience) ამერიკული "ბიურო" (Oracle Cloud Infrastructure) მუშაობს.
  • შოუ ჩიუს განმარტებით, მენტალური პრობლემების ან დამოკიდებულების მქონე ადამიანებს ეხმარება პრობლემების დაძლევაში და ალგორითმი არ აწვდის მათთვის საზიანო კონტენტს.
  • კონგრესის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა "ByteDance"-ს წვდომა ამერიკელი მომხმარებლის ინფორმაციაზე, "ტიკტოკის" დირექტორმა უპასუხა, რომ ჩინეთს აქვს წვდომა ინფორმაციაზე, თუმცა ეს მასალა ჩინურ სერვერზე არ ინახება.

"ტიკტოკი" ჟურნალისტებს "უთვალთვალებდა", რა ხდება?
  • შოუ ჩოუს წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი კონგრესმენებს "ტიკტოკის" მიერ ამერიკელ ჟურნალისტებზე "თვალთვალის" შემთხვევაზე ჰქონდათ.
  • 2022 წელს, რამდენიმე გამოცემამ, მათ შორის "ფორბსმა" და "Financial Times"-მა მოიპოვეს კომპანიის შიდა ჩანაწერები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ჩინეთს ჰქონდა წვდომა ამერიკელ მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციაზე.
  • მასალების გასაჯაროვების შემდეგ, დადასტურდა, რომ "ტიკტოკი" იყენებდა ამ ჟურნალისტების ადგიულმდებარეობას, რათა დაედგინათ ის თუ ვინ იყო მათი წყარო "ტიკტოკიდან".

ჩინური კანონმდებლობა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს Tik-Tok-ის გამჭვირვალობას
  • ჩინეთის ეროვნული დაზვერვის კანონი ავალდებულებს ყველა კერძო კომპანიას (მათ შორის, ByteDance-ს), დაემორჩილონ ჩინეთის ხელისუფლებას.
  • მაგალითად, მათ შეუძლიათ, რომ ByteDance-ს ალგორითმის გამოყენება ჩინეთის მთავრობისთვის სასარგებლოდ მოთხოვონ, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან მეწილეები, ეს კომპანია ჩინეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, შესაბამისად ვრცელდება ჩინური კანონმდებლობა.
  • ჩინეთის მონაცემთა უსაფრთხოების კანონით - ყველა ტექნოლოგიური კომპანია (მათ შორის, ByteDance), ვალდებულია, რომ მიაწოდოს მომხარებლეზე ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ხელისუფლება მოითხოვს.
  • "ამერიკელ მომხარებელთა ინფორმაციის ადგილობრივ (ამერიკულ) სერვერზე განთავსება ამ პრობლემას ვერ აგვარებს , რადგან ალგორითმს ByteDance-ს ფლობს, შესაბამისად მას მუშაობისთვის სჭირდება მონაცემებზე წვდომა" - ამბობს ამერიკელი სენატორი მარკო რუბიო.
კატეგორია: საქართველო
30 მარტს "The Wall Steet Journalist"-ის მოსკოვის ბიუროს ჟურნალისტი, ევან გერშკოვიცი "ჯაშუშობის" ბრალდებით ეკატერინბურგში დააკავეს.

როგორც რუსული მედიიდან ირკვევა, ამერიკელი კორესპონდენტი რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და "ვაგნერის" (რუსული სამხედრო დაჯგუფება) თემებზე ამზადებდა მასალას.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ეფ-ეს-ბეს) მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, "ჟურნალისტს ბრალი ედება ჯაშუშობასა და ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებით მოქმედებაში, რუსულ სამხედრო საწარმოზე კონფიდენციალური ინფორმაციის მოგროვებაში."

გამოძიება, რუსეთის სიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კონტექსტი
  • "ცივი ომის" შემდეგ, ევან გერშკოვიცი არის პირველი ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
  • "The Wall Street Journal"-მა გაავრცელა განცხადება, ისინი უარყოფენ "ეფ-ეს-ბეს" ბრალდებებს და მათი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ რუსულ საგამოძიებო უწყებებს.
  • ჟურნალისტის ერთ-ერთი ბოლო სტატია შეეხებოდა რუსულ ეკონომიკურ კრიზისს დასავლეთის სანქციების ფონზე.
  • გამომძიებელი ჟურნალისტი, ანდრეი სოლდატოვი "ტვიტერზე" წერს, რომ "ეს პირდაპირი თავდასხმაა ყველა უცხოელ კორესპონდენტზე, რომელიც რუსეთში მუშაობს და ეს ნიშნავს, რომ "ეფ-ეს-ბე" უკონტროლოა".
კატეგორია: ინტერვიუ
20 მარტს, გამოცემა "ტაბულას" ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე წლის წინ გასაუბრებაზე, ტელეკომპანია "პოს ტვს' თანადამფუძნებელმა, შალვა რამიშვილმა სექსუალურად შეავიწროვა.

მის "ფეისბუქ პოსტს" გამოეხმაურნენ სხვა ქალები, რომლებიც რამიშვილს იმავე დანაშაულში ამხელდნენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

ის 2018 წელს, ტელეკომპანია "იმედის" ყოფილმა თანამშრომელმა, თათია სამხარაძემაც ამხილა და სასამართლო პროცესი მოუგო. რამიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, სააპელაციომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

იურისტ ანა აბაშიძეს ვესაუბრეთ სექსუალური შევიწროების თემაზე დამკვიდრებულ სტერეოტიპებსა და მედიის მიერ სწორად გაშუქების მნიშვნელობაზე.

მოკლედ, ანა აბაშიძეზე
  • უფლებადამცველი ანა აბაშიძე "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ერთ-ერთი დამფუძნებელია.
  • სწორედ ეს ორგანიზაცია იცავდა სააპელაციო სასამართლოში თათია სამხარაძის ინტერესებს.
მოკლედ, ინტერვიუს მთავარი გზავნილები
  • კონკრეტული ცვლილებებისთვის მედია არის სრულფასოვანი პარტნიორი და ეს მათ შორის ხელისუფლებისთვისაც ასე უნდა იყოს.
  • ინდივიდის პერსპექტივიდან, რომ შევხედოთ ვერც ერთი ქალი ვერ გააგონებდა ხმას ვერავის, რომ არა მედიის მხარდაჭერა, თათიას დროსაც და ახლაც.
  • საერთო ინტერესია, რომ მედიის სტანდარტები დაიხვეწოს, მათ შორის, იმისთვისაც, რომ არ დაიკარგოს საზღვარი იმისა, თუ რა არის სწორი სტანდარტი? - "პოს ტვს" კონკრეტული გადაცემები თუ ეთიკური მედიის, რომლებიც დროს და ენერგიას არ იშურებენ, რომ უკეთ გააშუქონ.
  • ჩვენთვის, ყოველთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც მედიას რაღაც არასწორად ესმის, განსაკუთრებით თუ განზრახვა აქვს, რომ რაღაც "გააფუჭოს" ამას აქვს ძალიან დიდი, დამაზიანებელი შედეგი.
  • ხალხი მუდმივად უნდა იყოს კრიტიკული მედიის მიმართ და ითანამშრომლონ პროფესიულ წრეებთან, მაგალითად ჩვენ ("პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისთვის") "ვმეგობრობთ" ყველა მედიასთან, მაგრამ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში თითქმის ყველა მათგანის წინააღმდეგ შეგვიტანია განცხადება.

როგორ ფიქრობთ, რა შეცვალა თათია სამხარაძის შემთხვევამ, როგორ შეიცვალა საზოგადოება 2018 წლიდან დღემდე?

თათია სამხარაძის შემთხვევა იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სამსახურეობრივ ურთიერთობაში, არასასურველი სექსუალური შინაარსის ურთიერთობების სამართლებრივი შეფასება სადისკუსიო თემა გახდა.

ამგვარი სამართალდარღვევები, სამწუხაროდ, ყოველთვის ხდებოდა, თუმცა მანამდე, ქალები ვერ ბედავდნენ ამ თემაზე ღიად საუბარს და კაცები არცკი აღიქვამდნენ დანაშაულად.

დამატებით, ქალებს არც ეგულებოდათ სამართლებრივი სივრცე, რომ ეს საკითხი საზოგადოებისა და მართლმსაჯულებისთვის სამსჯელო გაეხადათ.

რომ შევადაროთ, დღეს, ყველამ იცის, რომ:
  • სექსუალური შევიწროება არის კანონდარღვევა;
  • სამუშაო გარემოში სექსუალური შინაარსის კომუნიკაციები პრობლემურია;
  • განსაკუთრებით ხელმძღვანელისგან, არასასურველი ფლირტი, უხამსი ან ნებისმიერი სექსუალური შინაარსის მიმართვა არის მიუღებელი;

პირველი რაც ყოველთვის ხდება, არის საუბარი და მერე ეს ღია საუბრები გადაინაცვლებს სასამართლოში. დღეს, ვხედავთ, რამდენი ქალია, რომელიც თამამად საუბრობს და ეს მხოლოდ საზოგადოების ზრდასა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას მიანიშნებს.

ტექნიკურად, სწორედ თათია სამხარაძის საქმის შემდეგ მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა და დაემატა განსაზღვრებები, მაგალითად ანტიდისკრიმინაციულ კანონში გაჩნდა ახალი მუხლი, შრომის კოდექსს დაემატა მკაფიო ჩანაწერები, სადაც ასევე სექსუალური შევიწროების აკრძალვაზეა საუბარი.

სასამართლო სისტემას თათია სამხარაძემდე არცერთხელ უმსჯელია სამსახურეობრივ ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე.

შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, დღევანდელი მოცემულებით, რამდენად ეფექტიანია ის კანონმდებლობა რაც არსებობს სექსუალურ შევიწროებაზე?

შემიძლია შევაფასო, რომ ეს საკანონმდებლო ბაზა ჩვენ, იურისტებს გვაძლევს შესაძლებლობას დავიცვათ ქალები და აქ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები არ გვხვდება.

ალბათ, ამ ეტაპზე მეტად საჭიროა, რომ თვითონ საქმეთა წარმოების დროს გავაძლიეროთ მოსამართლეები, ჰქონდეთ შესაძლებლობა თვალი ადევნონ სხვა ქვეყნების პრაქტიკას, საერთაშორისო კანონმდებლობას, იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ისინი არ დაეყრნონ მხოლოდ ქართულ კანონმდებლობას.

მნიშვნელოვანია მოსამართლეების მხარდაჭერა იმ თვალსაზრისითაც, რომ მათ კარგად ესმოდეთ მოძალადის და მსხვერპლის მდგომარეობა, იმისთვის, რომ არ "გაეპაროთ" სტერეოტიპული შეფასებები, რომელიც არაერთხელ გვინახავს სასამართლო გადაწყვეტილებებში.

მიმდინარე პროცესების დროს, შალვა რამიშვილმა და მისმა თანაწამყვანებმა ("სამნი და კო") არაერთხელ თქვეს, რომ ის რაც ამ ქალებმა გაასაჯაროვეს, იყო უბრალოდ კომპლიმენტი და ისინი აქტიურად ამართლებენ რამიშვილს, მთლიან პროცესს კი "დაგეგმილ კამპანიას" უწოდებენ.

რამდენად უწყობს ხელს მსგავსი იდეების ტელევიზიით გავრცელება სექსუალური შევიწროების რომანტიზებას და იმას, რომ არასერიოზულად აღიქვან ქალები, რომლებიც ამ თემებზე საუბრობენ?

პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ ეს გადაცემა ("სამნი და კო") არის მხარე და ეს არ არის ნეიტრალური მედია, რომელზეც მედიის სტანდარტებით უნდა ვიმსჯელოთ, რადგან გადაცემის წამყვანი (შალვა რამიშვილი) არის სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ადამიანი, რომელიც სასამართლო პროცესზე წარმოადგენდა მხარეს.

ცალკეულ ჟურნალისტს, რომელიც დღეს შეიძლება ამ ტელევიზიაში მუშაობს, არ იზიარებს რამიშვილის სარედაქციო პოლიტიკას, მაგრამ ვერ ცვლის, ვერ ეწინააღმდეგება, მე, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ, თათია სამხარაძეც იგივე მდგომარეობაში იყო, ვერ ეწინააღმდეგებოდა დამსაქმებლის პოლიტიკას და სამუშაო ადგილის დატოვება მოუწია.

სხვადასხვა ტელევიზიისა თუ ჟურნალისტის პროფესიული ეთიკის შეფასებისთვის მეტნაკლებად ამ კრიტერიუმებს ვიყენებთ:
  • არის თუ არა ის ნეიტრალური?
  • საზოგადოების ინფორმირებაზე ორინტირებული?
  • სტერეოტიპებისგან დაცლილი?
ეს გადაცემა და მისი წამყვანები "არ ითვალისწინებენ" ამ კრიტერიუმებს, ამიტომ მათ შეგნებულად მცდარი ინფორმაცია მიაქვთ მოსახლეობასთან, თავიანთ იდეოლოგიას ავრცელებენ ზოგადსაკაცობრიო იდეად და მინიმუმ იმასაც არ ამბობენ, რომ ეს "კომპლიმენტი" სექსულურ შევიწროებად ფასდება სხვადასხვა წრეებში.

გადაცემა "სამნი და კო" არ ემსახურება იმ მიზნებს, რასაც ზოგადად მედია უნდა ემსახურებოდეს.

მე მხარს ვუჭერ მედიათავისუფლებას, მაგრამ არის გარკვეული საკითხები, სადაც შეიძლება მეტი პროფესიული რეგულაცია იყოს. მაგალითად, უკანონობის ამგვარი გავრცელებისას, როდესაც მოსახლეობას შეგიძლია უთხრა, რომ შევიწროება შევიწროება არაა, რაც ფაქტსა და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ეს უნდა ჩაითვალოს თუ არა მედია თავისუფლებად პროფესიულმა თემმა უნდა გადაწყვიტოს.

ვფიქრობ, რომ ამგვარი "თავისუფლება" დააზიანებს ზოგადად მედიას, მის ღირებულებებს და ვერ შეასრულებს საზოგადოებისთვის მთავარ მიზანს - ინფორმირებას.

პროფესიულ წრეში უნდა დაისვას ეს შეკითხვები სად გადის ზღვარი "თავისუფლებასა" და დამაზიანებელ მედიაპროპაგანდას შორის.

როგორია მედიის როლი და შეიცვალა თუ არა გაშუქების სტანდარტი 2018 წლიდან დღემდე?

მედიას დღეს, პრაქტიკულად, გადამწყვეტი როლი აქვს იმაში, თუ როგორ წავა საზოგადოებრივი განვითარების ხაზი. მას შეუძლია დრამატული ზიანი მიაყენოს ამ განვითარებას და ამავდროულად, შეუძლია, დადებითი თვალსაზრისით, ყველაზე სწრაფი ცვლილებაც კი გამოიწვიოს.

ამას, რა თქმა უნდა, დახვეწილი ეთიკური და დაბალანსებული შინაარსით აკეთებს, ამიტომ, მე, მედიას ერთ-ერთ მთავარ აქტორად მივიჩნევ ადამიანის უფლებებში, ჩვენ მათ გარეშე გაგვიჭირდებოდა იმ საქმეების გაკეთება, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ადამიანებისთვის სასიკეთო შედეგი მოაქვთ.

ჩვენთვის, ყოველთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც მედიას რაღაც არასწორად ესმის, განსაკუთრებით თუ განზრახვა აქვს, რომ რაღაც "გააფუჭოს" ამას აქვს ძალიან დიდი, დამაზიანებელი შედეგი, მაგალითად, შალვა რამიშვილის კონკრეტულ გადაცემებს სადაც უშუალოდ მონაწილეობს და კიდევ რამდენიმეს სადაც თავად არ მონაწილეობს მაგრამ მისი სარედაქციო პოლიტიკა არის წამყვანი.

ვცდილობთ, ხოლმე რომ მედიასთან ჩვენი თანამშრომლობა იყოს პროფესიონალური და ურთიერთმხარდაჭერითი. ინდივიდის პერსპექტივიდან, რომ შევხედოთ ვერცერთი ქალი ვერ გააგონებდა ხმას ვერავის რომ არა მედიის მხარდაჭერა თათიას დროსაც და ახლაც.

დღეს მედია უფრო ეთიკურად აშუქებს და ნაკლებ შეცდომას უშვებს, ამიტომაც სწორად ჩანს პრობლემა. თუმცა, აქაც არის გამოწვევები, საერთო ინტერესია, რომ მედიის სტანდარტები დაიხვეწოს, მაგალითად იმისთვისაც, რომ არ დაიკარგოს საზღვარი რა არის სწორი სტანდარტი? "პოს ტვს" კონკრეტული გადაცემები თუ სხვა ეთიკური მედიის, რომლებიც დროს და ენერგიას არ იშურებენ, რომ უკეთ გააშუქონ.

პათეტიკის გარეშე, სრულიად თანაბარმნისშველოვანია ნაწილია დემოკრატიისა და მშვიდობის შენების - ასე ვხედავთ ჩვენ მედიის როლს.

ხშირად, მედია თავად ავრცელებს სტერეოტიპებს, რა გზები არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

ამ თემაზე უამრავი კვლევა არსებობს და უკვე შეფასებულია, რომ როდესაც არ ხარ მზად და რისკები გააზრებული არ გაქვს, შენ ნებით თუ უნებლიედ, შეიძლება, სტერეოტიპები გაატარო ან კვლავ აწარმოო ანუ ის გააცოცხლო, რომლებიც მილევის რეჟიმშია.

რა თქმა უნდა, სხვადასხვა გზა არსებობს, იმისა თუ როგორ შეიძლება მსგავსი შეცდომები თავიდან ავიცილოთ:
  • პირველ რიგში, პროფესიული კრიტიკა, "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას" ვგულისხმობ, სადაც ამ თემაზე ორიენტირებული პროფესიონალების ზრდა აწევდა გაშუქების ხარისხს.
  • არსებობს პრაქტიკა, რომ მედიასაშუალებებში ჰყავთ ე.წ "მრჩევლები", კონკრეტული ადამიანები, რომლებიც კრიტიკული თვალით უყურებენ კონტენტს დაგეგმვის დროს, ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით სენსიტიური საკითხების გაშუქებისას, რადგან არ ვართ სპეციალიზებულები და შეიძლება აქ მეტად დავუშვათ შეცდომა.
  • არის მიდგომა, რომ ჟურნალისტები პერიოდულად გადიოდნენ გარკვეულ ტრენინგებსა და გადამზადებებს.
  • ახლოს ყოფნა თემის წევრებთან, საიდანაც ყველაზე სწორად გაიგებს რა უნდა გაშუქდეს ან რამ შეიძლება რომ არასწორი ინტერპრეტაციები გამოიწვიოს.
  • საზოგადოებრივი კრიტიკა, ხალხი მუდმივად უნდა იყოს კრიტიკული მედიის მიმართ და ითანამშრომლონ პროფესიულ წრეებთან, მაგალითად ჩვენ ("პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისთვის") "ვმეგობრობთ" ყველა მედიასთან, მაგრამ "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში" თითქმის ყველა მათგანის წინააღმდეგ შეგვიტანია განცხადება, თუმცა ამას არ შეუქმნია ჩვენს შორის "მტრული გარემო". ეს არის პროფესიული გზა, რომლითაც ერთმანეთს განვითარებაში ვეხმარებით.
ბოლო პერიოდის თემებს რომ შევეხოთ, პროფესიული წრეები დუმან. მაგალითად, დღემდე არ გვაქვს განცხადება ეთიკის ქარტიისგან, "პოს ტვს" ბოლოდროინდელი ქმედებების პროფესიული შეფასებაზე, რაც დაგვიანებულია, დამაზიანებელია ჩვენთვისაც და ეს ხელს უწყობს არაეთიკური მედიის ქცევის გაგრძელებას.

სამართლებრივად რაზე შეიძლება ვედაოთ რამიშვილს, იმიტომ, რომ ის ამავდროულად ჟურნალისტია - ამაზე პასუხი მე პროფესიულმა თემმა უნდა მითხრას.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პუტინის რეჟიმისთვის არასასურველ მედიად გამოცხადდა ყველა გამოცემა, რომელიც ომის დანაშაულსა და რუსეთის სისასტიკეზე საუბრობდა, უკრაინაში ომში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებზე ავრცელებდა ინფორმაციას ან უბრალოდ სიტყვა "ომს" გამოიყენებდა "სპეციალურ სამხედრო ოპერაციის" ნაცვლად.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად რუსეთის ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებს იყენებს.

ჟურნალისტების დევნისა და დაშინების "არაოფიციალურ" მეთოდებთან ერთად, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით, ჯერ კიდევ 2019 წლიდან მოქმედებს კანონი ე.წ "ფეიკის გავრცელების შესახებ", რომელიც რამდენიმე მუხლს აერთიანებს და უკრაინაში შეჭრის შემდეგ განსაკუთრებით გამკაცრდა და გახშირდა ამ "დანაშაულისთვის" დევნის შემთხვევები.

მოკლედ, რას მოიცავს ეს კანონი?
  • "ფეიკების" შესახებ კანონში გამოყენებული ზოგადი ცნებები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, შესაბამისად "ყალბი" ინფორმაცია რუსული რეჟიმისთვის გახდა ყველაფერი რაც მათ მიერ კონტროლირებადი "ოფიციალური" წყაროებიდან არ ვრცელდება.
  • მაგალითად, ერთ-ერთი მუხლის თანახმად, აკრძალულია "ყალბი ინფორმაციის" გავრცელება, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, უსაფრთხოებას, ჯანმრთლობას ან "წაახალისებს" საზოგადოებრივი წესრიგის "რღვევას".
  • კანონი, ასევე, მოიცავს ისეთ ამბებსაც, რომლებიც საზოგადოებაში აყალიბებს მცდარ შეხედულებას საგანგებო სიტუაციაზე ან მოსახლეობაში თესავს პანიკას.
  • ყალბი ინფორმაციის გავრცელების "დანაშაული", ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა და რუსულ ჯარზე "დეზინფორმაცია" ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას.
  • რუსეთის ხელისუფლებას, სასამართლო განჩინების გარეშე, მათი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შეუძლია დაბლოკოს ე.წ "ფეიკის" გამავრცელებელი ვებ-გვერდი ან შეუწყვიტოს კომუნიკაციის სხვა არხებით სარგებლობის უფლება, მათ შორის სოციალური ქსელებით, Facebook, Telegram თუ სხვა.
  • კანონი არ ეხება მხოლოდ მედიას და შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ დაწესებულებასა თუ ინდივიდზე, მათ შორის ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებზე,საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებზე ან ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ე.წ ინფლუენსერებსა და ბლოგერებზე.

დამატებით, რუსეთში, მედიისთვის მუშაობა გაართულა ე.წ "უცხოეთის აგენტების" კანონმა,რომლის მიხედვითაც უცხოეთიდან დაფინანსებული მედია, მათ შორის, "რადიო თავისუფლება" და "ამერიკის ხმა" რუსეთში უცხოეთის აგენტებად ჯერ კიდევ 2017 წელს კანონში შეტანილი ჩასწორებების თანახმად გამოცხადდნენ. ასევე, "აგენტის" სტატუსი აქვთ სხვა გავლენიან, უცხოურ გამოცემებს: დოიჩე ველე, ინსაიდერი, ბელინგქეთი და სხვა.
  • 2022 წლის პირველ დეკემბერს პუტინმა კანონით გააფართოვა "უცხო აგენტის" განმარტება ისე, რომ აგენტად ცნეს თითქმის ყველა, ვინც ეწევა აქტივიზმს, ან სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით.
  • 2023 წლის თებერვალში, მსგავსი კანონპროექტი დააინიცირა ანტიდასავლურმა პარტია "ხალხის ძალამ", რომელიც საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო - წაიკითხეთ ამ თემაზე ვრცლად: "საფრთხეები ქართული მედიისთვის კანონპროექტში "უცხოეთის აგენტების" შესახებ"

რომელი მედიაგამოცემები დაიხურა ე.წ "ფეიკების" კანონის ამოქმედების შემდეგ?

  • დამოუკიდებელი მედია, "მედუზა" უცხოეთის აგენტად 2021 წელს გამოცხადდა, 2022 წლის გაზაფხულზე რუსულმა კომუნიკაციების მარეგულირებელმა მათი ვებგვერდი დაბლოკა.
  • უკრაინაში შეჭრიდან 3 დღეში, 27 თებერვალს დაიბლოკა კრიტიკული გამოცემა "Current Time"-ის ვებგვერდი. Current time-მა ამაზე განცხადება ტელეგრამში გაავრცელა, მკითხველს VPN-ით ვებგვერდზე წვდომის აღდგენის ინსტურქცია მიაწოდა.
  • 28 თებერვალს დაიბლოკა სტუდენტური გამოცემა "DOXA"-ს ვებგვერდი, მიზეზი ჟურნალისტები კრიტიკულად აანალიზებდნენ რუსეთის ხელისუფლების არგუმენტებს უკრაინაში შეჭრის შესახებ. გამოცემის ჟურნალისტთა დევნა სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით დაიწყო.
  • რამდენიმე დღეში დაიბლოკა უკრაინული გამოცემების, Interfax Ukraine, Gordon, ჟურნალ Korrespondent-სა და "უკრაინსკა პრავდას" ვებგვერდები.
  • პირველ მარტს ვებსაიტის დაბლოკვაზე გაავრცელა განცხადება "Taygi.Info"-მ, გვერდის აღდგენისთვის მათ უკრაინის ომზე გავრცელებული მასალების წაშლა მოსთხოვა რუსეთის მედიის მარეგულირებელმა "როსკომნადზორმა".
  • 2022 წლის სექტემბერში, სასამართლომ "როსკომნადზორის" მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზია შეუჩერა, დამოუკიდებელ გამოცემა "ნოვაია გაზეტას", მათ მუშობა ლატვიის დედაქალაქ რიგიდან განაგრძეს (novayagazeta.eu), თუმცა რუსეთში ეს ვებგვერდიც დაიბლოკა.
  • 2022 წლის მარტში დაიბლოკა უცხოური გამოცემების, BBC-სა და "დოიჩე ველეს" ვებგვერდები "რუსოფობიის" გაღვივებისა და ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით.
  • გამომძიებელ ჟურნალისტთა პლატფორმა Agentura.ru, სხვა გვერდებთან ერთად 2022 წლის დაიბლოკა.
  • ერთ-ერთი ბოლო, დამოუკიდებელი მედიაპლატფორმა, რომელიც 2023 წლის 19 თებერვალს რუსულმა ხელისუფლებამ დაბლოკა იყო "The bell".
2022 წლის 1 მარტს, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ "დოჟდისა" და "ეხო მოსკვის" საინფორმაციო არხებზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა.
  • 2 მარტს, ტელეკომპანია "დოჟდის" მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ დზიადკომ, გაავრცელა განცხადება, რომ მან და ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელმა დატოვეს რუსეთი, რადგან "ხელისუფლებამ უკანონოდ დაბლოკა "დოჟდის" სოციალური მედიის ანგარიშები, ვებგვერდი, პირადად დაემუქრნენ რამდენიმე ჟურნალისტს, ამიტომ ცხადია, თითოეული ჩვენთაგანის უსაფრთხოება საფრთხეშია"
  • "საბჭოს წევრთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ "ეხო მოსკვიმ" შეწყვიტოს მაუწყებლობა" - გამოცემის განცხადება webarchive.com-ზე იძებნება, დღეს მათი ვებგვერდი გათიშულია.
  • 4 მარტს, დახურვის შესახებ "ტელეგრამით" გაავრცელა ინფორმაცია "Znak.com"-მა, "რუსეთში მედიის მუშაობისთვის დაწესებული შეზღუდვები "გვაიძულებს" შევაჩეროთ მუშაობა" - ეწერა მათ განცხადებაში.

დაკავებული ან ძებნილი ჟურნალისტები

ჟურნალისტთა დიდი ნაწილი მაუწყებლობას სხვა ქვეყნიდან აგრძელებს და ცენზურას ამ გზით არიდებს თავს, თუმცა რიგ შემთხვევებში სასამართლომ ზოგიერთ მათგანს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა ან დააპატიმრა.
  • სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რუსული "პირველი არხის" ყოფილი რედაქტორის მარინა ოვსიანიკოვას წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მან 2022 წლის მარტში რუსეთის უკრაინაში შეჭრა პირდაპირ ეთერში გააპროტესტა - წაიკითხეთ ვრცლად.
  • სექტემბერში, ომის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 1300-ზე მეტ დაკავებულს შორის 18 ჟურნალისტი იყო. მათი ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
  • 15 თებერვალს, რუსეთის ქალაქ ბარნაულის სასამართლომ, ე.წ “ფეიკ ნიუსის” გავრცელებისთვის გამოცემა RusNews-ის ჟურნალისტს, მარია პონომარენკოს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
  • 2022 წელს ბუჩაში მომხდარ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში გავრცელებული მასალების გამო, 2023 წლის 16 მარტს, ძებნილად გამოცხადდა და რუსულმა სასამართლომ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა "მედუზას" ყოფილ ჟურნალისტსა და მედია მენეჯერ, ილია კრასილშიკს.

რა ხდება რუსეთში სოციალური მედიის მიმართულებით?

დღეს, ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო სოციალური მედიაა, შესაბამისად, რუსეთის ხელისუფლებისთვის სოციალური ქსელები ცენზურის სამიზნე მალევე გახდა და მათი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საშუალებით:

  • 2016 წელს, დაიბლოკა დამსაქმებლებთან კომუნიკაციის პლატფორმა "LinkedIn", მას შემდეგ, რაც ქსელმა უარი თქვა, რუსეთის მოქალაქეების მონაცემების რუსულ სერვეზე განთავსებაზე.
  • 2018 წლიდან ოფიციალურად აღარ ფუნქციონირებს "Telegram", რადგან ხელისუფლებამ "ტელეგრამისგან" მოითხოვა დაშიფრული ინფორმაციის "გასაღები", რაც მათ მოქალაქეების პირად მიმოწერაზე წვდომას მისცემდა. თუმცა, რუსეთში VPN-ის (ვირტუალური კერძო ქსელის) საშუალებით, ამ აპლიკაციის გამოყენებას მაინც ახერხებენ.
  • 2021 წლის მარტში, "როსკომნადზორმა", განაცხადა, რომ "Tik-Tok"-ით "საზიანო კონტენტი" ვრცელდებოდა, შესაბამისად, გაჩნდა აპლიკაციაზე ცენზურის გავრცელების საფრთხე. დღეს, ეს პლატფორმა კვლავ ფუნქციონირებს, თუმცა მიზანმიმართულად ანელებენ მისი "მუშაობის სისწრაფეს" და რუსეთიდან ახალი ვიდეოების ატვირთვას ვერ ახერხებენ.
  • ამავდროულად, 2021 წლის მარტში, კომისიამ განაცხადა, რომ დაიბლოკებოდა "Twitter" თუ არ დაემორჩილებოდა რუსულ კანონს, რომელიც სოციალური მედიის პლატფორმებს ავალდებულებს მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში წაშალოს კონტენტი, რომელიც ხელისუფლებისთვის "არალეგალურად" ან "საზიანოდ" მიიჩნევა. იმავე წლის აპრილიდან, "Tik-Tok"-ის მსგავსად, "ტვიტერის" მუშაობის სისწრაფეც შენელდა.
  • "სილიკონის ველის გიგანტმა" კომპანიებმა, Google-მა, Apple-მ და "Microsoft"-მა შეზღუდვები დაუწესეს რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიაგამოცემებს, გაჩნდა შესაბამისი მონიშვნა და ევროპის ქვეყნებიდან შეიზღუდა წვდომა "Russia Today"-სა და "Sputnik"-ის მიერ გამოქვეყნებულ სიახლეებზე.

  • დამატებით, Youtube-მა საწყის ეტაპზე რეკლამის განთავსება და მონეტიზაციის ფუნქცია შეუზღუდა, შემდგომში კი დაბლოკა კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებები, როგორიცაა Russia Today და სხვა პროპაგანდისტული გამოცემები.

სოციალურ ქსელებთან ერთად, კრემლისთვის არასასურველია და დაიბლოკა ისეთი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა:
  • Amnesty International
  • Human Rights Watch

აკრძალულ აპლიკაციებშია:

  • მუსიკის პლატფორმა Spotify
  • Yandex.Music-დან წაიშალა ყველა პოდკასტი, რომელიც BBC-ს მიერ იყო ატვირთული.
კატეგორია: საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, 20 მარტს გამოქვეყნებულ, ყოველწლიური ანგარიშში საუბარია გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის შეზღუდვებზე, მათ შორის, ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ მიმართ მუქარაზე.

რა უნდა ვიცოდეთ ანგარიშის შესახებ?

2022 წლის ანგარიშშიც, 2021-ის მსგავსად, აღნიშნულია, 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი ჯგუფებისა და მათი ორგანიზატორების დაუსჯელობა:
  • 2021 წლის ბოლოსთვის, მთლიანობაში, 31 ადამიანი გასამართლდა, თუმცა მათი უმეტესობა მხოლოდ 1-დან 3 წლამდე ვადით დააპატიმრეს ან თანხის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
  • ხელისუფლებას არ გამოუვლენია ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
  • ანგარიშის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა 5-6 ივლისს "პოლიციის უმოქმედობაზე" საუბრობს.

სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშის მომზადებისას სხვადასხვა ღია წყაროებისა და ქვეყნის შიგნით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება.

ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტები:
  • 13 ივლისს, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემაში "უცნობის კიდობანი", "მთავარი არხის" დირექტორის, გიორგი გაბუნიასა და ჟურნალისტების შესაძლო ფარული მიყურადებით მოპოვებული საუბარი გავრცელდა.
  • 17 სექტემბერს "ტვ პირველმა" გაასაჯაროვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ოპოზიციის წევრებზე, ჟურნალისტებსა და საერთაშორისო წარმომადგენლებზე ფარული თვალთვალის ამსახველი კადრები.

სასამართლო დავები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ

მედიაპლურალიზმის დონე შემცირდა, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკული მედიის დისკრედიტაციასთან ერთად, ანგარიშში აღნიშნულია,რომ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მუდმივ შეზღუდვას ასახელებენ:

  • 2022 წლის 17 მაისს, 3,5 წლით დააპატიმრეს ერთ-ერთი "ოპოზიციური" მედიის, "მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია, "Amnesty International" ამ ფაქტს აფასებს, როგორც "პოლიტიკურად მოტივირებულ უხეშ ქმედებას, ხელისუფლების მხრიდან მისი (ნიკა გვარამიას) განსხვავებული შეხედულებებისა და კრიტიკის საპასუხოდ".
  • დამატებით, ანგარიშში ნახსენებია სხვა კრიტიკული მედიების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავები,მათ შორის "ტვ პირველის" მფლობელის მამის, ავთანდილ წერეთლისა და "ფორმულას" მფლობელი, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარმოებული დავები.

ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების შემთხვევები 2021 წელთან შედარებით შემცირდა, თუმცა ანგარიშში საუბარია მაღალჩინოსნების ან მათთან დაკავშირებული პირების მხრიდან კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, ცილისწამების ბრალდებით "კოორდინირებულ" სასამართლო დავების გაზრდილ რაოდენობაზე.
  • "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) ანგარიშით, 32-მდე მსგავსი დავაა წამოწყებული დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ.

გარდა სასამართლო დავებისა, კრიტიკული მედიის შეზღუდვისთვის სახელმწიფო "კომუნიკაციების ეროვნული კომისიის" საშუალებით ფინანსურ ვალდებულებებს აკისრებს დამოუკიდებელ ტელევიზიებს:
  • 2022 წლის აგვისტოში, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, "ქართული ოცნების" საჩივარი დააკმაყოფილა, "მთავარი არხი" 118 688 ლარით დააჯარიმა, ხოლო "ფორმულა" და "ტვ პირველი" გააფრთხილა, მაუწყებლების ეთერში "შინ ევროპისკენ" ვიდეოს განთავსებისთვის და ეს უკანასკნელი, წინასაარჩევნო, პოლიტიკური შინაარსის რეკლამად მიიჩნია.
  • "არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შემაშფოთებელია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, კომუნიკაციების ეროვნულ კომიისა და მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ახლო კავშირები" - ვკითხულობთ ანგარიშში.

წლის განმავლობაში, ჟურნალისტთა დიდი ნაწილისთვის პრობლემურია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ან საჯარო ღონისძიების გაშუქების საშუალება არ მისცეს ან საჯარო უწყებებიდან ინფორმაცია ვერ მოიპოვეს.
  • 19 მარტს, "ტვ პირველის" ჟურნალისტი, ნატალია ქაჯაია არ დაუშვეს პარლამენტში, ეს შეიძლება დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ მან 12 მარტს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილისთვის "კრიტიკული" კითხვები დასმა სცადა, თუმცა ამის საშუალება დაცვისა და პრესსამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს.
  • 22 მარტს, ეროვნულ გალერეაში, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის, ოფიციალურ ვიზიტზე არ დაუშვეს ოპოზიციურად განწყობილი მედიების წარმომადგენლები.
  • სექტემბერში, "BMG"-ის ჟურნალისტი, თელარა გელანტია მთვრობის სხდომის გასაშუქებლად არ დაუშვეს.

წაიკითხეთ ვრცლად: "რატომ არ გასცემენ საჯარო უწყებები ინფორმაციას?"

თავდასხმები ჟურნალისტებზე
  • ზუგდიდში, პრორუსული მოძრაობა "ალტ ინფოს" ოფისის წინ, უცნობი პირები თავს დაესხნენ მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს და დააზიანეს მათი გადასაღები ტექნიკა.
  • 5-6 ივლისის ერთ-ერთი სასამართლო სხდომის დასრულებისას, სასამართლოს შენობასთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს "ფორმულას" ჟურნალისტ, რატი წვერავას, "რუსთავი 2"-ის ოპერატორ არჩილ ჭიჭიბოშვილსა და ჟურნალის, ხათუნა გაგნიძეს.

ცენზურა
  • 29 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს გადაცემა "ახალი კვირის" სამი ჟურნალისტი, იმედა დარსალია, გვანცა ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე. მათი განცხადებით, მაუწყებელში არსებობს ერგვარი "ექსპერტების შავი სია", რომლის წევრების ჩაწერის საშუალებაც ჟურნალისტებს არ აქვთ. იმედა დარსალია აღნიშნავს, რომ არხის მენეჯმენტმა დაბლოკა სიუჟეტები ბელარუსში მიმდინარე აქციებისა და საბჭოთა კავშირის დანაშაულზე.
  • მნიშვნელოვანია, რომ 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში, რამაც გაზარდა "კომუნიკაციების ეროვნული კომისიის" რეგულირების სფეროები.

წაიკითხეთ ვრცლად: "რა პრობლემა აქვს "მაუწყებლობის შესახებ" ახალ კანონპროექტს?"

ინტერნეტის თავისუფლება

ინტერნეტზე და ონლაინ-კონტენტზე სახელმწიფოს მხრიდან არ ვრცელდება შეზღუდვები, თუმცა მნიშვნელოვანია, ბრალდებები სხვადასხვა არასამთვრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ ხელისუფლება აქტიურად იყენებს ე.წ "ტროლ-ბოტებს" საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ კერძო პირების დისკრედიტაციისთვის.
კატეგორია: საქართველო
"ტვ პირველის" ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდამსხმელი, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებული ძალადობრივი, ჰომოფობიური მოძრაობა "ალტ-ინფოს" აქტივისტი, მამუკა ანდღულაძეა.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს, განცხადებაში, დამატებით აღნიშნულია, რომ "რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.ა.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა. აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი."

15 მარტს, "ტვ პირველის" ჟურნალისტს, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას თავს დაესხნენ - წაიკითხეთ ვრცლად ამ თემაზე.
კატეგორია: საქართველო

საქართველოში დამოუკიდებელი გამოცემა "დოჟდის" კიდევ ერთი ჟურნალისტი, ალექსანდრა შევჩენკო არ შემოუშვეს. ინფორმაცია ამავე არხის ჟურნალისტმა, ეკატერინე კოტრიკაძემ, "ტელეგრამ არხში" დღეს, 14 მარტს გაავრცელა, აქ წერია, რომ ალექსანდრა შევჩენკოს არ განუმარტეს ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზი და ახლა მას უკან, თვითმფრინავზე აბრუნებენ.





19 თებერვალს, საქართველოში ასევე მიზეზის განმარტების გარეშე არ შემოუშვეს რუსი ჟურნალისტი და პორტალი "Arzamas"-ს მთავარი რედაქტორი ფილიპ დზიადკო.

"რა ხდება დოჟდის ირგვლივ?" წაიკითხეთ ვრცლად ამ თემაზე.

კატეგორია: საქართველო


რა ხდება?

8-9 მარტს რუსთველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას სამართალდამცველებმა ხელი შეუშალეს ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობის შესრულებაში.

რას ყვებიან დაზარალებული ჟურნალისტები?

აქციის გაშუქებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "ფორმულას" რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.

  • "ვერ ვახერხებდი იმ პირების იდენტიფიცირებას, რომლებიც ჩვენს მიმართ იყვნენ აგრესიულები, მათ ეცვათ შავი სამოსი, იყვნენ აღჭურვილი აირწინაღებით და ჯიბეში ჰქონდათ წიწაკის სპრეი, არ ჰქონდათ მინიშნება (წარწერა), რომ იყვნენ ძალოვანები, თუმცა დარბევაში იღებდნენ მონაწილეობას. დასასრულისკენ, როდესაც პოლიცია ცდილობდა, რომ გზა გაეთავისუფლებინა და ხალხს აკავებდა, ამის გადაღების საშუალებას არ გვაძლევდნენ, მიზანმიმართულად, ისეთ ადგილას გადმოვყავდით, საიდანაც არ ჩანდა ეს პროცესი" ამბობს "მედიაჩეკერთან" საუბრისას "ფორმულას ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი, რომელიც ოპერატორ თემო ხუხიასთან ერთად აშუქებდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას.
  • სამართალდამცველების მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს "ფორმულას" კიდევ ერთი ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე, რომელიც ოპერატორ დათო მანიასთან ერთად იმყოფებოდა გადაღებაზე, როგორც ჟურნალისტი იხსენებს, "დაახლოებით დილის 7 საათისთვის ვიმყოფებოდით რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს დასდევდნენ და აკავებდნენ, ერთ-ერთი ასეთი ფაქტის გადაღების დროს 6-7 სამართალდამცველი შემოგვეხვია, გვირტყამდნენ მე და ჩემს ოპერატორს და კამერაზე აფარებდნენ ხელს. "
  • როგორც "ფორმულას" ჟურნალისტი, თეა თეთრაშვილი ამბობს, პარლამენტის ზედა მხარეს, ცდილობდნენ, რომ გადაეღოთ, როგორ ემატებოდა დამატებითი ძალები, სწორედ ამ დროს ხელი ჰკრეს "ფორმულას" ოპერატორს, ნიკა კოკაიას, "მე ვუხსნიდი რომ ჟურნალისტები ვიყავით, მივუთითებდი კამერასა და მიკროფონზე, მაგრამ მიზანმიმართულად თვალებში შემასხეს წიწაკის სპრეი".
დაზარალებულებს შორის არიან გამოცემა "პუბლიკას" ჟურნალისტები, ბასტი მგალობლიშვილი და ალექსანდრე ქეშელაშვილი.
  • "ცრემლსადენი გაზი ჩავყლაპე და ცოტახანი გავჩერდი, იქვე აღმოვაჩინე, რომ პროტესტის მონაწილეებს აკავებდნენ და დავიწყე გადაღება, სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა სამართალდამცველმა დაიყვირა "მოაშორეთ ჟურნალისტებიო" და დაიწყეს ჩემი გადაყვანა ძალის გამოყენებით, როდესაც მათ სიტყვიერ მოთხოვნას ისედაც დავემორჩილე და უკან-უკან მივდიოდი კამერით საითაც მიმითითეს"- ამბობს ალექსანდრე ქეშელაშვილი, მისი გადაღებული ვიდეომასალა "პუბლიკას" ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
  • "როდესაც პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა, წამოვედით პირველი სკოლისკენ და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავდიოდით, ვიდეოს ვიღებდი, როდესაც ერთ-ერთი სპეცრაზმელი მოვარდა, ამ დროს ჩემმა რედაქტორმა, ნესტან ცეცხლაძემ დაიყვირა, რომ ჟურნალისტები ვიყავით და მეც მეკეთა პრესის ბარათი, მაგრამ ამ ფრაზიდან რამდენიმე წამში სპეცრაზმელმა წიხლი ჩამარტყა, ვიდეოს გადაღება სწორედ ამ მომენტში წყდება, იმედია სათვალთვალო კამერა დააფიქსირებდა ამ შემთხვევას" - ამბობს "ნეტგაზეთის" ჟურნალისტი, მიხეილ გვაძაბია.
"მედიის ადვოკატირების კოალიციას ჰქონდა ცხელი ხაზი ჟურნალისტებისთვის, რადგან მოსალოდნელი იყო, რომ ხელისუფლება ტრადიციულად, უგულებელყოფდა ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს და ვაფიქსირებდით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს, ხვალიდან იწყება გამოკითხვის პროცედურები და სამი ჟურნალისტი საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული" - ამბობს "მედიაომბუდსმენის" ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე.

ცხელი ხაზის ნომერი ჟურნალისტებისთვის 555 79 57 76
კატეგორია: საქართველო
ანტიდასავლური პარტიის "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გააკრიტიკა და საქართველოს პარლამენტს რეაგირებისკენ მოუწოდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" და "Human Rights Watch"

მთავარი გზავნილები "რეპორტიორები საზღვრების გარეშე"-ს განცხადებიდან:

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელი, ჟან კაველიე მოუწოდებს ქართველ პარლამენტარებს, რომ მხარი არ დაუჭირონ კანონპროექტს, რომელიც აშორებს საქართველოს ევროპას. დამატებით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ:
  • "უცხოური აგენტების" კანონი საფრთხეა მედიის თავისუფლებისთვის და მისი რეალური მიზეზი პრესისა და NGO სექტორის მუშაობის შეფერხებაა.
  • ის შორსაა საერთაშორისო სტანდარტებისგან და მისი მიზანი მხოლოდ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია და დაშინებაა.
  • "უცხოეთის აგენტის" სინონიმი ქართულში არის "უცხოეთის ჯაშუში".
  • კანონპროექტი ჰგავს 2012 წელს რუსეთში მიღებული კანონს, რომელიც 2017 წლიდან მედიაგამოცემებისა და ჟურნალისტების დევნისთვის გამოიყენება. ამ პრეცენდენტმა კი დაგვანახა მსგავსი კანონის დრამატული შედეგები.
  • საერთაშორისო დონეზე, კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკეს გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "Human Rights Watch"-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ:

საქართველოს პარლამენტმა არ უნდა დაუჭიროს მხარი არცერთ ინიცირებულ კანონპროექტს, რადგან დამტკიცების შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ მედიისა და არასამთვრობო სექტორისთვის დაწესდება დამატებითი "მოთხოვნები"(წესები) და რეგულაციები გაშუქებისას, მათი დარღვევისთვის კი ადმინისტრაციული და სისხლის დანაშულები, რომელიც 5 წლამდე პატიმრობასაც კი ითვალისწინებს.

ასევე, აღნიშნულია, რომ ორივე კანონპროექტი:
  • მიმართულია კრიტიკული ჯგუფებისა და მედიის შეზღუდვისკენ
  • არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს
  • სერიოზულად დააზიანებს დემოკრატიულ ღირებულებს, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და ინდივიდებს
ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროების ხელმძღვანელი, ჰიუ ვილიამსონი აცხადებს, რომ "უცხოეთის აგენტის" კანონპროექტის მიზანია დამოუკიდებელი და საჯარო ინტერესისთვის მომუშავე მედიის დისკრედიტაცია და მარგინალიზება".

რა უნდა გვახსოვდეს ამ კანონპროექტზე?

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 6 მარტს განაცხადა, რომ "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილ ორივე კანონპროექტს, 9 მარტის პლენარულ სხდომაზე განიხილავდნენ, თუმცა საქართველოს პარლამენტმა "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დაანონსებული 9 მარტის ნაცვლად, დღესვე (7 მარტს) დაჩქარებულად დაიწყო, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

"ოცნების" მიერ მხარდაჭერილი და ღიად ანტიდასავლური პარტიის, "ხალხის ძალის" კანონპროექტის მიხედვით,
  • "უცხო აგენტად" დასახელდებიან მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო "უცხოური ძალაა", ანუ საგრანტო პროექტებია.
  • ანტიდასავლური "ხალხის ძალისა" და პარტია "ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად, 2012 წელს, ამ კანონის მიღების დროს ვლადიმერ პუტინი სწორედ 1938 წელს მიღებულ ამერიკულ კანონს იშველიებდა.
  • 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, რუსეთში "უცხო აგენტად" ასობით მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებია დასახელებული.
  • 2022 წლის ბოლოს, ვლადიმერ პუტინმა კანონით გააფართოვა "უცხო აგენტის" განმარტება ისე, რომ აგენტად ცნეს თითქმის ყველა, ვინც კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ.
კატეგორია: რესურსები
პიარ კამპანიები იარაღია საზოგაროებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად. ის შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც მავნე მესიჯების გასავრცელებლად, ასევე პოზიტიური კამპანიებისთვის.

დღეს, ციფრულ სამყაროში, კონკრეტული ორგანიზაციისთვის ან პოლიტიკური პირისთვის სასურველი ნარატივის გავრცელება იმაზე მარტივია, ვიდრე ოდესმე.

რა არის პიარი?

PR (Public Relations) ანუ საჯარო ურთიერთობების მთავარი ფუნქცია სხვადასხვა დაწესებულებისა თუ ინდივიდის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შექმნა ან შეცვლაა. კომუნიკაციის სხვადასხვა სტრატეგიას ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ და რომაულ ცივილიზაციებში იყენებდნენ და დღემდე, მისი მთავარი მიზანი, ამა თუ იმ საკითხზე ან ორგანიზაციაზე, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა.

სპინი - პიარის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი.

საზოგადოებასთან ურთიერთობისას, სასურველი ინფორმაციის აუდიტორიამდე მისატანად, პიარის სპეციალისტები ხშირად "სპინის მეთოდს" იყენებენ. ეს ერთი და იმავე მესიჯის, ნარატივის მუდმივად გავრცელებას გულისხმობს. შესაბამისად, ამ მეთოდით ძირითადად, კონკრეტული პროდუქტის ან პირის მხოლოდ მისთვის სასურველ მხარეს წარუდგენენ აუდიტორიას, რაც, ხშირად დეზინფორმაციაა და სოციალური მედიის პირობებში განსაკუთრებით სწრაფად და კარგად მუშაობს.

სპინის მეთოდი ხშირად პროპაგანდის ერთ-ერთი საშუალებაა. მაგალითად, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება ავრცელებს ერთი და იმავე შინაარსის მქონე "მესიჯებს", რომ ეს არის სპეციალური ოპერაცია და რუსები თავიანთ მიწასა და ხალხს იცავენ, რასაც მისი სატელიტი მედია და "ინფლუენსერები" ავრცელებენ.

პიარი სოციალური მოძრაობებისთვის

ამასთანავე, აუდიტორიასთან სტრატეგიულ ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანებში სხვადასხვა თემაზე ცნობიერების ამაღლებისა და სოციალური მოძრაობების ჩამოყალიბებისთვის.
  • ერთ-ერთი პირველი სოციალური მოძრაობა, 1913 წელს ვაშინგტონში ჩატარებული, "სუფრაჟისტთა (ქალთა მოძრაობის მონაწილეები, რომლებიც ქალებისთვის ხმის მიცემის უფლებას ითხოვდნენ) აღლუმი" იყო, რომელიც იმდროინდელ მედიაში აქტიურად გაშუქდა. შედეგად, ამ მოძრაობამ საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა მიიღო.
  • პიარის სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით, როგორიცაა პრეს-რელიზების მომზადება-გაგზავნა, ფლაერების გავრცელება, პერსონალური კომუნიკაცია და საჯარო გამოსვლები, 1970-იან წლებში პირველი პრაიდი გაიმართა, და ის დღემდე, მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ლგბტქ+ ადამიანებისთვის საკუთარი იდენტობისა თუ უფლებების დასაცავად და აღსანიშნავად.
  • შავკანიანთა უფლებებისა და მათ მიმართ პოლიციის განსაკუთრებული სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ერთ-ერთი უახლესი სოციალური მოძრაობის #BlackLivesMatter-ის მთავარი ნიშა, თანამედროვე პიარისთვის კი დამატებითი ინსტრუმენტი, სოციალური მედიის ჰეშთეგები იყო. ამასთანავე, საზოგადოებისთვის ამ პრობლემაზე ცნობიერების ასამაღლებლად, არტისტები და აქტივისტები იყენებდნენ პიარის სხვადასხვა ხერხებს, ავრცელებდნენ პოსტერებს, კარიკატურებს და აწყობდნენ აქცია-პერფომანსებს.
  • კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე აქტიურად საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2018 წელს 15 წლის აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი სკოლას აცდენდა და შვედეთის პარლამენტთან პროტესტით ხელისუფლებსგან ამ თემაზე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას მოითხოვდა. სხვა კამპანიებთან ერთად, ამ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად გამოიყენეს ე.წ "ინფლუენსერები" ანუ ადამიანებისთვის ცნობილი სახეები. პროტესტის ტალღა მალევე გავრცელდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, გაიზარდა ცნობიერება განაღლებად ენერგიაზე.
კატეგორია: საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი, ანტიდასავლური პარტიის — "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

ამის შესახებ, პრეზიდენტმა გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიურ პოლიტიკურ ფორუმზე განაცხადა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

"არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ", — ამბობს ზურაბიშვილი და აცხადებს, რომ შემოთავაზებული კანონი პირდაპირ არის მიმართული იმისკენ, რომ დააშოროს საქართველო ევროპას.

რა უნდა ვიცოდეთ ვეტოზე?
  • კანონით, ვეტოს დაძლევა საპარალამენტო უმრავლესობას შეუძლია და ამისთვის 76 ხმაა საჭირო;
  • პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობას "ქართულ ოცნება", 83 დეპუტატით წარმოადგენს. უმრავლესობის შემადგენლობაშია პარტია "ხალხის ძალაც".
  • შესაბამისად, მმართველი პარატია ვეტოს დაძლევს.
კანონპროექტისათვის ვეტოს დადება პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოლიტიკური პოზიციაა და ეს ვერ შეაჩერებს მთავრობის სურვილს, "აგენტებად" გამოაცხადოს დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო სექტორი.

პროცედურულად:
  • კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები სავარაუდოდ, 2023 წლის 13 მარტს დასრულდება;
  • კანონპროექტი, პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ, 7 აპრილამდე გავა.

რა უნდა გვახსოვდეს ამ კანონპროექტზე?

"ოცნების" მიერ მხარდაჭერილი და ღიად ანტიდასავლური პარტიის, "ხალხის ძალის" კანონპროექტის მიხედვით,
  • "უცხო აგენტად" დასახელდებიან მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო "უცხოური ძალაა", ანუ საგრანტო პროექტებია.
  • საქართველოში დამოუკიდებელი მედიის უდიდესი ნაწილი სწორედ უცხოური არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტებით ფინანსდება.

რა მოხდება, თუ მედია თავს აარიდებს უცხო აგენტად რეგისტრაციას?
  • კანონპროექტში ნათქვამია, რომ უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარით.

რას ამბობს დამოუკიდებელი მედია?
  • არ აპირებენ, იმუშაონ "აგენტის" იარლიყით და ამ კანონპროექტის კანონად ფორმირების შემთხვევაში, უარს აცხადებენ "უცხო გავლენის აგენტად" რეგისტრაციაზე.
  • ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
  • ხელისუფლება ცდილობს, რუსული მეთოდებით დაახშოს ინფორმაცია;

რატომ მიიჩნევს მედია, რომ ეს რუსული კანონია?
  • ანტიდასავლური "ხალხის ძალისა" და პარტია "ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად, 2012 წელს, ამ კანონის მიღების დროს ვლადიმერ პუტინი სწორედ 1938 წელს მიღებულ ამერიკულ კანონს იშველიებდა.
  • 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, რუსეთში "უცხო აგენტად" ასობით ორგანიზაცია და ადამიანია დასახელებული, და მათი დიდი ნაწილი დამოუკიდებელი მედია, ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, და რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირები არიან.
  • 2022 წლის პირველ დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა კანონით გააფართოვა "უცხო აგენტის" განმარტება ისე, რომ აგენტად ცნეს თითქმის ყველა, ვინც ეწევა სამოქალაქო აქტივიზმს, ან სარგებლობს გამოხატვის თავისუფლების პრინციპებით.

წაიკითხეთ ვრცლად ამ თემაზე:
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ), რომელიც რუსეთის ჟურნალისტთა კავშირთან (RUJ) თანამშრომლობა შეაჩერა.

IFJ 140-ზე მეტი ქვეყნის 600 ათასამდე ჟურნალისტს აერთიანებს.

რა ხდება?
  • IFJ-მ რუსეთს წევრობა მას შემდეგ გაუუქმა, რაც რუსმა ჟურნალისტებმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავიანთი ოთხი ბიურო დააფუძნეს.
  • IFJ-ს პრეზიდენტმა, დომინიკ პრადალიმ განაცხადა, რომ " ჟურნალისტთა ფედერაცია საერთაშორისო სოლიდარობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც პატივს სცემს ყველა ჟურნალისტის უფლებებს და უზრუნველყოფს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას."რუსეთის ჟურნალისტთა კავშირმა" აშკარად არ გაითვალისწინა ეს სოლიდარობა და ხელს უწყობს "განხეთქილებას" პარტნიორ ქვეყნებში".
  • მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს, განსაკუთრებით მნიშველოვანია რუსეთში დამოუკიდებელი ჟურნალისტების მხარდაჭერა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ?

რუსეთი კვლავ არის "ევროპის ჟურნალისტთა გაერთიანების ("EJF") წევრი.

2023 წლის 31 იანვარს, ისლანდიის, ფინეთის, ნორვეგიისა და დანიის ჟურნალისტთა გაერთიანებებმა დატოვეს "საერთაშორისო ფედერაცია", ამის ერთ-ერთი მიზეზი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ბიუროების გახსნა იყო. წაიკითხეთ ამ თემაზე ვრცლად.
კატეგორია: ინტერვიუ
2023 წლის, 20 თებერვალს ანტიდასავლურად განწყობილმა პარტია "ხალხის ძალამ" პარლამენტში დაარეგისტრირა რუსული კანონის ანალოგიური კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა "ნეტგაზეთი" 10 წელზე მეტია, უცხოური გრანტების საშუალებით ფუნქციონირებს და საზოგადოებას გადამოწმებულ, სიღრმისეულ ინფორმაციას აწვდის. კანონპროექტის საფრთხეების შესახებ, "ნეტგაზეთის" მთავარ რედაქტორ, ნესტან ცეცხლაძეს ვესაუბრეთ.

მოკლედ, ამ კანონპროექტის შესახებ:
  • კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გულისხმობს იმ მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების "აგენტებად" გამოცხადებას, რომლებიც უცხოური გრანტებიდან ფინანსდებიან.
  • ანუ, კანონის მიღების შემთხვევაში "აგენტად" გამოცხადდება დამოუკიდებელი მედიის უდიდესი ნაწილი და სამოქალაქო ორგანიზაციები.
  • სწორედ ასეთი კანონი მიიღეს რუსეთში 2012 წელს, რაც საბოლოოდ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო სექტორის გაქრობამდე მივიდა.

ინტერვიუს მთავარი გზავნილები:
  • თუ გვინდა რომ ამ ქვეყანაში არ მივიღოთ რუსეთი, უნდა ვაიძულოთ ამ ქვეყნის ხელისუფლება, რომ არ დაამტკიცოს ეს კანონპროექტი.
  • ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოში გაქრება დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია და ეს უნდა იყოს განგაშის ზარი ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. შეიძლება ეს სიტყვები ძალიან "პლაკატურია", მაგრამ ეს იქნება რეალობა.
  • მთავარი მაინც არის არა ის, თუ რას დავგეგმავთ ჩვენ, მედიის წარმომადგენლები, არამედ ის თუ რას მოიმოქმედებს და რა პასუხი ექნება საზოგადოებას, რადგან ეს ეხება ამ ქვეყნის ეგზისტენციალურ არჩევანს.
  • ხელისუფლების მიზანი ერთი მხრივ არის ისიც, რომ შევიდეთ ამერიკულ, უნგრულ და რუსულ კანონებთან ქართული კანონპროექტის მსგავსება-განსხვავებებზე დისკუსიაში და ჩვენი ყურადღება მთავარი საფრთხიდან დეტალებზე გადავიდეს.

რა საფრთხის წინაშე დგას მედია?

ეს არ არის მხოლოდ მედიის გამოწვევა, ამ კანონის მიღება, საფრთხეა ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. თუ გვინდა რომ ამ ქვეყანაში არ მივიღოთ რუსეთი, უნდა ვაიძულოთ ამ ქვეყნის ხელისუფლება, რომ არ დაამტკიცოს ეს კანონპროექტი, რომელიც სრულიად გააქრობს დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიას, სამოქალაქო სექტორს და უბრალოდ მოქალაქეებს, რომლებიც ღიად, საჯარო სივრცეში გამოხატავენ თავიანთ კრიტიკულ მოსაზრებებს.

"ნეტგაზეთის" სარედაქციო გადაწყვეტილება იყო, ყველა მასალის ბოლოს დაგეწერათ ამ კანონპროექტის საფრთხეების შესახებ. როგორ აპირებთ, რომ აუხსნათ აუდიტორიას ამ კანონპროექტი მნიშვნელობა?

ჩვენი სარედაქციო გადაწყვეტილება იყო მყისიერი რეაქცია, რომ ათასობით მკითხველისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება მოხდეს. მთავარი სათქმელი არის სწორედ ის, რაც ამ წარწერაზეა:

alt

როგორ შეაფასებთ, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით?

ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ მოქალაქეებს ეს კანონპროექტი დაანახონ, როგორც საზოგადოებრივი სიკეთე. თუმცა ცალსახაა, რომ ეს არის რუსული კანონი, დამატებით, ამ თემაზე ვლადიმერ პუტინისა და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს შორის დიდი მსგავსებაა.

მოქალაქეებს ვუხსნით ამ მსგავსებებს, რას ნიშნავს ეს კანონპროექტი და რატომაა საფრთხე თითოეულ ჩვენგანისთვის.

როგორ შეიძლება, რომ დღეს, საზოგადოებას, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგრესია ჩაუნერგეს ჟურნალისტების მიმართ, ავუხსნათ დამოუკიდებელი მედიისთვის თანადგომის მნიშვნელობა?

საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანი ამზადებდა ქართულ აუდიტორიას ამ კანონპროექტისთვის, წლების განმავლობაში ჟურნალისტებისა და კრიტიკული,დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციითა და მათზე წნეხით.

ჩვენ ვიცით კონკრეტული ფაქტები, როდესაც ამ გაღვივებულმა სიძულვილმა ჟურნალისტებზე ძალადობრივი შედეგებიც კი გამოიღო. სახიფათო ვითარებაა, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ აგრესიისა და სიძულვილისთვის საზოგადოების ნაწილი შემზადებული ჰყავს ხელისუფლებას.

მაგრამ, მე ამ თემაზე უფრო ოპტიმისტურად ვფიქრობ, და ვიტყოდი, რომ ეს არ არის მთლიანად ქართული საზოგადოების დამოკიდებულება, რადგან თუ ჩვენ ვთვლით, რომ ყველა განსხვავებული ადამიანი, ყველა ჟურნალისტი, რომელიც შეიძლება არ მოგვწონდეს ან ჟურნალისტი, რომელსაც რაღაც შეეშლება უნდა გავდევნოთ, თუ ეს საზოგადოება არ არის მზად დაიცვას მისი უფლება, რომ მიიღოს ინფორმაცია, მაშინ საბრძოლველიც აღარაფერია და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ვართ რუსეთი.

იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი დამტკიცდება, აპირებთ თუ არა, რომ დარეგისტრირდეთ, "უცხოეთის აგენტად"?

ჩვენთვის წარმოუდგენელია და კატეგორიულად მიუღებელია, რომ მედიამ, რომელიც მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას და ამას ძალიან დიდ რესურსსა და ენერგიას ახმარს, დაარეგისტრიროს თავისი ორგანიზაცია როგორც "უცხოეთის აგენტი".

თუმცა, კანონპროექტის მიხედვით, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა საკუთარი სურვილით დარეგისტრირდები თუ არა, რადგან თავადვე დაგარეგისტრირებენ როგორც "უცხოეთის აგენტს".

ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოში გაქრება დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია და ეს უნდა იყოს განგაშის ზარი ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. შეიძლება ეს სიტყვები ძალიან "პლაკატურია", მაგრამ ეს არის რეალობა. ამიტომ, დღევანდელი მდგომარეობით, დეტალებზე მსჯელობა აბსურდულია, რადგან ჩვენ ვიცით რა მოხდება, იმიტომ რომ ვუყურებთ ქვეყანას საიდანაც მოვიდა ეს კანონი, რუსეთში კრიტიკული, თავისუფალი მედია აღარ არსებობს, ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნებში არიან გაფანტული და მხოლოდ "იუთუბის არხებით" მაუწყებლობენ.

წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ მედიის დისკრედიტაციით საზოგადოების ნაწილში ჟურნალისტების მიმართ დიდი უნდობლობა გააჩინა და ეს კანონპროექტიც ამ დისკრედიტაციის ერთ-ერთი ნაწილია, რადგან კორუფციული თუ სხვა მასალები, რომელსაც დამოუკიდებელი მედია აშუქებს, ხელისუფლებას სურს, რომ საზოგადოებას წარუდგინოს როგორც ტყუილი და ეს "დაადასტუროს" იმით, რომ ეს "უცხოეთის აგენტების" მიერაა მომზადებული.

კანონპროექტის ინიციატორების მთავარი არგუმენტი არის ის, რომ დონორებისგან დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსები იყოს გამჭვირვალე, როგორ ფიქრობთ, რა არის რეალურად მათი მიზანი?

ეს კანონპროექტი არის მიზანმიმართული იმისკენ, რომ "გააშავონ" და ხალხის მტრად გამოაცხადონ ადამიანები, რომლებიც წლებია დაუღალავად ემსახურებიან ამ ქვეყნის განვითარებას, მათ შორის ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები.

რაც შეეხება გამჭვირვალობას, ყველა ის გრანტი, რომელსაც ჩვენ და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვიღებთ, ეფუძნება სახელმწიფოთშორის შეთანხმებებს, რომელთაც საქართველოს მთავრობა აწერს ხელს და აქ დეტალურადაა გაწერილი რომელი სახელმწიფოდან რა თანხა უნდა დაიხარჯოს სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სხვა. ამიტომ ის ფაქტი, რომ "აგენტების რეესტრით" ფინანსების გამჭვირვალობას უწყობენ ხელს არის მანიპულაცია.

გარდა ამისა, დონორების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ისედაც ყოველწლიურად წარადგენენ დეკლარაციებს.

იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონპროექტს დაამტკიცებენ, რა დამატებით საფრთხეებს ხედავთ?

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანს, რომელსაც "აგენტის" სტატუსს მიანიჭებენ, ნორმალურად შეძლოს მუშაობა და ფუნქციონირება. ნუ გვექნება ილუზია, რომ აგენტის "სტატუსმინიჭებულ" ადამიანებს არ აღიქვამენ ჯაშუშებად.

ჩვენ ისტორიული მეხსიერება გვაქვს, ამ ქვეყანაში აგენტი არ ნიშნავს მხოლოდ სადაზღვეო აგენტს და პირდაპირი ასოციაცია, რაც ამ ტერმინს აქვს ცხადია ეს არის ჯაშუშობა. დამატებით, მედიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდობა შემცირდება, ხელისუფლება ამაში, ძალიან დიდ რესურსს დახარჯავს, რათა ეს "იარლიყი" მუდმივად შეახსენოს აუდიტორიას.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
15 თებერვალს, რუსეთის ქალაქ ბარნაულის სასამართლომ, ე.წ “ფეიკ ნიუსის” გავრცელებისთვის გამოცემა RusNews-ის ჟურნალისტს, მარია პონომარენკოს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას სასჯელის მოხდის შემდეგ, დამატებით, 5 წლით აეკრძალა ვებგვერდების, სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით საჯარო და ჟურნალისტური საქმიანობა.

რა ხდება?
  • მარია პონომარენკო 2022 წლის 24 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში დააკავეს.
  • 2022 წლის 17 მარტს, “ტელეგრამ” არხით გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის მიერ, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, თეატრის დაბომბვის შესახებ, სადაც 1200-მდე მშვიდობიან მოქალაქე აფარებდა თავს.

კონტექსტი

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტში, რუსეთის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში ცვლილებები (შესწორებები) შევიდა, რომლის თანახმად, ე.წ “ფეიკ ნიუსის კანონი”, ვრცელდება ყველაფერზე, რაც:

  • კრიტიკულია რუსეთის ხელისუფლების მიმართ;
  • აჩვენებს რუსეთის ომის შედეგებს უკრაინაში;
  • ტერმინები: ომი, რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ადამიანის უფლებების დარღვევა და სხვა.
  • ეს “დანაშაული” ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
  • ეს ვრცელდება როგორც ტრადიციულ მედიაზე, ასევე სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასა და ომის ამსახველ ფოტოებზეც, შესაბამისად ფოტოჟურნალისტებზეც;
  • კანონი ბუნდოვანი და ზოგადია, ამიტომ ბევრი რუსული გამოცემა უსაფრთხოებისთვის სხვა ქვეყნიდან აგრძელებს საქმიანობას.
ადამიანის უფლებათა რუსული ორგანიზაციის, “OVD-info”-ს მონაცემებით, იმავე მუხლით, რომელიც რუსეთის არმიაზე ე.წ “ფეიკის” გავრცელებას შეეხება, 138 ადამიანი იდევნება, მათ შორის ჟურნალისტები, ბლოგერები და პოლიტიკოსები.
კატეგორია: რესურსები

7 თებერვალს, ბრიუსელში დეზინფორმაციის თემაზე გამართულ კონფერენციაზე, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ყალბი ინფორმაციის გავრცელების აღმოსაფხვრელად ახალი პლატფორმის ჩაშვება დააანონსა.

როგორ იმუშავებს ახალი პლატფორმა?

  • ეს იქნება დეცენტრალიზებული “სივრცე”, სადაც სხვადასხვა ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებს, კიბერუსაფრთხოების სააგენტოებსა და სხვა სექტორის წარმომადგენლებს ინფორმაციის მიმოცვლა შეეძლებათ.
  • ამ პლატფორმაზე ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება კონკრეტული ყალბი ამბის საფუძვლიანად შესწავლა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების დაწყების მიზეზისა და მიზნის ანალიზი.
  • ევროკავშირის ადგილობრივი დელეგაციებში გაერთიანდებიან ექსპერტები, რომლებიც ამ თემაზე იმუშავებენ. დამატებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ყველა ენაზე.
  • რაც დეზინფორმაციის ამოცნობას გაამარტივებს და იქნება ახალი “მექანიზმი” მის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რა უნდა ვიცოდეთ?

2022 წელს ევროპარლამენტის დახმარებით, დაიწყეს “EuvsDisinfo” კამპანია, სადაც ძირითადად რუსეთისა და ჩინეთიდან გავრცელებულ მანიპულაციურ ამბებს განიხილავენ მათ შორის ქართულ ენაზეც, პლატფორმის შექმნის თავდაპირველი მიზანი ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის აღმოფხვრა იყო.

 

რა არის FIMI?

საერთაშორისო ამბებით მანიპულაცია და ჩარევის საფრთხეებზე (Foreign Information Manipulation And Interference Threats) 2023 წელს პირველი ანგარიში გამოქვეყნდა.

მოკლედ, რას მოიცავს FIMI-ს ანალიზი:
  • აქტორი, ანუ ვინ ავრცელებს ინფორმაციას.
  • ხარისხი - ინფორმაციის განაწილება, ვინ იყო სამიზნე აუდიტორია?
  • კონტენტი - შინაარსი,იდეა რომელიც ვრცელდება
  • ხასიათი - რამდენად არის კოორდინირებული და ინტენსიური?
  • ეფექტი - რა ზიანი მიადგა საზოგადოებას (სამიზნე აუდიტორიას)?

ანგარიშის თანახმად, ჩინეთისა და რუსეთის “შემაშფოთებელი” თანამშრომლობა მოიცავს მანიპულაციებს ევროკავშირზე და დასავლეთისთვის ომის შედეგების დაბრალებას.


მნიშვნელოვანი გზავნილები კონფერენციიდან:

  • “რუსეთში გამოხატვისა და მედიის თავისუფლების ხარისხი შემცირებულია, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომის დროს, რადგან რუსეთის მოქალაქეებმა ფაქტობრივად არაფერი იციან უკრაინაში რუსეთის ომსა და მსხვერპლზე.”
  • “რუსული მთავრობა ცდილობს, რომ ადამიანებს დააჯეროს, თითქოს ისინი არ დაესხნენ თავს უკრაინას და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დაცვას ცდილობენ.”
  • “სულ რაღაც 10 დღის წინ ერთ-ერთი უკანასკნელი დამოუკიდებელი მედია, რომელიც რუსულ რეჟიმს გადაურჩა “არასასურველ ორგანიზაციად” გამოცხადდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სიმართლის თქმას ცდილობს “უცხოეთის აგენტია”.
  • “წლების განმავლობაში რუსეთის მთავრობა აქტიურად აფინანსებდა დეზინფორმაციას, ათასობით ადამიანის საშუალებით ამ სისტემას როგორც იარაღს ისე იყენებენ და ეს მართლაც ნამდვილი იარაღივითაა, დეზინფორმაცია მტკივნეულია და კლავს, ის ართმევს ხალხს უნარს, რომ გააანალიზონ რა ხდება სინამდვილეში”.
  • “კრემლის რეჟიმი არა მხოლოდ შიდა დონეზე აკონტროლებს ინფორმაციას, არამედ მუდმივად ცდილობს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოელი პარტნიორების დისკრედიტაციას”.
კატეგორია: რესურსები
საქართველოში, საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვა უფრო და უფრო რთულდება და ხშირად, ღია წყაროები საჯარო უწყებების საქმიანობის მონიტორინგისთვის ერთადერთი გამოსავალია.

რატომ არ გასცემენ უწყებები საჯარო ინფორმაციას?  — წაიკითხეთ ვრცლად.

ამ მასალაში მოცემულია 13 ვებგვერდი, საიდანაც სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების შესახებ საჯარო ინფორმაციის მოპოვება ღიად არის შესაძლებელი, მისი გამოთხოვის გარეშე.

“ცესკოს” ამომრჩეველთა ბაზა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე (voters.cec.gov.ge) მოქალაქის პირადი ნომრითა და გვარით შეგიძლია გადაამოწმოთ იმავე მისამართზე რეგისტრირებული ამომრჩევლები, მათი დაბადების თარიღი და საიდენტიფიკაციო ფოტოები.

არჩევნების შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე “არჩევნების” (results.cec.gov.ge) განყოფილებაში შესაძლებელია 2006, 2008 და 2010 წლიდან ჩატარებული არჩევნების შედეგებისა და მისი მიმდინარეობის დროს შედგენილი ოქმების საარჩევნო ოლქების მიხედვით გადამოწმება და საარჩევნო ხარჯების ნახვა.

პარტიების შემომწირველთა მონაცემები

პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა და ჩარიცხული თანხების ნახვა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ შექმნილ ვებგვერდზე (transparency.ge) შეიძლება, როგორც პარტიების ისე შემომწირველთა სახელის მიხედვით. შემოწირულობების გარდა, ეს გვერდი ერთმანეთთან აკავშირებს სახელმწიფო შესყიდვების პლატფორმას და ბიზნეს რეესტრს.

ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აკვირდება პოლიტიკური გაერთიანებების შემოსავალს (monitoring.sao.ge). აქ ასევე შეგიძლიათ პოლიტიკური პარტიების მიერ როგორც სოციალურ ქსელში, ასევე სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით ან ბილბორდებსა თუ სხვა ტიპის რეკლამაში დახარჯული თანხის ნახვა.

სახელმწიფო შესყიდვების პორტალი

რეგისტრაციის გარეშე, შეგიძლიათ აირჩიოთ “სტუმარი” და ვებგვერდზე (tenders.procurement.gov.ge) მოძებნოთ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ტენდერები და მათი გამარჯვებული კომპანიები, დადებული ხელშეკრულებები და გაკეთებული განაცხადები.

ინფორმაცია კომპანიებზე

CompanyInfo - საჯარო რეესტრის ბაზაზეა შექმნილი და მისი საშუალებით შესაძლებელია კომპანიის მეწილეების, მფლობელების, მათი პირადი ნომრების, კონკრეტულ კომპანიასა და ადამიანს შორის კავშირების დადგენა (ასეთის არსებობის შემთვევაში). აქ ასევე ჩანს ამ კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების რაოდენობა და ტენდერის ტიპი.

ბიზნეს რეესტრი

საჯარო რეესტრის პლატფორმაზე (enreg.reestri.gov.ge) შეგიძლიათ ნახოთ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებული კომპანიების ოფიციალური მონაცემები, რეგისტრაციის თარიღი, სტატუსი, კომპანიის ხელმძღვანელები და სხვა.

თანამდებობის პირების დეკლარაციები

საჯარო პირთა ყოველწლიური დეკლარაციების ნახვა declarations.gov.ge-ზეა შესაძლებელი. აქ მოცემულია თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრების სახელი, გვარი, საბანკო ანგარიშები, დაბადების თარიღი, უძრავი ქონება. ასევე:
  • მოძრავი ქონება, რომელთაგან თითოეულის ფასი აღემატება 10 ათას ლარს
  • ნაღდი, ფულადი თანხა რომელიც აღემატება 4 ათას ლარს
  • მიღებული საჩუქარი - ღირებულება აღემატება 500 ლარს
გასათვალისწინებელია, რომ თანამდებობის პირებს სრულწლოვანი შვილის, რომელიც სხვა საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული, ფინანსურ-ქონებრივ მდგომარეობაზე ინფორმაციის მითითების ვალდებულება არ აქვთ.

დამატებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შექმნილ ვებგვერდზე, chemiparlamenti.ge, შესაძლებელია ნახოთ პარლამენტის წევრების ბიოგრაფია, საქმიანობა და წარმომადგენლობა პოლიტიკური პარტიების მიხედვით.

კანონპროექტის დოკუმენტაცია

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის გარდა, შესაძლებელია ნახოთ ინფორმაცია კონკრეტულ კანონპროექტზე: რომელი კომიტეტი განიხილავს მას, რა ეტაპზეა მისი განხილვა, რა დამატებითი დოკუმენტებისგან შედგება იგი და ა.შ.

საკანონმდებლო მაცნე

ამ ვებგვერდზე (matsne.gov.ge), ხელმისაწვდომია კანონები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, საჯარო განცხადებები თუ სხვა ნორმატიული აქტები.

სტატისტიკური მონაცემები

საქსტატის ვებგვერდზე შესაძლებელია სხვადასხვა სტატისტიკური ოფიციალური მონაცემების მოპოვება ნებისმიერ თემაზე, მათ შორის ფასების, ტურიზმის სექტორის, გარემოს თუ სხვა.

ღია მონაცემების ლაბორატორია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პლატფორმაზე (datalab.ge) განთავსებულია მონაცემები 189 საჯარო დაწესებულებაზე. Მათ შორის დანაშაულის სტატისტიკა, ეკონომიკა, ტრანსპორტი და სხვა. Datalab-ის საშუალებით შესაძლებელია აქ არსებული მონაცემების ვიზუალიზაცია.

ინტელექტუალური საკუთრების რეესტრი

rs.ge-ს ვებგვერდზე შესაძლებელია ნახოთ რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთა სია, ამ უფლების მფლობელი ან წარმომადგენელი და ასევე ის ობიექტები, რომლებზეც ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეგისტრაცია.

სახელმწიფო ბიუჯეტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პლატფორმა budgetmonitor.ge-ზე შესაძლებელია სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების, ასევე აუდიტის სამსახურის მომზადებული ანგარიშებისა და სახელმწიფო ვალის დინამიკის ნახვა.
კატეგორია: რესურსები
დღეს, ღია წყაროებსა და ონლაინ ინსტრუმენტებს ინფორმაციის თავისუფლად მიღება-გავრცელებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ.

რა არის OSINT?

OSINT ღია წყაროების ინტელექტი (Open Source Intelligence), ამ მეთოდით მუშაობა საჯაროდ ხელმისაწვდომი ვებგვერდების ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებას გულისხმობს.

სად გამოიყენებენ OSINT მეთოდს?

ამ მეთოდს თითქმის ყველა პროფესიაში გამოიყენებენ, მათ შორის მედიაშიც. 2023 წლის იანვარში, "The Washington Post"-მა ღია წყაროდან მოპოვებული სატელიტური ფოტოები გაავრცელა, სადაც ჩინეთში კრემატორიუმებთან ბევრი მანქანა ჩანდა, ამით დაამტკიცეს, რომ სახელმწიფო კოვიდით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობაზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა. “The Washington Post”-მა სატელიტური ფოტოები Maxar-ის ვებგვერდიდან გამოიყენა.

ინტერნეტ-არქივი

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღია წყარო ინტერნეტ-არქივებია, აქ ნებისმიერი “დამახსოვრებული” ვებგვერდის “ისტორიის” ნახვა თარიღების მიხედვით შეგიძლიათ.

წაიკითხეთ ვრცლად,”6 ციფრული არქივი, რომელიც მასალის გამრავალფეროვნებაში დაგეხმარებათ

ციფრული არქივი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა, რადგან ინფორმაცია ძირითადად “ტელეგრამის” საშუალებით ვრცელდებოდა და ე.წ “ტელეგრამ არხები” დეზინფორმაციის გავრცელებასთან ერთად მალევე ქრებოდნენ, ციფრული არქივის საშუალებით ამ მასალების შენახვა და გადამოწმებაა შესაძლებელი.

დამატებით, ამ პლატფორმაზე (TelegramDB), “ტელეგრამ არხების” სახელებითა და საკვანძო სიტყვებით მოძებნაა შესაძლებელი, მაგალითად თუ გსურთ, რომ ნახოთ არხები, სადაც უკრაინაში ომზე სიახლეები ვრცელდება საკვანძო სიტყვებს მიუთითებთ შესაბამისად, უკრაინის ახალი ამბები, ომი უკრაინაში და სხვა.

ვებსაიტის სტატისტიკა

ნებისმიერი ვებგვერდის ანალიზისთვის შეგიძლიათ SimilarWeb-ის პლატფორმა გამოიყენოთ, აქ ჩანს თქვენს მიერ მითითებული ვებსაიტის დღიურ ვიზიტორთა რაოდენობა და ამ ვებგვერდის რეიტინგი როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.

ფოტოთი ძებნა

Pimeyes.com-ზე ფოტოსურათის საშუალებით შეგიძლიათ “სახის ამომცნობით” იპოვოთ ვებგვერდები და სოციალური ქსელები, სადაც ეს სურათია გამოყენებული.

მეორე ონლაინ ინსტრუმენტი, რომელიც ფოტოთი ძებნაში დაგეხმარებათ ამოიცნობს არსებობს თუ არა ფოტოზე გამოსახული ადამიანი.

ქუჩის ფოტო

სხვადასხვა ქალაქში ქუჩების ფოტოების ნახვა შეიძლება გამოსადეგი იყოს თუ თქვენი მასალა მშენებლობას ან სხვა სახის ვიზუალურ ცვლილებას შეეხება. ამისთვის, ორი ონლაინ ხელსაწყო არსებობს:

სანქციები

Opensanctions.org-ზე სახელითა და გვარით შეგიძლიათ მოძებნოთ ის პირები და კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით სანქციები დაუწესდათ. ვებგვერდზე ნახავთ სანქციების ჩამონათვალს.

მონაცემთა ვიზუალიზაცია

ინფორმაციის მოპოვების გარდა, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროები, შესაძლებელია, რომ სხვადასხვა “დავალებების შესასრულებლად” გამოიყენოთ. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია OCCRP-ის პლატფორმა (VIS - Visual Investigation Scenarios), სადაც საგამოძიებო რეპორტაჟებისა და სტატიებისთვის ვიზუალური მასალის მომზადებაა შესაძლებელი.

ასევე, ე.წ “თაიმლაინის” ანუ მოვლენათა თანმიმდევრობის ვიზუალიზაციისთვის, ეს პლატფორმა (Time.graphics)დაგეხმარებათ.
კატეგორია: რესურსები

6 თებერვალს, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება ფოტოები შემთხვევის ადგილიდან, მათ შორის რამდენიმე მანიპულაციური სურათიც.

რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?

მსგავსი ტრაგედიებისა და კატასტროფების დროს განსაკუთრებით რთულია, გაარჩიო ერთმანეთისგან რეალობა და მანიპულაცია.

  • ზოგიერთ ინტერნეტმომხმარებელსა და ზოგ შემთხვევაში მედიას, ნებსით თუ უნებლიედ აუდიტორია შეცდომაში შეჰყავს.
  • მსგავსი ფოტოს გავრცელების მიზანი ხშირად სოციალურ ქსელში ყურადღების მიპყრობაა, რადგან ტრაგედიის ამსახველი მასალით მანიპულირება მარტივია.
  • ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან რეალური და ყალბი ამბავი.

მეთოდოლოგია

იმის გასარკვევად, თუ რომელმა წყარომ გაავრცელა ფოტო Google Images-ს ვებგვერდი გამოვიყენეთ. აქ სურათის ატვირთვის შემდეგ, მარჯვენა მხარეს ჩნდება ბმულები სადაც ეს ფოტოა გამოყენებული.

პერსონალური კომპიუტერისთვის შეგიძლიათ RevEye დააყენოთ და ნებისიმიერ ფოტოზე, კურსორის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით ერთდროულად რამდენიმე პლატფორმაზე მოგიძებნით იმავე სურათს.

alt

დამატებით, ყალბია თუ არა ფოტო ამის გადასამოწმებლად InVid-ის გამოყენებაა შესაძლებელი. წაიკითხეთ ვრცლად.

ფოტო #1

ვირუსულად გავრცელებული ფოტოებიდან ერთ-ერთი პირველი იყო ძაღლის სურათი, რომელიც თითქოს 2023 წლის, თებერვლის მიწისძვრის დროს პატრონის გადარჩენას ცდილობდა.

ფოტო იძებნება ერთ-ერთ ვებგვერდზე ფოლდერში “ძაღლის გადარჩენა”, ეს კი ბოლოს 2019 წელს განახლდა. იმის ზუსტი ადგილმდებარეობა და დრო თუ სად არის ეს ფოტო გადაღებული უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ის მინიმუმ 2019 წლის 3 იანვრამდეა გადაღებული.

იგივე სურათი 2020 წელს ტვიტერზეც ვრცელდებოდა.

alt

alt


ფოტო #2

მეორე ფოტო, რომელსაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნანგრევებში მყოფი ბავშვის სურათია. რეალურად, ეს ფოტო გადაღებულია 2019 წელს ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ.

ფოტო 2022 წლის თებერვალშიც ვრცელდებოდა, თუმცა მაშინ თითქოს უკრაინაში ომს ასახავდა.


alt



ფოტო #3

ვირუსულად გავრცელებულ ფოტოებს შორისაა ასაკოვანი კაცის სურათიც, რომელიც ნანგრევების ფონზეა. ეს ფოტო, Google Image-ზე დაყრდნობით, 1999 წლის თურქეთის (დუზჩეს) მიწისძვრიდანაა.

alt


ფოტო #4

კიდევ ერთი გავრცელებული ფოტო მიწისძვრის შედეგად დანგრეულ შენობებს ასახავს. ეს სურათი “The Associated Press”-მა გაავრცელა და ის თურქეთის ქალაქ ელაზიგშია გადაღებული 2020 წლის მიწისძვრის შემდეგ.

alt

კატეგორია: რესურსები
ახალი აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ, ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი ტექსტი ამოიცნოთ.

რა ხდება?

31 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით “OpenAI”-მ ჩაუშვა ახალი კომპიუტერული პროგრამა AI text classifier (ხელოვნური ინტელექტის (AI) შექმნილი ტექსტის კლასიფიკატორი, “განმასხვავებელი”), რომლის საშუალებით AI-ს დაწერილი ტექსტი ამოცნობაა შესაძლებელი.
  • პროგრამის სიზუსტე ამ ეტაპზე მხოლოდ 26%-ია და როგორც ChatGPT3, ეს AI-ც შეიძლება გამოიყენოთ როგორც დამხმარე ხელსაწყო გადამოწმების სხვა საშუალებებთან ერთად.
  • “OpenAI”-ს წარმომადგენელი "TechCrunch”-თან ამბობს, რომ ამ კლასიფიკატორს იყენებენ მომხმარებლებისგან უკუკავშირის მისაღებად, რათა დაადგინონ რა იმუშავებს უკეთ სამომავლოდ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

  • მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტით ტექსტების გენერირება მარტივად შესაძლებელი გახდა, გაიზარდა რისკი, რომ ადამიანებმა AI-ს დაწერილი მასალა საკუთარ პროდუქტად წარადგინონ.
  • უკვე არის შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, სტუდენტები დავალების შესასრულებლად Chat GPT-3-ს იყენებენ.
  • ამიტომაც, ნიუ-იორკის საჯარო სკოლების ქსელებსა და მოწყობილობებში აკრძალული ვებგვერდების ჩამონათვალს დაამატეს chat.openai.com-ც, Chat GPT-3-ის ვებსაიტი.
  • დამატებით საფრთხეებად ასევე განიხილავდნენ პლაგიატისა და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებას, რადგან ხელოვნური ინტელექტის ეს მოდელი საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

როგორ მუშაობს ახალი AI?

იმის გადასამოწმებლად, თუ როგორ მუშაობს ეს აპლიკაცია, მის ველში შევიყვანეთ “მედიაჩეკერის" მიერ 26 იანვარს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც Chat GPT-3-მა დაწერა. კლასიფიკატორმა ტექსტი მარტივად ამოიცნო, როგორც ხელოვნური ინტელექტის დაწერილი.

alt


ტექსტის კლასიფიკატორი დატრენინგებულია ხუთი სხვადასხვა ორგანიზაციის ენის ალგორითმზე, მათ შორის OpenAI-ს პროგრამაზეც.

“ამომცნობი” აჯამებს მიწოდებული ტექსტს და “ასათაურებს” შესაბამისად:

  • ნაკლებად სავარაუდოა (very unlikely) მაშინ, როდესაც 10%-ზე ნაკლებია იმის შანსი, რომ ტექსტი ხელოვნური ინტელექტის დაწერილი იყოს.
  • სავარაუდოა (unlikely), როდესაც 10-45%-მდეა შანსი, რომ მასალა AI-ს გენერირებულია.
  • გაურკვეველია (unclear), როდესაც შესაძლებლობა 45-90%-მდეა.
  • შესაძლებელია (possibly) ხელოვნურმა ინტელექტმა “დაწერა” ამის შანსი კი 90-98%-მდეა.
  • AI-ს დაწერილია (likely) დაასათაურებს, თუ ამის შანსი 98%-ზე მეტია.

გამოწვევები მოკლედ:
  • კლასიფიკატორი ვერ მუშაობს ყველა ტიპის ტექსტზე, სიტყვათა მინიმალური რაოდენობა დაახლოებით 150-250-ია.
  • მას არ შეუძლია პლაგიატის ამოცნობა, ასეთ შემთხვევებში საჭიროა დამატებითი ხელსაწყოების გამოყენება, მაგალითად turnitin.
  • OpenAI-ზე დაყრდნობით, არსებობს 9%-იანი ალბათობა, რომ ამ კომპიუტერულმა პროგრამამ გადამოწმებისას შეცდომა დაუშვას და ადამიანის დაწერილი ტექსტიც ხელოვნურ ინტელექტს მიაწეროს.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები

ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციას (IFJ), რომელიც 140-ზე მეტი ქვეყნის 600 ათას ჟურნალისტს აერთიანებს, წევრი ქვეყნები "ადმინისტრაციული პრობლემების, არჩევნების სისტემით უკმაყოფილებისა და გაუმჭვირვალე პროცესების" გამო ტოვებენ.

 

რა ხდება?

2023 წლის 31იანვარს ისლანდიის, ფინეთის, ნორვეგიისა და დანიის ჟურნალისტთა გაერთიანებებმა ერთდროულად გამოაცხადეს, რომ ტოვებენ ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია, IFJ-ის.

“წევრის სტატუსის შეჩერების მთავარი მიზეზი არის ის, რომ უკვე წლებია, IFJ-მ ვერ მოაგვარა ადმინისტრაციული პრობლემები, უკმაყოფილო ვართ არჩევნების სისტემითა და გადაწყვეტილებების მიღებაში გამჭირვალობის ნაკლებობით” - განაცხადა ფინეთში, ჟურნალისტთა გაერთიანების პრეზიდენტმა ჰანი აჰომ. მან ასევე აღნიშნა, რომ IFJ-ს ფინანსების შესახებ სრული ინფორმაცია არ აქვთ.

 

რატომ?

ნორვეგიელ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, წევრობის შეჩერებაზე, დამატებით წერია, რომ ისინი არ აპირებენ თანამშრომლობას, რადგან რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე რუსი ჟურნალისტები აყალიბებენ ორგანიზაციებს და მიუხედავად იმისა, რომ IFJ-მ იცის ეს ფაქტი, წევრის სტატუსიც კი არ შეუჩერებიათ რუსეთისთვის.

მსგავსი მოთხოვნით მიმართეს ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსსაც (AIPCE-ს), რომ შეეჩერებინათ რუსეთისთვის წევრის სტატუსი, თუმცა AIPCE-მ ამას მხარი არ დაუჭირა, რის შედეგადაც, “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” და სხვა 10 ქვეყნის ეთიკის საბჭომ ალიანსი დატოვეს.

წაიკითხეთ ამ თემაზე ვრცლად .

მსგავსი რამ 2020 წელსაც მოხდა, როდესაც ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციამ აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიყვანა წევრი ქვეყნების სიაში. ახლანდელი მდგომარეობით, აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიადაა აღნიშნული.

                                           alt


მათ ასევე გააკრიტიკეს IFJ, რადგან ორგანიზაციას გასულ წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩატარება ომანში უნდოდა. ქვეყანაში, რომელიც პრესის თავისუფლების ინდექსით მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 163-ე ადგილზეა.

თუმცა, ოთხივე ქვეყანა რჩება EJF-ის წევრად, ეს ორგანიზაცია ევროპის ჟურნალისტთა გაერთიანებაა. საქართველო EJF-ის წევრიცაა, თუმცა აქ მხოლოდ თბილისის ბიუროა გაწევრიანებული, ხოლო სოხუმის მხოლოდ IFJ-ის (ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია)  წევრია.

კატეგორია: რესურსები

Tik-Tok-ის მომხმარებელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ეს უპირველესად პანდემიამ გამოიწვია, შემდეგ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საბოლოოდ, დღეს, თანამედროვე აუდიტორიისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის “ტიკ-ტოკ” ახალი ამბების მიღების მზარდ წყაროდ იქცა.

2022 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც გამოცემების “Tik-Tok” პლატფორმაზე ადაპტაციას შეეხებოდა, 18-24 წლამდე ახალგაზრდების 15% იყენებს ამ პლატფორმას ახალი ამბებისთვის.

ამ მასალაში მოკლედ მოგიყვებით იმ “Tik-Tok” ანგარიშების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვან თემებზე სიახლეების მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ

 

The Washington Post

ვაშინგტონ პოსტი” ერთ-ერთი პირველი გამოცემა იყო, რომელიც “ტიკ-ტოკ” პლატფორმასთან პანდემიის დაწყებისას, 2019 წელს ადაპტირდა. მათი ვიდეოების ხმა, ფილტრი, ძირითადად “ტიკ-ტოკ” ტრენდებს ეფუძნება, თუმცა მათ ვიდეოებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა მასობრივი სროლების პრობლემა აშშ-ში, კლიმატის ცვლილება და სხვა.

მათ, “ტიკ-ტოკის" კონტენტისთვის დამოუკიდებელი ჯგუფი შექმნეს, როგორც ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი “როიტერსის ინსტიტუტის” კვლევისთვის ინტერვიუში ამბობს, “ყველა ამბავს თავისი თხრობის მეთოდი აქვს, რა თქმა უნდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომზე სკეტჩს არ დავდგამთ და ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ ავხსნით ფაქტებს”.

The LA Times

ლოს ანჯელეს თაიმსის” კონტენტიც, ძირითადად ახალგაზრდებზეა მორგებული. ისინი იყენებენ ფოტოებს, გრაფიკებსა და “მიმებს”, იმისთვის, რომ მათი ვიდეოს შინაარსი მარტივად გასაგები იყოს.

404 [by L.A. Times] - “ამბები ინტერნეტის ბოლოდან” - "ლოს ანჯელეს თაიმსის" გუნდმა “404, გვერდი ვერ მოიძებნა (404, page not found)” ფრაზა ახალ თაობასთან ურთიერთობის “აღსადგენად” გამოიყენა.

NowThis

ამ გვერდს გამომცემლებს შორის ყველაზე მეტი 5,5 მილიონი გამომწერი ყავს. NowThis “ტიკ-ტოკზე" შეგხვდებათ, როგორც ტაბლოიდისთვის დამახასიათებელი ახალი ამბები, ასევე ვიდეოები ისეთ თემებზე, როგორიცაა გენდერი, ადამიანის უფლებები, თანამედროვე ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი თუ სხვა.

NowThis Politics მათივე პლატფორმაა, სადაც ვიდეოები ძირითადად მსოფლიო პოლიტიკურ სიახლეებზეა.

The Vice World News

ისინი ძირითადად ვიდეოს დასაწყისში სვამენ კითხვას და მარტივად ხსნიან იმას თუ რა მოხდა და რატომ. მათი “სტრატეგია” ერთსა და იმავე საკითხზე მომხდარი სხვადასხვა შემთხვევების გაერთიანებაა, მაგალითად, წლის ბოლოს გამოაქვეყნეს ვიდეო “ყველაფერი რაც პირველად 2022 წელს მოხდა”,ყველაფერი რაც ქალებს ავღანეთში ეკრძალებათ” და სხვა.

გამოცემების “ტიკ-ტოკ” გვერდების გარდა, რამდენიმე ჟურნალისტმა დამოუკიდებლად დაიწყო ამ პლატფორმაზე ახალი ამბების გამოქვეყნება.

მაქს ფოსტერმა, თავისი ანგარიშის @maxfostercnn გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნახა, რომ მისი თინეიჯერი შვილი დიდ დროს ატარებდა Tik-Tok-ზე და აქ გავრცელებული ამბები მეტწილად დეზინფორმაცია იყო.

ვიქტორია დარბიშერი, თავის ტიკ-ტოკ გვერდზე, @vicderbyshire მოკლედ უხსნის იმ ვრცელ საგამოძიებო მასალებს, რომლებიც BBC-ის ან სხვა გამოცემების ეთერში მოხვდა. თუმცა მისი კონტენტი მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ახალ ამბებს არ მოიცავს და მსოფლიოს მნიშვნელოვან სიახლეეებზეც საუბრობს.

ასევე, მისი მასალები პერსონალურია, რაც აუდიტორიასთან უფრო აახლოებს და მოიცავს ისეთ ვიდეოებს როგორიცაა სასაცილო მომენტები, პირდაპირ ეთერში მისი ჩართვების დროს, მისი პროფესიული გზა და სხვა.

გლობალურ დათბობასა და კლიმატის ცვლილებებზე ცნობიერების ამაღლებისთვის "ტიკ-ტოკს" განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ თემებზე საუბრობენ როგორც აქტივისტები ისე ორგანიზაციები.

ელეინ ვუდი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ საკითხზე მოკლე ვიდეოებით დაიწყო ინფორმაციის გავრცელება. ის განიხილავს როგორც პრობლემებს, ასევე მისი გადაჭრის გზებსაც. მისი Tik-Tok ანგარიში @thegarbagequeen

მნიშვნელოვანი როლი აქვს ორგანიზაციებსაც, რომლებიც ამ პლატფორმას ახალგაზრდა თაობებთან კლიმატის ცვლილებებზე სასაუბროდ იყენებენ და ამ პრობლემის შედეგებსაც აჩვენებენ.

ერთ-ერთი ასეთი ანგარიშია @pattrn, ისინი აქტიურად აქვეყნებენ ვიდეობს გაეროს კლიმატის ყოველწლიურ სამიტსა და იქ განხილულ საკითხებზე. ასევე, მოკლე, განმარტებითი მასალები აქვთ 2023 წლის კლიმატური ცვლილებების პროგნოზზე.

@treehugger-ის “ტიკ-ტოკ” ანგარიში კი დაგეხმარებათ მარტივად, გაიგოთ ის, თუ რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებებს ცხოველთა სამყაროზე.
კატეგორია: საქართველო
26 იანვარს, თბილისის პროკურატურამ ნიკა გვარამიას უკანონო მოსმენების და ფარული მიყურადების საქმეებზე, დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

რა ხდება?
  • 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა ე.წ. კრებსები - სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ჩანაწერები.
  • მასალები სხვა პირებთან ერთად ჟურნალისტების კერძო კომუნიკაციისა და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციასაც მოიცავდა.
  • GDI-მ (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა) პროკურატურას ნიკა გვარამიას გამოკითხვის მოთხოვნით 2022 წლის 18 ნოემბერს მიმართა.
  • 2023 წლის 10 იანვარს მათ გვარამიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს.
  • “მას შემდეგ კი, რაც ჩვენს ბოლო მოთხოვნაზე პასუხი კანონით დადგენილ ვადაში არ მივიღეთ, ნიკა გვარამიას დაზარალებულად ცნობის შესახებ საჩივარი საქართველოს გენერალურ პროკურორთან წარვადგინეთ.” - წერია GDI-ს განცხადებაში.
კატეგორია: რესურსები

 

რედაქციის შენიშვნა: ეს ტექსტი ხელოვნურმა ინტელექტმა, Chat GPT-3-მა დაწერა, მისი დავალება იყო, დაეწერა 300-სიტყვიანი ტექსტი ჟურნალისტიკაში Chat GPT-3-ის გამოყენების შესაძლებლობებისა და რისკების შესახებ.

მას ასევე დავავალეთ, სტატიის დასაწყისში მოკლედ შეეჯამებინა ტექსტის მთავარი აქცენტები.

ქვემოთ მოცემული ყველა დებულება გადამოწმებულია რედაქციის მიერ.

რა ხდება?

მას შემდეგ, რაც მედიაში ხელოვნურ ინტელექტის გამოყენება დაიწყეს, Chat GPT-3 ერთ-ერთი მთავარი დამხმარე ხელსაწყო გახდა. თუმცა, ამ ეტაპზე ის ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.

სტატიაში განვიხილავთ მედიაში მისი გამოყენების პოტენციალსა და საფრთხეებს, ასევე იმ ტექნიკურ უნარებს და ეთიკურ ნორმებს, რომელიც ჟურნალისტებს სჭირდებათ AI-ს გამოსაყენებლად.

რა არის chat GPT3?

Chat GPT ხელოვნური ადამიანური ენის მოდელზე დაფუძნებული კომპიუტერული პროგრამაა.
  • GPT იშიფრება, როგორც Generative Pre-trained Transformer.
  • ეს რევოლუციური, ახალი ტექნოლოგია, რომელიც გამოცდილებასა და სწავლაზე დაფუძნებული ალგორითმის საშუალებით ადამიანის მიერ დაწერილი ტექსტის მსგავს მასალას აგენერირებს
  • ის გამოიყენება სხვადასხვა პროფესიებში, მათ შორის ჟურნალისტიკაშიც.
ხელოვნური ინტელექტი შექმნილია კომპანია Open AI-ს მიერ, რომელსაც ილონ მასკი ფლობს.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?
  • Chat GPT-3-ის დახმარებით, მედიაში მაღალი ხარისხის, ადამიანის დაწერილი ტექსტის მსგავსის გენერირება შეიძლება, მისი საშუალებით ჟურნალისტები დაზოგავენ დროს, რადგან მას აქვს ვრცელი მონაცემების ანალიზის უნარი.
  • თუმცა არსებობს იმის რისკი, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი ტექსტი იყოს მიკერძოებული.
  • Chat GPT-3-ის მედიაში გამოსაყენებლად საჭიროა პროგრამირების და მონაცემების ანალიზის საბაზისო უნარები მაინც.

გამოწვევები მოკლედ:
  • ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი ტექსტში გაიპაროს დაუზუსტებელი ან მიკერძოებული ფაქტები.
  • ეს ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ინფორმაცია, რომელსაც Chat GPT-3 ტექსტის დასაწერად ეყრდნობა, შესაძლოა თავად იყოს მიკერძოებული.
  • ხელოვნური ინტელექტის ამ მოდელს ყოველთივის არ შეუძლია სრულად აღიქვას მიწოდებული ინფორმაციია და კონტექსტი და რაც მის "დაბნეულობას" გამოიწვევს.

მოკლედ, ტექნიკურ უნარებსა და ინტელექტუალურ საკუთრებაზე
  • Chat GPT-3-ის მედიაში გამოსაყენებლად, ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს პროგრამირების და მონაცემთა ანალიზის საბაზისო ცოდნა. მათ შორის დაახლოებით ესმოდეს, როგორ მუშაობს პროგრამირების ენა, „Python“ და ასევე, იცოდეს მონაცემთა ანალიზის პროგრამების “Excel“-სა და “Google Sheets”-ის გამოყენება.
  • რაც შეეხება ინტელექტუალურ საკუთრებას, chat GPT3-ის შექმნილ ტექსტზე საავტორო უფლებები ეკუთვნის იმ ადამიანს ან ორგანიზაციას, ვინც AI-ს ამ მასალის მომზადება “დაავალა”. ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტი, რომელმაც გამოიყენა chat GPT3 სტატიისთვის, ფლობს საავტორო უფლებებს. თუმცა, აღსანიშნავია, ისიც, რომ „OpenAI“-ს მომსახურების პირობებით, მომხმარებელს შეიძლია ტექსტის გენერირება, მაგრამ მისი გამოყენება რედისტრიბუციისთვის ან გაყიდვა არ შეიძლება.

რა შეუძლია chat GPT3-ს?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი ადამიანის მსგავსი ტექსტის დაწერაა, რაც შეიძლება სხვადასხვა ტიპის მასალის შესაქმნელად გამოიყენოთ, მათ შორის ახალი ამბების, შემაჯამებელი თუ ვრცელი სტატიების.

მისი გამოყენება შეიძლება სათაურებისა და ფოტოს ან ვიდეოს აღწერის დასაწერად. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ Chat GPT-3 დაზოგავს ჟურნალისტების ძვირფას დროს და მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრირდნენ, როგორიცაა კვლევა და ფაქტების გადამოწმება.

დამატებით, Chat GPT-3-ს შეუძლია, რომ გამოცემებს ვრცელი მასალების ანალიზში დაეხმაროს და შეამჩნიოს ისეთი დეტალები, რომელიც შეიძლება ადამიანს გამორჩეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის, რადგან მათი დროის უდიდესი ნაწილი ვრცელ მასალებზე დაკვირვებით ერთი და იმავე მონაცემების ამოცნობას ეთმობა.

თუმცა, არსებობს ჟურნალისტიკაში ამ კომპიუტერული პროგრამის გამოყენების უარყოფითი მხარეებიც.
  • მედიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის ყოველთვის ზუსტი, რადგან მისი გენერირებული ტექსტი შეიძლება არასწორ ფაქტებს შეიცავდეს ან მიკერძოებული იყოს რომელიმე მხარის მიმართ.
  • ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სენსიტიური თემების გაშუქებისას, როგორიცაა პოლიტიკა და სოციალური საკითხები.
  • დამატებით, გასათვალისწინებელია, რომ chat GPT3-ს ყოველთვის არ შეუძლია ნიუანსებისა და კონტექსტის დადგენა, რამაც შეიძლება არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვიოს.

როგორია chat GPT3-ის მომავალი?

ზოგადად, ჟურნალისტიკაში chat GPT3-ის მომავალი საკმაოდ პერსპექტიულია. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ის შეიძლება გახდეს ფასდაუდებელი დამხმარე ხელსაწყო ჟურნალისტებისთვის. ამასთანავე, უფრო და უფრო მეტი მონაცემი ხდება საჯარო (ხელმისაწვდომი), შესაბამისად იზრდება სამუშაო მასალების რაოდენობა chat GPT3-სთვის.

მართალია, ეს კომპიუტერული პროგრამა ჟურნალისტებისთვის ერთგვარი დამხმარე იარაღია, თუმცა მნიშვნელოვანია, მისი შეზღუდული შესაძლებლობებისა და პოტენციური უზუსტობების გათვალისწინება. ამიტომ, აუცილებელია, რომ chat GPT3 გამოიყენოთ პასუხისმგებლიანად და ყოველთვის გადაამოწმოთ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
კატეგორია: რესურსები

როიტერსის ინსტიტუტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის 2023 წლის კვლევით, ახალი ამბების მედია აუდიტორიას კარგავს, გამოსავალი კი თხრობის ახალი ფორმებისა და ახალი პლატფორმების ათვისებაშია.

კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს გავლენიანი გამოცემების მედიამენეჯერები, დამფუძნებლები და სოციალური მედიის მიმართულების ხელმძღვანელები.

 

მოკლედ, ტექნოლოგიური პროგნოზები:

  • 2023 წელს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ “Facebook”-სა და “Twitter”-ს, ხოლო “Tik-Tok”-ს აუდიტორიასთან კომუნიკაციის ერთ-ერთ მთავარ სოციალურ ქსელად განიხილავენ.
გაეცანით ვრცლად, “როგორ გამოიყენებენ Tik-Tok-ს სიახლეების გასავრცელებლად”.

  • ხელოვნური ინტელექტი უფრო აქტიურად დამკვიდრდება ნიუსრუმებში. 2023 წლისთვის მედიაში უფრო მეტად მოიკიდებს ფეხს AI აპლიკაციები, როგორიცაა chat GPT3, DALLE 2 და MidJourney.
წაიკითხეთ ვრცლად, “AI ჟურნალისტიკაში - შესაძლებლობები და გამოწვევები”

  • “მეტავერსისა” და ვირტუალური რეალობის (VR) ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი კვლავ დიდი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე ის ჟურნალისტიკაში აქტიურად არ გამოიყენება.
ამ თემაზე ვრცლად “რა არის მეტავერსი?”.

მთავარი გამოწვევები:

  • გამოკითხულთა უმრავლესობა თანხმდება, რომ “News Avoidance”, სიახლეების მიღებაზე უარის თქმა 2023 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მედია მეტწილად მხოლოდ ნეგატიურად კონტექსტში საუბრობს ერთსა და იმავე პრობლემაზე, ეს კი ადამიანებს თავს დაუცველად აგრძობინებს, საბოლოოდ კი საერთოდ უარს ამბობენ სიახლეების მიღებაზე.
  • მედიას უწევს კომუნიკაციის გზების შეცვლა, რათა შეინარჩუნოს ურთიერთობა თანამედროვე აუდიტორიასთან, რომელსაც სიახლეები ადამიანურ ისტორიებზე სჭირდება.
  • ასევე, ახალი ამბავი უნდა იყოს ერთგვარი შთაგონება მკითხველისთვის, რომ შეცვალოს ან გააუმჯობესოს ის რაც პრობლემურია. სენსაციაზე ორიენტირებული მედიისთვის კი აუდიტორიის საჭიროებიბიდან ამოსვლა კვლავ მთავარი გამოწვევაა.
  • მას შემდეგ, რაც “Twitter”-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი გახდა, ჟურნალისტების უმეტესობა ხედავს საფრთხეს, რომ ისეთ საზოგადოებებში სადაც ეს სოციალური ქსელი მანამდე აზრის თავისუფლად დაფიქსირების უსაფრთხო გზა იყო, ახლა შეიზღუდება.
  • სხვადასხვა სოციალურ ქსელში “უხამსი კონტენტი” შეიძლება გახდეს ყველაფერი ის, რაც კონკრეტულ ხელისუფლებას არ სურს, რომ ხალხმა გაიგოს, ამიტომ გაიზრდება ცენზურის საფრთხე.
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ჟურნალისტებისგან ახალ უნარებსა და ცოდნას მოითხოვს.

რა არის გამოსავალი?

სხვადასხვა ქვეყანაში გამოკითხული 300-ზე მეტი რედაქტორი და მედიამენეჯერი ამბობს, დღეს, აუდიტორიასთან კომუნიკაციის ყველაზე ეფექტური გზა განმარტებითი და კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მოდელების გამოყენებაა.
  • განმარტებითი ჟურნალისტიკა (Explanatory Journalism) მნიშვნელოვან, მაგრამ რთულ ამბებს მარტივად და მოკლედ უხსნის ადამიანებს.
  • კონსტრუქციული/გამოსავლის ჟურნალისტიკა (Constructive/Solutions Journalism) არამხოლოდ პრობლემას, არამედ მისი დაწყების მიზეზსა და მოგვარების გზებსაც აჩვენებს.
ნახეთ ვრცლად: რა არის გამოსავლის ჟურნალისტიკა?

მოკლედ რეკომენდაციები:

  • რამდენიმე გამოცემამ თავიდანვე გაიაზრა, ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობა, დაიწყო მათი შესწავლა და რედაქციაში დანერგვა, თუმცა მათთვის, ვისაც ეს პროცესი ჯერ კიდევ არ გაუვლია, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია კომპიუტერულ პროგრამებთან ადაპტაციაა.
  • მუდმივად ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების გამო ადამიანები უარს ამბობენ ნებისმიერი სიახლის მიღებაზე, მკითხველის “დასაბრუნებლად” და ბალანსის აღსადგენად, “BBC”-მ და “The Guardian”-მა დაამატეს ახალი სვეტი “The Uplifting” და “The Upside”, აქ განხილული ამბები, მკითხველისთვის არის უფრო “პოზიტიური” და შთამაგონებელი.
  • თუ გამოცემები, გულწრფელად გააზიარებენ მათი გუნდის ფასეულობებს და აუხსნიან ადამიანებს იმას, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებელი ფინანსები ანუ რამხელა კავშირი შეიძლება ჰქონდეს რეკლამას სენსაციურ, არაინფორმაციულ გაშუქებასთან, საზოგადოება აუცილებლად დააფასებს მათ.
კატეგორია: რესურსები
ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის სწრაფ განვითარებასთან ერთად, ჟურნალისტებს აუდიტორიასთან კომუნიკაციის გზების შეცვლა მოუწიათ. მედიისთვის, თანამედროვე მაყურებელთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად, ერთ-ერთი გზა “ტიკ-ტოკის” პლატფორმაა.


რატომ არის ეს აპლიკაცია მნიშვნელოვანი მედიისთვის?

  • 2021-2022 წლებში “ტიკ-ტოკი” ყველაზე ხშირად გადმოწერილ აპლიკაციებში პირველ ადგილზეა და დაახლოებით 1 მილიარდ აქტიური ანგარიშს აერთიანებს.
  • “როიტერსის ინსტიტუტისა” და ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის პროგნოზით, 2023 წელს მედიასაშუალებების უმეტესობა სწორედ ამ პლატფორმაზე “დამკვიდრდება”.
  • მსოფლიოს გავლენიანი გამოცემების 49% რეგულარულად აქვეყნებს მასალებს “ტიკ-ტოკზე”, მათ შორისაა “The Washington Post”, “The Guardian”, “The Sky News”, “Los Angeles Times” და სხვა.
  • იმისთვის, რომ თქვენი კონტენტი ამ პლატფორმაზე “წარმატებული” იყოს, არ არის საჭირო მილიონობით მიმდევარი გყავდეთ, რადგან ალგორითმის საშუალებით “ნაწილდება” ვიდეოები მომხმარებლის გვერდზე ე.წ for you page-ზე.
  • საქართველოში “ტიკ-ტოკ”-ის 250 ათასამდე აქტიური ანგარიშია, მათი 63,6%-ს 18-24 წლამდე ახალგაზრდები წარმოადგენენ.


რატომ გახდა ეს პლატფორმა აუდიტორიისთვის საინტერესო?

  • “ტიკ-ტოკზე” გამოცემებს მეტი შესაძლებლობა აქვთ, რომ “განმარტებითი ჟურნალისტიკის” ელემენტები გამოიყენონ და მნიშვნელოვანი, მაგრამ რთული, გაუგებარი საკითხები მარტივად, ფოტოებითა თუ სხვადასხვა მოკლე ვიდეოებით აუხსნან მაყურებლებს.
  • დამატებით, როგორც “Washington Post”-ის “ტიკ-ტოკის” გუნდის ხელმძღვანელი, დეივ იორგენსონი, “როიტერსის ინსტიტუტის” კვლევისთვის ინტერვიუში ამბობს: “იუმორი Tik-Tok-ის “დნმ”-ის მნიშვნელოვანი ელემენტია”, ამიტომ მოკლედ, იუმორით ახსნილი ამბები ადამიანებისთვის უფრო გასაგებია.
  • მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პლატფორმაზე “სამოქალაქო ჟურნალისტიკის” როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან უკრაინელები “ტიკ-ტოკის” საშუალებით, ომის შედეგებზე თავიანთ ისტორიებს ყვებიან. ერთ-ერთი ასეთი ანგარიშია @valerisssh, ომის დაწყებიდან აქტიურად აწვდის საზოგადოებას უკრაინულ ამბებს.
  •  აპლიკაციის ვიდეოებში გამოყენებული მელოდია, ფრაზები თუ “მიმები”, მომხმარებლებში ადვილად მკვიდრდება და ქმნის ე.წ “ტრენდებს”, რაც პლატფორმის სასაუბრო ენას ამარტივებს.


რა არის ამბის თხრობა ვერტიკალური ვიდეოთი (Vertical Video Storytelling)?

სოციალური ქსელების, განსაკუთრებით “ტიკ-ტოკ” აპლიკაციისადმი ახალგაზრდების დიდი ინტერესი ჟურნალისტიკაში ახალ მიმართულებებს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონით სქროლვა ვერტიკალურად მანამდეც შეიძლებოდა, “ტიკ-ტოკმა” ამბის თხრობის ეს მიმართულება განსაკუთრებით პოპულარული გახადა და შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე მედიაში ახალი მიმართულებაც დაინერგა.


როგორია ჟურნალისტიკაში “Tik-Tok-ის" გამოყენების გამოცდილება?


“როიტერსის ინსტიტუტმა” 2022 წელს მედიაში სიახლეების გასავრცელებლად, “ტიკ-ტოკის” დამკვიდრებაზე კვლევა ჩაატარა და გავლენიანი გამოცემების სოციალური მედიის ხელმძღვანელები გამოკითხა.

პლატფორმაზე ადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ახალგაზრდა თაობასთან კომუნიკაცია იყო, რადგან უფრო და უფრო მცირდება ჩართულობა Twitter-ზე, Facebook-სა თუ სხვა სოციალურ ქსელებში.

თავდაპირველად, ამ პლატფორმას ნიუსრუმებში “კადრს მიღმა” ვიდეოებისთვის გამოიყენებდნენ, თუმცა დღეს როგორც მთლიანი გამოცემა, ისე ცალკეული კორესპონდენტები ქმნიან თავიან კონტენტს.

ასეთია, “CNN”-ის წამყვანის მაქს ფოსტერის ანგარიში, როგორც ის “როიტერსის ინსტიტუტის” კვლევისთვის ინტერვიუში ამბობს, პირველად აპლიკაცია მაშინ გადმოიწერა, როდესაც ნახა რომ მისი თინეიჯერი შვილი იყენებდა “Tik-Tok”-ს და აქ გავრცელებული ამბების დიდი ნაწილი ყალბი იყო.

“BBC”-სა და “Wall Street Journal”-ის ყოფილმა თანამშრომლებმა, ახალი “ტიკ-ტოკ” პლატფორმა “The News Movement” ჩაუშვეს, სადაც კომპლექსურ თემებს მარტივად, ხუმრობებისა და “მიმების” დახმარებით უხსნიან ახალგაზრდებს.

LA Times”-ს “ტიკ-ტოკ” ვიდეობის მთავარი გზავნილები კლიმატის ცვლილებასა და გარემოს დაცვაზეა. ამ თემაზე ახალგაზრდებში, მნიშვნელოვანი როლი აქვთ აქტივისტებს, რომლებიც “Tik-Tok”-ის საშუალებით უხსნიან ადამიანებს, იმას, თუ რა პრობლემები არსებებობს. ერთ-ერთი ასეთი ანგარიშია @thegarbagequeen.

მსგავსი გამოცდილება ასევე ჰქონდა, ავსტრიის ერთ-ერთი დიდ ბეჭდურ გამოცემას, რომელიც ციფრულ სამყაროსთან ადაპტირდა და მათ დაიქირავეს კონტენტის ახალგაზრდა შემქმნელები. როგორც მათი სოციალური მედიის ხელმძღვანელი ამბობს, “ყოველდღიურად, მათი თანამშრომლები ეძებენ რა აინტერესებთ 18-34 წლამდე ადამიანებს და ამის შესაბამისად ქმნიან “Tik-Tok” ვიდეოებს”.

საფრთხეები

  • “სიახლეების ტიკტოკიფიკაცია - Tik-Tokification of the news”, ეს ტერმინი მნიშვნელოვანი მოვლენების “ტიკ-ტოკ ტრენდებით” გადაფარვას გულისხმობს.
  • არაზუსტი მასალებისა და დეზინფორმაციის გავრცელება.
  • ინფორმაცია, რომელსაც აპლიკაცია მომხმარებელზე აგროვებს და ამუშებს სრულად გამჭირვალე არ არის.

რჩევები

"VICE World News"-ის რეპორტიორი სოფია გეილერი და “BBC”-ის ჟურნალისტი მონიკა პლაჰა, ისინი თავიანთ “ტიკ-ტოკ”-ზე მნიშვნელოვან სიახლეებს ავრცელებენ, ჟურნალისტებს რამდენიმე რჩევას უზიარებენ:

  • “Tik-Tok”-ზე, მაყურებლის ყურადღების მისაქცევად მხოლოდ პირველი სამი წამი გაქვთ, მნიშვნელოვანია, რომ ვიდეო კითხვით იწყებოდეს, რომელზე პასუხსაც აუდიტორია მიიღებს.
  • იყავი გულწრფელი და აჩვენე მუშაობის პროცესი.
  • “გამოკვებე ალგორითმი”, მუდმივად დააკვირდი ე.წ “ტრენდებს” და შეეცადე იმავე მელოდიის ან ხუმრობის გამოყენებით მიაწოდო საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
  • “განმარტებითი ვიდეო” მაქსიმუმ 1 წუთი უნდა იყოს.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია “Human Rights Watch”-მა საქართველოში 2022 წლის მოვლენები ყოველწლიური ანგარიშით შეაჯამა. დასაწყისშივეა აღნიშნული, რომ “გაუარესდა მდგომარეობა მედიის თავისუფლების მხრივ, რაც მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებით და კრიტიკული ტელეარხის დირექტორის დაპატიმრებით გამოიხატა“.

ასევე საუბარია ევროკავშირის მიერ დადგენილ 12 პირობაზე, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოში მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის გარანტიებია.

რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?

2022 წელს გაუარესებულ მედიაგარემოზე უფლებადამცველი ორგანიზაციის გარდა, საუბრობენ სხვა გავლენიანი მედია ორგანიზაციები, მათ შორის
  • რეპორტიორები საზღვრების გარეშე
  • ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა
  • “ამნესთი ინთერნეიშენალი”
  • აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
წაიკითხეთ სრულად “როგორ გაუარესდა მედიაგარემო 2021 5 ივლისის შემდეგ საქართველოში”

მოკლედ, რა წერია HRW-ის ანგარიშში?

  • 2022 წლის მაისში სასამართლომ “მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას, სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
  • “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს ზუგდიდში, გადაღების დროს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს.
  • ივნისში “ტვ პირველის” ოპერატორ მურმან ზოიძეს ბათუმში თავს დაესხნენ.
  • საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებულმა სამმა ჟურნალისტმა მაუწყებლობის მენეჯმენტი ცენზურასა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეშ ჩარევაში დაადანაშულა. მაუწყებელს იმავე ბრალდება ერთმა ყოფილმა ჟურნალისტმაც წაუყენა.
  • “ტვ პირველის” დამფუძნებელ ვახტანგ წერეთელზე ერთ-ერთი პარლამენტარის მიერ სავარაუდო ფიზიკურ ძალადობაზე დაიწყო გამოძიება საქართველოს პროკურატურამ.
ანგარიშში ასევე ნახსენებია 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები. “სასამართლოებმა 26 ადამიანს მიუსაჯეს პატიმრობა იმ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის, რომლებიც ამ მოვლენებს აშუქებდნენ. თუმცა, ხელისუფლებას არ გამოუვლენია და დაუსჯია მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები.”

Human Rights Watch-ის 2021 წლის მედიის ანგარიში იხილეთ ბმულზე.
კატეგორია: რესურსები
ბლოკჩეინ სისტემა ციფრული, ინტერნეტზე დამოკიდებული სისტემაა, რომელიც დღეს, მრავალ სფეროში გამოიყენება, მათ შორის მედიაშიც.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ გამოიყენება ის ინფორმაციის გავრცელების კუთხით და რა საფრთხე ან შესაძლებლობაა მისი ჟურნალისტიკაში გამოყენება.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

  • ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით ცენზურის პირობებშიც შესაძლებელია ინფორმაციის გავრცელება.
  • ეს სისტემა საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს, რაც შესაძლოა მედიისთვის პოტენციური შემოსავლის წყარო გახდეს.

2018 წელს, ჩინელმა სტუდენტმა თავისი უნივერსიტეტი დანაშაულში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით ამხილა.

მან თავისსავე კრიპტო “საფულეში” 0 ერთეული ეთერიუმი (კრიპტოვალუტა, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ეფუძნება) გადარიცხა. ერთი შეხედვით ეს გადარიცხვა არაფერს ნიშნავდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი “გადარიცხვა” ტრანზაქციისთვის საჭირო რაოდენობასთან ერთად დამატებით რამდენიმე ბაიტს (ასოებს, ციფრებს) შეიცავდა.

საქმე ის იყო, რომ ამ გადარიცხვით მან გაგზავნა დაშიფრული წერილი, სადაც უნივერსიტეტი ლექტორის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამალვაში ამხილა. წერილში ასევე ეწერა, როგორ დევნიდა და ემუქრებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს, რომლებიც ამ თემაზე ინფორმაციის გამოთხოვას ცდილობნენ.

აქტივისტის ეს წერილი შეგიძლიათ ბმულზე ან თანდართულ სურათში ნახოთ. ამისთვის გრაფაში “View input as” უნდა მონიშნოთ UTF-8.

alt

მართალია, ეთერიუმზე დაწერილ ტექსტზე წვდომა ტექნიკურად საკმაოდ რთულია, თუმცა სტუდენტისთვის ცენზურის პირობებში ამ პლატფორმით ინფორმაციის გავრცელება ერთადერთი გზა იყო.

როგორ მუშაობს ბლოკჩეინ სისტემა?

  • ციფრულ სისტემაში ჩაშენებული მათემატიკური გამოთვლებითა და “ინტელექტით” ყოველ ახალ ტრანზაქციაზე ბლოკჩეინში ემატება ახალი ბლოკი, რომელიც უკავშირდება მის წინა და შემდეგ ბლოკს, მეტი დაცულობისთვის კი ე.წ ნოდები ანუ “კვანძები” რომლებიც ბლოკებს ერთმანეთთან აკავშირებენ მთლიანი ბლოკჩეინის ასლს ინახავს.
  • ასევე უკვე არსებული ჩანაწერის (ტრანზაქციის) წაშლა ან შეცვლა შეუძლებელია და მხოლოდ ახალის “შექმნით” შეიძლება “დაშვებული შეცდომის” ჩასწორება.
  • სწორედ ეს სისტემა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ არსებობდეს ციფრული ფულის ერთეული (კრიპტოვალუტა), როგორიცაა ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა.
  • ამ სისტემაში ტრანზაქციები ე.წ “ჭკვიანი კონტრაქტებით” (Smart Contracts) ხორციელდება, ეს კომპიუტერული პროგრამა ავტომატურად “ამოწმებს” ორივე მხარის მოთხოვნებს და მათ თანხვედრას “ადგენს”.
  • ჩინელმა აქტივისტმა ეთერიუმის პლატფორმა სწორედ ამ მიზეზით გამოიყენა, რადგან ბიტკოინისგან განსხვავებით ეთერიუმი იყენებს ამ “ჭკვიან კონტრაქტებს”, რაც ალტერნატიულად, “კონტრაქტის პირობების” ნაცვლად შეიძლება ინფორმაციის გასავრცელებლად გამოვიყენოთ.

    alt

მოკლედ ბლოკჩეინზე

  • ბლოკჩეინი არის დეცენტრალიზებული სისტემა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა ვინმე სატოში ნაკამოტოს სახელით,თუმცა ეს იყო ფსევდონიმი, რომლის უკანაც შეიძლება რამდენიმე ადამიანი იდგეს.
  • 2022 წლის მონაცემებით, ციფრული ვაჭრობის დიდ პლატფორმებზე როგორიცაა Blockchain.com და Coinbase.com ჯამში 170 მილიონზე მეტი ანგარიშია დარეგისტრირებული.
  • ტრანზაქციის განხორციელება შესაძლებელია შუამავალის (ბანკი ან სხვა) გარეშე, მომხმარებლიდან მომხმარებელთან.
  • ინფორმაციის (ტრანზაქციის) მიმოცვლის დროს ბლოკჩეინი იყენებს დაშიფვრის მეთოდს, რაც ბლოკში არსებულ “მასალას” ცვლის და მისი ნახვა მხოლოდ სპეციალური “გასაღებით” შეიძლება. გამგზავნს აქვს “საჯარო” გასაღები შესაბამისად ჩანს, რომ ტრანზაქცია განხორციელდა, თუმცა მიმღების პირადი “გასაღების” გარეშე შეუძლებელია ტრანზაქციის დეტალების ნახვა.
  • ბლოკჩეინ სისტემის განვითარებას სხვადასხვა სფეროებში Web3.0-ის დამკვიდრებას უკავშირებენ, რადგან ინტერნეტის განვითარების ეს ეტაპი სხვა მახასიათებლებთან ერთად, დეცენტრალიზებული აპლიკაციების (dapps) არსებობას გულისხმობს, ეს კი ბლოკჩეინი სისტემის მთავარი უპირატესობაა. თუმცა Web 3.0 ამ ეტაპზე განვითარების ეტაპზეა, შესაბამისად მისი შესაძლებლობები ბოლომდე შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის.

         alt

 

პირველი ბლოკჩეინ მედიაპლატფორმა

პირველი ჟურნალისტური პლატფორმა, Civil ნიუსრუმებში ბლოკჩეინ სისტემის დანერგვას და ტოკენის (CVL) ჩაშვებას ისახავდა მიზნად, თუმცა ეს იყო “სტარტაპი, ექსპერიმენტი” და როდესაც კომპანია სამწლიანი მუშაობის შემდეგ 2020 წელს დაიხურა, მისმა დამფუძნებელმა, მეთიუ აილსმა “Poynter”თან ინტერვიუში თქვა, რომ მას, “განვითარების მცირე შანსები ჰქონდა”.

Civil ისგან მიღებული გრანტითა და ფაილების სისტემით (IPFS), გამოცემა “Popula”-მ" 2018 წელს შეძლო ეთერიუმის ბლოკჩეინზე პირველი სტატიის გამოქვეყნება.

alt

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინ სისტემა მედიაში ჯერ წარმატებით ვერ დაინერგა, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად მას ისევ აქვს პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით:

შესაძლებლობები

  • ბლოკჩეინ სისტემით, უფრო მარტივია კონკრეტული ფაილის წარმომავლობისა და პირველწყაროს დადგენა, შესაბამისად მეტად დაცულია ინტელექტუალური საკუთრება და დეზინფორმაცია,რადგან სისტემა ინახავს ტრანზაქციების (რედაქტირებების) ისტორიას. არსებობს მასალების მუდმივი არქივი.
  • ე.წ “Crowdfunding” ბლოქჩეინ სისტემაში უფრო მარტივად მუშაობს, რადგან თუ თქვენ ჩაუშვებთ თქვენივე კრიპტოვალუტას მომხმარებლებს შეეძლებათ მისი შეძენა რაც მათთვის ერთგვარი ინვესტიციაა, ხოლო მედიისთვის დამოუკიდებელი ფინანსების გარანტია.

გამოწვევები

  • ბლოკჩეინ სისტემის მუშაობა დამოკიდებულია ინტერნეტზე, ხოლო სახელმწიფოებს შეუძლიათ მასზე რეგულაციების დაწესება ან ინტერნეტის სრულიად გამორთვა.
  • საზოგადოების ყველა წევრს არ აქვს ინფორმაცია და ტექნიკური ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ბლოკჩეინი ან ეთერიუმის პლატფორმა,შესაბამისად ამ სისტემის გამოყენება (აქ განთავსებული სტატიების წაკითხვა) ადამიანთა მცირე ჯგუფს შეუძლია.
  • ამ სისტემაში სიტყვის თავისუფლება მაქსიმალურადაა დაცული, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს სიძულვილის ენის ან სხვა საფრთხის შემცველი მასალების გავრცელებას.
კატეგორია: ინტერვიუ
Media outlets today use artificial intelligence (AI) as their main assistive technology, and the content of an article is created by a journalist. However, along with the development of modern technologies, the capabilities of artificial intelligence have improved, and there have been assumptions that journalists may be replaced by AI.

The German researcher of digital communications and transformation, Lennart Hofeditz, who studies the establishment of artificial intelligence in different professions and the challenges related to it, spoke to us about the future of artificial intelligence in journalism.

The main messages of the interview:

  • There are specific topics that AI can write about better than a human, but for analytical, complex articles, a journalist is irreplaceable.
  • It is impossible for AI to be biased or spread misinformation since it creates text or images based on sources that are provided by a human.
  • To avoid spreading misinformation, it is important to increase media literacy in three areas: media, artificial intelligence, and data.

In 2021, Lennart was researching the use and credibility of artificial intelligence in journalism. People (especially young people) prefer social networks to get information. Artificial intelligence is often used to spread the news in these networks, so it is important to know what AI is in general and how it works in media.

1) The findings from the research, how much do readers trust AI?

In general, people trust digital technologies and artificial intelligence less than journalists. However, different cases can be discussed here, for example, active users of social networks trust an article published by AI more than those who use them less.

The trustworthiness of an AI-generated media product is determined by several factors:
  • The media type
  • The content of the article
  • Media reputation

Hence, if you’re a credible news organization with valid sources people trust the AI-based articles your agency provides.

There are specific topics that AI is good at writing about; For example, covering sports events or financial news or creating photos and videos, although from an ethical perspective, a journalist, unlike AI, can verify the obtained information and sources, therefore, the author can use artificial intelligence to diversify the media product.

2) There is an opinion that AI may be less biased, what has your research shown?

When journalists use AI for reporting, they provide the AI ​​with a specific database [on which the content of the AI-generated final product depends], so if the AI-generated article is biased, it is still the journalist's professional responsibility to provide credible sources to the AI ​​and thus to the audience.

 

3) How can artificial intelligence be used to spread "deep fakes" and misinformation?

Today, AI can already create content that’s similar to human written text, 3D images, and Deep Fakes of politicians and other famous people, and the latter is clearly a threat to their reputation and security.

However, we are now working on a project that should curb the disinformation spread by artificial intelligence. It is a simulation of how fake news spreads in social networks, and it gives us the opportunity to show journalists, the representatives of various organizations, or politicians which sources are reliable.

Additionally, another way to combat misinformation is “labeling”. Today, it is possible that artificial intelligence, the so-called "Meaningful bots" find fake news that is spread on social networks and point out that the information is not true. However, our research has shown that often people do not trust these labels, they believe in conspiracy theories and think that the organization that checked the facts is biased.

I think that journalists should explain to the audience how fact-checking organizations work and the artificial intelligence that is used to verify the information.

4) How is social media using AI to target the audience?

The algorithm, which social networks mainly use, works based on keywords, which means matching the words used in the user's description, interests, or posts and providing them with disinformation accordingly.

5) How to protect people from disinformation when technically, AI can spread it faster?

To protect against misinformation, it is important to raise literacy in three areas: media, artificial intelligence, and data. Also, it's important to explain to people how the algorithm works in general. To consider the example of Germany, we put a questionnaire on the governmental websites, which also includes fake news, and users have to guess which story was real. In case of incorrect answers, the system explains which story was not true and why.

6) How to explain the role and benefits of AI to people?

Explainable artificial intelligence (XAI) is a research field that examines what we need to explain to people to make AI more familiar and trustworthy. For example, there is a "decision tree" algorithm, and XAI explains it with a visual of the tree with leaves, where the leaves are used to illustrate different decisions.

7) What artificial intelligence systems (tools) are used in the media?

The GPT3 model uses AI to "teach" the program to write based on experience (already existing data), which obviously adds more human features to the text. For example, if we want GPT3 to write about a sport event, we need to "give" both general information about the topic, and also specific ones we want the AI ​​to include in the text it generates. At this stage, this system is sophisticated and writes on extensive, complex topics, the program is used by influential publications, including The Guardian.

Another system used by publications is the same company's (Open AI) product DALLE2. Cosmopolitan magazine was the first to use DALLE2 and GPT3 and print an AI-designed cover. Using the program is quite simple, it is necessary to indicate the keywords, and based on those words artificial intelligence creates a photo. You will have to pay a small fee for each image, this system is a revolution for graphic designers.

Editorial note:

Illustrations created by DALLE2 are also used in "Mediachecker" articles. For the presented photo, we specified as keywords:

detailed and realistic portrait of a person with freckles, round eyes and makeup, red lipstick, white shirt, skin texture, dry lip, 85mm lens, natural lighting, contrasting colors, and realistic photo with highlighted details.

Also, there is LaMDA artificial intelligence, which is conversation based. In the future, we can say that if a journalist provides it with topics, the AI ​​will prepare questions on these issues and will be able to conduct an interview. This AI is used by Google: for example, if you want to book a place for a meeting, the artificial intelligence calls the facility itself, talking to the representative, and does the reservation of the table instead of you.

8) As you mentioned, the DALLE2 system can create creative images, which was previously the job of graphic designers. Is it possible that some of the journalist's functions will be included by AI?

I see it in a positive way and I think we should learn to use these opportunities to make our jobs easier. AI can create a creative photo, but you still need a graphic designer to find the right keywords, because Artificial Intelligence ​​may not give us the desired image on the first try.

The same can be said about the GPT3 program, if any publication uses this AI to write an article, then this particular media outlet is responsible for the content, because GPT3 does not automatically publish the text, and the editor or journalist must verify the material prepared by artificial intelligence.

9) What are the main challenges in using AI in journalism?

The first and most important challenge is the lack of technical knowledge among journalists. They often don't know how to use it, referencing databases and sources for AI. Unfortunately, often, when an inexperienced journalist uses artificial intelligence, instead of diversifying the material, it may even damage something. I think that the solution is for media organizations to constantly take care of and fund the improvement of the knowledge of their employees in this regard.

10) How do you see the future of AI in journalism?

It is difficult to make accurate predictions because it is a very fast-developing field. However, I would say that in 5-10 years, journalists will have more of an editor's function and will control the product created by AI.

80% of the content (photo, text, video) can be created by artificial intelligence, but the journalist (editor) has to decide what to publish and provide reliable AI sources.
კატეგორია: ინტერვიუ
მედიასაშუალებები დღეს ხელოვნურ ინტელექტს (AI-ს)ძირითადად დამხმარე ტექნოლოგიად იყენებენ და სტატიისა თუ სიუჟეტის შინაარსი ჟურნალისტის შექმნილია. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დაიხვეწა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და გაჩნდა ვარაუდები, რომ შესაძლოა, ჟურნალისტი AI-მ ჩაანაცვლოს.

ციფრული კომუნიკაციების გერმანელი მკვლევარი ლენარტ ჰოფედიტზი, რომელიც სხვადასხვა პროფესიაში ხელოვნური ინტელექტის დამკვიდრებასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს იკვლევს,გვესაუბრა ხელოვნური ინტელექტის მომავალზე ჟურნალისტიკაში.

მოკლედ ინტერვიუს მთავარი გზავნილები:
  • არსებობს კონკრეტული თემები, რომლებზეც AI-ს ადამიანზე უკეთ შეუძლია დაწერა, თუმცა ანალიტიკური, კომპლექსური სტატიებისთვის ჟურნალისტი ჩაუნაცვლებელია.
  • შეუძლებელია AI იყოს მიკერძოებული ან გაავრცელოს დეზინფორმაცია, რადგან ის ადამიანის მიერ მიწოდებულ წყაროებზე დაყრდნობით ქმნის ტექსტს ან გამოსახულებას.
  • დეზინფორმაციისგან თავის დასაცავად, მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების ამაღლება სამი მიმართულებით:მედია, ხელოვნური ინტელექტი და მონაცემები.
ლენარტი 2021 წელს ჟურნალისტიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და AI-ის შექმნილ პროდუქტზე აუდიტორიის სანდოობას იკვლევდა. ინფორმაციის მისაღებად ადამიანებისთვის (განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის) სოციალურ ქსელებია უპირატესი. ხშირად ამ სივრცეში სიახლეების გასავრცელებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, შესაბამისად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ ზოგადად რა არის AI და როგორ მუშაობს ის ჟურნალისტიკაში.

1) როგორია თქვენი კვლევის შედეგები - რამდენად ენდობა მკითხველი ხელოვნური ინტელექტს?

ზოგადად ადამიანები ციფრულ ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტს უფრო ნაკლებად ენდობიან ვიდრე ჟურნალისტებს. თუმცა აქ შეიძლება განვიხილოთ სხვადასხვა შემთხვევები, მაგალითად სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლები უფრო მეტად ენდობიან AI-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ვიდრე ისინი, ვინც ნაკლებად იყენებს მათ.

სანდოობას AI-ის მიერ შექმნილ მედია პროდუქტზე რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს:
  • მედიის ტიპი;
  • სტატიის შინაარსი;
  • მედიის რეპუტაცია.
შესაბამისად, რაც უფრო სანდოა მედიასაშუალება, ხელოვნური ინტელექტის დაწერილი სტატიაც მეტად სანდოა აუდიტორიისთვის.

არსებობს კონკრეტული თემები, რომლებზეც ხელოვნურ ინტელექტს კარგად შეუძლია დაწერა; მაგალითად, სპორტული ღონისძიებისა თუ ფინანსური ამბების გაშუქება ან ფოტოსა და ვიდეოების შექმნა, თუმცა თუ ეთიკური თვალსაზრისით განვიხილავთ, ჟურნალისტს, AI-სგან განსხავებით, შეუძლია მოპოვებული ინფორმაციისა და წყაროების გადამოწმება, ამიტომ, ავტორმა შეიძლება ხელოვნური ინტელექტი მედიაპროდუქტის გასამრავალფეროვნებლად გამოიყენოს.

2) არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება AI ნაკლებად მიკერძოებულიც იყოს, რა აჩვენა თქვენმა კვლევამ?

როდესაც ჟურნალისტები გაშუქებისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, ისინი AI-ს აძლევენ კონკრეტულ მონაცემთა ბაზას [რაზეც დამოკიდებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ საბოლოოდ შექმნილი პროდუქტის შინაარსი], შესაბამისად თუ ხელოვნური ინტელექტის შექმნილი სტატია მიკერძოებულია, კვლავ ჟურნალისტის პროფესიული პასუხისმგელობაა, რომ AI-ს, შესაბამისად აუდიტორიას მიაწოდოს სანდო წყაროები.

3) Როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის ე.წ “დიფ ფეიქებისა” და დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოყენება?

დღეს AI-ის უკვე შეუძლია ადამიანის დაწერილი ტექსტის მსგავსი კონტენტის, სამგანზომილებიანი გამოსახულებისა და პოლიტიკოსების თუ სხვა ცნობილი ადამიანების Deep Fake-ის შექმნა, ეს უკანასკნელი კი ცხადია საფრთხეა მათი რეპუტაციისა და უსაფრთხოებისთვის.

თუმცა, ახლა ვმუშაობთ პროექტზე, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია უნდა შეაფერხოს. ეს იქნება სიმულაცია, იმისა, თუ როგორ ვრცელდება სოციალურ ქსელებში ყალბი ამბები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჟურნალისტებს, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგელებს თუ პოლიტიკოსებს რეალურ პირობებში ვაჩვენოთ, რომელი წყაროებია სანდო.

დამატებით, დეზინფორმაციასთან ბრძოლის კიდევ ერთი საშუალება არის “დასათაურება”. დღეს, შესაძლებელია, ხელოვნურმა ინტელექტმა, ე.წ. "სასარგებლო ბოტებმა" იპოვონ სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ამბები და იქვე მიუთითოს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ხშირად ადამიანები ამ მითითებას არ ენდობიან, სჯერათ კონსპირაციული თეორიების და ფიქრობენ, რომ ორგანიზაცია, რომელმაც ფაქტები გადაამოწმა მიკერძოებულია.

ვფიქრობ, რომ ჟურნალისტებმა უნდა აუხსნან აუდიტორიას, როგორ მუშაობენ ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები და ის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ინფორმაციის გადასამოწმებლად არის გამოყენებული.

4) როგორ იყენებენ სოციალურ მედიაში AI-ს სამიზნე აუდიტორიებისა და დეზინფორმაციისთვის?

ალგორითმი, რომელსაც სოციალური ქსელები ძირითადად იყენებენ, “საკვანძო სიტყვებზე” (keywords) დაყრდნობით მუშაობს, რაც გულისხმობს მომხარებლის აღწერაში, ინტერესებსა და პოსტებში გამოყენებულ სიტყვებთან თანხვედრას და ამის მიხედვით მათთვის დეზინფორმაციის მიწოდებას.

5) როგორ დავიცვათ ადამიანები დეზინფორმაციისგან, მაშინ როდესაც AI-ს ტექნიკურად უფრო სწრაფად შეუძლია მისი გავრცელება?

დეზინფორმაციისგან თავის დასაცავად, მნიშვნელოვანია წიგნიერების ამაღლება სამი მიმართულებით: ესენია მედია, ხელოვნური ინტელექტი და მონაცემები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ადამიანებს ავუხსნათ ზოგადად როგორ მუშაობს ალგორითმი. გერმანიის მაგალითი რომ განვიხილოთ, სახელმწიფო დაწესებულებების ვებგვერდებზე ჩავუშვით კითხვარი, სადაც ყალბი ამბებიცაა და მომხმარებლებმა უნდა გამოიცნონ, რომელი ისტორია იყო რეალური. არასწორი პასუხების შემთხვევაში, სისტემა უხსნის რომელი ამბავი არ შეესაბამებოდა სიმართლეს და რატომ.

6) როგორ ავუხსნათ ადამიანებს AI-ის როლი და სარგებელი?

განმარტებადი ხელოვნური ინტელექტი (XAI explainable artificial intelligence) სწორედ ამ მისიას ემსახურება. ამ დარგში იკვლევენ იმას, თუ რა უნდა ავუხსნათ ადამიანებს, რომ AI მათთვის მეტად ნაცნობი და სანდო გახდეს. მაგალითად, არსებობს ალგორითმი “გადაწყვეტილებების ხე”, XAI-ში ამას ხსნიან ფოთლებიანი ხის ვიზუალით, სადაც ფოთლები სხვადასხვა გადაწყვეტილების ილუსტრაციად არის გამოყენებული.

7) ხელოვნური ინტელექტის რა სისტემებს (ხელსაწყოებს) იყენებენ მედიაში?

GPT3-ის მოდელი AI-ის გამოყენებით “ასწავლის” პროგრამას გამოცდილების (უკვე არსებული მონაცემების) მიხედვით წერას, რაც ცხადია ტექსტს მეტ ადამიანურ თვისებას სძენს. მაგალითად, თუ გვსურს, რომ GPT3-მა სპორტულ ღონისძიებაზე დაწეროს, უნდა “მივაწოდოთ” როგორც ზოგადი ინფორმაცია ამ თემაზე, ასევე კონკრეტული საკითხები, რომლებიც გვსურს, რომ AI-ს შექმნილ ტექსტში შევიდეს. ამ ეტაპზე, ეს სისტემა დახვეწილია და ვრცელ, კომპლექსურ თემებზე საინტერესოდ წერს, პროგრამას იყენებენ გავლენიანი გამოცემები, მათ შორის The Guardian-იც.

კიდევ ერთი სისტემა, რომელსაც გამოცემები იყეებენ არის იმავე კომპანიის (Open AI) პროდუქტი DALLE2. ჟურნალმა Cosmopolitan-მა GPT3-სა და DALLE2-ს გამოყენებით პირველმა დაბეჭდა AI-ის მიერ შექმნილი გარეკანი. პროგრამის გამოყენება საკმაოდ მარტივია, საჭიროა, რომ მივუთითოთ საკვანძო სიტყვები, რაზე დაყრდნობითაც ხელოვნური ინტელექტი ქმნის ფოტოს. თითოეული სურათისთვის მცირე საფასურის გადახდა მოგიწევთ, შესაძლოა ითქვას, რომ ეს სისტემა გრაფიკული დიზაინერებისთვის ერთვარი რევოლუციაა.


რედაქციის ჩანართი

DALLE2-ს შექმნილი ილუსტრაციები “მედიაჩეკერის” სტატიებშიცაა გამოყენებული. Წარმოდგენილი ფოტოს შესაქმნელად საკვანძო სიტყვებად მივუთითეთ:

ჭორფლებიანი ადამიანის დეტალური და რეალისტური პორტრეტი, მრგვალი თვალები და მაკიაჟი, წითელი ტუჩსაცხი, თეთრი მაისური, კანის სტრუქტურა, გამომშრალი ტუჩი, 85მმ ლინზა, ბუნებრივი განათება, კონტრასტული ფერები, რეალისტური ფოტო გამოკვეთილი დეტალებით.

ასევე, არსებობს LaMDA-ს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც უფრო დიალოგისთვის გამოიყენება.სამომავლოდ, შეიძლება ვთქვათ, რომ თუ ჟურნალისტი მას თემებს მიაწოდებს, AI ამ საკითხებზე მოამზადებს კითხვებს და ინტერვიუს ჩაწერასაც შეძლებს.ამ AI-ს Google იყენებს: მაგალითად, თუ გსურთ შეხვედრისთვის ადგილის დაჯავშნა, ხელოვნური ინტელექტი თავად რეკავს ამ ობიექტთან, თქვენ ნაცვლად ესაუბრება წარმომადგენელს და ჯავშნის მაგიდას.

8) როგორც აღნიშნეთ, DALLE2-ის სისტემას კრეატიული სურათების შექმნა შეუძლია, ეს მანამდე გრაფიკული დიზაინერების საქმე იყო. შეიძლება, რომ ჟურნალისტის რომელიმე ფუნქციაც AI-მ შეითავსოს?

ჩემი შეხედულება ამ საკითხზე უფრო პოზიტიურია და ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ შესაძლებლობების საქმის გასამარტივებლად გამოყენება. AI-ს შეუძლია რომ შექმნას კრეატიული ფოტო, თუმცა მაინც საჭიროა გრაფიული დიზაინერი რომელიც სწორად მოძებნის საკვნაძო სიტყვებს, რადგან შეიძლება, რომ AI-მ პირველივე ცდაზე სასურველი სურათი არ მოგვცეს.

იმავეს თქმა შეიძლება GPT3 -ს პროგრამაზე, თუ რომელიმე გამოცემა იყენებს ამ AI-ს სტატიის დასაწერად მაინც ეს კონკრეტული მედია საშუალებაა პასუხისმგებელი კონტენტზე, რადგან GPT3 ავტომატურად არ აქვეყნებს ტექტს და რედაქტორმა ან ჟურნალისტმა აუცილებლად უნდა გადაამოწმოს ხელოვნური ინტელექტის მიერ მომზადებული მასალა.

9) რა არის მთავარი გამოწვევები ჟურნალისტიკაში AI-ს გამოყენებისას?

პირველი და უმნიშვნელოვანესი გამოწვევა თავად ჟურნალისტებში ტექნიკური მოუმზადებლობაა. მათ ხშირად არ იციან მისი გამოყენება,მონაცემთა ბაზებისა და წყაროების მითითება AI-სთვის. სამწუხაროდ, ხშირად, როდესაც გამოუცდელი ჟურნალისტი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, მასალის გამრავალფეროვნების ნაცვლად შესაძლოა რამე დააზიანოს კიდეც. ვფიქრობ, გამოსავალი ისა, რომ მედია ორგანიზაციებმა მუდმივად იზრუნონ და დააფინანსონ ამ კუთხით თავიანთი თანამშრომლების ცოდნის გაღრმავება.

10) როგორ ხედავთ AI-ს მომავალს ჟურნალისტიკაში?

რთულია ზუსტი პროგნოზირება, რადგან ძალიან სწრაფად განვითარებადი დარგია. თუმცა ვიტყოდი, რომ 5-10 წელიწადში ჟურნალისტებს უფრო მეტად რედაქტორის ფუნქცია ექნებათ და AI-ს შექმნილ პროდუქტს გააკონტროლებენ” შემოქმედებით ნაწილში მათი როლი შემცირდება, თუმცა საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის მაინც ტრადიციული გაშუქება იქნება საჭირო.

კონტენტის 80% (ფოტო, ტექსტი, ვიდეო) შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნას, თუმცა ჟურნალისტმა (რედაქციამ) უნდა გადაწყვიტოს რა გამოაქვეყნოს და მიაწოდოს AI-ს სანდო წყაროები.
კატეგორია: რესურსები
ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ხშირად, ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყაროა. ეს სივრცე, ფაქტობრივად, უკონტროლოა და საფრთხეა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ ვიცით მისი სწორი გამოყენება და საქმე ბავშვებს ეხება.

გაეროს ბავშვთა ფონდის, Unicef-ის მონაცემებით:
  • 30 ქვეყანაში მცხოვრები თინეიჯერების მესამედზე მეტი ყოფილა ინტერნეტ ბულინგის მსხვერპლი და ყოველი ხუთი მოზარდიდან ერთი სწორედ ამ მიზეზით არ მიდის სკოლაში.
  • 25 ქვეყანაში გამოკითხული ბავშვების 80% ინტერნეტში თავს დაუცველად გრძნობს.
ამ სტატიაში განვიხილავთ უფასო აპლიკაციებსა და პროგრამებს, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და მოიცავს მოზარდის უსაფრთხოების გასაკონტროლებლად მნიშვნელოვან ელემენტებს.

iOS-ს და ანდროიდ სისტემებში ჩაშენებულია პროგრამა, რომელიც ითვლის როგორც ზოგადად ეკრანთან, ასევე კონკრეტულ აპლიკაციებში გატარებულ დროს, ამავდროულად, მშობელს შეუძლია, დააწესოს ლიმიტი ტელეფონის გამოყენებისთვის.

აიფონისთვის:

  • ეკრანთან გატარებული დროის სანახავად, მოძებნეთ Settings, შემდეგ საძიებო ველში ჩაწერეთ Screen Time, აქ გამოჩნდება ეკრანის წინ გატარებული სრული დრო.
  • თუ გსურთ, რომ ნახოთ კონკრეტულ აპლიკაციებში გატარებული დრო, დააჭირეთ See All Activity-ს. აქ ნახავთ როგორც დღის, ასევე კვირის სტატისტიკას.
  • Screen Time-ის მთავარ გვერდზე, ჩამონათვალში პირველი არის Downtime, რაც ნიშნავს დროს, რომელსაც ეკრანის წინ არ ვატარებთ. აქ შეგიძლიათ, კვირის სხვადასხვა დღეზე განსხვავებული დრო დააყენოთ.
  • მაგალითად, თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა ტელეფონი დღეში მხოლოდ ერთი საათით, საღამოს 8 საათიდან 9 საათამდე გამოიყენოს, მონიშნეთ Every Day და საათები ისე როგორც გსურთ.
How to Use Screen Time in iOS 12 - MacRumors

ჩამონათვალში მეორე არის App Limits, რაც კონკრეტული აპლიკაციებისთვის ლიმიტის დაწესების შესაძლებლობას გაძლევთ.
  • ვირჩევთ App Limit, შემდეგ Add Limit-ს. აქ აპლიკაციები კატეგორიებადაა დაყოფილი, თუმცა შეგიძლიათ საძიებო ველში ჩაწეროთ აპლიკაციის სახელი, მონიშნოთ და მარჯვენა კუთხეში დააჭიროთ Add-ს.
  • Communication Limits (ჩამონათვალში მესამე) დაგეხმარებათ გააკონტროლოთ ვისგან მიიღოს ზარები, მაშინაც კი თუ Downtime-ის დროა და ბავშვს სხვა აპლიკაციებზე წვდომა არ აქვს.
iPhone time limit: How to set a time limit for a specific app on iOS 12 - 9to5Mac

შემდეგი ფუნქცია არის Always Allowed, აქ შეგიძლიათ აირჩიოთ აპლიკაციები, რომლებზეც ნებისმიერ შემთხვევაში ექნება წვდომა მოზარდს. მაგალითად, რუკა, ზარები, შეტყობინებები თუ სხვა აუცილებელი პროგრამები.
alt 

ჩამონათვალში ბოლო არის, Content And Privacy Restrictions, ამ ფუნქციით შეგიძლიათ დაბლოკოთ ვებგვერდები, რომლებიც არ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა გამოიყენოს ან პირიქით, დაამატოთ ისეთი ვებსაიტები, რომებსაც მუდმივად სჭირდება.
  • ამასთანავე, აქ შეგიძლიათ შეზღუდოთ ფილმები, მუსიკა, ვიდეობი თუ თამაშები მათი კონტენტის მიხედვით.
  • აუცილებლად დააყენეთ პაროლი, რომელსაც პროგრამა ცვლილებების დროს მოგთხოვთ, რადგან პაროლის გარეშე ნებისმიერი შეზღუდვის შეცვლა ან მოხსნა მოზარდსაც შეეძლება.
How to access iPhone and iPad Restrictions & Parental Controls on iOS 12

ანდროიდებისთვის:

ეკრანთან გატარებული დროის სანახავად, მოძებნეთ Settings, შემდეგ საძიებო ველში ჩაწერეთ Digital wellbeing and Parental Controls, აქ გამოჩნდება როგორც ეკრანის წინ ასევე კონკრეტულ აპლიკაციებში გატარებული დრო.
Try out Digital Wellbeing to find your own balance with Pixel 
  • შემდეგია Your Goals - Screen time - აქ შეგიძლიათ შეზღუდოთ ეკრანის აგმოყენების დრო. მაგალითად, თუ დააყენებთ 1 საათს და მოზარდი ტელეფონს ამაზე დიდხანს გამოიყენებს, აპლიკაციაში წითლად დაეწერება “გადაცილებული” წუთები.
  • აქვე შეგხვდებათ App Timers - აპლიკაციებში გატარებული დრო, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ კვირის, თვის სტატისტიკა უფრო დეტალურად, სად და რამდენ დროს ატარებს თქვენი შვილი.
How to Control Screen Time on Android With Google Family Link - Tech Advisor
შემდეგი ნაწილი, Ways to Disconnect ააქტიურებს ფუნქციებს, რომლებიც მოზარდს კონცენტრირებაში დაეხმარება, მაგალითად ის აღარ მიიღებს შეტყობინებებს თუ გააქტიურებთ Work time-ს ან "+" ღილაკით დაამატებთ სასურველ აპლიკაციებს, რომლებიც გინდათ რომ არ იყოს აქტიური ამ რეჟიმით სარგებლობისას.
  • შეტყობინებების, სატელეფონო ზარების, აპლიკაციების გადმოსაწერი და დროის აპლიკაცია ამ რეჟიმის ჩართვის შემთხვევაშიც აქტიურია.
Bedtime Mode - არის რეჟიმი, რომელიც შეგიძლიათ დაძინების დროს ჩართოთ, აპლიკაცია ითვლის რამდენი საათი იყო გააქტიურებული, შესაბამისად მარტივად გაიგებთ იყენებდა თუ არა მოზარდი ტელეფონს ღამით.
Android update delivers new 'Bedtime' features focused on improving sleep | TechCrunch 

Google Family Link

ანდროიდებისთვის დამატებით ხელმისაწვდომია აპლიკაცია Google Family Link, რომელიც მშობელს საშუალებას აძლევს თავისი ტელეფონიდან გააკონტროლოს ბავშვის ადგილმდებარეობაან აპლიკაციების გამოყენება, დისტანციურად შეუზღუდოს ტელეფონის გამოყენების დრო.
Google's Family Link updates reflect the pandemic's impact on how parents view screen time | TechCrunch
  • ამ აპლიკაციას გამოიყენებთ მაშინაც, თუ ერთ-ერთი თქვენგანი აიფონს იყენებს, მეორე კი ანდროიდს.
  • თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი შვილი იყენებს აიფონს იყენებს, თქვენ კი ანდროიდი გაქვთ, აპლიკაცის ფუნქციების გამოყენება შეზღუდულია და მხოლოდ Google-ის ანგარიშთან დაკავშირებული აპლიკაციების გამოყენების ისტორიის ნახვაა შესაძლებელი, მაგალითად Youtube-ში მოძებნილი ვიდეობის სია ან Google Chrome-ის ისტორია და სხვა.
  • ასეთ შემთხვევაში, ჯობია გამოიყენოთ აიფონისვე ჩაშენებული ფუნქცია, Screen Time.

რა ვქნათ, თუ მშობელი იყენებს აიფონს, შვილი კი ანდროინდს?
  • ორივე ტელეფონზე გადმოიწერეთ Google Family Link.
  • აიფონზე მიუთითეთ, რომ ამ მოწყობილობას გამოიყენებს მშობელი, ხოლო ანდროინდზე აირჩიეთ, რომ ეს არის თქვენი შვილის ტელეფონი.
  • სისტემა ავტომატურად გადმოგაწერინებთ სხვა აპლიკაციას, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ თქვენი შვილის ანდროიდის Google-ის ანგარიშთან დაკავშირება, ამიტომ თუ ბავშვს ეს ანგარიში ჯერ არ აქვს დააკლიკეთ აქ რომ შეუქმნათ.

თუ უკვე შექმენით Google-ის ანგარიში, მოძებნეთ Setting-ს და დაამატეთ ეს იმეილი და პაროლი.
  • შემდეგ სისტემა გადმოგაწერინებთ აპლიკაციას, Parental Control, რომელსაც ანდროიდ სისტემა გადმოგაწერინებთ.
  • აპლიკაცია გახსნისას აგარჩევინებთ თქვენი შვილის ანგარიშს, შემდეგ კი უკვე მოგთხოვთ იმ იმეილის ანუ ანგარიშის დამატებას, რომელსაც თქვენს აიფონზე გამოიყენებთ და გააკონტროლებთ შვილს.
  • ამის შემდეგ აპლიკაცია გახსნისას ერთგვარ “ტურს” ჩაგიტარებთ იმის გასაცნობად, თუ რა შეგიძლიათ გააკონტროლოთ ამ მოწყობილობაზე.
  • როდესაც ამ ეტაპს გაივლით, გმოწყობილობები ერთმანეთს დაუკავშირდება და ახლა შეგვიძლია მოზარდის აქტივობებს მშობლის ტელეფონიდან ვადევნოთ თვალი.
თუ თქვენს აიფონში Gmail აპლიკაციას იყენებთ, ბავშვის ტელეფონში თქვენი მონაცემების მითითების შემდეგ, Google family link აიფონში გახსნისას ავტომატურად დაამატებს თქვენს ანგარიშებს. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ მეილისა და პაროლის დაწერაა საჭირო.

როგორ გავაკონტროლოთ მოზარდის ტელეფონი ამ აპლიკაციიდან?

ეკრანის ქვედა ნაწილში ჩამონათვალში შეგხვდებათ Highlights, სადაც შეგიძლიათ თქვენი შვილის მიერ ეკრანის წინ გატარებული დრო.
  • თუ დააჭერთ წუთებს გადახვალთ ახალ გვერდზე და აქ სხვადასხვა აპლიკაციის სიმბოლოზე დაკლიკებით შეგიძლიათ დააწესოთ ლიმიტი. მაგალითად, ვიდეოში Youtube-ის აპლიკაციისთვის დავაწესეთ 30-წუთიანი ლიმიტი.
შემდეგი ფუნქცია არის Controls
Google overhauls Family Link app for easier parental controls | Digital Trends
  • აქედან შეგიძლიათ დააწესოთ დღიური ლიმიტი ტელეფონის გამოსაყენებლად აქვე შეგიძლიათ ნახოთ რამდენად დატენილია ტელეფონი.
  • დამატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ Content Restrictions - ამ ფუნქციით შეგიძლიათ შეზღუდოდთ ასაკისთვის შეუსაბამო აპლიკაციების, ვებგვერდებისა თუ ვიდეოების გამოყენება.
  • ასევე თუ დააკლიკებთ ტელეფონის მოდელზე, აქედან შეძლებთ ტელეფონის დაბლოკვას და Play Sound ის ღილაკით ხმის გამოცემას.
  • ჩამონათვალში ბოლო არის Location - ეს საშუალებას გაძლევთ ნახოთ ადგილმდებაორება.
  • Family Places-ით შეგიძლიათ დაამატოთ სახლის ან სკოლის მისამართი და როდესაც ბავშვი მივა ან გამოვა სკოლიდან ან სახლიდან შეტყობინებას მიიღებთ.
კატეგორია: ინტერვიუ
მედიასაშუალებები, რეიტინგის ასაწევად ხშირად მიმართავენ გასართობ, არაინფორმაციულ გაშუქებას. რეიტინგი რეკლამის დამკვეთებისთვის ერთ-ერთი მთავარი მსაზღვრელია, ამიტომაც, ხშირად, საინფორმაციო ღირებულებას "მოყვითალო" მასალები წონის.

თუმცა, რამდენად არის დილემა - "რეიტინგი ან ინფორმაცია" რეალური?

მედია მკვლევარი, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი აირინ კოსტერა მეიერი 20 წელზე მეტია ჟურნალისტიკასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს იკვლევს, გვესაუბრება, როგორი შეიძლება, შეინარჩუნოს მედიამ ხარისხიანი ჟურნალისტიკა ისე, რომ შემოსავალიც არ დაკარგოს.

Მოკლედ, ინტერვიუს მთავარი გზავნილები

  • “არ არსებობს ერთ მხარეს ხარისხიანი ჟურალისტიკასა და მეორე მხარეს, ყვითელი პრესა, ნებისმიერი ტიპის გაშუქება, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს ღირებულია”.
  • Სოციალური მედია ჟურნალისტებს აიძულებს შეცვალონ აუდიტორიასთან კომუნიკაციის გზები.
  • თუ გვსურს, ისეთივე რეიტინგი, როგორიც რეალითი შოუებს აქვს, ადამიანებს უნდა ვესაუბროთ იმ თემებზე, რომლებიც მათთვის ნაცნობია და ყოველდღიურ ცხოვრებაში აწუხებთ.

Რჩევები ჟურნალისტებს:

  • მუდმივად გააკრიტიკეთ კოლეგები, თუ მათი სტატია ან სიუჟეტი არ არის საზოგადოებისთვის ღირებული, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი მედიაპროდუქტის შემქმნელი კოლეგები დავაფასოთ.
  • მედიაწიგნიერების პრობლემის მოგვარება ჟურნალისტებს იმის ახსნით შეუძლიათ, თუ რა არის ზოგადად მედიაწიგნიერება, აუხსენით თქვენს აუდიტორიას, რას აკეთებთ.
  • ქართულ მაუწყებლებს ვურჩევდი, რომ იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანები, ესაუბროთ აუდიტორიას და კითხოთ რა აწუხებთ და აინტერესებთ?”

ზოგადად, რითი განისაზღვრება ღირებული, ხარისხიანი ჟურნალისტიკა?

ჩემს ერთ-ერთ ბოლო კვლევაში, ნიდერლანდების მაგალითზე განვიხილავ, იმას, თუ რა რთულია ჟურნალისტისებისთვის, რომ საზოგადოების საჭიროებებიდან ამოვიდნენ. Მათ ხშირად ჰგონიათ, რომ ადამიანებს მხოლოდ გასართობი გადაცემები სჭირდებათ.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, საზოგადოების სურვილი, რომ გასართობ გადაცემებს უყურონ, ერთი მხრივ მართლაც ემთხვევა ჟურნალისტების ზოგად წარმოდგენას, თუმცა მხოლოდ კონკრეტულ პირობებში:

  1. თუ გასართობი გადაცემა ან ამბავი სიახლეა.
  2. თუ ეს ეხმარება ადამიანებს, რომ უკეთ გაიაზრონ სხვების პრობლემები.

Ჩემთვის ფასეულია მედიაპროდუქტი,რომელიც ეხმარება ადამიანებს ერთმანეთის უკეთ გაგებაში.

ყვითელი პრესა სენსაციურია, აქ, ძირითადად ცნობილი ადამიანების ცხოვრების ამბები ქვეყნდება, რაც მარტივად გასაგებია. ადამიანები, ხვდებიან, რომ მსგავსი სიახლეები არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს მათთვის ნაცნობია, ამიტომაც ყვითელი პრესა მათ სხვებთან სასაუბრო თემებს აძლევს.

შეიძლება, ითქვას, რომ ზოგჯერ სენსაციაზე ორიენტირებული ყვითელი პრესაც კი ღირებულია, თუმცა აუცილებელია, გაშუქებამდე ჟურნალისტმა გაიაზროს პასუხი კითხვაზე, აწვდის თუ არა ეს მედიაპროდუქტი საზოგადოებას ახალ იდეას, შესაბამისად აფართოვებს თუ არა მათს ზოგად ცნობიერებას?

რა შეცვალა სოციალურმა მედიამ ჟურნალისტიკაში?

ახლა ვიკვლევთ სოციალური მედიის გავლენას ახალ ამბებში, ამ ეტაპზე ვიცით ის, რომ ნიდერლანდელი ახალგაზრდების დაახლოებით 47% იყენებს TikTok-სა და Instagram-ს სიახლეების გასაცნობად. ეს ფაქტი კი აიძულებს მედიას შეცვალონ აუდიტორიასთან კომუნიკაციის გზები, რადგან თანამედროვე მკითხველს მოსწონს ვლოგის ტიპის სიახლეები, გამოცდილებები, რომლებიც უფრო პერსონალურია.

მედიას ვურჩევ ხოლმე, რომ გამოიყენონ განმარტებითი ჟურნალისტიკა (Explanatory Journalism), რადგან ნიდერლანდელი ახალგაზრდების 20% ვერ იგებს ტრადიციულ სიახლეებს. ამ ტიპის ჟურნალისტიკის მთავარი იდეა მნიშვნელოვანი მაგრამ რთული, გაუგებარი საკითხების მარტივად, ფოტოებითა თუ სხვადასხვა მოკლე ვიდეოებით ახსნაა.

ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი, განსაკუთრებით მიმზიდველი ხერხია მხოლოდ მნიშვნელოვანი მომენტების ჩვენება. ფეხბურთის მატჩის მაგალითზე რომ განივიხილოთ - ვაჩვენებთ, მხოლოდ იმას, თუ რამდენი გოლი ან პენალტი იყო და არა მთლიან მატჩს.

მედია ხშირად ორიენტირებულია რეიტინგზე, ძირითადი მიზეზი კი რეკლამისგან მიღებული შემოსავლებია. Როგორ ფიქრობთ, რა გავლენა აქვს რეკლამას ჟურნალისტიკაზე?

ჟურნალისტიკის ის ტიპი რომელიც განვიხილეთ (მხოლოდ მნიშვნელოვანი მომენტების ჩვენება), დაკავშირებულია სენსაციასთან. ამ ჟანრს აქვს ყვითელი პრესის მახასიათებლები, რადგან მარტივად იზიდავს მკითხველს, რაც, თავის მხრივ, ზრდის ვებ გვერდზე გადასვლის, ე.წ ქლიქბეითების (Clickbaits), შესაბამისად რეკლამის რაოდენობას.

თუმცა, თუ გვერდზე გადმოსულ მკითხველს რამე ახალი და საინტერესო არ დახვდება, აუცილებლად მიხვდება, რომ ეს უბრალოდ რეკლამაა.

შეიძლება ითქვას, რომ ქლიქბეითები ერთგვარი სტრატეგიაა ზოგიერთი მედიისთვის, ეს მათი არჩევანია, თუმცა მკითხველისთვის ღირებული ინფორმაციის მიწოდება მაინც მათი მთავარი ვალდებულებაა.

რეალითი შოუებს აქვს დიდი რეიტინგი, მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებას ერთგვარ “საკვებს” აძლევენ სასაუბროდ. თუ გვსურს, რომ ტრადიციულ მედიასაც ჰქონდეს ასეთივე რეიტინგი, ადამიანებს უნდა ვესაუბროთ ისეთ თემებზე, რაც მათთვის ნაცნობია და ყოველდღიურ ცხოვრებაში აწუხებთ.

განვიხილოთ მედია, რომელიც არ არის დამოკიდებული რეკლამაზე. შემოსავლის რა ალტერნატივები არსებობს რეკლამის გარდა?

ვფიქრობ, არ არის საჭირო რომ ბოლომდე გათავისუფლდე რეკლამისგან, რადგან თუ მედია ქმნის ხარისხიან მედიაპროდუქტს, აუცილებლად ეყოლება მაყურებელი, შესაბამისად გამოჩნდება რეკლამის განთავსების მსურველიც.

სხვა შემთხვევაში, Crowdfunding-ის თუ სხვა შემწეობების მოდელი მუშაობს ისეთ ქვეყნებში, სადაც მედიაწიგნიერებისა და ცხოვრების დონე მაღალია, რადგან ადამიანებს აქვთ გაცნობიერებული დამოუკიდებელი ფინანსების მქონე მედიის მნიშვნელობა.

პოლარიზებულ მედიაგარემოში ხშირად კარგად მუშაობს ე.წ “სამკუთხედის მეთოდი” (Triangulation method) - ეს ნიშნავს, რომ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად ადამიანები ფაქტებს რამდენიმე მედიასაშუალებაში ამოწმებენ, ამასთანავე აქტიურად იყენებენ სოციალური ქსელებს. ამ შემთხვევაშიც, მედიაწიგნიერების დონეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს;

თუმცა, ადამიანებს არ აქვთ იმდენი დრო, რომ ყველა მოვლენა სათითაოდ გადაამოწმონ, ამიტომ სამწუხაროდ, საბოლოოდ ვიღებთ იმას,რომ, ისინი უბრალოდ აღარ ადევნებენ თვალს სიახლეებს.

რატომ აბრალებენ ჟურნალისტები უხარისხო მედია პროდუქტს, აუდიტორიას?

მედიამენეჯერები ან ჟურნალისტები ხშირად უხარისხო გაშუქებას "საზოგადოების დაკვეთით" ხსნიან. ვფიქრობ, მედია არ ითვალისწინებს იმას, რომ შეიძლება ადამიანები მართლაც უყურებენ უხარისხო გადაცემას, მაგრამ ისინი იაზრებენ იმასაც, რომ ეს გადაცემა მათ ღირებულს არაფერს აძლევს. სწორედ მსგავი დამოკიდებულება ულახავს მედიას რეპუტაციას.

ადამიანები ხდებიან იმის ერთგული, რასაც მართლა აფასებენ, შესაბამისად, მედიას უნდა ჰქონდეს ახლო ურთიერთობა აუდიტორიასთან, ჰკითხოს რა არის ის, რაც მათ მართლა აწუხებთ და აინტერესებთ.

დამატებით, ერთია მაღალი რეიტინგი, თუმცა მეორე მხრივ, თუ ყველა მედიასაშუალება მხოლოდ გასართობ ან უხარისხო კონტენზე იქნება ორიენტირებული და არ იარსებებს განსხვავებული იდეა, რომელიც რაღაც ახალს მიაწვდის აუდიტორიას, ცხადია, რეიტინგი ექნება იმას, რასაც აჩვენებენ - რადგან ალტერნატივა არც იარსებებს.

სად არის საზღვარი მაღალ რეიტინგსა და ხარისხიან მედია პროდუქტს შორის?

ილუზიაა, არ არსებობს, ერთ მხარეს “ხარისხიანი” ჟურნალისტიკა და მეორე მხარეს ყვითელი პრესა (ტაბლოიდები), ეს დამოკიდებულია, იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენ პრობლემას აუდიტორიას. შეიძლება, გამოიყენო ტაბლოიდებისთვის დამახასიათებელი ვიზუალი (დიდი ფონტი, ფერადი სათაური) თუმცა როდესაც მკითხველს მსგავსი სათაურით დააინტერესებ, ვალდებული ხარ, რომ რაღაც ღირებული და მნიშვნელოვანი მიაწოდო.
კატეგორია: რესურსები
დღეს, სოციალური ქსელები აუდიტორიასთან კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზაა, თუმცა ისინი სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევენ. ამ სტატიაში მოგიყვებით, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და რა გამოსავალს გვთავაზობენ პროფესიონალები.

რა პრობლემაა?

ახალ გამოწვევებს შორის უმთავრესი სოციალური ქსელების გავლენაა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობაზე. Სამედიცინო ჟურნალ Jama Network-ის კვლევის მიხედვით, რაც უფრო მეტად ეჯაჭვებიან ადამიანები სოციალურ ქსელებს, მით უფრო უმძაფრდებათ დეპრესიის სიმპტომები.

მოკლედ, რა პრობლემებს იწვევს სოციალური ქსელები?

  • შფოთვა და დეპრესია
  • შიში, რომ რაღაცას გამოტოვებ
  • არასრულფასოვნების განცდა
  • პროდუქტიულობის შემცირება
  • ძილის რეჟიმის დარღვევა
  • დამოკიდებულება ონლაინ სივრცეზე

Instagram-ის შიდა კვლევა

2021 წელს “The Wall Street Journal”-მა გაასაჯაროვა “ინსტაგრამიდან” გამოჟონილი შიდა კვლევა, სადაც დეტალურად არის აღწერილი, თუ რა გავლენას ახდენს ამ პლატფორმაზე გამოქვეყნებული ფოტოები, ვიდეოები ახალგაზრდებსა და მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე, ასევე რა დროს ატარებენ სოციალურ ქსელში და რა მოსწონთ.
  • კვლევების თანახმად, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ახალგაზრდების (თინეიჯერების) 40% თავს არამიმზიდველად “ინსტაგრამის” გამო გრძნობს, რაც ზრდის კვებითი აშლიობების მქონე პაციენტების რაოდენობას. ასევე, შფოთვისა და დეპრესიული ეპიზოდების გახშირებას.
  • იმ გოგოების 32%-ს, რომელთაც არ მოსწონდათ თავიანთი სხეული, “ინსტაგრამმა” თავი უფრო ცუდად აგრძნობინა. იგივეა ამერიკელი ბიჭი თინეიჯერების 12%-ის შემთხვევაშიც.
  • დამატებით, ერთ-ერთ შიდა ანგარიშში, ნახსენებია, რომ თინეიჯერები ამერიკიდან (6%) და ბრიტანეთიდან (13%) სუიციდურ ფიქრებს სწორედ ამ აპლიკაციას უკავშირებენ.
როგორც “ინსტაგრამის” წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ეს ინფორმაცია სჭირებათ, რომ გაიგონ რა არ მოსწონთ მათ მომხარებლებს, თუმცა ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ მათ იცოდნენ, საფრთხეების შესახებ, მაგრამ ეს სტატისტიკაც ადამიანების “სამიზნე აუდიტორიებად” დასაყოფად გამოიყენეს.

მონაცემთა ანალიტიკოსი, ქესი ონილი “Al Jazeera”-სთან სოციალური ქსელების ალგორითმებზე საუბრისას ამბობს, რომ “ისინი ძირითადად მომხმარებელთა ჩართულობაზე არიან ორიენტირებული ალგორითმი არ აკვირდება კონტენტის ხარისხს ან იმას, რომ კონკრეტულმა ფოტო/ვიდეომ შეიძლება ვინმეს ავნოს, მათთვის მთავარია, რომ დღის განმავლობაში უფრო დიდხანს შეინარჩუნოს აქტიური ანგარიში.”

მასალების ერთ ნაწილში, “ინსტაგრამი” აღწერილია როგორც “სოციალური შედარებების” პლატფორმა. აქ იგულისხმება, ის, რომ ახალგაზრდები ხშირად საკუთარ სხეულსა და ცხოვრების წესს ცნობილი ადამიანების, მოდელების ან მათი სხვა თანატოლების ცხოვრებას ადარებენ. მათ შორის არსებული განსხვავებები კი თინეიჯერებს თავს “არასაკმარისად” აგრძნობინებს.


დამატებით, ამ თემაზე წაიკითხეთ BeReal - ახალი აპლიკაციის აღმასვლა სოციალურ მედიაში.

FOMO

Fear Of Missing Out (FOMO) - არის შიში, რომ რაღაცას გამოტოვებ და ამავდროულად, სურვილი, რომ მუდმივად იცოდე რას აკეთებენ სხვები. ტერმინი პირველად 2004 წელს გაჩნდა, თუმცა მისი აქტიური გამოყენება 2010 წლიდან დაიწყეს, ეს ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ფეისბუკი გლობალური ქსელი გახდა.

კვლევების თანახმად, FOMO-ს სინდრომი დაკავშირებულია სოციალურ მედიასთან და იწვევს:
  • ძილის პრობლემებს, რადგან ადამიანი, რაც უფრო მეტად ეჯაჭვება სოციალურ ქსელებს, მით უფრო ნაკლები დრო რჩება ძილისთვის. ეს ასევე, დამატებით იწვევს მხედველობის პრობლემებს.
  • სტუდენტების პროდუქტიულობისა და აკადემიურ პროცესებში ჩართულობის შემცირებას.
  • ახალგაზრდები FOMO-ს მაღალი მაჩვენებლით ნაკლებად ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაშიც ფიზიკური აქტივობა იგულისხმება.
  • დამატებით, მათ უჭირთ, კონცენტრაცია ყოველდღიურ აქტივობებში, როგორიცაა ქუჩის გადაკვეთა, ორიენტირება და სხვა.

მოკლედ, სოციალურ ქსელებზე

Პირველი სოციალური ქსელი SixDegrees.com 1997 წელს შეიქმნა და საერთო ინტერესების მქონე, დაახლოებით 3.5 მილიონ ადამიანს აერთიანებდა.
  • 2022 წლის მონაცემებით 100-ზე მეტი სოციალურ ქსელი არსებობს, მათ მთლიანობაში 4.74 მილიარდი მომხმარებელი ყავსთ, ეს კი მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტია.
  • კოვიდ პანდემიის პერიოდში, ახალი 190 მილიონი ანგარიში შეიქმნა, რაც ძირითადად, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამსახურების დისტანციური ფუნქციონირებით აიხხსნება.
  • “DataReportal”-ის პროგნოზით, 2023 წლის ბოლოსთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი (66%) ინტერნეტმომხარებელი იქნება, ამ ეტაპზე ეს რიცხვი 63.5%-ა.


რიცხვებში:

სოციალურ ქსელებს შორის ყველაზე მეტი მომხმარებელი Facebook-ს (2 934 მილიარდი), Youtube-ს(2 515 მილიარდი), Whatsapp-სა (2 მილიარდი) და Instagram-ს (1 386 მილიარდი) ჰყავს.

alt

 

  • Მსოფლიო მოსახლეობის თითქმის მეხუთედი იყენებს “ინსტაგრამს”, მესამედზე მეტი, “ფეისბუქს”, მეათედზე მეტი, “ტიკ-ტოკს”.
  • 18-24 წლამდე ადამიანების ყველაზე დიდი ნაწილი 31,2% “ინტაგრამს" იყენებს.
დიდი ბრიტანეთის ტელეკომუნიკაციების კომისიის 2020-2021 წლების კვლევის თანახმად, 12-15 წლამდე მოზარდების:
  • 91%-ს აქვს საკუთარი ტელეფონი.
  • 87% იყენებს სოციალური მედიის აპლიკაციებს
  • 31%-ს უნახავს უხამსი ან დამთრგუნველი, ასაკისთვის შეუსაბამო კონტენტი.

alt


“Ნიუ-იორკ თაიმსში” სოციალური ქსელების გახშირებულ მოხმარებასთან დაკავშირებულ სტატიაში, ექიმი ჯონ ჰეიტნერი ამბობს, , რომ თუ ტელეფონს მეგობრებთან კომუნიკაციისთვის იყენებენ, კარგია მოზარდთა სოციალური განვითარებისთვის, თუმცა ახალი კვლევის თანახმად დადგინა, რომ ახალგაზრდები თანატოლებთან ონლაინ ურთიერთობას მხოლოდ 20 წუთს უთმობენ. დროის უმეტეს ნაწილს კი ვიდეოებია და გადაცემების ხარჯვასა და ვიდეოთამაშებში ხარჯავენ.

კავშირი სოციალურ ქსელებსა და მენტალურ აშლილობებს შორის

“კვებითი აშლილობის ეროვნულ ასოციაციის” წარმომადგენელი, ჩელსი კრონენგოლდი “ნიუ-იორკ თაიმსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “სოციალური ქსელები არ იწვევს კვებით აშლილობას, თუმცა მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ მის ჩამოყალიბებას”.

ასოციაციამ ჩაატარა რამდენიმე კვლევა სოციალური ქსელისა და კვებითი აშლილობის ჩამოყალიბების რისკებზე და დაადგინეს, რამდენიმე ძირითადი კავშირი:
  • სხეულის ობიექტივიზაცია - სოციალური ქსელების ფოტოებზე “მოწონებებისა” და კომენტარების რაოდენობა ხშირად ადამიანთა სოციალურ როლებს განსაზღვრავს, რაც სხვებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის დამთრგუნველია, ამკვიდრებს ერთგვარ “სილამაზის სტანდარტებს”, რაც თინეიჯერებს თავს არასაკმარისად კარგად აგრძნობინებს.
  • შედარება - თინეიჯერები თავის სხეულსა და ცხოვრებას ხშირად ადარებენ მათ ვისაც სოციალურ მედიაში ადევნებენ თვალს ("ინფლუენსერებს", ვლოგერებს, მოდელებს თუ სხვა), მათი ფოტოები კი ხშირად დამუშავებულია, ასევე ისინი მოგზაურობენ ე.წ “სპონსორის” დახმარებით და ფაქტობრივად, მათთვის ეს ერთგვარი სამსახურია,თინეჯერებს კი ხშირად ეს მათი რეალური ცხოვრება ჰგონიათ.
  • თუ სოციალურ ქსელში ფიტნესის გვერდებს ადევნებთ თვალს, აუცილებლად ნახავდით “მანამდე-მერე” (before-after) შედარებულ ფოტოებს, ამან კი შეიძლება წაახალისოს თინეიჯერების სურვილი რომ საჭიროების მიუხედავად დაიკლონ წონაში.

დამოუკიდებელი არაკომომერციული ორგანიზაცია, Helpguide.com, რომელიც მენტალურ ჯანმრთელობაზე მუშაობს, ადამიანებს ინფორმაციას აწვდის იმაზე თუ, როგორ გაიუმჯობესონ მენტალური მდგომარეობა.
  • მათ კვლევაზე დაყრდნობით, სოციალური ქსელების ხშირი გამოყენება, ზრდის, მარტოობის განცდას, ასევე შფოთვებსა და სუიციდურ ფიქრებს.
  • თუმცა, მეორე მხრივ, ინტერნეტს დიდი როლი აქვს სუიციდის პრევენციისა და ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლებისთვის, რადგან აქ არსებობს ღიად საუბრის საშუალება და ხელმისავწდომია მასალები თითქმის ყველა მენტალურ პრობლემაზე.
  • ამავდროულად, სოციალური ქსელები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შლის ისეთ პოსტებს, რომლებიც სუიციდისკენ მოწოდებას შეიცავს.

რა არის გამოსავალი?

სოციალური მედიის მკვლევარი, ექიმი ისაბელ გერაგრდი ამბობს, რომ “მოზარდებსაც და ზრდასრულებსაც ექმნებათ პრობლემები სოციალური ქსელების გამოყენებით, თუმცა ეს არის ჩვენი მოცემულობა, თინეიჯერებისთვის მისი გამოყენების სრულიად აკრძალვა გამოსავალი არ არის და მათ სწორი გამოყენება უნდა ვასწავლოთ”.

ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მომუშავე ქსელი, Cone Health აქვეყნებს 7 პრინციპს იმისთვის, რომ სოციალური ქსელი სწორად გამოვიყენოთ, რათა მას ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე არ ჰქონდეს გავლენა:
  1. იმის ნაცვლად, რომ გაუაზრებლად ამოძრაოთ სიახლეების ველი, დააკვირდით რას ნახულობთ სოციალურ ქსელში
  2. უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ მეგობრებთან რეალურ კომუნიკაციას.
  3. დააწესეთ დროის ლიმიტი სოციალური ქსელებისთვის.
  4. გამოიწერეთ ისეთი გვერდები, რომლებიც გახალისებთ
  5. დაძინებამდე არ გამოიყენოთ სოციალური ქსელები
  6. გარეთ, მეგობრებთან კომუნიკაციის დროს, არ გამოიყენოთ ტელეფონი, ეცადეთ ნამდვილ ურთიერთობებს დაუთმოთ დრო
  7. თუ შეამჩნევთ, რომ სოციალური ქსელების გამოყენება ცუდად აისახება თქვენს მენტალურ მდგომარეობაზე, აიღეთ შესვენება და დროებით გააუქმეთ ანგარიში.
კანადის პედიატრთა ასოციაციის რჩევები მშობლებისთვის:
  1. იმისთვის, რომ თქვენი შვილები დაიცვათ სოციალურ ქსელში, პირველ რიგში, თავად უნდა შეისწავლოთ ეს ქსელები.
  2. მოიძიეთ ასაკობრივი ლიმიტი თითოელი ვებგვერდისთვის, ძირითადად ეს 13 წელს ზემოთაა.
  3. შეამოწმეთ, რომ ანგარიში რომელიც თქვენს შვილს აქვს იყოს დაცული და ფოტოები მიუწვდომელი უცხოთათვის, ასევე, შეამოწმეთ, რომ მოზარდს სადმე მითითებული არ ჰქონდეს მისამართი, მობილურის ნომერი, სკოლის სახელი
  4. იზრუნეთ, რომ მოზარდი სოციალურ ქსელებში არ “დაუმეგობრდეს” უცნობებს
  5. შეარჩიეთ რთულადგამოსაცნობი პაროლი და გააფრთხილეთ, რომ არ გაუზიაროს სხვებს
  6. ესაუბრეთ გულწრფელად
  7. დააწესეთ კონკრეტული დრო სოციალური ქსელების გამოყენებისთვის
კატეგორია: რესურსები
ექვსი ციფრული არქივი, რომლებიც მასალის გამრავალფეროვნებაში დაგეხმარებათ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ადამიანებს სულ უფრო ნაკლები დრო აქვთ არქივებში მისასვლელად და მათთვის საჭირო ინფორმაციის ამ გზით მოსაძიებლად. ამავდროულად, ციფრული სამყარო სწრაფად ცვალებადია, ინფორმაცია კი რომელიც ახლაა ხელმისაწვდომი, შესაძლოა სამუდამოდ გაქრეს. აქედან გამომდინარე, ინტერნეტ არქივს თანამედროვე ისტორიის შესანახად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ამ მასალაში მოკლედ მოგიყვებით ინტერნეტ არქივების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა საკითხზე ინფორმაციის მოძიებაში დაგეხმარებათ.

როგორ ეხმარება ციფრული არქივი ჟურნალისტიკას?

კოვიდ-19-ის პანდემიის დასაწყისში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, დომინიკ ქამინგმსა განაცხადა, რომ მანამ სანამ კორონავირუსი გავრცელდებოდა, მან 2019 წელს დაწერა ბლოგი ამ საკითხზე და ხელისუფლებას გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებდა. თუმცა ინტერნეტ არქივის მეშვეობით, ძველი და ახალი ვერსიების შედარებით დადგინდა, რომ დომინიკ ქამინგსმა 2020 წელს განაახლა ბლოგი და დაამატა რამდენიმე სვეტი, რომლებშიც ის ვირუსის გავრცელებას "ვარაუდობდა".

Archieve.org - პირველი ინტერნეტ არქივი

Archive.org პირველი ინტერნეტ არქივია, რომელიც კალიფორნიაში 1996 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია თავდაპირველად ინტერნეტის დაარქივების მიზნით შეიქმნა და დღესაც, მათი დევიზია "საყოველთაო წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე" ("Universal access to all knowledge").

აქ თავმოყრილია გაციფრულებული მასალები: მუსიკალური ჩანაწერები, სტატიები, თამაშები, გადაცემები, ფილმები, ვებგვერდები და სხვა. ფაქტობრივად, თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი.

ინტერნეტ არქივი crowdsourcing-ის იდეას ეფუძნება.ეს კი ნიშნავს, რომ ინფორმაციის მთავარ წყაროს მომხმარებლები წარმოადგენენ. მარტივად რომ განვმარტოთ, ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლია, შექმნას archive.org-ის უფასო ანგარიში და არქივში დაამატოს თავისი მასალები. ატვირთვის ინსტრუქცია მათ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

Archive.org არ იღებს პასუხისმგებლობას საავტორო უფლებებზე. ატვირთვისას მომხმარებლები აღწერაში თავად უთითებენ შეიძლება თუ არა მასალების გამოყენება, როგორც კომერციული ისე არაკომერციული მიზნებისთვის.

გასათვალისწინებელია, რომ თუ გამოქვეყნებული მასალას ჰყავს სხვა ინტელექტუალური მესაკუთრე და Archive.org-ს არ აქვს მისი ნებართვა, ის ვებგვერდიდან წაიშლება.

WaybackMachine

2001 წელს, "archive.org"-მა შექმნა ახალი პლატფორმაც, "Wayback Machine" სადაც ვებგვერდის ლინკით შეგიძლიათ ნახოთ როგორ გამოიყურებოდა ვებსაიტი დაარქივებისას და რა ინფორმაცია იყო განთავსებული.

ამ შემთხვევაშიც, ინფორმაციის მთავარი წყარო სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც პლატფორმაზე ვებგვერდების ფოტოებს აქვეყნებენ.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, "archive.org"-ზე ატვირთული მასალები განიხილება როგორც მტკიცებულება. ეს შეეხება მხოლოდ იმას, თუ როგორი ვიზუალი ჰქონდა ვებგვერდს ან რა ფოტო/სტატია იყო გამოქვეყნებული ამა თუ იმ დროს, ძირითადად ძველი და ახალი ვერსიების შედარებისთვის გამოიყენება და არ გულისხმობს, რომ ეს მასალა აუცილებლად სიმართლეს შეესაბამება, ეს დამატებითი გამოძიების საგანია.

Archive Today

“Wayback Machine”-ის მსგავსი პლატფორმაა Archive.today, სადაც შეგიძლიათ ვებგვერდის ლინკით (URL-ით) მოძებნოთ რა მასალა იყო განთავსებული კონკრეტულ დროს და ასევე, რეგისტრაციის გარეშე შეგიძლიათ თავად დაამატოთ, რომელიმე ვებსაიტი მასალებში.

Library of Congress

აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა მსოფლიოში უდიდესია. მისი ციფრული ვერსია 2009 წლიდან გაჩნდა. კონგრესის ბიბლიოთეკას საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს,რადგან წარმოდგენილი ცნობები მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოიცავს და მთლიანობაში 470 ენაზეა დაწერილი.

ბიბლიოთეკაში მოიპოვება მასალები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ჟურნალისტიკის განვითარების ისტორია, პოლიტიკა და მმართველობის ტიპები, ხელოვნება, კულტურა, და ძველი გადაცემების ჩანაწერები თუ სტატიები.

აქ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია საქართველოს შესახებაც.

ამ შემთხვევაშიც, კონგრესის ბიბლიოთეკა არ იღებს პასუხისმგებლობას საავტორო უფლებებზე, რადგან წარმოდგენილი მასალები არ არის მათი შექმნილი. ვებგვერდზე განიხულულია რამდენიმე შემთხვევა, იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ მასალები ისე, რომ არ დავარღვიოთ კანონი:

  1. აუცილებელად დააკვირდით, მასალასთან მითითებულია ვრცელდება თუ არა მასზე საავტორო უფლებები.
  2. გაარკვიეთ, მასალა საჯარო საკუთრებაა თუ ვინმემ გადასცა ბიბლიოთეკას.

საჯარო საკუთრება ანუ Public Domein შეიძლება გახდეს:

  1. თუ ძველია (ამერიკული კანონმდებლობით 95 წელზე დიდი ხნის).
  2. მასალები, რომლებიც არასდროს გამოქვეყნებული როგორიცაა პირადი წერილები, ფოტოები - მათი მესაკუთრის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში.
  3. 1964 წლამდე გამოქვეყნებული ცნობები, რადგან იმდროინდელი ამერიკული კანონმდებლობით აუცილებელი იყო საავტორო უფლების ლიცენზიის განახლება.
  4. თავად ავტორის სურვილით, რადგან არ სურს, მასალა დაიცვას საავტორო უფლებები.

მაშინ, როდესაც მასალები ჯერ არაა საჯარო საკუთრება არსებობს რამდენიმე გამონაკლისი საგანმანათლებლო როდესაც საავტორო უფლებებით დაცული მასალის გამოყენება შესაძლებელია:
  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის
  • მეცადინეობებისთვის
  • ბიბლიოთეკებისა და არქივებისთვის
  • Fair Use - კრიტიკის, ახალი ამბებისა და კვლევისთვის.

გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების სოციალური მედიის არქივი

დიდ ბრიტანეთში 2014 წლიდან იყენებენ "გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების სოციალური მედიის არქივს". აქ თავმოყრილია, "ფეისბუქსა" და "ტვიტერზე" სხვადასხვა უწყებებისა და თანამდებობის პირების მიერ გამოქვეყნებული პოსტები.

ივერიელი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა “ივერიელში” 60 ათასზე მეტი გაზეთისა და ჟურნალის ციფრული ვერსიაა. ვებგვერდზე გამოქვეყნებულია გადაცემებისა და რადიო ჩანაწერების არქივი.

აქვეა ფოტო არქივიც, სადაც სურათების მოძიებას სხვადასხვა ფილტრით შეძლებთ თემების, თარიღებისა თუ საკვანძო სიტყვების მიხედვით.

მასალის მფლობელი მითითებულია ვებგვერდზე, აქვე ვკითხულობთ, რომ “ივერიელის” ზოგიერთი კოლექცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიბლიოთეკის შიდა მოხმარების ქსელში და მათზე წვდომა მხოლოდ სამკითხველო დარბაზებიდანაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაშიც, გამოქვეყნებული მასალების გამოყენება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის შეიძლება, მათი გადაწერა ან ამობეჭდვა დაუშვებელია ბიბლიოთეკის ნებართვის გარეშე.
კატეგორია: რესურსები
ხელოვნური ინტელექტი მედიისთვის, ერთი მხრივ, ახალ შესაძლებლობებს ხსნის, მეორე მხრივ კი, მას დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს.

მარტივად რომ განვმარტოთ, AI (Artificial Intelligence) არის კომპიუტერული პროგრამა რომელსაც შეუძლია "აზროვნება" და კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით, ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღება.

მოკლედ, შესაძლებლობები და გამოწვევები:

შესაძლებლობა - AI-ს ტექნიკურად შეუძლია, რომ ჟურნალისტზე მეტი ინფორმაცია უფრო მცირე დროში მოიპოვოს, დაამუშაოს და გაავრცელოს.

გამოწვევა - რამდენად ზუსტია AI-ის მოპოვებული მასალები, ასევე, ჟურნალისტმა წერისას ემოციებისგან თავი უნდა შეიკავოს, თუმცა მის სტატიას ეტყობა მსჯელობა, ანალიზი, AI-ის დაწერილი სტატიის შემთხვევაში კი დღეს, არაბუნებრივია ამ თვისებების გამოვლენა.

რა უნდა ვიცოდეთ?

  • ხელოვნურ ინტელექტს ახალი ამბების დასაწერად იყენებენ ისეთი გამოცემები, როგორიცაა: „როიტერი“, “ვაშინგტონ პოსტი“ და „ფორბსი“.
  • ის, ძირითადად, სპორტული ღონისძიებების გაშუქებისას, არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისას, ასევე, მიწისძვრისა თუ სხვადასხვა ბუნებრივი სტიქიური მოვლენისას გამოიყენება.
  • ასეთი ამბები სტატისტიკასა და რიცხვებს ეფუძნება, შესაბამისად ხშირად შეუმჩნეველიც კი არის, რომ AI-ის დაწერილ სტატიას ვკითხულობთ.
თუმცა, ხელოვნური ინტელექტი ვითარდება და მხოლოდ მონაცემთა ანალიზით აღარ შემოიფარგლება. მაგალითად, უკვე არსებობს რობოტი Elli Q, რომელიც მომხმარებლებს „მეგობარივით ესაუბრება, უზიარებს რჩევებს და პასუხობს მათ კითხვებს”, შესაბამისად AI-ს უფრო მეტი ადამიანური თვისება გაუჩნდა.

2020 წელს, „გარდიანმა“ ხელოვნური ინტელექტს „დაავალა“ op-ed-ის დაწერა შემდეგ კომპონენტებზე დაყრდნობით:
  • ტექსტი უნდა ყოფილიყო დაახლოებით 500 სიტყვიანი, მარტივი და გასაგები.
  • კონცენტრირებული იმაზე, თუ რატომ არ უნდა ეშინოდეთ ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის.
  • ქვესათაურებად კი AI; ადამიანი; ხალხი ფიქრობს, რომ მე (ხელოვნური ინტელექტი) ადამიანისთვის საფრთხე ვარ - მიუთითეს.
ხელოვნური ინტელექტი სტატიაში ერთი მხრივ, ხსნის, რომ "ადამიანებისთვის უსაფრთხოა, ის მხოლოდ დამხმარეა და სხვების მითითების გარეშე არ შეუძლია არსებობა." ამის საპირისპიროდ კი ამბობს, რომ "ადამიანები AI-სთან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან „Microsoft”-ის ხელოვნურმა ინტელექტმა „Tay”-მ გამოაქვეყნა რასისტული შინაარსის ტვიტი, რომელიც მექსიკისა და ამერიკის საზღვარზე კედლის აშენებას შეეხებოდა".

რა შესაძლებლობებს სთავაზობს მედიას AI?

  • ხელოვნური ინტელექტი, არამხოლოდ ამბების წერაში ეხმარება ჟურნალისტებს, არამედ ამარტივებს ტექნიკურ მხარესაც.
  • და მთავარი, ფაქტების გადასამოწმებელი ბევრი პროგრამა მთლიანად AI-ით მუშაობს, შესაბამისად, ამ უკანასკნელს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

გაიგეთ მეტი: ხელოვნური ინტელექტი ჟურნალისტიკაში


 

რა საფრთხეებს უქმნის ჟურნალისტიკას AI?

კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორ კრისტიან ჰამონდის პროგნოზით, 2030 წლისთვის ახალი ამბების 90%-ს ხელოვნური ინტელექტი დაწერს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტი აღარ იქნება საჭირო, "ეს არის შესაძლებლობა, რომ თემები, რომლებზეც მედია საუბრობს უფრო მრავალფეროვანი გახდეს" - ამბობს ჰამონდი.
  • თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად AI-ს, სავარაუდოდ, ნებისმიერ თემაზე შეეძლება დაწერა, შესაბამისად ჩნდება საფრთხე, რომ საბოლოოდ დაიბეჭდება ადამიანური ემოციებისგან დაცლილი სტატიები.
უნდა განვიხილოთ დამატებითი საფრთხეებიც:

მიუხედავად იმისა, რომ AI რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით აკეთებს ანალიზს, მაინც არსებობს, საფრთხე, რომ, შერჩეული წყაროებიდან ერთ-ერთი მაინც არ იყოს სანდო და რელევანტური. ხოლო ჟურნალისტის შეუძლია, თავად გადაამოწმოს წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

AI-ით უფრო და უფრო მარტივად არის შესაძლებელი „Deep Fake“-ის, ფოტო და ვიდეო მანიპულაციების შექმნა, რაც თავის მხრივ ზრდის დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხეს.


გაიგეთ მეტი: უნდა გვეშინოდეს თუ არა დიფ ფეიკების


მედიის საქმიანობისთვის, მკითხველის/მაყურებლის ნდობა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ერთია, რომ ადამიანები კითხულობენ ახალ ამბებს და თავად აანალიზებენ მოვლენებს, თუმცა მეორეა, რომ ხშირად, ენდობიან გამოცემებს და კონკრეტული ჟურნალისტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტის სჯერათ.

აქედან გამომდინარე, მკითხველისთვის კომპიუტერული პროგრამის მიერ შექმნილი სტატია შეიძლება ნაკლებად სანდო იყოს.

რამდენად ენდობა მკითხვლი AI-ს?

ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფრენკ ვედელმა ორი კვლევა ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რამდენად ენდობიან ადამიანები AI-ის დაწერილი სტატიას და რა ფაქტორებს აქვს გავლენა თუ ხელოვნური ინტელექტი მათთვის ნაკლებად სანდოა.

პირველი კვლევისთვის შეარჩია 129 მონაწილე, მათ წაიკითხეს ორი იდენტური სტატია, რომელთაგანაც ერთის ავტორად ადამიანი იყო მითითებული, მეორისად კი ხელოვნური ინტელექტი.

გამოკითხულთა უმრავლესობამ კითხვარში მონიშნა, რომ AI-ის სტატია ნაკლებად ინფორმაციული და სანდო იყო.

ამ კვლევით ფრენკ ვედელმა დაასკვნა, რომ სოციალურ ფაქტორებსა და წინასწარ განწყობებს დიდი გავლენა აქვს როგორც ახალ ამბებზე, ასევე საზოგადოებაში ხელოვნური ინტელექტის დამკვიდრების პროცესზე.

მეორე ეტაპზე, ფრენკმა შეარჩიე 182 მონაწილე, მათაც წაიკითხეს იდენტური სტატიები სხვადასხვა ავტორით. თუმცა ამ მონაწილეთა კითხვარი მოიცავდა კითხვებსაც ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების შესახებ.

ამ შემთხვევაშიც, აღმოჩნდა, რომ ადამიანებმა უფრო სანდო სტატიად დაასახელეს ის, რომელსაც ავტორად ჟურნალისტი ჰქონდა მითითებული და არა ხელოვნური ინტელექტი.

ფრენკ ვედელი ამბობს, რომ „როგორც ჩანს, ახალი ამბების წერა ისევ „ადამიანის საქმედ“ ითვლება. თანამედროვე მედიის როლი რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართ ცნობიერების გაზრდაში გადამწყვეტია.“

ვისი ინტელექტუალური საკუთრებაა AI-ის შექმნილი პროდუქტი?

თუ ხელოვნური ინტელექტი კონტენტის ავტორი ხდება, ჩნდება კითხვა, ვის ეკუთვნის საავტორო უფლება?

სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებისთვის ეს საკამათოა.

DABUS ხელოვნური ინტელექტის სისტემაა, რომელიც”Imagination Engine”-ის პრეზიდენტმა, სტივენ ტეილორმა 2019 წელს გამოიგონა. სისტემას შეუძლია ე.წ „ბრეინსტორმინგზე“ დაყრდნობით ახალი პროდუქტის შექმნა.

  • სტივენ ტეილორმა მოითხოვა, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლება მიეღო DABUS-ს რადგან რობოტმა შექმნა საჭმლის კონტეინერი და სპეციალური სანათი საავარიო სიტუაციებისთვის.
  • თუმცა, მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა ამერიკის, გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიისა და ევროპის ინტელექტუალური საკუთრების ცენტრებმა. მათ განმარტეს, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლება შესაძლოა ჰქონდეს მხოლოდ ადამიანს.
  • აღსანიშნავია, რომ გერმანიის სასამართლომ დამატებით თქვა, რომ DABUS შეიძლება განიხილოს როგორც მხოლოდ დამხმარე პროდუქტის შექმნაში, ინტელექტუალური საკუთრების მფლობელი კი სტივენ თეილორია.

ქვეყნების სასამართლოთა უმრავლესობა, იზიარებს მოსაზრებას, რომ ხელოვნური ინტელექტი ვერ იქნება შექმნილი პროდუქტის მფლობელი, შესაბამისად AI-ის საავტორო უფლებები არ ეკუთვნის.

ეს, ძირითადად, ორი ფაქტორითაა განპირობებული:
  1. ინტელექტუალური საკუთრების უფლების მოპოვება შეიძლება მხოლოდ ინტელექტუალური შემოქმედებითი საქმიანობით. შესაბამისად ეს ვერ იქნება კომპიუტერული პროგრამა და მის უკან აუცილებლად უნდა იდგეს ავტორი, ადამიანი.

  2. იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერული პროგრამა ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას და ზიანს მიაყენებს საზოგადოებას, უნდა არსებობდეს პასუხისმგებელი პირი.

  3. თუმცა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლოა ხელოვნურმა ინტელექტმა მოიპოვოს საავტორო უფლებები იმ პროდუქტზე რომელსაც თავად შექმნის.
კატეგორია: ბლოგი
ირანში 22 წლის მაჰსა ამინი, მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააპატიმრა. პოლიციის მიერ მიყენებული ფიზიკური დაზიანებების შედეგად ქალი გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ, ირანში არ წყდება საპროტესტო ტალღა, აქციის დაღუპულ და დაშავებულ მონაწილეთა რიცხვი კი დღითიდღე იზრდება.

მედიის უმთავრესი როლი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე დისკუსიების გამართვაა.

აქედან გამომდინარე, CNN-ის წამყვანს, კრისტიან ამანპურს პრეზიდენტ, ებრაჰიმ რაისთან ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე უნდა ესაუბრა. ინტერვიუმდე 40 წუთით ადრე პრეზიდენტის თანაშემწემ წამყვანს უთხრა, რომ თავსაბურავი გაეკეთებინა, რაზეც ამანპურიმ უარი განაცხადა.

ინტერვიუ ჩაიშალა.

წამყვანის საქციელს მედიაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ერთი მხარე ფიქრობს, რომ ამ საქციელით, კრისტიანმა წაართვა ირანელ ქალებს უფლება, რომ მიეღოთ პრეზიდენტისგან კრიტიკულ კითხვებზე პასუხები, ხოლო მეორე ნაწილისთვის, მისი სოლიდარობა უფრო ფასეული იყო, ვიდრე ის პასუხები, რომელსაც ჟურნალისტი ირანის პრეზიდენტისგან მიიღებდა.

ვფიქრობ, ებრაჰიმ რაისის პასუხი ირანელმა ქალებმა მაშინ მიიღეს, როდესაც მათ სამართლიან პროტესტს „ქაოსური აქტები“ უწოდა და განაცხადა, რომ პროტესტის იდეა, რომელმაც ირანის თითქმის ყველა პროვინცია გააერთიანა, შეთქმულთა მოფიქრებულია და „დაარბევენ მათ, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს.“ ირანის პრეზიდენტმა ისიც თქვა, პოლიციამ ყველაფერი გააკეთა მაჰსას უსაფრთხოებისთვისო, არადა თვითმხილველების თქმით ქალს ფიზიკურად დაკავების დროსაც უსწორდებოდნენ.

ამანპურმა განმარტა, რომ 1995 წლიდან მოყოლებული, ირანში ჩაუწერია ქვეყნის ყველა ლიდერი და მათ ტერიტორიაზე მუშაობისას მუდმივად ატარებდა თავსაბურავს, რადგან სხვანაირად ჟურნალისტისთვის მუშაობა შეუძლებელია. თუმცა, ნიუ-იორკში, იქ სადაც არ ვრცელდება ისლამური ტრადიციები და წესები არ აპირებს, რომ შეასრულოს პრეზიდენტის მოთხოვნა.

მოთხოვნისას, პრეზიდენტის ასისტენტმა წმინდა მუჰარამის თვე მოიმიზეზა, თუმცა, ეს საქციელი შესაძლოა მხოლოდ რელიგიური დღესასწაულით არ აიხსნებოდეს.

ებრაჰიმ რაისს არ სურდა, რომ კამერების წინ გამოჩენილიყო უთავსაბურავო ქალთან ერთად, რადგან ეს გააძლიერებდა პროტესტს ირანში, ხოლო თავად პრეზიდენტისთვის კი რეპუტაციული რისკი იქნებოდა.

იმ მომენტში, თავსაბურავი არ გავიკეთე არც როგორც ჟურნალისტმა და არც როგორც ქალმა“ - თქვა კრისტიან ამანპურმა გადაცემა, The Daily Show with Trevor Noah-ში.

ირანში მუშაობისას ქალ ჟურნალისტებს აქვთ ვალდებულება, რომ ეკეთოთ თავსაბურავი, ეს ერთადერთი გზაა, რომ მოიპოვონ სასურველი მასალა ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მათ სიცოცხლეს.

ჟურნალისტი ხშირად დგება პროფესიული დილემის წინაშე:

1. გააკეთოს ყველაფერი, იმისთვის, რომ მოიპოვოს სასურველი ინფორმაცია და ამ შემთხვევაშიც, თავსაბურავის გაკეთებით ამანპური მიიღებდა პასუხებს პრეზიდენტისგან.

2. სწორად შეაფასოს, ინფორმაციით მიღებული სარგებელი და ზიანი, რომელიც შეიძლება საზოგადოებას მიაყენოს.

პარადოქსულია, მაგრამ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არსებობს შემთხვევები, როდესაც უპასუხოდ დატოვებული კითხვები ყველაზე ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდის.

აქედან გამომდინარე, წამყვანის გადაწყვეტილება იყო:

ერთადერთი გზა, რომელიც მას ჰქონდა, რადგან მაჰსა ამინის გარდაცვალების მიზეზი სწორედ თავსაბურავი გახდა, შესაბამისად ჟურნალისტის მიერ პრეზიდენტის მოთხოვნის შესრულება სხვა ტერიტორიაზეც, იქნებოდა ერთგვარი მორჩილება იმ შეზღუდვების მიმართ, რომელსაც ისლამური სამყარო უწესებს ქალებს.

სამართლიანი, რადგან ის იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე სადაც ქალებს არ აქვთ თავსაბურავის ტარების ვალდებულება.

„ევროპელი ქალი პოლიტიკოსები ჩამოდიან ირანში და ატარებენ თავსაბურავს, ვფიქრობ, რომ სხვა უამრავ მიზეზებთნ ერთად, ესეც არის ერთ-ერთი ბიძგი ირანის მთავრობისთვის, რომ მოკლას მაჰსა და სხვა ქალები თავსაბურავის არასწორად ტარებისთვის“ - ამბობს ირანელ-ამერიკელი ჟურნალისტი და აქტივისტი, მასიჰ ალინჯედი -ABC-ის დილის გადაცემაში საუბრისას.

ირანში ჩასულ უცხოელ პოლიტიკოსებსა თუ ჟურნალისტებს ახლანდელი მდგომარეობით ალტერნატივა არც აქვთ, რადგან ამ პირობის შეუსრულებლობა მათი სიცოცხლისთვის საფრთხეა. ხოლო მსოფლიოს მედიისა თუ ლიდერების სოლიდარობას და მათ მიერ ამ საკითხზე ღიად საუბარს ახლა ირანელი ქალების უფლებებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
კატეგორია: საქართველო
სახელმწიფო სტრუქტურებიდან ინფორმაციის მიწოდების მაქსიმალური ვადა 10 დღითაა განსაზღვრული, თუმცა, რიგ შემთხვევებში, ეს პროცესი შესაძლოა ერთ თვეზე მეტ ხანსაც გაგრძელდეს.


რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

მოქალაქეებს, მედიის წარმომადგენლებს აქვთ კონსტიტუციური უფლება ჰქონდეთ წვდომა საჯარო ინფორმაციაზე, რათა შეძლონ მიმდინარე პროცესების კონტროლი.
  • ჟურნალისტის საქმიანობიდან გამომდინარე ეს მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ინფორმაცია არის მასობრივი კომუნიკაციის მთავარი ღირებულება.
  • დღეს, საჯარო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა განსაკუთრებით გართულებულია კრიტიკული მედიისთვის.
  • ეს საკითხი განხილულია "ევროპული კომისიის" 2022 წლის დასკვნაშიც, სადაც ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა და პროცესების გამჭვირვალობა.

რა არის საჯარო ინფორმაცია?

  • საჯარო ინფორმაცია არის ნებისმიერი სახის მასალა (დოკუმენტი, აუდიოჩანაწერი,ფოტო, გეგმა, ელექტრონული ინფორმაცია, სქემა), რომელიც საჯარო უწყებაშია დაცული.
  • ამავდროულად, ის მოიცავს კონკრეტული საჯარო სამსახურის ან მისი მოხელეების მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებს.
  • კანონით, საჯარო ინფორმაცია ღიაა და ხელმისაწვდომი ყველასთვის, გარდა იმ შემთხვევებისა როცა საქმე ეხება სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას.
  • საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.
  • ასევე, დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს გასაჩივრების წესები.

რა არის პრობლემა?

სახელმწიფო სტრუქტურები ხშირად არღვევენ კანონით განსაზღვრულ ვადებს ან საერთოდ არ გასცემენ კონკრეტულ საკითხებზე ინფორმაციას. ასევე, არსებობს შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია არასრულია, ან განსხვავდება მანამდე მოწოდებული იმავე მასალისგან.

საჯარო სამსახურების მსგავსი დამოკიდებულება აფერხებს:
  • გადამოწმებული, ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას.
  • ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას.
გამოთხოვის გარეშე, სახელმწიფო სტრუქტურების ელექტრონულ გვერდებზე, ძირითადად, მხოლოდ კვლევები და კონკრეტულ სამსახურსა თუ სამინისტროეზე ზოგადი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი.

ამასთანავე, ვებგვერდები როგორც წესი, გაუმართავია ხოლო მოქალაქეებისთვის, იმ პირობების შესრულება, რომელსაც საიტი რეგისტრაციისათვის ითხოვს - რთული.

მაგალითად, საჯარო და კერძო სექტორში, ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე, my.gov.ge, ავტორიზაციისთვის მოქალაქეს ორი გზა აქვს:

  1. შეიძინოს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც პირადობის მოწმობით ვერიფიკაციას უზრუნველყოფს.
  2. მივიდეს იუსტიციის სახლის რომელიმე ფილიალში, მომხმარებლის სახელის და პაროლის ასაღებად. ამ უკანასკნელისთვის კი შესაძლოა უწყებაში რამდენჯერმე ვიზიტიც კი დაგჭირდეთ სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობის გამო.

როგორ არღვევენ ვადებს საჯარო უწყებები?

თუ საჯარო უწყება საჯარო ინფორმაციას შესაბამის ვადაში არ გასცემს, გასაჩივრება შესაძლებელია, თუმცა:
  • მედიის, განსაკუთრებით, პატარა რედაქციების რესურსით მუდმივად სასამართლოსთვის მიმართვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
  • სასამართლო სისტემაში არ არის დადგენილი ადმინისტრაციული საქმის განხილვის კონკრეტული დროები.
  • ხელოვნურად არ ინიშნება სასამართლო სხდომები, ეს პროცესი კი შეიძლება ერთ წელზე დიდხანსაც გაგრძელდეს.
"საჯარო უწყებების მიერ პროცესის გაჭიანურება ართმევს საზოგადოებას უფლებას, რომ მიიღოს ზუსტი და დროული ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ." - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედია პროგრამის მენეჯერი, მედია სამართლის სპეციალისტი - მამუკა ანდღულაძე.

ონლაინ მედიის გამოცდილება

საჯარო სამსახურებიდან არა მარტო ინფორმაციის გამოთხოვა, მედიასთან კომუნიკაციაზე პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირებაც გართულებულია.

გამოცემა "ნეტგაზეთს" მთავრობის ადმინისტრაციისგან აინტერესებდა რამდენი ადამიანია დასაქმებული მთავრობის პრესსამსახურში, როგორია მათი ანაზღაურება, თუმცა მათ ეს ინფორმაცია ვერ მიიღეს.

„ნეტგაზეთი“ ითხოვდა თბილისის ისტორიულ უბანში, მდებარე შენობის შესახებ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნებსა, განკარგულების დოკუმენტსაც, რომლის საფუძველზეც შენობა მიმდინარე წლის აგვისტოში დაანგრიეს - პასუხი ამ შემთხვევაშიც არ მიუღიათ.

„ჩემი აზრით, საჯარო ინფორმაცია, რომელიც უწყებების კრიტიკის საგნად შეიძლება იქცეს იბლოკება, ხოლო შედარებით "უსაფრთხო" მასალებს გვაწვდიან ხოლმეო“ - ამბობს "ნეტგაზეთის" რედაქტორი, დათო ქოქოშვილი, რადგან, "ნეტგაზეთმა" ერთადერთი, რაზეც ნეტგაზეთმა ბოლო პერიოდში წვდომა მოიპოვა, ხანძრების სტატისტიკა და ყურძნის სუბსიდირებაში დახარჯული თანხის რაოდენობაა 2008 წლიდან დღემდე.

ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული პრობლემები არამხოლოდ რამდენიმე უწყებისთვისაა ტენდენციური, არამედ კონკრეტულ პიროვნებებთანაც ასოცირდება.

"როდესაც თეა წულუკიანი წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტროს, მათგან ინფორმაციის მიღება არსებითად გართულებული იყო, ამჟამად იმავე დაბრკოლებას კულტურის სამინისტროში ვაწყდებით." - ამბობს ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის მთავარი იურისტი - გიორგი დავითური.

გამოცემა „პუბლიკას“ რედაქტორი, ლიკა ზაკაშვილიც გვეუბნება, "ყველაზე დახურული უწყება კულტურის სამინისტროა, ბოლო 4-5 თვეში ინფორმაციას მუდმივად ვადების დარღვევით გვაწვდიან, უმეტეს შემთხვევებში ჩვენს სატელეფონო ზარებზეც კი არ გვპასუხობენო“.


ამ თემაზე ნახეთ სტატია, "IDFI: წულუკიანის იწყება ყველაზე დახურულია"

გამოსავალი

სახელმწიფო უწყებები ჟურნალისტის მიერ ვადის დარღვევასთან დაკავშირებით შეტანილ საჩივარს ხშირად არც განიხილავენ და მათ პირდაპირ სასამართლოსთვის მიმართვისკენ მოუწოდებენ.
  • მედიის წარმომადგენლებს სხვადასხვა საჯარო უწყებებთან კომუნიკაციასა და სასამართლო პროცესების წარმოებაში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) - ეხმარება.
  • ამ სერვისით ძირითადად ონლაინ გამოცემები და კრიტიკული მედიის წარმოამდგენლები სარგებლობენ, სახელისუფლებო მედიას კი, როგორც IDFI-ში ამბობენ, მათთვის არასდროს მიუმართავს.
  • ორგანიზაცია, მეტწილად გამოთხოვილ ინფორმაციას, სახელმწიფო სტრუქტურებიდან, მეტწილად, სასამართლოს გზით მოიპოვებს, თუმცა ეს პროცესი ხანგრძლივია და აფერხებს ჟურნალისტის საქმიანობას.
IDFI-ს მთავარი იურისტი გიორგი დავითური ამბობს, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ინფორმაციის თავისუფლების აქტის (FOIA) კანონპროექტის დამტკიცებაა.

რა არის FOIA (Freedom of Information Act)?

ინფორმაციის თავისუფლების აქტი (FOIA) საჯარო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციაზე წვდომისათვის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმია.

აქტი ითვალისწინებს, სპეციალური თანამდებობის პირისა და სახელმწიფო ინსტიტუტის არსებობას, ასევე საჯარო უწყებებს აქვთ ვალდებულება, რომ წარადგინონ ყოველწლიური ანგარიში.

მაგალითად, აშშ-ს ინფორმაციის თავისუფლების აქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულების მიერ მომზადებული ანგარიში უნდა ასახავდეს სტატისტიკას:
  • განმცხადებელთა მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარის რაოდენობაზე.
  • უარის მიზეზებსა და სამართლებრივი საფუძვლებზე.
  • საშუალო ვადაზე, რომელიც საჯარო დაწესებულებამ მოანდომა სხვადასხვა განცხადებების განხილვას.

საქართველოში, კანონპროექტი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, 2014 წელს, სამოქალაქო სექტორისა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი წამოწყებით შეიმუშავეს თუმცა ის საქართველოს პარლამენტში ჯერაც არ არის რეგისტრირებული.

ინფორმაციის მიღების უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული, თუმცა, მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, ხშირად ეს უფლება ელახებათ და უწევთ დავა ინფორმაციისთვის, რომელსაც პროცესების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, დროულობის ღირებულება დაკარგული აქვს.